მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სასწაულები

 

NASA–მ ადამიანის ტემპერატურის მქონე,
ღვთისმშობლის ცოცხალი ხატი აღმოაჩინა

 


გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატის ტაძარი ყველაზე დიდი და ტევადი ტაძარია ლათინურ ამერიკაში. დღიდან მისი დაარსებისა აქ ხშირია მოხდენილი სასწაულები და კურნებანი. თანამედროვე სამეცნიერო გამოკვლევებმა დაამტკიცეს გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატის ხელთუქმნელობა, რაც მანამდე ისედაც სწამდათ მორწმუნეებს.


NASA–მ სენსაციური ცნობები გამოაქვეყნა იმ გამოკვლევის შესახებ, რომელიც გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატთან მიმართებაში ჩაატარა.


NASA-ს კოსმოსურმა სააგენტომ (აშშ) გვადელუპედან ღვთისმშობლის ხატზე ჩატარებული სამეცნიერო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. სენსაციური იყო ის, რომ მარიას თვალების ოფთალმოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა ბადურის დაქვეითება სინათლის მიახლოებისას და გაფართოება, როდესაც ის შორდება, როგორც ეს ცოცხალი ადამიანის თვალებში ხდება.

მეცნიერებმა ასევე შენიშნეს, რომ ქსოვილის ტემპერატურა, რომელზეც გამოსახულება იყო გამოსახული, შეესაბამება ჯანმრთელი ადამიანის სხეულის ტემპერატურას - 36,6 გრადუსს. მარიამის სხეულის სტეტოსკოპით მოსმენისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს პალპაციური პულსი 115 დარტყმა წუთში, რაც შეესაბამება ბავშვის გულისცემას საშვილოსნოში.

NASA-ს სპეციალისტების კვლევის მიხედვით, საღებავები, რომლებითაც ხატი იყო დახატული, დედამიწაზე არასოდეს ყოფილა ნაპოვნი, იუწყება TSN radiovaticana-ზე მითითებით.


ხატის მრავალრიცხოვანი გამოკვლევები განცვიფრებას იწვევს თავისი შედეგებით მსოფლიოს სწავლულებს შორის, რომელთა შორისაც აღსანიშნავია ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში პროფესორი რიხარდ კუნნი. მის ლაბორატორიაში დამტკიცდა, რომ ღვთისმშობლის გამოსახულებაზე არ არის არანაირი კვალი ხელოვნური საღებავებისა და ორგანული თუ მინერალური პიგმენტებისა ცნობილი თანამედროვე მეცნიერებისათვის. ტილოზე არ არის ფუნჯის, გრუნტისა თუ სხვა სპეციალური საშუალების ნაკვალევი გამოყენებული ფერწერაში


სენსაციური გამოდგა დასკვნა, რომელიც ხატზე გამოსახული ღვთისმშობლის თვალების 2500-ჯერ გადიდებისას ოფთალმოლოგიური ანალიზის შემდეგ გაკეთდა: "რეფლექსის არსებობა" - აღმოჩნდა, რომ სინათლის წყაროს მიახლოების დროს ხატზე გამოსახული თვალის გუგები ვიწროვდება, ხოლო წყაროს დაშორებისას პირიქით, ფართოვდება, როგორც ეს ცოცხალი ადამიანის თვალისთვისაა დამახასიათებელი.

 

 

ცნობილია შემთხვევა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ამ ხატის გვერდით, მის სასწაულმოქმედებაში დასარწმუნებლად, დადეს ბომბი, რომელსაც დამანგრეველი ძალა ჰქონდა. ბომბის აფეთქების შემდეგ ირგვლივ ყველა ნაგებობა დაზიანდა და ნაწილი განადგურდა კიდეც, მაგრამ ხატს მცირე ნაკაწრიც არსად ჰქონდა.

 

ამასთან, სწავლულებმა კიდევ ერთ დეტალს მიაქციეს ყურადღება: ხატზე გამოსახული ღვთისმშობლის ხელებიდან ერთი ნათელი, მეორე კი მუქი ფერისაა, რაც, სავარაუდოდ, რასების ერთიანობას მიანიშნებს.

 

 

ამ დროისთვის NASA ისევ აგრძელებს გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატის გამოკვლევას.