წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან
ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევეა ადამიანებიც.
რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს. როგორ ვანუგეშოთ მგლოვარენი? – მათთან ერთად ვიტიროთ. თუკი სხვებთან ერთად ცხოვრობთ, მაშინ ემსახურეთ მათ ისე, როგორც თავად ღმერთს, და
ნუ მოითხოვთ სიყვარულისთვის სიყვარულს, თავმდაბლობისთვის – შექებას, სამსახურისთვის
– მადლიერებას. ისინი (ბოლო დროის კოსმოპოლიტური იდეების მქადაგებლები) დაუსრულებლად ლაპარაკობენ
კაცობრიობის სიყვარულზე, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ გვერდზე მყოფს. მოყვასის
სიყვარული კი სწორედ რომ ყველას სიყვარულის გულისხმობს. ვინც მოყვასს წრფელი სიყვარულით ემსახურება, მისთვის დაღლაც
კი დასვენებაა, ხოლო ვისაც მხოლოდ თავისი თავი უყვარს და ზარმაცია, უსაქმურობაც კი
ღლის. როგორც ღუმელი ვერ იქნება თბილი ცეცხლის გარეშე, ისევე
ღმრთისაგან განდგომილ ადამიანს, რომელსაც გულში ღმერთი არა ჰყავს დავანებული, ვერ
ექნება სიყვარული მოყვასისადმი. უფალს ყველა ჩვენგანი უყვარს, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ყველა. შეუძლებელია ადამიანმა ავნოს მოყვასს ისე, რომ არ ავნოს საკუთარ თავს. ეგოიზმი ვნებების გრძელი ჯაჭვის პირველი რგოლია. არ არსებობს იმაზე მაცხოვნებელი წესი ცხოვრებისა, ვიდრე ურთიერთის სიმძიმის ტარება. სიყვარული მხოლოდ მაშინაა სიყვარული, როცა იგი ყველას მიმართ არის, გამონაკლისის
გარეშე. ხოლო ვიდრე იგი მხოლოდ მათ მიმართაა მიმართული, ვინც „მე“ მიყვარს, ეს
სიყვარული არ არის, არამედ ეგოიზმია. სიყვარული სულით გვაერთებს მათთანაც, ვინც დროსადა სივრცეში განგვეშორა. არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი...
უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი
ჩვენი; გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა... თუ გვინდა, ვიყოთ
ბედნიერნი. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა, როცა
სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება. ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა „სიყვარული“, რათა ასე დაერქმიათ უფალთან
თავიანთი დამოკიდებულებისათვის. |