მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სასწაულები

 

† არის სამოთხე და ჯოჯოხეთი!

 

მეგობარ გოგონებს, ნ-სა და ვ-ს გადაწყვეტილი ჰქონდათ მონასტერში გამგზავრება. ღამეს ერთ-ერთ მათგანთან ათევდნენ სახლში, რათა დილაადრიან გასდგომოდნენ გზას. ძილის წინ წაიკითხეს საუფლო ლოცვა - „მამაო ჩვენო“ და დაწვნენ.


ნ-მ გულში სთხოვა ღმერთს, რათა ძილში მას განცხადებოდა, არსებობს თუ არა სამოთხე და ჯოჯოხეთი იმქვეყნიურ ცხოვრებაში.


მაგრამ მას არაფერი დასიზმრებია.


უეცრად, გაღვიძებულს, ესმის მეგობარი გოგონას ხმა:


- შენ რამე გესიზმრა წუხელ?


- არაფერი - უპასუხა ნ-მ.


- მე კი საოცარი სიზმარი ვნახე: ძილში ანგელოზი თუ წმიდა მამა გამომეცხადა და მაუწყა: - გადაეცი ნ-ს, რომ არსებობს სამოთხე და ჯოჯოხეთი.


ასე აღუსრულა ღმერთმა თხოვნა ნ-ს, მაგრამ იმავე დროს საბაბიც არ მისცა ზედმეტი სიამაყისათვის.


(ანა ვინოგრადოვას ჩანაწერი)

„მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში“, კრებული I, თბილისი, 1996 წ.