არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა
დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური
კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების. ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს -
უბედურებების დროს. ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის
გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი
ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ. ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება
გვწყურია. რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას
ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს
გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცურმოწმეობა,
ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ
განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული. ...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს
ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი
არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი
ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ
და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ. რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და
ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება. ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი
განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის. ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე,
ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას
იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას
დაინახავ. |