მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

წმიდა დიდი მარხვა

 

მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული

 

თქუა ვიეთამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თჳსთა, ვითარმედ მართალ არიან, და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა, ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.

 

(სახარება ლუკასაგან, თავი 18, მუხლები 9-14 )

 

 

უმცა ვილოცავთ ფარისევლებრ, ჰოი, ძმანო, რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი დამდაბლდეს. მოვედით დავმდაბლდეთ წინაშე ღვთისა მარხვითა, და მეზვერისა ხმასა ვღაღადებდეთ სულთქმით და ლმობიერად: ღმერთო, გვილხინე ჩვენ ცოდვილთა ამათ, და მოგვანიჭე ბრალთა შენდობა მრავალ-მოწყალეო, და გვიხსენ მწარეთა მათგან სატანჯველთა საუკუნეთა.

 

არისეველი ზვაობისაგან მწარისა ძლეული, ხოლო მეზვერე იგი სინანულისა მიერ ტკბილისა ლმობილი, შეგივრდეს შენ უფალო; არამედ ერთი იგი სიქადულითა, განვარდა კეთილთაგან; ხოლო მეორე სიმდაბლისა მიერ, ღირს-იქმნა მიმთხვევად ნიჭთა შენთა, რომლისა სულთქმანი დანერგენ გულთა შინა ჩვენთა ქრისტე, მხოლოო კაცთ-მოყვარე.

 

 

მერთო ყოვლისა მპყრობელო, უწყი საღმრთო ძალი ცრემლთა; რამეთუ ეზეკია სიკვდილისაგან იხსენ, და მეძავი იგი ბრალთა სიმრავლისაგან, და კვალად მეზვერე ფარისეველისა უმეტეს განამართლე; ამის-თვისცა მეცა გევედრები: მათ-თანა აღმრაცხე, სახიერ, და შემიწყალე მე.

ევლტოდეთ ფარისეველისა მის სიმაღლესა, და ვისწავოთ მეზვერისა იგი სიმდაბლეჲ, და სულთქმით შეუვრდეთ მაცხოვარსა და ღაღად-ვჰყოთ: შეგვიწყალენ ჩუენ მხოლოო მრავალ მოწყალეო.

 

 

ულთქმანი შევსწირნეთ მეზვერისანი უფალსა, და მისსა მიმართ მივეახლნეთ ჩუენ ცოდვილნი, რამეთუ, ვითარცა მეუფესა, ნებავს ცხოვრება ყოველთა კაცთა, და მოტევებასა მომადლებს ყოველთა მონანულთა, რამეთუ ჩუენ-თვის განხორციელდა ღმერთი, რომელი მამისა თანა დაუსაბამო არს.

ეზვერისა და ფარისეველისა განყოფილება გულის-ხმა-ჰყავ, სულო ჩემო, ერთისა მის უკვე მოიძულე ამპარტავნებისა ხმა; ხოლო მეორისასა ჰბაძევდი ღვთისა ლმობიერად ვედრებასა, და იტყოდე: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას, და შემიწყალე მე.

 

 

არისეველისა მის მოქადულისა ხმა მორწმუნენო მოვიძულნეთ, ხოლო მეზვერისა კეთილად ლმობიერებით ვედრებასა ვბაძვიდეთ, ნუ მაღლად ვბრძნობთ, არამედ თავნი ჩვენნი დავიმდაბლნეთ და ლმობიერებით ღაღად-ვჰყოთ: ღმერთო, გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან და შეგვიწყალენ ჩვენ.

 

აქმეთა სიქადულისა მიერ განიმართლებდა თავსა თვისსა, უფალო, ფარისეველი იგი, ამისთვისცა დასაჯე, ხოლო მეზვერისა იგი სულ-თქმა სინანულითურთ შეიწირე მხსნელო, და განამართლე; რამეთუ გძაგან მაღალნი გონებითა და გულითა, და სულითა შემუსრვილითა არა შეურაცხ-ჰყოფ. რომლისათვის ჩვენცა შენ შეგივრდებით სიმდაბლით და შემუსრვილებით: რომელმან ივნე ჩვენთვის ხორცითა, მოგვმადლე მოტევება ცოდვათა ზეგარდამო, და მოგვანიჭე დიდი წყალობა.

 

 

ქადაგებები და წერილები მეზვერისა და ფარისევლის იგავზე

 

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი - „იგავი მეზვერესა და ფარისეველზე“

სქიმიღუმენი საბა (ოსტაპენკო) - „ამპარტავნების შესახებ

მღვდელი ვ. ვ. შჩუკინი - „არა ვარ ვითარცა სხუანი კაცნი...“

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი) - „მეზვერისა და ფარისევლის კვირა“