თუ შენ ხორციელი ვნების ცეცხლი გწვავს, მას გეენიის უშრეტი ცეცხლი დაუპირისპირე და
შენი ვნების ალი იმწამსვე ჩაცხრება და განქარდება. თუ შენს გულს ხორციელი სილამაზე აცთუნებს, წარმოიდგინე როგორ გაიხრწნება იგი და დამშვიდდები. რაგინდ დიდი არ უნდა იყოს ავხორცობის ძალა, თუკი საკუთარ გულისთქმას, საკუთარ
თავს ღვთისმოშიშებით შემოიზღუდავთ, ვნების მძვინვარებას იოლად დაამარცხებთ. ავხორცობა გვაიძულბს, ის მოვიმოქმედოთ, რისი გაფიქრებაც კი გვზარავს. ზომიერად მიიღე პური, საწყაულით სვი წყალი და სიძვის ვნება განგეშორება. ყოველი სვეტი მტკიცე საფუძველს ემყარება, მრუშობის ვნება კი ნაყროვანებაზეა
დაფუძნებული. ხორციელ ბრძოლას დაუდევრობა იწვევს, იგი ჩუმად წარგიტაცებს სხვების განსჯისა და
განკითხვისაკენ და ამ გზით გიმუხთლებს. როგორც ღელვის სიმძაფრე უსაჭო ნავს იტაცებს, ისე უკრძალავსა და უდებებით
მიშვებულს გონებას იტაცებს გულის-თქმა სიძვისა. როგორც ლერწმითა და თივით შეუძლებელია ცეცხლის შემაგრება, ეგრეთვე შეუძლებელია
ბრძოლა და მორევნა სიძვის ვნებისა სიმძღრით ჭამითა. |