კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა. და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას. და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა. ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე? ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა (ლუკა 15,11-32).
უქმსა მას ქვეყანასა ვსცხოვრობდი, და დავსთესე სიმრავლე ცოდვათა, ხოლო მანგლითა მოვიმკე წველი მცონარებისა, და შევკარ იგი მჭელეულად უდებებითა ჩემითა, რომელმან არა კალოსა ზედა დავფინე სინანული, არამედ განვაბნიე იგი; შენ გევედრები პირველ-საუკუნეთა შემოქმედსა ღმერთსა ჩვენსა, რათა სახიერებითა მით მოწყალებისა შენისათა სინანული მომანიჭო და განიდევნოს ნისლი ცოდვათა ჩემთა, და მომადლო სულსა ჩემსა მოტევება ცოდვათა ჩემთა, რათა ზეცათა სასუფეველსა შენსა დამამკვიდრო მე, საუკუნოსა მას ცხოვრებასა და მაცხოვნო მე. განვიცადოთ, ძმანო, და ვიხილოთ საიდუმლოსა ამის ძალი, ვითარმედ ცოდვისაგან შეპყრობილი უძღები იგი შვილი, და კვალად მოქცეული მამულისა მიმართ, მირბიოდა ყოვლად-სახიერისა მამისა მიმართ, და მამა იგი მოწყალე წინა მიეგებოდა ამბორებად, რათა პირველი იგი დიდება შემოსოს და მიანიჭოს; და საიდუმლო მაღალი აღასრულოს შვებით, რომელმან დაკლა ზვარაკი ჭამებული, რათა ჩვენცა ღირსებით მის-თანა ვმოქალაქობდეთ, რომელიცა დაიკლა კაცთ-მოყვარებისა-თვის. მაცხოვარო სულთა ჩვენთაო, შეგვიწყალენ ჩვენ. ჰოი მე რაოდენთა კეთილთაგან დავაკლე თავი ჩემი. ეჰა ვითარისა შვებისაგან განვვარდი უბადრუკი, და სიმდიდრე, რომელი მომეღო, განვაბნიე, და გარდავხედ მცნებასა. ვაჲმე, საწყალობელო სულო, რამეთუ მწარედ დასჯად ვართ ცეცხლსა მას შინა საუკუნესა. აწ უკუე პირველ სიკვდილისა ხმობდ უფლისა მიმართ და უღაღადებდ ცრემლით და სულთქმით: ვითარცა უძღები იგი შვილი შემიწყნარე აწ, მამაო სახიერო, და შემიწყალე მე. ვითარცა უძღები იგი შვილი, მეცა მოსრულ-ვარ მოწყალე, რომელმან ცხოვრება ესე ჩემი და სიმდიდრე ყოველივე განვაბნიე უწესოჲსა სლვისაგან, რომელიცა მომეც მე მამაო, არამედ შენდავე მოვივლტი მე მონანული ღმერთო ჩემო, და შემიწყალე. სიმდიდრე მამულთა მათ კეთილთა განვლიე უბადრუკმან, და ოხერ-ვიქმენ ფრიად საწყალობელი, და ბოროტთა მოქალაქეთა სოფელსა დამკვიდრებული, ტყვეობითა და სიყმილითა გავკფდი, და ვერღარა ვიტვირთე ბოროტი ესე უსაზომო, მოვიქეც შენდა სახიერისა მამისა და ვღაღადებ ცრემლით და გოდებით: ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა მოწყალეო, და არა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა; არამედ მყავ ვითარცა ერთი შენთა მუშაკთაგანი, და შემიწყალე მე. ნუ დამაგდებ ტკბილო მამაო, რომელი განგეშორე შენგან, ნუცა უცხო-მყოფ საფარველისაგან შენისა, რამეთუ მტერმან ბოროტმან განმაშიშვლა უწყალოდ და მიმპარნა სიმდიდრენი მადლთა შენთა ღვთივ-ბრწყინვალეთანი, რომელინი მოგენიჭნეს. ხოლო აწ მიცნობიეს ესე და ვხმობ შენდავე მოქცეული სულთქმითა და ტირილითა: მყავ სახიერ ვითარცა ერთი მუშაკთა შენთაგანი; რომელმან ეგე ჩემთვის უხრწნელნი ხელნი ჯვარსა ზედა განიპყრენ, ქრისტე, წყალობით, რათა მძვინვარისა მისგან მხეცისა განმარინო, და პირველი სამოსელი სიტკბოებით შემმოსო, ვითარცა მოწყალე ხარ, და მაცხოვნო მონა შენი. ვითარცა უძღები იგი შვილი, მეცა მოსრულ-ვარ მოწყალე, რომელმან ცხოვრება ესე ჩემი და სიმდიდრე ყოველივე განვაბნიე უწესოჲსა სლვისაგან, რომელიცა მომეც მე მამაო, არამედ შენდავე მოვივლტი მე მონანული ღმერთო ჩემო, და შემიწყალე. სიმდიდრე მამულთა მათ კეთილთა განვლიე უბადრუკმან, და ოხერ-ვიქმენ ფრიად საწყალობელი, და ბოროტთა მოქალაქეთა სოფელსა დამკვიდრებული, ტყვეობითა და სიყმილითა გავკფდი, და ვერღარა ვიტვირთე ბოროტი ესე უსაზომო, მოვიქეც შენდა სახიერისა მამისა და ვღაღადებ ცრემლით და გოდებით: ვსცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა მოწყალეო, და არა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა; არამედ მყავ ვითარცა ერთი შენთა მუშაკთაგანი, და შემიწყალე მე. ნუ დამაგდებ ტკბილო მამაო, რომელი განგეშორე შენგან, ნუცა უცხო-მყოფ საფარველისაგან შენისა, რამეთუ მტერმან ბოროტმან განმაშიშვლა უწყალოდ და მიმპარნა სიმდიდრენი მადლთა შენთა ღვთივ-ბრწყინვალეთანი, რომელინი მოგენიჭნეს. ხოლო აწ მიცნობიეს ესე და ვხმობ შენდავე მოქცეული სულთქმითა და ტირილითა: მყავ სახიერ ვითარცა ერთი მუშაკთა შენთაგანი; რომელმან ეგე ჩემთვის უხრწნელნი ხელნი ჯვარსა ზედა განიპყრენ, ქრისტე, წყალობით, რათა მძვინვარისა მისგან მხეცისა განმარინო, და პირველი სამოსელი სიტკბოებით შემმოსო, ვითარცა მოწყალე ხარ, და მაცხოვნო მონა შენი. |