მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ენის გასატეხი

 

1.ჭინჭარში ჭიჭინობელა ჭიანურივით ჭიჭინებს


2.თამთა თეთრ თუთას თქაფთქაფით ჭამდა.


3.ყვავო, ყვავო, ყვანჩალა, აქ რამ მოგაჩანჩალა?


4. კაჭაჭში კჭკაჭი ჭიანჭველას არ აჭაჭანებს.


5. ჩინეთიდან ჩინელებმა ჩაი ჩამოიტანეს, ჩაიდანში ჩაყარეს და ჩაატარ-ჩამოატარეს.


6.თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა.


7.აბლაბუდა, მაბლაბუდა, შიგ ობობა გაბლანდულა.


8.. დაფაციცებულნი ფრინველნი უფრო დაფაციფუცდებიან.


9.ბაყაყი წყალში ყიყინებს.


10.. ჭია ჭიჭინაძე ჭიშკართან ჭრიჭინას ჭრილობას ჭინჭრით უხვევდა.


11. შარიანი შარისათვის შარს დაეძებს შარა-შარა.


12.ყვავი ყვა-ყვას ყრანტალებსო, ყორანი კი აჯავრებსო.


13.წამხედურმა წაიხედა, ცალი ფეხი წაიტეხა


14. კუბიკში რომ კუბიკია, იმ კუბიკში კუბიკი დევს.


15.კაპიკი გაკაპიკებულა, საკაპიკეში ჩაკაპიკებულა.


 

/ნაბუქოდონოსორმეფე განაბუქოდონოსორმეფებულა/

 

ციყვი, ჩხიკვი, ციყვი, ჩხიკვი, ციყვი, ჩხიკვი, ციყვი, ჩხიკვი, ციყვი, ჩხიკვი,



ეს შეშა საშასია! ეს შეშა საშასია! ეს შეშა საშასია! ეს შეშა საშასია!



ერთსა კაცსა ბლისკინელსა ბლის კალათით ბლის ხიდზედა ბალი გააქვს და გამოაქვს



გზაზე მოდის ერთი კაცი შავჩოხშავპაიჭკარაჭინიანი გავიქცევი მივეწევი მეც გავშავჩოხშავპაიჭკარაჭინიანდები



შარშან შავმა შაშვმა შალიკო შუბლაძეს შავი შინდი შეუჭამა.შალიკო შუბლაძემ შავ შაშვს შესჩივლა:შენ შავო შაშვო,შარშან შავი შინდი შემიჭამეო.შავი შაშვი შეშფოთდა.შეშფოთებულმა შავმა შაშვმა შალიკო შუბლაძეს შიგ შუბლში შეაფურთხა.



შემოდგომის შავი შაშვი შინდის შტოზე შემოხტა და შანსიანად შმოსძახა შეიძლება შარშანდელი შეცდომების შესწორება



ბერიკას ხარები შეუბამს შეუსაბელ-სახნის სახვნელ-უღელ-ტაბიკაპეურებია, როგორც შეუსაბელ-სახნის სახვნელ-უღელ-ტაბიკაპეურებია, ისე ამოუსაბელ-სახნის სახვნელ-უღელ-ტაბიკაპეურებია...



ჩემი ვერძი რქაგრეხილი შენსა ვერძსა რქაგრეხილსა რას ერჩოდა, რას ებრძოდა, რას ერქაგრეხილებოდა.



ქათამი ხან იქით გადაკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმდება ხან აქეთ გადმოკისერ-მხარ-ბარკალ-ნისკარტ-კურტუმდება