დალოცე, უფალო, ჩემი დღევანდელი მოსვლა ტაძარში. შემეწიე, რომ უამპარტავნოდ, თავმდაბლად გემსახურო. გავედრებ ჩემს გონებას, მხედველობას, სმენას და ხმას, რათა დაუბრკოლებლად, სრულყოფილად და უშეცდომოდ ჩაიაროს ამ წირვამ (ამ ლოცვამ) და გმადლობდე შენ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
მადლობა, უფალო, რომ მომანიჭე მადლი სრულყოფილი მსახურებისა. მადლობა, რომ ხელი არაფერმა შემიშალა, რათა სიწმინდით მეღვაწა შენ წინაშე. შემეწიე და დამიხსენი ამპარტავნული ფიქრებისგან. მომეცი მადლი, თავმდაბლად ვიყო მადლიერი შენი წყალობისა და არ მომიშალო საწიგნობელთან დგომა სიცოცხლის ბოლომდე, ამინ!">