მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მამათა გამონათქვამები

 

სხვადასხვა

 

 

ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული – სამშობლოს და სხეულს რაც გინდათ, ის უყავით.
წმინდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)



ცხოვრების 7 გაკვეთილი: არქიმადრიტი იოსებ (ბურჯანაძე)

1. დაიცავი გული წყენისა და სიძულვილისგან, რადგან ის, რაც შენს გულშია აუცილებლად აისახება შენს გარეგნობაზეც.

2. არ განიკითხო სხვა და არ შეხედო ირონიულად განსაცდელში მყოფს, რადგან ცხოვრება ყოველთვის გვიბრუნებს ყველაფერს, რასაც გავცემთ.

3. აპატიე, გაითავისუფლე გული დარდისგან და უპატიებლობის მძიმე ლოდისგან, მაგრამ აღარ მისცე უფლება ძველებურად გატკინონ გული და გამოგიყენონ.

4. იმ ადამიანს გაუფრთხილდი სარკეში ჩახედვისას რომ ხედავ - ეგ ერთადერთია, რომელიც მუდამ გვერდით გეყოლება, იტირებს როცა შენ ტირიხარ და გაიცინებს, როცა შენ იცინი.

5. ნუ დაგწყდება გული, რომ სხვებივით თვალთქმაქცობა არ შეგიძლია, სამაგიეროდ ნამდვილი ხარ და სანდო ადამიანი.

7. გაუფრთხილდი მშობლებს, შეიძლება მათ ზოგჯერ ეშლებათ რაღაც, მაგრამ მათი შენდამი სიყვარული ნამდვილი და სამუდამოა...


თუ გინდა გაიმარჯვო - ისწავლე მოთმინება.
თუ გინდა სწორად იცხოვრო - გახსოვდეს სიკვდილი.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



საქართველოს ეკლესია იყო, არის და მუდამ იქნება სული ქართველი ერისა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



... მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



... მაღალი კულტურა და განვითარებული ტექნიკა ხალხის ბედნიერებისთვის არ არის საკმარისი, არის ღირებულებანი, რომელიც ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში საუკუნეობით იქმნებიან და ყალიბდებიან და რომელთა დაკარგვაც დანაშაულია. ჩვენთვის ასეთია: მართლმადიდებელი სარწმუნოება - მოციქულთაგან ბოძებული, მუსიკა - ყველას რომ აღაფრთოვანებს, ჩვენი ენა და დამწერლობა - იდუმალებით სავსე და დიდებული, გასაოცარი ხელოვნება, ხატწერა, არქიტექტურა, ჩვენი მშვენიერი წეს-ჩვეულებანი.
აღმოსავლეთის და დასავლეთის რომელი ტრადიციები შეედრება ამას? სამწუხაროდ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა სიმდიდრის მფლობელნი ვართ.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



ჩვენ რთულ ეპოქაში გვიხდება ცხოვრება, ბოროტი ყოველნაირად ცდილობს ეკლესიაში განხეთქილებისა და შფოთის შემოტანას. დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანს დინების აღმა უხდება სვლა, რაც სულ უფრო მეტ წინააღმდეგობებს გვიქმნის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც უნდა ვიაროთ ამ გზით.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



ჩვენს წინაპართა შეგნებაში და მოქმედებაში ისევე განუყოფელი იყო სარწმუნოებისა და სამშობლოს სიყვარული, როგორც განუყოფელი იყო იესო ქრისტეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



როგორ შეიძლება ქრისტიანობის, მუსლიმანობის, ბუდიზმის გათანაბრება? ეს ხომ რელიგიის უცოდინრობის მაჩვენებელია და ნიშნავს იმას, რომ გაცნობიერებული არა გვაქვს ცხოვრების უმთავრესი მიზანი, არ ვზრუნავთ ჩვენს უკვდავ სულზე და არ გვაწუხებს, რომ არასწორი პოზიციის გამო იგი შეიძლება სამუდამოდ წარვიწყმიდოთ... მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა...
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



მე მიმაჩნია, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მამამთავარი და მოძღვარი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ ადამიანებისა, რომელნიც ყოველდღიურად მოდიან ეკლესიაში, არამედ ყოველი ქართველისა და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის ყოველი მკვიდრისა. კათოლიკოს-პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, ვისაც არ შეუძლია, ან სულიერი ძალა არ ჰყოფნის ეკლესიაში მოსასვლელად. ასეთ კაცთან იგი თვითონ უნდა მივიდეს, მხრებით იტვირთოს და ისე მიიყვანოს უფალთან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



ყველაფერი ის, რითაც ჩვენ ვამაყობთ ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, ეკლესიური ცხოვრების გამოვლინებაა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



ბიბლიაში ნათქვამია, რომ ადამიანი ხედავს სახეს კაცისას, ღმერთი კი – გულსა კაცისასა. ამიტომაც ამბობს გულის სისუფთავეზე დავით წინასწარმეტყველი: „გული წმინდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა“. ღმერთმა ქართველ ერს საოცარი საჩუქარი მოგვცა – მოსიყავრულე გული. ცხადია, ყველას არა გვაქვს წმინდა გული, რამეთუ ცოდვილნი ვართ და ხშირად ვეცემით, მაგრამ სიყავრული შეგვიძლია. „ღმერთი სიყვარული არს“, - ბრძანებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი უფლის შესახებ და თავისი ეს თვისება მან თითქოს გვიბოძა ჩვენ, რამეთუ სიყვარულით სავსეა ქართველი ადამიანის გული. მტერმა შეიძლება ბევრი ცუდი მოგვიტანოს, მაგრამ ჩვენ ვართ ბავშვის გულივით მიმტევებელნი და თითქმის იმ წამსავე ვივიწყებთ წყენას, ყოველგვარ ბოროტს, რომელიც მტერმა მოგვაყენა და კვლავ სიყვარულით ვივსებით. აი, ამ თვისებამ გადაარჩინა ქართველი ხალხი.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი



თუ ყველაზე უფრო სრულყოფილ თემში – ქრისტეს მოწაფეთა შორის იყო იუდა, მაშინ ჩვენ რაღაზედ ვძრწუნდებით, რომ რუსულ ეკლესიაში არის ვვედენსკი, ხოლო ყოველ სამწყსოში – საკუთარი პატარა იუდა ისევე, როგორც მშვიდი, მადლმოსილი იოანე და ერთგული, ენერგიული პეტრე.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)



ოდნავადაც ნუ შეშფოთდებით და გაბრაზდებით, თუ ჩვენს კეთილ რჩევებს არ ისმენენ. ჩვენც ხომ არ ვუსმენთ უფალს და ამის გამო ის არ გვსჯის.
ბერი იოსენ ოპტელი



გახსოვდეთ, რომ ის წუთი, რომელსაც სიზარმაცე გართმევთ, შესაძლოა უკანასკნელიც კი იყოს თქვენს ცხოვრებაში და მას სიკვდილი და სამსჯავრო მოყვეს.
ს.ა. ნილუსი



ისაუბრე მომღიმარი სახით, რომ უხაროდეს შენთან მოსაუბრეს.
წმ. ბარსანოფი დიდი



საკუთარი თავისადმი ყურადღების მქონემ საერთოდ უნდა თქვას უარი ყოველგვარ მეოცნებეობაზე, რაოდენ მიმზიდველი და ლამაზიც არ უნდა ეჩვენოს ის. ყოველგვარი მეოცნებეობა გონების ხეტიალია ჭეშმარიტების გარეთ, არარსებული და განუხორციელებელ, გონებისადმი მოპირფერე და მის მომატყუებელ მოჩვენებების ქვეყანაში. მეოცნებეობის შედეგია: საკუთარი თავისადმი ყურადღების დაკარგვა, გონების გაფანტულობა და გულის სისასტიკე ლოცვის დროს; აქედან კი – სულიერი მოშლილობა.
წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)



ვინც გვკიცხავს, ის გვჩუქნის, - ხოლო ვინც გვაქებს, ის გვპარავს.
ოპტელი ბერი ამბორსი



კეთილი, თუნდ მსახური და მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.
ნეტარი ავგუსტინე



უფრთხილდით საკუთარ აზრებს, ვინაიდან აზრები ზეცაში ისმის.
ნეტარი ავგუსტინე



თუკი ადამიანი ძალისაებრ არ იღვაწებს და საკუთარ შრომას წმინდანთა ლოცვას არ შეუერთებს, ვერავითარ სარგებელს მიიღებს იმისგან, რომ წმინდანები მისთვის ლოცულობენ.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი



მართალ ადამიანთა საერთო ხვედრია: მათ კეთილ საქმეებსაც კი ყალბად წარმოსახავენ და ისევ მათ გასაკიცხად იყენებენ.
წმინდა ბარსანოფი დიდი



ხშირად ხდება, რომ უდანაშაულონი ვართ იმის წინაშე, ვინც გვაწყენინა, მაგრამ ღვთის წინაშე მრავლად შევცოდეთ, რასაც ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ღმერთი ხედავს.
მთავარეპისკოპოსი მაკარი



ყველას არ გაუმხილო შენი ზრახვები, არამედ მხოლოდ იმათ გაენდე, ვისაც ძალუძს შენს სულს უმკურნალოს.
წმინდა ანტონი დიდი



ჩვენ ყოველთვის რთული და ძნელი რამე გვიტაცებს და სახლის შენება გვიყვარს არა საძირკველზედ, არამედ ღრუბლებში.
წმინდა გრიგოლ ივერიელი (ფერაძე)



არსებობს ხუთი ძირითადი იმპულსი, რომელიც ადამიანს ამოძრავებს: პირადი შემოსავალი, საკუთარი სიამოვნება, ოჯახური და ნათესავური კავშირები, სინდისი, მაცხოვნებელი თანამყოფობა.
მეხუთე იმპულსი დაცვის უპირველესი საშუალებაა; თუ ადამიანი მას არ დააკავებს თავისთან, მეოთხეზე გადაინაცვლებს; თუ მასაც ვერ შეაკავებ, მესამეზე გადავა და ასე მიაღწევს პირველამდე. ასე ხდება ადამიანის დეგრადაცია, დეგრადაცია და დაღუპვა. სწორედ დაღუპვა, რამეთუ ადამიანს უკანასკნელი თავდაცვითი ხაზის დაკარგვაც შეუძლია. მაშინ მას უკვე აღარაფერი რჩება, გარდა ყველაფრის მიმართ უგუნური განურჩევლობისა, სასოწარკვეთილებისა და თვითმკვლელობისა.
წმინდა ნიკოლოზ სერბელი



ყველაფერი, რაც შეგვემთხვევა, უნდა მივიღოთ, როგორც უკვე მომხდარი ფაქტი და არ უნდა გავიწვალოთ თავი მოჩვენებებთან ბრძოლით. რაც მოხდა, მოხდა. იყავ ნება შენი, უფალო.
ავდეევი, ნევიაროვიჩი



დილას გამოღვიძებულს რა გაგიელვებს პირველად გონებაში? გული გეუბნება: დიდება უფალს, რომელმან მოგვფინა ნათელი? ან, უფალო, დღევანდელი დღე? თუ ეს ასეა, მაშ, სიკეთის ნიშანია. მაგრამ თუ გაღვიძებისთნავე რაიმე მიწიერზე ფიქრი გაგიტაცებს და უფალზე ფიქრის საშუალებას არ გაძლევს, მაშინ ვეჭვობ, რომ შენ ეძიებდე სასუფეველსა ღვთისასა.
მოსკოველი მიტროპოლიტი ფილარეტი



ის, ვინც აღუდგება ჭეშმარიტებას ისე, რომ იცის, რომ ეს ჭეშმარიტებაა, ეს უკვე შეცდომა აღარ არის, არამედ მიზანმიმართული ამბოხი, რადგან ბოროტებით შეპყრობილი სავსეა სიძულვილით ჭეშმარიტებისადმი და ცდილობს ცრუ უწოდოს იმას, რაც იცის, რომ ჭეშმარიტებაა“.
ამბროსიასტე:



“ბოროტ საქმიანობას ეწევიან ისინი, ვინც დღესასწაულებს ულოცავს არამართლმადიდებელთ, ცრუმორწმუნეთ და მწვალებელთ, ამით, ისინი ერეტიკოსთა სიჯიუტეს უჭერენ მხარს და თავიანთ სიცრუეში კიდევ უფრო ამყარებენ.”
P.S ახალმესტილეობა არის კალენდარული სქიზმა და ცდომილება, ამიტომ მისი მილოცვა არ შეიძლება. ქრისტე არ შობილა 12 დეკემბერს ( ანუ ახალი სტილით 25 დეკემბერს ) ქრისტე იშვა 25 დეკემბერს ( ანუ 7 იანვარს )
მღვდელი დანიელ სისოევი



კეთილშობილება და თავისუფლება ის არის, არავის ვუთხრათ რაიმე დამამცირებელი, თუნდაც ის ამის ღირსიც იყოს.
წმინდა იოანე ოქროპირი



სინდისი ჩვენში დაუდუმებელი მამხილებელია, რომელსაც ვერც მოატყუებ და ვერც აცდუნებ.
წმინდა იოანე ოქროპირი



წმ. იოანე ოქროპირი იროდს ამსგავსებს უღირსად მაზიარებელთ, რომელმაც გარეგანად გამოთქვა სურვილი ქრისტეს თაყვანისცემისა, გულიში კი მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული.

წმიდა იოანე ოქროპირის სწავლებით ვინც იწილხვედრა კვართი უფლისა, მან იწილხვედრა ქრისტე. ამიტომ საქართველო არის არამხოლოდ ღვთისმშობლის, არამედ თავად განკაცებული ღმერთის, იესო ქრისტეს წილხვედრი.



სადაც წმიდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცთუნებას.
წმ. იოანე ოქროპირი