მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მახვილი სიტყვა

 

გამონათქვამები

 

აბბა პიმენი: ადამიანი ისაა, ვინც საკუთარი თავი შეიცნო.


აბბა პიმენი: ყოველი ღონე იხმარე, რომ არავის არ გაუკეთო ბოროტება და წმინდა გული გქონდეს ყველა ადამიანისადმი.


ადამსი: ყველა ადამიანი ტირანი იქნებოდა, რომ შეეძლოს.


ადისონი: ჭკვიან უსაქმურს საქმიანი უგუნური სჯობს.


აიზიკ გორშ ვეისი: არ გაგამედიდუროს ქებამ, არც ძაგებამ შეგაშინოს, გახსოვდეს, არც ერთი საქმე არ არის იმისთანა, რომ არა ჰყავდეს მაქებარიც და მძაგებელიც. პატიოსანი კაცი აქებს მარტო კარგს, სულელი – ყველაფერს და ავი – მარტო ბოროტს.


აინშტაინი: პრობლემას ვერასდროს გადაჭრი, თუკი იფიქრებ ისე, როგორც ისინი ფიქრობდნენ, ვინც ეს პრობლემა შექმნა.


ალეკსანდრ შატცკი: ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი მაინც ადამიანია. გაანებე თავი მის მცირე ნაკლს. თუ კი საშუალება გექნეს, ადამიანს მოეხმარე, მის სულს მოეფერე. რაც დღეს გააკეთე, ამხანაგებთან არ მოყვე. არავის არ უთხრა, რომ ადამიანს სული შეურყიე. თუ ვინმეს დანაშაულზე წაასწრო, საქვეყნოდ ნუ გამოიტან, ფეხს გულზე ნუ დააჭერ. გაინაპირე, პირისპირ მარტო შეხვდი და ეცადე საკუთარ სულში ჩაახედო. მე ვიცი, რომ ეს ძნელიგზაა, მაგრამ ამ გზაზე დამარცხება გერჩიოს დღევანდელ შენს გამარჯვებას.


ალფონს კარრი: მოხუცი წამსვლელ მეგობარსა ჰგავს: – ზრდილობიანად მაინც უნდა გავაცილოთ. იცოდეთ, როცა მოხუცს ეხმარებით და ჩაგყავთ ან აგყავთ კიბეზე, თავი ისე უნდა აჩვენოთ, ვითომც პატივსა სცემთ და კი არ გეცოდებათ. ასევე სიარულის დროს უნდა აგრძნობინოთ, რომ მისი ფეხების თანაბრად ვითომ იმის ლაპარაკის ყურისგდებისათვის მიდიხართ. მოხუცებულობის პატივუცემლობა იმას ჰგავს, რომდილით ის სახლი დაანგრიოს კაცმა, რომელშიაც საღამოს თავი უნდა შეაფაროს. მოხუცთა ნაკლოვანებები სულ მოხუცებულობას როდი უნდა მიაწეროთ. მოხუცთან როცა საქმე გაქვს, არ უნდა დაივიწყო: მასში ერთი ნაწილი ხასიათისა მამობრივია, და ერთიც ბავშვური.


ამფილოქე ბერი: შეიყვარე ერთადერთი ღმერთი, რათა შეგიყვაროს ყველამ. არა მხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველსაც, ვინაიდან ღვთის მადლი როცა გარეთ გამოდის თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტო ეყვარები, არამედ პატივსაც მოგაგებენ, ვინაიდან შენში გამოისახება უმანკო ხატი იმისა, რომელსაც შეიყვარებ და რომლის მსახურიც იქნები.


ანტონი დიდი: სათნოებებსა და კეთილ საქმეთა ქმნაში შენზე უღონო ადამიანი შენს თანასწორად მიიჩნიე, ხოლო შენი თანასწორი – შენზე გაცილებით აღმატებულად ჩათვალე სულიერ სრულყოფილებაში.


არტურ შოპენჰაუერი: ბედნიერება და უბედურება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამ, რა სიმაღლიდან უყურებ მას.


აღმოსავლური სიბრძნე: არაბთა ბრძენს ლოკმანს ჰკითხეს, – ვისგან შეისწავლე სიბრძნეო? –ბრმებისაგანაო, – უპასუხა მან: ისინი ფეხს ისე არ გადასდგამენ, თუ ალაგი არ გასინჯესო.


ბალზაკი: ღმერთს არ უთქვამს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ის შეგვპირდა, რომ არასოდეს მიგვატოვებს.


ბალზაკი: არავინაა დედაზე უფრო გულთამხილველი.. როდესაც სულიერი დედობა ფიზიკურ დედობას ეხამება, ვიღებთ შესანიშნავ და უფრო აუხსნელ, ვიდრე აუხსნად მოვლენას, რაც დედობრივი გრძნობის არსს შეადგენს.


ბესიკ ხარანაული: რა ძნელია, იყო ადამიანი! ეს არის სასჯელი და საზღაური მიწაზე განვლილი გზისა. უმძიმესი ტვირთი, რომელსაც ადამიანი განუწყვეტლივ ცდილობს მხარი შეუნაცვლოს ანდა სულაც გაცვალოს რაიმე დიდ საქმეში, წამოწყებაში, ღვაწლში, შრომაში… და რაგინდ კეთილი საქმით უნდა იყოს ადამიანი ვალმოხდილი, ადამიანობა მას მაინც თავისი კითხვიანი, სასჯელისმდები თვალებით მისჩერებია. ძნელია ადამიანობა!.. იგი თითქოს ცალკე ნიჭია და ამიტომაც პატივმოყვარე კაცი ტყუილად შეეჭიდება, ტყუილად მიითვისებს და მიისაკუთრებს. და თუნდაც მოხდეს და ცოტა ხნით თავი დაიმშვენოს მალევე ჩამოსცილდება, რადგან ადამიანობა ზედაპირი კი არ არის, ანდა ნიღაბი, არამედ სიღრმეა და სახე. დიახ, ადამიანობა ნიჭია, ნიჭია ღვთისგან ბოძებული, შეუქცევადი და გამოუცნობი. ადამიანებად ისევე იბადებიან, როგორც დიდი შემოქმედნი და შესაძლოა უფრი იშვიათადაც.


ბერნე: პატიოსნება აზროვნებისა უფრო კიდევ იშვიათი ხილია, ვიდრე პატიოსნება ყოფაქცევისა.


ბისმარკი: ჭკვიანები ვარსკვლავებამდე მანძილს გრძნობენ, ხოლო სულელები – ეთამაშებიან.


ბუასტი: მტრისგან მოყენებული ბოროტება ის არის, რაც ჩვენს გულს სიძულვილს აჩვევს.


ბუასტი: ნურვის ნუ გასწირავთ თქვენი ბედნიერებისათვის, სხვისი გაუბედურებით კაცი ვერ იბედნიერებს. მოუთმენლობა და შეუწყნარებლობა სისუსტეა ჭკუისა.


ბუასტი: ჭეშმარიტი სიდიდე და დიდებულება ადამიანისა გულშია და არა თავში.


ბულგაკოვი: ბოროტებას უფრო ხშირად ადამიანის სახე აქვს და არა ეშმაკის.


გაბრიელ ეპისკოპოსი: შვილს უნდა ჰქონდეს მორჩილება, სიყვარული და მინდობილება თავისი დედ-მამისა: ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ თუ დედ-მამის კურთხევა არ არისმის თავზედ, იგი ბედნიერი არ იქნება ქვეყანაზედ. დიდი ძალა აქვს დედ-მამის ლოცვას და კურთხევას.


გალაკტიონ ტაბიძე: საზოგადოება ვერ იტანს ადამიანს,რომელიც მას არ გავს.


გოეთე: წიგნიდან ზოგჯერ იმასაც კი იღებ, რაც იქ არ წერია.


გოეთე: არ შეიძლება, დიდება იყოს იქ, სადაც არ არის უბრალოება, სიკეთე და სიმართლე.


გოეთე: სიძულვილი არის აქტიური უკმაყოფილება, შური – პასიური. ამიტომაც არ უნდა გვიკვირდეს, თუ შური სწრაფად გადადის სიძულვილში.


გრიგოლ რობაქიძე: ადამიანს მივმართავთ: “ბატონო გიორგი!“ ღმერთს - “უფალო!“ და საოცარია: “უფლება“ ქართულში “მატიანისაგან“ კი არ მოდის, არამედ უფლისაგან.


გრიგოლ სინელი: ლოცვა - ესაა სიხარულის ალი, სურნელოვანი ნათელი, მოციქულის სწავლება, უფლის ხარება, გულის სისავსე, ღმერთის შეცნობა, სამშვინელის სიხარული, ღვთის წყალობა, ქრისტეს გონიერი მზის სხივი.


გრიგოლ ღვთისმეტყველი: მადლი ეძლევა არა იმას, ვინც კარგად ლაპარაკობს, არამედ იმას, ვინც კეთილად ცხოვრობს


გრიგოლ ღვთისმეტყველი: უპირატესი ადგილი მიანიჭე ღმერთს, შემდეგ კი მოძღვარს, მიწიერ ქრისტეს, შენი ცხოვრების წინამძღოლს. ფრთებასხმულმა იჩქარე მისკენ, დაემორჩილე უსიტყვოდ, იხარე მასთან ერთად, როცა ზევით აღემართები და დაემორჩილე დაცემისას, რომ შიშით შეპყრობილი, ისევ მაღლა აღემართო.


გრიგოლ ღვთისმეტყველი: ურთიერთობა ბიწიერებთან შენც უცილობლად გაქცევს ბიწიერად. ნურასდროს მიიღებ წყალობას უკეთურისგან, რადგან იგი მისთა საქმეთა გამო შენგან შენდობის მიღებას ამ გზით ცდილობს.


გრიგოლ ღმრთისმეტყველი: [სიტყვა მე-6 “მშვიდობის შესახებ”] “ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც. უნდა გვიყვარდეს მხოლოდ ჭეშმარიტი მშვიდობა, კეთილმიზანდასახული და ღმერთთან მიმყვანებელი, რადგან საქმე როცა აშკარა უკეთურებასთან გვაქვს, მაშინ ცეცხლსა და მახვილსაც არ უნდა ვერიდოთ, არც დროისა და ხელმწიფის მოთხოვნებს დავემორჩილოთ, მით უმეტეს – არამც და არამც არ უნდა ვეზიაროთ მზაკვრულ დვრიტას, არ უნდა მივემთხვიოთ სენშეყრილს! ყველაზე დიდი ცოდვაა ღმერთზე მეტად გვეშინოდეს რაიმესი და ამ შიშის გამო ვღალატობდეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების სწავლებას!”


დავით სულაბერიძე: მარცხი გაცილებით მეტ გამოცდილებას შესძენს ადამიანს, ვიდრე წარმატება, რადგან ეს უკანასკნელი ბრმაა, ხოლო პირველი კი თვალხილული.


დავით სულაბერიძე: ფარისეველი ადამიანი თუ თქვენდამი რამე კეთილგანწყობილებას იჩენს, ესიმას ნიშნავს, რომ თქვენ ამაღლებული ხართ, მაგრამ თუ არაფრად გაგდებთ, მაშინ, უთუოდ, ძირს დაცემული და განადგურებული.


დევალი: შემთხვევა სახელია, რომლითაც სხვის დამსახურებას აღნიშნავენ.


დეილ კარნეგი: ადამიანს, რომელიც გულწრფელად არის დაინტერესებული სხვისი პიროვნებით, შეუძლია უფრო მეტი მეგობარი შეიძინოს ორ თვეში, ვიდრე ამას მეორე მოახერხებს ორი წლის განმავლობაში, რომელიც ცდილობს, რომ საკუთარი თავით დააინტერესოს სხვა.


დეილ კარნეგი: მოვეშვათ ფიქრს იმის შესახებ, რომ ჩვენ სრულფასოვანი ადამიანები ვართ დავეცადოთ, აღმოვაჩინოთ დადებითი თვისებები სხვა ადამიანებში. მაშინ არ დაგვჭირდება მლიქვნელობა და თვალთმაქცობა; ვიყოთ გულუხვნი ქებაში და ახალისებაში, მაშინ ჩვენს სიტყვებს ფასი ექნება. ამ ადამიანებს თქვენი სიტყვები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეხსომებათ, მაშინაც, როცა თქვენ დიდი ხნის დავიწყებული გეყოლებათ ისინი.


დემოსთენე: ყოველ ადამიანში არის მზე, ოღონდ მიეცით საშუალება, რომ გაანათოს.


დიონისე არეოპაგელი: ერთ-ერთი სახელი უზენაესის ღვთაებისა არის სიკეთე. იგი არის კეთილი და ამიტომ სამყაროს გაჩენაც მისი სიკეთიდან მომდინარეობს.


დიუმა-მამა: ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ლურსმანი, რომელზეც სურათი კიდია.


დოსტოევსკი: ჭკუა არც შენი უნდა დამალო და არც სხვისას დაემალო.


დოსტოევსკი: კაცს ნელ-ნელა და ფრთხილად უნდა დაუახლოვდე, რომ გაიცნო.


დოსტოევსკი: თავისუფალი, სრულიად შეგნებული და არვის მიწერ ნაიძულევი თავგანწირვა სხვათა სიკეთისათვის, ჩემი აზრით, პიროვნების უმაღლესი განვითარების, მისი ძლევამოსილების, თვითდაუფლების, საკუთარი ნების უდიდესი თავისუფლების ნიშანია. ნებაყოფლობით თავდადება ყველასათვის, ჯვარცმა, კოცონზე თავის დაწვა ყველასათვის შეუძლია მხოლოდ უდიდეს პიროვნებას. ძლიერ განვითარებული პიროვნება, ვინც სავსებით დარწმუნებულია, რომ უფლება აქვს პიროვნება იყოს დაუკვე აღარაფრის ეშინია, იმაზე უკეთესს ვერაფერს იზამს, რომ მთლიანად შეეწიროს ყველას, რათა სხვებიც სწორედ ასეთივე თავისუფალ და ბედნიერ პიროვნებებად აქციოს.


ეგნატე: არ გაიმართლო თავი ადამიანის წინაშე, მაგრამ შენს სულში იყავი ბრძენი, მშვიდი, დიდსულოვანი, მომთმენი, ადამიანისადმი სიყვარულით აღვსილი.


ედიშერ ყიფიანი: როცა ადამიანი გიყვარს, როცა მოხიბლული ხარ მისი პიროვნებით, გიჩნდება დაუძლეველი სურვილი, ხმამაღლა უთხრა ეს, ან ნატრობ, მოგეცეს შემთხვევა, რაიმე საჭირო საქმეში გამოადგე და ამით სიყვარული დაუმტკიცო. მაგრამ გადის წლები, შემთხვევა არ გეძლევა, სიყვარულის ხმამაღლა გამჟღავნება კი ისევე უხერხული გეჩვენება, როგორც ხმამაღლა ფიქრი!


ედუარდო გალეანო: ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც დაკრძალვა მიცვალებულზე მნიშვნელოვანია, ქორწილი – სიყვარულზე, გარეგნობა კი – ჭკუაზე.


ედუარდო გალეანო: ჩვენ ვცხოვრობთ შეფუთვის კულტურაში, რომელიც ვერ იტანს შიგთავსს.


ედუარდ ლაბულე: არაფერი გადადო ხვალისათვის – ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლოება იმ ადამიანისა, ვინც დროის ფასი გაიგო.


ევრიპიდე: სიმდიდრე კარგია, ჯანმრთელობა – უკეთესი, ოღონდ იმას ვერ შეედრება, როცა ბევრ ადამიანს გულწრფელად უყვარხარ.


ეკლისიასტე: როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს.


ემანუილ კანტი: ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს. ფილოსოფოსის უკვდავება ისარის, რისი თქმაც მოასწრო, რაც მისგან ყურადიღეს, შეითვისეს, განახორციელეს.


ემანუილ კანტი: ძირფესვიანი ზნეობრივი განახლება – ერთგვარი მეორედ დაბადება – ადამიანისა და კაცობრიობის ხასიათის ჩამოყალიბების აუცილებელი პირობაა.


ემანუილ კანტი: ფილოსოფია იმაზე შორს ვერ წაგვიყვანს, ვიდრე ის უნარი, ბუნებას რომ ჩვეულებრივი განსჯისათვის მიუნიჭებია.


ემერსონი: სულის სილაღე ნიშანია მისი ძლიერებისა.


ეპიკურე: იცხოვრე შეუმჩნევლად.


ეპიქტეტი: ხანმოკლე, მაგრამ პატიოსანი სიცოცხლე ყოველთვის გერჩიოს ხანგრძლივ, მაგრამ სამარცხვინო ცხოვრებას.

ეპიქტეტი: შეისმინე, რომ ყოველი კაცი ისე მოქმედებს, როგორც მისთვის უმჯობესია. თუეს ნამდვილად უმჯობესია მისთვის, მაშინ ის კაცი მართალია, და თუ სცდება – იმისთვისვეა უარესი, რადგან ყოველს შეცდომას მოსდევს სატანჯველი. თუ ეს მუდამ გეხსომება, მაშინ არავისზედ აღარ მოგივა გული, არც აღელდები ვისზედვე, არც არავის დააყვედრებ, არ გალანძღავ და არც არავისი მტრობა არ გექნება.


ეფრემ კატუნაკელი: "არ გადანაშაულებ, რომ ბევრი და მძიმე ცოდვა ჩაიდინე - არა, რადგან ადამიანი ხარ და ხორცი გმოსავს. გადანაშაულებ, რომ აღსარებას არ ამბობ. აი, ამაში გდებ ბრალს. დაეცი? მიდი მოძღვართან. ისევ დაეცი? ისევ მიდი მოძღვართან. ყოველთვის მოძღვართან".


ეფრემ ასური: საყვარელო, გაურბიხარ ცეცხლს, რომ სხეული არ დაგწვას, მაგრამ გაექეცი ცოდვას, რათა შენი სხეული სულთან ერთად ჩაუქრობელ ცეცხლში არ დაიწვას.


ეფრემ ასური: "ვისაც სძულს მღვდელი, მას ღმერთიც სძულს".


ექვთიმე თაყაიშვილი: რაც ბედმა გვარგუნა იმას უნდა დავჯერდეთ. ზეკაცად არავინ დავბადებულვართ, და ჩვეულებრივი ადამიანობაც უნდა ვიკმაროთ და ის ვაკეთოთ, რაც ძალგვიძს, კეთილდღეობა ჩვეულებრივ ადამიანთა საერთო მუშაობით მყარდება.


ვალერიან გუნია: როდის არის კაცი ბედნიერი: როცა “მწიგნობარი არა დურგლობს დადურგალი არ მწიგნობრობს, შინაური არა მტრობს და გარეგანი არ გვმეგობრობს.


ვაჟა-ფშაველა: ღმერთი რომ კაცს გაუწყრება, პირველად ჭკუა-გონებას წაართმევსო და თუ კაცის დაჯილდოება უნდა, ბუნების ენას ასწავლისო.


ვოვენარგი: ჭკუა ქმნის ფილოსოფოსს, პატიოსნება გმირსა და მხოლოდ კეთილმოქმედება ბრძენსა.


ვოვენარგი: არ ეშინია მხოლოდ სულელს, ვისაც ეშინია და მაინც არ გარბის, ის ლაჩარი არ არის.


ვოლტერი: რაც მეტს ნიშნავს შენთვის ბედნიერება, მით ნაკლებად ბედნიერი ხარ.


ვოლტერი: ჭეშმარიტი ბედნიერება არ არის ძვირი და თუ მასში გიწევს მაღალი ფასის გადახდა, ესე იგი, ის ყალბია.


ვოლტერი: კანონთა სიმრავლე სახელმწიფოში იგივეა, რაც დიდი რაოდენობა მკურნალებისა: ნიშანი ავადმყოფობისა და უძლურებისა. ისიც კი, ვისაც გასაყიდად საკუთარი თავის მეტი არაფერი გააჩნია, პოლიტიკაში მიდის.


ზვიად გამსახურდია: ის, ვინც “გაინგლისელდება”, “გაგერმანელდება”, “გაფრანგდება”, “გარუსდება”, “გაამერიკელდება”, ვერასოდეს გახდება ინგლისელი, გერმანელი, ფრანგი, რუსი, ან ამერიკელი და ქართველობასაც დაჰკარგავს. და თუ ქართველებად დავრჩებით და თანაც, ვეზიარებით ამ ერების კულტურებს, გავაფართოვებთ და გავამდიდრებთ ჩვენს სამყაროს, გავხდებით ნამდვილი მსოფლიო მოქალაქენი. ევროპული ინტეგრაციაც ასე უნდა გავიგოთ და არა როგორც ეროვნული ინდივიდუალობების წაშლა და გათქვეფვა.


თაგორი: ადამიანს გაორებული ბუნება აქვს. და მის შინაგან პიროვნებაზე, რომელიც ღრმადაა დამალული აზრების, გრძნობებისა და შემთხვევების საფარველქვეშ, ნაკლებად ფიქრობენ. თუ გარეგნული ცხოვრება არ ეთანხმება შინაგანს, ეს ფარული “მე“ იტანჯება, წვალობს და ამ განცდების გამოხატვა, თუნდაც აღწერა, ძნელი დართული საქმეა. ის უფრო ჰგავს სასოწარკვეთილ და გაბმულ კივილს, ვიდრე აზრიან მეტყველებას.


თაგორი: ადრეულ ასაკში სულისათვის ჯერ კიდევ უცნობია, რომ მის უკეთეს სამკაულს წარმოადგენს მოვლენების სწორი შეფასება და ჯეროვანი პატივისცემა; რომ თავმდაბლობა ყველაზე კარგი საშუალებაა საკუთარი ბატონობის ასპარეზის გასადიდებლად. რისამე ქებას ან გაოცებას ნებისყოფის სისუსტედ თვლიან-თავისთავად დაკნინებად და დამარცხებად. ამიტომაც სხვისი გაკილვის, გაცამტვერებისა და სახელის გატეხის მიზნით ხშირად აადენენ ხოლმე ლანძღვა-გინების კორიანტელს. მაშინ სხვისი დამცირებით ვცდილობთ საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას.


იან ამოს კომენსკი: ადამიანის ნიჭი ცოცხალ მინდორს წარმოადგენს, რომელიც ითესება მეცნიერების თესლით. თესლის ყლორტები – ეს არის ყოველი ადამიანის მუდმივი აზრები, ხოლო ნაყოფი სხვადასხვანაირია მათგან აღმოცენებული რჩევის, დარიგების, ცოდნის, უნარების სხვადასხვაობის გამო. ისინი მოიმკება გონების ნამგლით, გადაიტანება მეხსიერების ბეღელში და, დასასრულ, ილეწება განმსჯელობის სალეწი მანქანით და განიავების შედეგად სუფთავდება, რათა გამოცალკევდეს ხორბალი ბზისაგან (ჭეშმარიტება ვარაუდებისაგან).


ილია II: ადამიანი ცის კართან კი არ უნდა მივიდეს, ის ცის კარი უნდა გაიაროს და ცის ბრწყინვალებაში უნდა შევიდეს. აი ამისთვის არის მოწოდებული ადამიანი.


ილია II: ადამიანის ბუნება ისეთია, რომ სულ სასწაულს ეძებს. სასწაულის ხილვის სურვილით მას სურს დაუახლოვდეს უფალს. ადამიანი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა, და მსგავსი მსგავსს ესწრაფვის. ადამიანმა რომ თავის სულიერ ან თუნდაც ფიზიკურ სამყაროს ჩახედოს, ისეთ სასწაულებს იხილავს, რომელთაც ვერცერთი მეცნიერი ვერ ახსნის.


ილია II: ადამიანმა უნდა იჩქაროს სიკეთის ქმნა, რადგან ამაშია გადარჩენა.. სიკეთის მეტი იმ ქვეყნად არაფერი გაგვყვება და მხოლოდ სიკეთე და სიყვარული თუ გადაგვარჩენს.


ილია II: დღეს კაცობრიობა იმდენად მოცულია მიწიერი და მატერიალური პრობლემებით, რომ სულიერი და ზნეობრივი საკითხები თითქმის აღარ ახსოვს. სულიერებას მოკლებული ადამიანი ბოროტებას ლამის სიკეთეთ მიიჩნევს და უფროდა უფრო ინთქმება ცოდვის, სიძულვილისა და სასოწარკვეთილების უფსკრულში. ყოველ ჩვენგანს დიდი დაკვირვება მართებს, რომ გამოიცნოს, სადაა ჭეშმარიტება დასად – სიცრუე.


ილია II: ზეციდან გადამრჩენელი კიბეა დაშვებული და თუ ბოლო საფეხურამდე კარგად არ ჩავჭიდებთ მას ხელს (ანუ თუ უფლის მცნებებს არ დავიცავთ), ცხოვრების ქარიშხალი უფსკრულში გადაგვჩეხს. ამასთან არა აქვს მნიშვნელობა, რომელ საფეხურზე ვდგავართ, ნებისმიერ სიმაღლეზე მყოფი ადამიანი შეიძლება დაშორდეს ღმერთს და ჩამოვარდეს კიბიდან.


ილია II: ყოველი კაცი, რასაც აკეთებს, თავის თავს უკეთებს. სხვისთვის რომ ზრუნავ, ამით შენს თავს ეხმარები. რადგან სულიერებას იძენ. ხოლო როცა ბოროტებას ჩადიხარ – პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებ ვნებას, რადგან შენი სული ცოდვით ივსება.


ილია ჭავჭავაძე: ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო, – ერთი დიდებული წიგნია, უცნაურს ენაზედ დაწერილი. მეცნიერება ამას სთარგმნის უხატებო, უსურათო სიტყვით, პოეზია კი ხატებითა და სურათითა.


ილია ჭავჭავაძე : ადამიანის პირველი ჭეშმარიტება ის არის, რომ რაც შეიძლება უკეთესად შეეგუოს ბუნებას და შეიგუოს იგი. ეს ერთ-ერთი, უმთავრესი გზაა იმისათვის, რომ ადამიანმა მშვენიერებას მიაღწიოს ცხოვრებაში.


ილია ჭავჭავაძე: ყველა კაცმა, რომ იგი სიკეთე ჰქმნას, რის შემძლებიც არის, ქვეყნიერებაზე უბედურნი აღარ იქნებიან.


იოანე ბოლნელი: ადამიანი თავისი სურვილითვეა თვალხილული და ბრმა, თავისუფალი და მონა, პატიოსანი და მტარვალი.


იოანე კასიანე რომაელი: მადლი ნაკლებად მოიპოვება მაღალფარდოვანი სიტყვებით ენაწყლიანი დისპუტებით, დიალექტიკური სილოგიზმებით და ციცერონის მჭერმეტყველებით.


იოანე კრონშტადტელი: თვალი ადევნე წიგნის მკითხველებს, მათ მიერ შესრულებულ მსახურებას, წეს-რიგსა და სისწორეს წიგნის კითხვასა და გალობას: თუ რამდენად კეთილკრძალულად გალობენ და კითხულობენ. ცდილობენ თუ არა თავიანთი საქმის სულით აღსრულებას, თუ მხოლოდ ენას ატრიალებენ".


იოანე კრონშტადტელი: საეკლესიო ლოცვებმა და, რათქმაუნდა, წმინდა წერილმა, ასწლეულები გამოიარეს, მილიონობით ბაგეთ წარმოთქვეს. რარიგ პატივცემულნი უნდა იყვნენ ისინი ჩვენს თვალში! როგორი კეთილმოკრძალებით უნდა ვკითხულობდეთ და ვუსმენდეთ მათ. ამის გარდა, ჩვენი პატივისცემის ღირსნი არიან იმიტომაც, რომ ისინი წმინდა დიდებულმა კაცებმა, ზეცითგან შთაგონებულმა ადამიანებმა შეადგინეს. ღმერთო, საუკუნეთა მაძნილზე ჩვენი მოკვდავი მოდგმისგან ქებულო და დიდებულო! მიიღე, ჩვენგანაც, ცოდვილებისა და უღირსებისგან ლოცვა, ქება-დიდება და განგვაძლიერე შენს მსახურებაში.


იოანე ოქროპირი: დაივიწყე ყველა კეთილი საქმე, რათა ახსოვდეს ღმერთს.


ირაკლი ფარჯიანი: მე ბავშვზე მაღლა იმით ვდგავარ, რომ ბავშვობას ვინარჩუნებ და თანაც ცნობიერად ვასრულებ და ვხატავ. ბავშვი ხომ არაცნობიერად ხატავს და სულ შემთხვევით ასრულებს, თუ რამეს ასრულებს. აი ეგ არის თავი და თავი – ქონდეს ბავშვის გული და ბრძენის გონება.


კარლო არსენიშვილი: არა, არ შეიძლება ტყე უმცენაროდ, მდინარე უწყლოდ და ადამიანი უსიმღეროდ. მღერიან სიცოცხლეზე, სილამაზეზე, უკვდავებაზე. სილამაზე ყოველთვის მღერის. სილამაზე რომ შექმნა, ოცნება გჭირდება, ასეთი ოცნებისათვის ღირს ცხოვრება.


კონსტანტინე გამსახურდია: ღალატის ამბავი ასეთია: ყოველ კაცს პირველად უჭირს უღალატოს იმას, რაც წმიდათა წმიდათ მიაჩნია. თუ ეს მოხდა, ის ყოველივეს უღალატებს – სამშობლოს, ოჯახს და საკუთარ თავსაც.


კონსტანტინე კაპანელი: დედამიწაზე მშვენიერების ხანგრძლივობა და სრული ბედნიერება ჯერ არავის უნახავს. დიდი ხანია ადამიანებს თავისუფლად და უშიშრად არ შეუძლიათ არც სიყვარული, არც სიძულვილი, მათ სჩვევიათ მხოლოდ ღალატი, სინანულის ცრემლები, ცოდვა და ურვა სულისა. ეს ცხოვრება ყველაფერს კეთილს ტალახში სვრის, ყველაფერს კარგს და მშვენიერს მარად ლანძღავს და კეთილისთვის დაჯილდოების მაგიერ გოლგოთას მთაზე აიყვანეს ქვეყნის მხსნელი და იქ ჯვარზე აცვეს, სოკრატე ბრძენს საწამლავი დაალევინეს იმიტომ, რომ ქადაგებდა ათინაში სიყვარულს; ჯორდანო ბრუნო ცეცხლში დაწვეს იმიტომ, რომ სიმართლის თქმა ხმამაღლა გაბედა.


კონფუცი: ადამიანს გონებისაკენ სამი გზა აქვს: აზროვნება, მიბაძვა, გამოცდილება. აზროვნება - ყველაზე კეთილი გზაა, მიბაძვა - ყველაზე ადვილი, გამოცდილება - ყველაზე ძნელი.


ლაბრიუერი: ამ კაცს ნიადაგ ხალხი ახვევია გარს, სულ კუდში დასდევენ, – მაღალი თანამდებობის პირია; აგერ იმ კაცს ყველა თვალში შესციცინებს – დიადნი ამასოფლისანი სწყალობენ; ამას კი ყველა ეფერება და ელაქუცება, თვით დიდებულნიც,– მდიდარია; აი ამას ყველა ცნობისმოყვარეობით შესცქერის, თითით საჩვენებელი ვინმეა, – მეცნიერი და მჭერმეტყველი; ვხედავ ერთ კაცს, ვინც სალამს ვერვისასწრებს, – ბოროტია. ნეტავ შემახვედრა ერთი ისეთი კაცი, რომელიც იქნება მხოლოდ კეთილი, კეთილი და სხვა არაფერი და ყველა ეცდება მასთან დაახლოებას.


ლავროსი კალანდაძე: ადამიანის სიცოცხლის დიდი აზრი იწყება იქ, სადაც იწყება პიროვნება.


ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი: არაფერია უფრო მშვენიერი, ვიდრე ღვთიურთან მიახლოება და მისი სხივების ადამიანთა მოდგმაზე ფრქვევა.


ლუციუს ანეუს სენეკა: ამოირჩიე იმისთანა კაცი, რომლის მოქმედება ან სიტყვა მოგწონებია, რომლის სახე გამომეტყველია შენდა მიმართ თანამგრძნობის გულისა და თვალწინ იყოლიე მუდამ როგორც შენი მფარველი, როგორც მაგალითი.


ლუციუს ანეუს სენეკა: იარე არა იმ გზით, რომლითაც ყველა მიდის, არამედ იმ გზით, რომლითაც გმართებს იარო.


მაკარი ეგვიპტელი: ზოგიერთი ფულს აგროვებს,შენ კი ლოცვები და კეთილი საქმეები შეაგროვე.


მაკიაველი: მოგებულს ბევრი მეგობარი ჰყავს. წაგებულს კი – ნამდვილები.


მარკუს ავრელიუსი: როდესაც ფორტუნა გვიღიმის, ჩვენი ცდუნება უნდა.


მარკუს ავრელიუსი: არავინ არ კარგავს არც წარსულს და არც მომავალს, რადგან ვის ძალუძს წაგვართვას ის, რაც არ გაგვაჩნია? აწმყო – აი, ყველაფერი, რაც შეიძლება დაჰკარგო,რადგან მხოლოდ აწმყოს ჰფლობ შენ.


მარკუს ავრელიუსი: იგი, ვინც კეთილმყოფელია, ბრძენია; ბრძენი კაცი ხომ ყოველთვის კეთილია და კეთილი კიდევ თავისის მხრით აბედნიერებს ადამიანს.


მარკ ტვენი: ბანკირი არის ადამიანი, რომელიც აგირავებს ქოლგას მაშინ, როცა გარეთ მზიანი ამინდია, უკან კი იმ დროს ითხოვს, როცა წვიმა იწყება.


მარკესი: სამწუხაროდ, ნიშანი, რომ ქალს უყვარხართ, იგივეა, როდესაც მას თქვენი მოკვლა უნდა.


მარკესი: ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება.


მარკესი: იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის, კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს. ჩუმად ჩასჩურჩულე, თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი. გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ.


მარლონ ბრანდო: არავითარ ლამაზ სიტყვებს და სინდისიერებას არა აქვს ფასი, თუ კონკრეტული მოქმედებებით არ დასტურდება ერთიც და მეორეც.


მერაბ კოკოჩაშვილი: სარკეში ჩახედვისას, თუ საკუთარი თავი არ მოგეწონება, სარკეს ნუ დაამსხვრევ, იგი არაფერ შუაშია. მეცნიერ კაცთა გონების სალაროდან: ერთი ფარულად ჩამოვარდნილი ცრემლი უფრო გულშემატკივარია, ვიდრე აშკარად მთელი ნაკადული ცრემლთა. მდუმარება და მწუხარება უფრო გატკენს გულს.


მიხეილ კვესელავა: ლამაზებად არ იბადებიან. ადამიანები თვითონ ჰქმნიან თავიანთ სულიერ სილამაზეს. თუ მათი ცხოვრება აღსავსეა ინტერესით, შემართებით, აზრებით,ძიებით, სიკეთითა და კეთილშობილებით – ისინი ლამაზებიცაა და ბედნიერნიც. ამგვარი სულიერი სილამაზის ადამიანებმა შემოგვინახეს ჩვენ სამშობლო.


მიხეილ მესხი: არ უნდა გააკეთო კი არა, არც უნდა მოგინდეს, ვიღაცას ხელი შეუშალო, რაღაც ატკინო, მზაკვრულად მოატყუო და ისე მიაღწიო მიზანს. გამოღმა შერჩენის მიზნით გაღმა არავის შეედავო, თუ უნებურად რაღაც შეგეშალა, მაგრამ ვერ შეგამჩნიეს, გეყოს ვაჟკაცობა, აღიარო შეცდომა. დიდი, წრფელი და მოსიყვარულე გული უნდა გქონდეს.


მიხეილ ქვლივიძე: ადამიანს, მისი პირადი ბედნიერებისთვის, ცოდნის გარკვეული ულუფა ჰყოფნის და ნუ გადავალთ ამ ზღვარს, ნუ ვიქნებით ხარბები.


მიხეილ ჯავახიშვილი: ადამიანს სიბრძნე ამშვენებს, ესე იგი, დაკვირვება, გამოცდილება და ჭკუა.


მიხეილ ჯავახიშვილი: ანგელოზი საღორეშიც ანგელოზია, ღორი სამოთხეშიც ღორია.


მოემი: ადამიანი ხალხში ყოფნისას ცდილობს სხვაგვარად მოგაჩვენოს თავი, ისეთად, როგორიც, მისი აზრით, უფრო მოეწონება საზოგადოებას. მის ნამდვილ სახეს მხოლოდ იმ წვრილმანი საქმეებით შეიცნობთ, რომლებიც შეუგნებლად ჩაიდინა; დაკიდევ – სახის გამომეტყველების უნებლიე შეცვლით. ხანდახან ადამიანები ისე სრულყოფილად ატარებენ არჩეულ ნიღაბს, რომ დროთა განმავლობაში ეს ნიღაბი მათ ნამდვილ სახედ იქცევა.


მოემი: ყოველი ჩვენთაგანი მარტოდმარტოა ამქვეყნად: ირგვლივ ყრუ გალავანი აქვს შემოვლებული და სხვას მხოლოდ ნიშნებით აგებინებს სათქმელს, მაგრამ ეს ნიშნები ყველას ერთნაირად არ ესმის, ასე რომ, მათ ბუნდოვნად, გაურკვევლად მიაქვთ თავიანთი აზრი მეორე ადამიანამდე. მთელი სიცოცხლის მანძილზე მონდომებით ვცდილობთ გავუნაწილოთ გულის საუნჯე მოძმეს, მაგრამ მათ არ ძალუძთ ამ საუნჯის მიღება და ამიტომ ყოველთვის მარტო ვრჩებით საკუთარ თავთან; გვერდზე მიჰყვები ამხანაგს, მაგრამ ეული ხარ; საუბრობთ, მაგრამ ერთმანეთისა არა გესმით რა.


მოლიერი: საშიში ის კი არ არის, ვინც ხმამაღლა ყვირის, არამედ ის, ვინც ზურგს უკან დუმს.


მონტენი: სიყვარული ძლიერი გატაცებაა იმისა, რაც გაგვირბის.


მონტენი: მარტოობა შენ გარშემო ადამიანების არყოფნას არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ არ შეგიძლია, შენთვის მნიშვნელოვანი საკითხები მათთან განიხილო.


მონტესკიე: ვინც ცოტას ფიქრობს, ის ბევრს ლაპარაკობს.


ნიკო აჭარაძე: “შეიცან თავი შენი“ და “არაფერი ზედმეტად“. – მოკვდავთა საქმეების განსახილველად და სიბრძნის მარგალიტების გასაცვლელად შეკრებილმა შვიდმა ბრძენმა, თავის სამდღიანი სხდომის რეზუმე დელფის ტაძრის კედელზე ასე დაწერეს.


ნიკოლოზ ბერდიაევი: შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო. შესთხოვე უფალს, რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. აჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის.


ნიკოკლოზ სერბი: ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს დედის ღიმილი, დამტევებელი სიბრძნისა, წყალობისა, სიყვარულისა და, რაც მთავარია, მარადიულობისა, რადგან სიცილიცა და ტირილიც დროებითია და წარმავალი და მხოლოდ ღიმილია მარადიული.


ნიკოკლოზ სერბი: "არსებობს ყოვლისმხედველი ღმერთი და ამიტომ არ არსებობს ბრმა შემთხვევითობა."


ნიცშე: სიცილი ნიშნავს, რომ ღვარძლიანი ხარ, ოღონდ ისე, რომ სინდისი წმინდა გაქვს.


ოტია პაჭკორია: ადამიანის ზნეობა ყალიბდება არა მარტო იმის მიხედვით, თუ რაოდენ მისცემს გასაქანს დადებით საწყისს საკუთარი პიროვნებაში, არამედ იმით, თუ რამდენად მოახერხებს უარყოფითის დათრგუნვას თავის თავში.


ოტია პაჭკორია: უმოქმედო კაცს ყოველთვის შეუძლია სხვისი აუგის თქმა, მას ამის საშუალებას მხოლოდ უმოქმედობა აძლევს. ყველაზე ძნელია, მოქმედებისას შეინარჩუნო ხელშეუხებლად შენი მორალური პოზიცია, შენი ზნეობრივი მრწამსი. ისე, რა თქმა უნდა, დიდებულად შეიძლება ცხოვრება განვლო, არც არავის ერჩოდე, არც არავინ გერჩოდეს. მაშინ რას მიიტან ერის სამსხვერპლოზე: მხოლოდ უმოქმედობით შემორჩენილ უზადო პრინციპს. იგი არავის სჭირდება, ეს არაფერია.


პაისი ათონელი: "როცა ცოლ-ქმარი პატივისცემით ექცევა ერთმანეთს, შვილებიც პატივს მიაგებენ მათ. ასეთ ოჯახში ცხოვრება საათივით მიდის."


პასკალი: განსხვავება გენიასა და სისულელეში – გენიას საზღვრები აქვს.


პასკალი: ადამიანი არც ანგელოზია, არც მხეცი. უბედურება იმაშია, რომ როცა განგებ ანგელოზობას დაიწყებს, მაშინვე მხეცად შეიქმნება ხოლმე.


პასკალი: ადამიანებს ყველაფერს ასწავლიან, პატიოსნების გარდა, თუმცა ისინი ყოველთვის პატიოსნებით იწონებენ თავს და არა განსწავლულობით, ესე იგი, სწორედ იმით, რაც მათთვის არასოდეს უსწავლებიათ.


პასკალი: ადამიანი მხოლოდ ლერწამია, უმწეო ლერწამი, მაგრამ ეს ლერწამი აზროვნებს. მის გასასრესად საკმარისია ქარის შემობერვა ან წვიმის წვეთი. მაგრამ ადამიანი, თუნდაც სამყაროს მიერ გასრესილი, მაინც უფრო ღირსეულია და კეთილშობილი, ვიდრე მისი გამსრესი ძალა, ვინაიდან გრძნობს თავის აღსასრულსაც და საკუთარ უმწეობასაც სამყაროსთან შედარებით, სამყარო კი არაფერს არ გრძნობს. სწორედ აზრი გვამაღლებს ჩვენ და არა დრო და სივრცე, რომლებშიაც ქრთილის მარცვლებივით ჩაკარგულნი ვართ. მაშ, ვეცადოთ ვიაზროვნოთ ღირსეულად. აი, ზნეობის საფუძველთა საფუძველი.


პასკალი: ათასგვარი უბედურების მიუხედავად, კაცს სურს ბედნიერი იყოს, დიახ, მას სურს ბედნიერი იყოს და არ შეუძლია არ სურდეს ეს. მაგრამ როგორ ეზიაროს ბედნიერებას? სიმართლე თუ გნებავთ, ერთადერთი გზით: უკვდავი უნდა გახდეს,მაგრამ რაკი ეს შეუძლებელია, ის ცდილობს საერთოდ არ იფიქროს ამაზე.


პასკალი: არა არის რა ამაზე უფრო ჭეშმარიტი, არც ამაზე მეტად საზარელი. რაგინდ მამაცურადაც უნდა გეჭიროს თავი, ეს – დასასრულია, რომელიც ელის ამ ქვეყნად ყველაზე მშვენიერ სიცოცხლეს. საკმარისია დაუფიქრდეთ ამას, და ჩვენ ძულებულნი ვიქნებით ვაღიაროთ, რომ ამქვეყნიური არსებობის სიკეთეს მხოლოდ მომავალი არსებობის იმედი განაპირობებს, რომ ადამიანები ბედნიერნი არიან მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ამ იმედით სულდგმულობენ, და რომ თუ უბედურება უცხოა მისთვის, ვისაც ეჭვი არ ეპარება მარადიულ არსებობაში, ბედნიერება ასევე მიუწვდომელია მისთვის, ვის სულსაც არ ანათებს რწმენის ნათელი.


პეტრარკა: მშვენიერებაც კი შეიძლება, მდაბალი გრძნობით გიყვარდეს.


პითაგორა: არასოდეს გააკეთო ის, რაც არ იცი; ისწავლე ის, რისი სწავლაც აუცილებელია; იცხოვრე უბრალოდ, ძვირფასი საგნების გარეშე; არასოდეს გააკეთო ის, რაზეც მერე ინანებ.; არ დაიძინო მანამ, სანამ არ შეაფასებ შენს საქციელს და საქმიანობას დღის განმავლობაში.


პოლ კლოდელი: რა რჩება ჩვენგან წასული მეგობრისაგან? განა მთელი მისი სიცოცხლე? მისი რთული ცხოვრების ვრცელი აღწერა?.. არა, რჩება მხოლოდ რაღაც უმნიშვნელო, შეუმჩნეველი შემთხვევა, ხმა, რომელიღაც ფრაზა, რომლის ბოლო აღარც კი გვახსოვსდა ეს ყოველივე საკმარისია, რომ იგი მკვდრეთით აღვადგინოთ.


პოლიევქტორ კალა: რანაირ მაღალ მდგომარეობასაც უნდა მიაღწიოს ადამიანმა, არ უნდა დაივიწყოს, რომ სხვათაებრ მომაკვდავია, რომ ადრე თუ გვიან მისი მზეც ჩაესვენება. ამიტომ უნდა ჩქარობდეს, ხარჯოს თავისი ადამიანური ძალები სიკეთისათვის, სიყვარულისათვის, სილამაზისათვის.


პორფირე ბერი: იმისთვის, რომ სხვებმა შეგიყვარონ, ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი


პრუსი: ჩვეულება მეორე ბუნებაა. ის ხელს გვიშლის გავეცნოთ პირველს, რომლის ულმობელობა და მომხიბვლელობაც მას არ გააჩნია.


რაბლე: ცუდს ხშირად იმ იმედით პატიობენ, რომ აღარ გაიმეორებს.


რაინერ მარია რილკე: ადამიანის სიყვარული ადამიანისადმი, ეს ყველაზე ძნელი ამოცანაა, რაც კი ჩვენთვის დაუწესებია განგებას: სიყვარული განსაცდელი და გამოცდაა, უდიდესი საქმე, რისთვისაც ყველა სხვა საქმიანობით მხოლოდ ვემზადებით: ამიტომაც, ახალგაზრდებს, ყველაფერში ახალბედანი და დამწყებნი რომ არიან, ჯერ არ ძალუძთ სიყვარული; მათ ჯერ უნდა ისწავლონ იგი, ისწავლონ მთელი არსებით. მთელი ძალისხმევით, საკუთარ ეულ, შიშნეულ გულისძგერას მიყურადებულებმა. სწავლის ჟამი ძალზე გრძელია და ფარული; ამიტომ სიყვარული დიდი ხნის და მთელი სიცოცხლის მანძილზე არის მარტოობა: უღრმესი, უმძაფრესი მარტოობა იმ ადამიანისა, რომელსაც უყვარს. სიყვარული აზრს დაკარგავდა, მარტოოდენ თავდავიწყებას, მეორე ადამიანთან შერწყმას და შეერთებას რომ გულისხმობდეს. სიყვარული ამაღლებული მიზეზია ერთეულთათვის, რათა >მომწიფდნენ,დასრულდნენ და სამყაროდ იქცნენ. სიყვარულის განხორციელების ნება მხოლოდ მაშინ უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებს, თუკი აცნობიერებენ მას როგორც დავალებას, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობისაკენ, ძალთა მოკრებისაკენ უბიძგებს. ეს არის საბოლოო მიზანი, შესაძლოა საბოლოო მისიაც, რომლის აღსრულებასაც ადამიანთა სიცოცხლე ჯერჯერობით არ ჰყოფნის.


რატენაუ: აზროვნება ისეთი პროცესია, რომლის წყალობითაც მდაბიო ინსტინქტები ამაღლებულ ინსტინქტებად გარდაიქმნება.


რაფიელ ერისთავი: უმჯობესია ადამიანმა არა იცოდეს რა, ვიდრე ცუდად იცოდეს ის, რაც იცის.


რევაზ ინანიშვილი: ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, – სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ანდა ცხოველი წკმუტუნით ილოკავს ჭრილობას, – უკვე ნამდვილი ადამიანი ხარ.


რემარკი: ხშირად ადამიანებს მოსწონთ ის, რაც სხვებს მოსწონთ და არა ის, რაც მოსაწონია.


როზეტი: ათეისტის ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი მაშინ დგება, როცა უნდა, ვიღაცის მადლიერი იყოს და ეს ვიღაც არ გააჩნია.


რუკერტი: ორჯერ არავინ არ ცხოვრობს, მაგრამ არიან ისეთნიც, რომელნიც არც ერთხელ არ ცხოვრობენ.


როკფელერი: მე ჯერ არ ვიცი, ვის ვენდო მთლიანად, მაგრამ უკვე ვიცი, ვისი ნდობა არ შეიძლება საერთოდ.


როლანი: ვინც ჩუმად არის, იმაზე ორჯერ მეტი იცის, ვინც ლაპარაკობს.


საადი: მტრისგან მტრობა მეტი სიკეთეა, ვიდრე მეგობრობა.


საგანი: არის ასაკი, როდესაც ქალი ლამაზი უნდა იყოს, რათა იგი უყვარდეთ, შემდეგ კი დგება დრო, როდესაც ქალი უნდა უყვარდეთ, რათა იგი ლამაზი იყოს.


სამსონ ფირცხალავა: ადამიანის უდიდესი მტერი ყოველთვის თვითონ არის. ჩვენი ყოფის უმთავრესი უბედურება ჩვენი სულიერი დაუძლურებაა. შემოქმედება ისპობა იქ, სადაც უიმედობა გაბატონებულა, იარაღს ვეღარ მოიმარჯვებს ურწმუნო, და მტერი აღვირაშვებული დათარეშობს მის მამულ-დედულ მიწაზე.


საფო: ღმერთი არასოდეს მოგცემს, რაც თვითონ შეგიძლია, მოიპოვო.


სენეკა: ყველაზე მეტად თავისუფლებისმოყვარე ის მხეცია, რომლის მოშინაურებაც შეუძლებელია.


სენტ ეკზიუპერი: თუ ვინმემ შენ გამო ვიღაცა გაყიდა, არ ღირს მასთან საქმის დაჭერა, ადრე თუ გვიან ის შენც გიღალატებს.


სერბებს აქვთ ასეთი გამონათქვამი: როცა ომი იწყება, პოლიტიკოსები ტყვიებს და იარაღს იძლევიან, ბიზნესმენები - პურს და საკვებს, უბრალო ხალხი კი - საკუთარ შვილებს. ხოლო როცა ომი მთავრდება, პოლიტიკოსები ერთმანეთს ხელს ართმევენ, ბიზნესმენები პროდუქტს აძვირებენ, ხოლო ხალხი - შვილებს ასაფლავებს.


სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: ვინც ამ ცხოვრებაში ქრისტეს არ იხილავს, მას ნურც იმ ცხოვრებაში ექნება ამის იმედი.


სვიმონ ღოღობერიძის ნეკროლოგიდან: ადამიანის ხასიათის ლმობიერება, გულწრფელობა, გულკეთილობა და სულის შეუბღალავი სისპეტაკე ჩვენს გარდამავალსა და ფუქსავატობით გაჟღენთილ დროში იმდენად იშვიათი მოვლენაა, რომ უნებურად გხიბლავს ადამიანს ისეთი პიროვნება,რომელიც უხვადაა დაჯილდოებული ამ იშვიათი თვისებებით. ასეთი თვისების მქონე ადამიანი თავის საკუთარი ცხოვრებისა და ბედნიერებისათვის ვერასოდეს ვერ გამოიყენებს თავის მაღალ ღირსებას; რის გამოც იგი თითქმის ყოველთვის მოკლებულია პირად ბედნიერებას, საკუთარ კეთილდღეობას. ასეთი პირი მუდამ უბედური და დასჯილია ცხოვრებაში და ამ უბედურების წყარო მისივე მაღალი ღირსება ხდება.


სიჰბა სინგჰი: საჭირო არაა ხალხს მორალი უკითხო და ჭკუა ასწავლო, თვითონ შენ უნდა იცხოვრო ისე, რომ მათთვის მაგალითი იყო.


სოლჟენიცინი: ადამიანები იბადებიან განსხვავებული შესაძლებლობებით. თუ ისინი არიან თავისუფლები, არ არიან თანასწორნი, ხოლო თუ არიან თანასწორნი, არ არიან თავისუფლები.


სპინოზა: ის, ვინც ცდილობს, ყველაფერი კანონის მიხედვით განსაზღვროს, დანაშაულს წააქეზებს, ნაცვლად იმისა, რომ შეასუსტოს.


სპინოზა: უფსკრულის პირას კი არ უნდა იჩენდე სიფრთხილეს, არამედ უფსკრულს უნდა ერიდებოდე.


სტეინბეკი: ვისაც ჭორების სჯერა, საკუთარ თავს პატივს არ სცემს.


ტიხონ ზადონელი: იყავი ერში ისე , როგორც ლოთი სოდომში , სადაც ყველა უკანონობას სჩადიოდა , მაგრამ იგი მათ არ ბაძავდა და აკეთებდა იმას , რაც ღვთის წმიდა ნებისათვის სათნო იყო : ასევე მოიქეცი შენც - ნუ მიბაძავ იმას , რასაც ბოროტი სამყარო სჩადის.


ტოლსტოი: გაუთხოვარი ქალის ბედი იგივეა, რაც დაუბეჭდავი წიგნისა.


ტოლსტოი: ხელისუფლება ხალხს მაშინ უბრუნდება, როცა ძალაუფლებას კარგავს.


ტოლსტოი: ადამიანი ისე ვერ იცოცხლებს, თუ არ იცის, რა არის და რისთვის არის ამქვეყნად. პასუხს აძლევს ცხოვრება და ასწავლის, რა არის ცუდი და რა არის კარგი.


ტოლსტოი: რომ იცხოვრო პატიოსნად, საჭიროა, იბრძოლო, შეცდე, ახლიდან დაიწყო, იბრძოლო და განიცადო დანაკლისიც. სიმშვიდე სულიერი ლპობის ნიშანია.


ტოლსტოი: ადამიანო, მთელ შენი ცხოვრება იყო მგზავრობა ხორცშესხმულობითა. გზად მიდიოდი, ჩქარობდი სიარულს და ახლა უცებ გენანება ის, რის ასრულებასაც შენ თვითონ ესწრაფებოდი. გაშინებს განა, რომ დიდი ცვლილება მოგელის ხორცით სიკვდილისა, მაგრამ ასეთივე დიდი ცვლილება ხომ მაშინაც მოხდა, როდესაც გაჩნდი ამ ქვეყნად.


ტოლსტოი: აზრები, რომელთაც უზარმაზარი შედეგი მოსდევს, ყოველთვის უბრალოა.


ტოლსტოი: ამბობენ, დრო წახდაო, არა, ბატონებო! დრო არ წამხდარა და არც არასოდეს წახდება, მხოლოდ ადამიანები წახდნენ თავიანთი უგუნურობით.


ტოლსტოი: კეთილი ცხოვრება არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს დამთმენლობის გარეშე, ყოველნაირი წვდომა კეთილ ცხოვრებისა მისით იწყება. არის სათნოებათა კიბე, და იგი პირველი საფეხურიდან უნდა დავიწყოთ, თუ გვინდა, რომ მომდევნოს დავეუფლოთ. და პირველი სათნოება, რასაც უნდა მიაღწიოს ადამიანმა ყველაზე უმაღლესის დასაუფლებლად, არის კეთილგონიერება, ანუ თვითფლობა.


ტოლსტოი: როგორც არ არის ქვეყნად ისეთი ყოფა, როცა კაცი ბედნიერია და სრულიად თავისუფალი, ეგრედვე არც ისეთი ყოფაა სადმე, როცა ადამიანი უბედურია დასრულიად მოკლებული თავისუფლებას. არსებობს საზღვარი ტანჯულთათვის და არსებობს საზღვარი თავისუფლებისათვის და ეს საზღვარნი ძალიან ახლო-ახლოა.


ტოლსტოი: სიყვარული? რაა სიყვარული? სიყვარული მტერია სიკვდილის. სიყვარული სიცოცხლეა. ყოველივე, ყოველივე რაც კი გვესმის და გვეყურება, გვეყურება დაგვესმის იმიტომ, რომ გვიყვარს. ყოველივე არის, ყოველივე არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ გვიყვარს, სიყვარული ერთადერთი კავშირია ყოვლისა. სიყვარული ღმერთია და, რომ დავიხოცნეთ, ეგ ის იქნება, რომ ჩვენ, ნაწილაკნი სიყვარულისა, დაუბრუნდეთ ზოგადსა და საუკუნო დასაწყისსა. სიკვდილი გაღვიძებაა, თითქოს >განთავისუფლებაა წინათ შებოჭილის ჩვენის ძალისა და ის მრისხანე, საუკუნო, უცნობი და შორეული, რის არსებობასაც მუდამ ვგრძნობთ მთელს ჩვენს სიცოცხლეში, როცა ვიხოცებით, ძრიელ მახლობელ რათმე გადაიქცევა ხოლმე, თითქმის სულ ადვილად მისახვედრი და გასაგებ რამედ.


ტოლსტოი: ტანჯვის სიმწვავეს მხოლოდ ისა გრძნობს, ვინც განზედ გასდგომია ქვეყნიერების ცხოვრებას, არა ჰხედავს იმ თავის შეცდომებს, რომლითაც ტანჯვა შეჰქონდა ქვეყნიერებაში, თავისი თავი უდანაშაულო ჰგონია და ამიტომ აღშფოთებულია იმ ტანჯვათა წინააღმდეგ, რომელთაც განიცდის ქვეყნის ცოდვათათვის.


ტოლსტოი: უნდა კარგად ჩახვდეს ადამიანი ყველას ყოფა-მდგომარეობას: “ვინც ყოველსავე გაიგებს, ყოველსავე აპატიებს კიდეც“.


ფილდინგი: მეტისმეტად ცბიერი ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომებს, მიიჩნევენ რა სხვებს უფრო ჭკვიან ან უკეთ რომ ვთქვათ, უფრო ცბიერებად, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან.


ფიხტე: შეუზღუდავი თავისუფლება უკვე გვქონდა, როცა პირველყოფილები ვიყავით.


ფოლკნერი: ადამიანისათვის არ არსებობს უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე ის, როცა იგი საკუთარ მდგომარეობაში ვერ ერკვევა.


ფორბსი: უნდა ელოდოთ – ვინც მოვა, ელაპარაკოთ – ვისაც ესმის და გაჩუმდეთ მასთან – ვინც გაგიგებთ.


ფრანკლინი: კმაყოფილება ქვა არის ბრძენთა. რასაც შეეხება, ყველაფერს ოქროდ აქცევს.


ფრანჩესკო დე სანკტისი: არასაკმარისია ნებისყოფა იმიტომ, რომ არასაკმარისია რწმენა და არასაკმარისია რწმენა, რადგან >არასაკმარისია კულტურა.


ფრომი: შეუძლებელია ადამიანს უყვარდეს ერთი პიროვნება, თუკი მას არ უყვარს ყველა სხვა, თუკი იგი არ არის გამსჭვალული სიყვარულის გრძნობით მთელი კაცობრიობის მიმართ. შეუძლებელია ადამიანს უყვარდეს საკუთარი შვილი, და, ამასთან, არ უყვარდეს ყველა სხვა ბავშვი.


ქეთევან ჯავახიშვილი: ადამიანის ცხოვრება მდინარეა. დინებას უნდა გაჰყვე, შეებრძოლო. ან ფონსგახვალ, ან დაიხრჩობი.


ქრისტოდულ (პარასკევაიდისი): ეკლესიის მტრები ებრძვიან ადამიანებს, რათა მათ ცნობიერებაში გაქრეს ქრისტე


შანელი: სიყვარული ის კი არ არის, ერთმანეთს როცა ვუყურებთ, არამედ ერთი და იმავე მიმართულებით როდესაც ვუყურებთ.


შანელი: რაც უფრო ცუდად აქვს ქალს საქმე, მით უფრო კარგად უნდა გამოიყურებოდეს.


შარლ დუკლო: სამნაირი უმეცრებაა. ერთი – არარაის ცოდნა. მეორე ცუდად ცოდნა მისი, რაც იცის, მესამე – ცოდნა იმისი, რაც არ უნდა იცოდეს.


შელდონი: არაფერია კეთილშობილური იმაში, საკუთარ თანამოძმეებს აღემატებოდე. ჭეშმარიტი კეთილშობილების არსი ყოფილ საკუთარ თავზე აღმატებულებაში მდგომარეობს.


შექსპირი: ვისაც სიამოვნებს მლიქვნელთა სიტყვები, ღირსია, ისმენდეს.


შექსპირი: გარეგნული სილამაზე მაშინ უფრო ძვირფასია, როდესაც შინაგან სილამაზეს ეფარება.


შონი: მსოფლიო ისეთი ყალბი გახდა, რომ თითქმის ყველა მადლობელია ტყუილისთვის, სიმართლე კი აღიზიანებს.


შოპენჰაუერი: სარწმუნოება სიყვარულსა ჰგავს და ძალდატანებით ვერავის ჩაენერგება. ამიტომ დიდი უგუნურებაა ვისმე ძალა დავატანოთ, გინდა თუ არა ესა და ეს სარწმუნოება ირწმუნეო. როგორც ძალდატანებულს სიყვარულს სიძულვილი მოსდევს, ისე ძალდატანებულს სარწმუნოებას სრული ურწმუნოება მოსდევს.


შოუ ბერნარდ: დაიმახსოვრე, შენ გაკვირდებიან: ზემოდან ღმერთი, შიგნიდან სინდისი და გარედან ხალხი.


ჩერნიშევსკი: მხოლოდ ბავშვს შეუძლია, გაგრძნობინოთ, რომ სხვისი ცხოვრება შეიძლება, საკუთარს სიჯობდეს.


ჩესტერფილდი: უუნარო ადამიანს თავისუფლება არაფერს მისცემს.


ჩეხოვი ანტონ: თუ მარტოობის გეშინიათ, არ დაქორწინდეთ.


ჩეხოვი ანტონ: როდესაც ადამიანში ნაკლს ვერ ხედავ, გამოდის, რომ შეყვარებული ხარ.


ჩეხოვი ანტონ: არ ვიცი რატომ, მაგრამ უაღრესი ბედნიერებისა და უკუდურესი უბედურების გამოხატვა უფრო ხშირად მდუმარებით ხდება. შეყვარებულებს ერთმანეთისა მაშინ უკეთესად ესმით, როცა სდუმან.


ციცერონი: თანაგრძნობა სხვათა უბედურებაზე დარდია. შური – სხვათა ბედნიერებაზე.


ძველი ბერძენი ავტორის სიტყვები მეგობრისადმი: ადამიანი, რომელიც ღმერთებს უყვართ, ადრე კვდება! ყველაზე ბედნიერი ისარის, ვინც იქით დაბრუნებას, საიდანაც მოსულა, მანამ ისწრაფის, სანამ არც ცხოვრების სიმწარე განუცდია, არც მზის, წყლის, ღრუბლებისა და ცეცხლისსილამაზის ცქერა მოწყენია. ამ ქვეყნად დაყოვნებული ადამიანი იღლება და ქონებას კარგავს, ბერდება, სიღარიბეში ვარდება და უმრავლდება მტრები, რომლებიც ფათერაკს უმზადებენ. ხანდაზმული კაცი იმ სოფლისკენ გამწარებული მიდის, რადგანაც ამ ქვეყნად ბევრი იცხოვრა.


ძმები გონკურები: ადამიანში ყველაზე მართალი გულია და თუ გული ტყუის, მაშინ ყველაფერი გათავებულია.


ჭაბუა: ადამიანები ვერასოდეს დააფასებენ იმას, რაც აქვთ, რადგან მადლიერების გრძნობა ფიქრის შედეგად ვითარდება. ადამიანი კი იშვიათად ფიქრობს ხოლმე და თუ ფიქრობს, მხოლოდ იმაზე, როგორ გაიუმჯობესოს მდგომარეობა.


ჭილაძე თამაზ: არ არსებობს ქვეყნად იმაზე ნეტარი წამი, როდესაც შენთვის ძვირფასი ადამიანისგან სიყვარულს იგრძნობ.


ჭილაძე თამაზ: ადამიანთა სინამდვილეში არაფერს იმდენი წვრთნა, ვარჯიში, შრომა, ტანჯვა, წამება და სასოწარკვეთა არ სჭირდება, როგორც ნიჭთან დაკავშირებულ საქმიანობას. ნიჭი, მართალია, ღვთის საჩუქარია, მაგრამ მხოლოდ მას შეუძლია მისი მიღება, ვისაც სულიერი სიმტკიცე და ძალა გააჩნია. ნიჭიც ღმრთისაგან ბოძებული ხმიადის ის ნატეხია, რომელიც გამვლელსაც უნდა გაუყო, გამომვლელსაც და შინაც მთლიანად, ხელშეუხებლად უნდა მიიტანო.


ჭილაძე ოთარ: შეიძლება გძულდეს, მაგრამ გესმოდეს ადამიანისა, ასევე შეიძლება გიყვარდეს და არაფერი გაგეგებოდეს მისი.


ჭილაძე ოთარ: ადამიანი სინდისია. სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანის, ანუ სული იგივე სინდისია.


ჭილაძე ოთარ: ებრაელებს როგორც კი სახელმწიფოს აღდგენის საშუალება მიეცათ, ოცდახუთსაუკუნოვანი განშორების შემდეგ, კვლავ დაუბრუნდნენ სამშობლოს. ჩვენ კი, როგორც კი გაგვიჩნდა სახელმწიფოს აღდგენის შანსი, სამშობლოს ბედის ანაბარა ვტოვებთ და გავრბივართ... უკეთესი საყოფაცხოვრებო პირობების მოსაპოვებლად, რის გამოც სამშობლოსთან ერთად ვკარგავთ ღირსებასაც - ხოლო უღირსი ადამიანი გინდა შაშხით გამძღარა და გინდა რკოთი, დიდი განსხვავება არ არის, არც მისთვის, არც სხვისთვის..


ხაიამი: ცუდს ჩვენ შესახებ ჩვენზე უარესები ფიქრობენ, ჩვენზე უკეთესებს ჩვენთვის არ სცალიათ.


ჯონ რესკინი: ჩვენი ცხოვრების ყოველ მომენტში ჩვენ უნდა ვცდილობდეთ ვიპოვოთ არა ის, რაც სხვა ადამიანთაგან გვაშორებს, არამედ ის, რაც მათთან გვაახლოებს.


ჰაინე: ღმერთი თუ ჩვენთანაა, მაშინ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის წინააღმდეგი.


ჰაინე: წიგნები აგროვებენ ადამიანის აზროვნების მარგალიტებს და მათ გადასცემენ შემდეგ თაობებს.


ჰენრი ფორდი: ადამიანთა ურთიერთგაგების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მას ჰქონდეს უნარი, საკითხს სხვა ადამიანის თვალით შეხედოს და ეს საკითხი გადაჭრას ისე, რომ გაითვალისწინოს როგორც თავისი, ისე სხვისი ინტერესები.


ჰიტლერი: ტყუილი თავდაცვა არ არის, ეს უკვე თავდასხმაა.


ჰიუგო: ჭკუა უნდა გქონდეს, სხვისი ჭკუა რომ გამოიყენო.


ჰუმბოლტი: ფიზიკურად სუსტის გამარჯვება ძლიერზე, ძლიერი სულის გამარჯვებაა სუსტზე.