ჯობს ხშირად ღმერთს ელაპარაკო შენი შვილის შესახებ, ვიდრე შვილს ღმერთის შესახებ. „გარეგნულმა სილამაზემ, - წერს წმ. იოანე ოქროპირი, - მიჩვევა იცის და დროთა განმავლობაში
მის მიმართ ინტერესი იკარგება, ხოლო მშვენიერება სულისა პიროვნებას ყოველდღიურად
განმაახლებელ ძალას ანიჭებს და მიმზიდველს ხდის მასთან ურთიერთობას. ამ სილამაზეს
ვერც ავადმყოფობა, ვერც სიბერე ვერ წაშლის.“ ჩვენ დამჯერე შვილები გვინდა გვყავდეს, ჩვენ თვითონ კი არ
გვინდა ღმრთის დამჯერენი ვიყოთ. არც მამაკაცს და, მით უმეტეს, არც ქალს არა აქვს ქორწინებაში ერთმანეთზე
აბსოლუტური ძალაუფლება. ერთის ნების მეორეზე ზეწოლას, თუნდაც სიყვარულის სახელით,
მივყავართ სიყვარულის სიკვდილამდე. და აი, ჩნდება კითხვა: უნდა დავემორჩილო ასეთი
ძალადობის ზეწოლას, როცა არის საშიშროება ყველაფერ ძვირფასის განადგურებისა? უბედურ
ქორწინებათა უსასრულო რაოდენობა სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ თითოეული მხარე
თვლის თავს იმის მესაკუთრედ, ვინც უყვარს. თითქმის ყველა სირთულე ქორწინებისა
აქედან მოდის. ქორწინების უდიდესი სიბრძნეა, მისცე თავისუფლება მას, ვინც გიყვარს.
ჩვენი მიწიერი ქორწინება ზეციურის მსგავსია, იქ კი სრული თავისუფლებაა. ოჯახი უნდა იყოს სახლი სათნეობისა და სახლი სიყვარულისა. სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არი; სიყვარული ტანჯვაა; „ტანჯვაა
ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა“ - ამბობს ერთი ჩვენი ქართველი პოეტი. მართალიც
არი!.. სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყვარული
უნდა უყვარდეს სიყვარულისთვის კაცსა და არა რაიმე სურვილისთვის. სადაც გამოერევა
ადამიანის „მე“, იქ უთუოდ უნებლიედ წარმოსდგება მონებაცა ერთისა მეორეზედ. უფრო
უძლურმა უნდა დაუთმოს უფრო ძლიერს, იქ იქნება დესპოტობა, მონება და არა სრული
ერთხმოვანი გარმონია ორთა თანასწორთა სულთა, რომელთა შეერთება შეიქმს ხოლმე ერთ
დაკარგულს ერთარსებასა; უნდა დაივიწყო შენი „მე“ და შეერთდე იმის „მესთან“; მაშინ
აღსრულდება მნიშვნელობაც სიყვარულისა, მაშინ გადაიშლება მთელი ზღვა ტანჯვისა... ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი
საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და
სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ
მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი
ადამიანისა. |