წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი სხეული საბერძნეთში კუნძულ კორფუზე (კერკირა) ბრძანდება. წმინდანის სხეულზე ნადები, საგანგებოდ დამზადებული ფაჩუჩით მისდამი აღვლენილი გულმხურვალე ლოცვის შედეგად უამრავი ადამიანი იკურნება უკურნებელი სნეულებებისაგან. წმ. სპირიდონს ევედრებიან მატერიალური სიდუხჭირისა და სხვა სულიერი თუ ფიზიკური პრობლემების დროს. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას. ემანუელ თეოტოკისი კერკირას ისტორიისადმი მიძღვნილ წიგნში წმინდანის უხრწნელი სხეულის შესახებ წერს: "(სხეული) რბილი და ელასტიურია, გამოსცემს კეთილსურნელებას, იგი უხრწნელია. როდესაც მის სხეულს ლიტანიობისას მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ, წმინდანის სახის ნაკვთები ფართოვდება”. სხეული დღესაც უხრწნელად ინახება. სხეული ცოცხალივით გამოიყურება, თითის შეხებისას იზნიქება და შემდეგ ისევ სწორდება. ის მიდის ყველასთან, ვისაც სწამს მისი და მას მოუხმობს დასახმარებლად. წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს აცმევენ აბრეშუმის, ოქრომკედით ნაქარგ ფაჩუჩებს, რომელსაც ყოველ წელიწადს 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე. ამ ფაჩუჩებს ანაწილებენ მორწმუნე მრევლში. ხილული სასწაული
იერუსალიმში არის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მონასტერი. სავანის ტაძრის ერთ-ერთ ეკვდერში დასვენებულია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მინაზე გამოსახული ხელთუქმნელი ხატი. მისი ისტორია ამგვარია:
XX საუკუნის 80-იან წლებში მონასტრის წინამძღვარი მამა სოფრონი სნეულებისგან სიკვდილის პირას იყო მისული. მას წმინდა სპირიდონი გამოეცხადა, განკურნა და უთხრა, კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლებდა. ეს თქვა და წმინდანი კარისკენ გაემართა. მინაში გაიარა და უჩინო შეიქმნა. მისი სახე კი მინაზე აღიბეჭდა. მინა კიოტში ჩაასვენეს. მასზე ცხადად ჩანს წმინდა სპირიდონი თავისი ცნობილი ჩალის ქუდით, რომელსაც დიდი სიმდაბლის გამო მიტრის ნაცვლად იხურავდა. წინამძღვარმა სოფრონმა ამ გამოცხადების მერე ათი წელი იცოცხლა.
ამბობენ, საბერძნეთში დაახლოებით 300-350 ათასამდე ქართველი ცხოვრობსო. ელადის წმინდა მიწამ შეიფარა შიმშილსა და გაჭირვებას გაქცეული ივერიელები. ემიგრანტ ქართველებს დიდად უყვართ წმ. სპირიდონი, რადგან მას ხედავენ შემწედ, სულიერ მამად და ნუგეშინისმცემელად უცხო მხარეში. სანუგეშოდ გვსურს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ წმინდა სპირიდონის სასწაულები. შიმშილისაგან დაიხსნა. ერთხელ კვიპროსში საშინელი გვალვა დაიჭირა. ბევრი გლეხი გაღატაკდა. ფული მათ არ ჰქონდათ და ზოგიერთი მდიდარი ვაჭარი ისეთი უწყალო გამოდგა, რომ მათ ხორბალიც არ ასესხა. ერთმა ვაჭრისაგან გულნატკენმა კაცმა მღვდელმთავარს საწუხარი შესჩივლა. ნუ იდარდებ, შვილო, მალე ის ვაჭარი თვითონ გთხოვს ხორბალსო. წმინდანის წინასწარმეტყველება მალევე აღსრულდა. იმავე ღამეს კოკისპირული წვიმა მოვიდა, წყალმა დააქცია ბეღელი და მთელი ხორბალი წაიღო. ტრიმიფუტელმა გლახაკებმა აკრიფეს ხორბალი. გუშინდელი მდიდარი კი დღეს ძალზე დაზარალდა, მაგრამ გონს მაინც ვერ მოვიდა. მას ბევრი ბეღელი ჰქონდა ხორბლით სავსე. ერთმა გლეხმა ხორბალი სთხოვა, მან კი: გირაოდ რამე მომეციო. საბრალოს არაფერი ჰქონდა და თავისი გასაჭირი მღვდელმთავარ სპირიდონს მოუყვა: წმინდანმა მეორე დღეს დაიბარა გლეხი, სკივრში ჩადებული ოქროს გველი მისცა - მდიდარ მეგობარს ვალად გამოვართვიო. გლეხმა გველი ვაჭარს მიუტანა. დათესა მისი მოცემული ხორბალი და დიდი მოსავალი მიიღო. ვალი მდიდარს მიუტანა და გირაო მოსთხოვა. მაგრამ მან პირი უშალა - შენგან არაფერი მიმიღიაო. შეწუხებული გლეხი ისევ წმინდა სპირიდონს მიადგა. მან: - ნუ დაღონდები, შვილო, წადი შინ და ძუნწი ვაჭარი აქეთ დაგიწყებს ძებნასო. ქალიშვილი. წმინდა სპირიდონი ნიკეის კრებაზე იმყოფებოდა. ერთმა დიდებულმა ქალბატონმა მის ქალიშვილს ირინეს შესანახად საგანძური გადასცა. შინ დაბრუნებულ წმინდა სპირიდონს ქალიშვილი გარდაცვლილი და დაკრძალული დახვდა. მალე მასთან ის ქალბატონიც მოვიდა და ატირებულმა ოქროს დაბრუნება სთხოვა. წმინდა სპირიდონმა ეძება, მაგრამ განძი ვერ იპოვა. სამართლიანობა მოითხოვდა, მწყემსმთავარს განძი ეპოვნა. რა ექნა? შეეწყალა ატირებული ქალი. შევიდა საგვარეულო სამარხში და ღვთის დიდი რწმენით აღსავსემ თავის ქალიშვილს, როგორც ცოცხალს, ჰკითხა: ყრმა. ერთხელ, ანტიოქიაში მყოფ წმინდა სპირიდონთან ატირებული წარმართი ქალი მივიდა. ხელთ მკვდარი ჩვილი ეპყრა. ქალის ნათქვამი არ ესმოდა მღვდელმთვარს, მაგრამ მისმა ცრემლებმა გული აუტოკა. უნდოდა, დახმარებოდა, მაგრამ არც ის სურდა, მერე დიდებით შეემოსათ. ამიტომაც ჰკითხა თავის დიაკვანს, არტემიდორს: - მითხარი, როგორ მოვიქცეო. თევზი მიუტანა. წმინდა სპირიდონის სახელობის ყუთლუმუშის მონასტრის კელიაში ცხოვრობდნენ კუნძულ კორფუდან (იგივე კერკირა, სადაც წმინდა სპირიდონის წმინდა ნაწილები ასვენია) გამოსული მონაზვნები. წმინდა სპირიდონის დღესასწაულისთვის (12 დეკემბერი) მამებმა თევზი ვერ იშოვეს და ძალზე წუხდნენ. ბერებმა თავიანთ მოძღვარს შესთავაზეს, ნედლი თევზის ნაცვლად ხმელი ვირთევზა ვიყიდოთო, მაგრამ მოძღვარმა დაამშვიდა, - მოითმინეთ, წმინდა სპირიდონი თვითონ გამოგვიგზავნის თევზსო - და შეუჩერებლად სკვნილს მარცვლავდა. კორფუს დაბომბვა. II მსოფლიო ომის დროს იტალია, მუსოლინის ბრძანებით, თავს დაესხა საბერძნეთს. მათი პირველი მსხვერპლი მეზობელი კუნძული კორფუ აღმოჩნდა. ეკატერინეს ამბავი. კორფუელი ეკატერინე ყვებოდა: "თუმცა სხვა ადგილას დავიბადე, მაგრამ წმინდა სპირიდონი ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი წმინდანი. ეს სიყვარული გამიძლიერდა, როცა გავთხოვდი და საცხოვრებლად კორფუზე გადავედით. ბავშვი მეყოლა. ბერძნული ტრადიციით, მას ჩემი მამამთილის სახელი დაარქვეს. არადა, ძალიან მინდოდა, სპირიდონი დამერქმია. ვოცნებობდი, კვლავ ბიჭი მყოლოდა და წმინდა სპირიდონისთვის მიმეძღვნა. ექვსი წლის მერე, როგორც იქნა, მუცლადვიღე და ორი თვის ბავშვი დავკარგე. ავადმყოფი წმინდა სპირიდონს შევტიროდი, - ღმერთმა რატომ წაიყვანა ეს პატარა? ხომ იცი, რომ ის შენი უნდა ყოფილიყო-მეთქი. იმ ღამეს საავადმყოფოში სიზმრად გამომეცხადა წმინდა სპირიდონი და მაკურთხა, - ყველაფერი კარგად იქნებაო. მადლიერებით ხელზე ვეამბორე. გამომწერეს საავადმყოფოდან. ოცდაოთხი დღის მერე კვლავ დავფეხმძიმდი. შემეძინა ვაჟი - სპირიდონი, რომელიც ახლა ოთხი წლისაა. სპირიდონის შობიდან სამი თვის თავზე მივხვდი, რომ კვლავ ფეხმძიმედა ვარ. ახლა ქალიშვილი შემეძინა. მას ოლღა დავარქვი დედამთილის პატივსაცმად, რომელიც მამშვიდებდა ხოლმე: - პირველი ვაჟი შენი ვალი იყო, მეორე - წმინდანისადმი დანაპირებს აღსრულება, ეს ბავშვი კი ღვთის საჩუქარიაო. სალიტანიო მსვლელობა. წმ. სპირიდონის გარდაცვალების დღის (12 დეკემბერი) გარდა, წელიწადში ოთხი დღეა, როცა საბერძნეთის ეკლესია განსაკუთრებით იხსენიებს მას. ამ დღეებში მორწმუნეები ლიტანიობით შემოივლიან კორფუს ქუჩებს. მღვდლები და დიაკვნები მხრებით მინის კუბოთი, ვერტიკალურად მიასვენებენ წმინდა სპირიდონის უხრწნელ ნაწილებს, თითქოს მოქმედი ეპისკოპოსი მღვდელმთავრის ტახტზე ბრძანდებოდეს. ათაობით მორწმუნე ტროტურის ორივე მხარეს დგას და ელოდება პროცესიას. სახლები დროშებით არის შემკული, ქუჩებში ყვავილებია დაფენილი. ავადმყოფები, ინვალიდები, ეშმაკეულნი წვანან გზაზე და წმინდანის კუბოს ზედ გადაატარებენ. წმიდა ნაწილებს უკან მოჰყვება საეკლესიო და საერო ხელისუფლება, შემდეგ ჯარისკცები, ვეტერანები, მოსწავლეები, უკრავს ორკესტრი. პირველი მსვლელობა. ბზობის კვირას ლიტანიობით იხსენიებენ კუნულის შავი ჭირისაგან გათავისფლებას. ეს სნეულება 1629 წლის შობის დღეებში მოედო კუნძულს. რა არ იღონეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. სიკვდილის მაუწყებელი ზარები 1830 წლის ლაზარეს შაბათამდე რეკდა. ამ დღეს ჭირს გამოქცეული კორფუელები წმინდა სპირიდონის ტაძარში მასვე შესთხოვდნენ შეწევნას, სწორედ იმ მომენტიდან წმინდა სპირიდონი ჭირით სნეულებს ეცხადებოდა და კურნებას ჰპირდებოდა. ჭირის მძვინვარების ყველაზე საშინელ დღეებში ეკლესიის თავზე ნიშანს - ანთებულ სანთელს ხედავდნენ წმინდა სპირიდონის შეწევნის ნიშნად. ამ ზეცურ სინათლეს მუდმივად თვალს ადევნებდნენ ქალაქის გალავანზე ასული დარაჯები. ჭირის ეპიდემია სრულიად შეწყდა ბზობის კვირას. მეორე ლიტანია. ვნების შვიდეულის შაბთს მეორედ იმართება მსვლელობა. 1532 წელი კორფუსათვის მოუსავლიანი იყო. მარაგიც გამოელიათ და ქალაქში შიმშილობა ჩამოვარდა. ავდრის გამო ვერც სხვა პორტებიდნ შემოჰქონდათ ხორბალი. ვნების შვიდეულის შაბათს ხორბლით დატვირთულმა ერთმა ხომალდმა სძლია შტორმი და ღუზა ნავსადგურში ჩაუვა. თურმე სხვაგან მიმავალი გემის კაპიტანს გამოეცხადა წმინდა სპირიდონი და სთხოვა, ეს ხორბალი კორფუს მოსახლეობისთვის წაეღო, თანაც დაჰპირდა, კარგ ფულს გადაგიხდიანო. სააღდგომო ლიტანია განსაკუთრებული სიხარულით იზეიმეს კორფუელებმა, ყველა მადლობდა ღმერთს ამ დიდი წყალობისთვის. 11 აგვისტო. მესამე მსვლელობისას კორფუელები 1715 წ. თურქებზე სასწაულებრივ გამარჯვებას იხსენებენ. მაშინ კუნძული ვენეციელთა ხელში იყო, მათ კი ომი ჰქონდათ თურქეთთან. სამთავრობო ჯარის 4800 დაქირავებული ჯარისკაცი და ათასი კორფუელი ფიცხელ წინააღმდეგობას უწევდნენ თურქთა 33000-იან არმიას, რომელთაც ნაწილების გადმოსხმა დაიწყეს კუნძულზე. თურქთა მეწინავე ნაწილები მთელი არმიის თავმოყრას ელოდნენ და დიდი შეტევისთვის 11 აგვისტო დათქვეს. ვენეციელ-ბერძენთა მცირერიცხოვანი არმია შიშით ელოდა თურქთა შემოტევას. 10 აგვისტოს კუნძულის თავზე ცა შავი ღრუბლებით დაიფარა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ამოიჭრა ქარიშხალი. აგვისტოში ასეთი ამინდი უჩვეულო იყო კორფუელებისთვის. მეორე დილით კორფუელმა მზვერავებმა უცნაური ამბავი მოიტანეს: თურქთა სანგრები ცარიელია, ირგვლივ მიმოფანტულია ათასობით თურქის ცხედარი და მათი ცხენების ლეში. სამარისებური სიჩუმეა და მტრის ჯარი სადღაც გამქრალაო. თურქთა უეცარი უკანდახევა 11 აგვისტოს ისეთი ნაჩქარევი და ქაოსური იყო, რომ ბევრი მათგანი ტყვედ ჩაუვარდათ ბერძნებს. ისინი ყვებოდნენ, რაც მოხდა: წინა დღეს მოღრუბლულ ცაზე უეცრად გამოჩნდა ფიგურა დიდებული მეომრისა, მარჯვენა ხელში ანთებული სანთელი და მახვილი ეპყრა, მარჯვენაში კი ჯვარი. უკან უამრავი ანგელოზი მოჰყვებოდა. მათ ერთად შეუტიეს თურქებს, თან კოკისპირულად წვიმდა. დამფრთხალი თურქები თვპირის მტვრევით გარბოდნენ და ერთმანეთს თელავდნენ... თურქების აღწერილობით კორფეულებმა დიდებულ მეომარში წმინდა სპირიდონი შეიცნეს. მეოთხე მსვლელობა. ნოემბრის პირველ კვირას კორფუელები ლიტანიობით იხსენიებენ 1673 წელს წმინდა სპირიდონის შეწევნით საშინელი ჭირისგან განკურნებას. კუნძულის მოსახლეობა მხურვალედ ევედრებოდა უფალს, ჭირის სასწაულებრივად შეწყვეტამდე, წინა სამ ღამეს, სამრეკლოს თავზე არამიწიერ ნათელში, ცხადად ჩანდა წმინდა სპირიდონის ფიგურა ჯვრით ხელში და განდევნიდა ჭირს, რომელსაც შავი მოჩვენების სახე მიეღო და ჰაერში მიმოძვრებოდა, თითქოს წმინდა სპირიდონის ხელთაგან გასხლტომას ლამოდა.
|