თუ ოდესმე ადამიანი ეშმაკის ძალაუფლებაშია, ყველაზე მეტად ეს სიმთვრალის დროს ხდება. ისე არავინ უყვარს ეშმაკს, როგორც მემთვრალე, რადგან ისე არავინ ემორჩილება მის ნებას,
როგორც ლოთი. მემთვრალე ჯოჯოხეთის გარდა, არაფრისთვის გამოდგება. მთვრალ ადამიანს წესიერ სახლშიაც კი არ უშვებენ, არათუ ცათა სასუფეველში. ნუ გძულს ღვინო, არამედ მოიძულე სიმთვრალე. ღვინო საღმრთო საქმეა, სიმთვრალე - ეშმაკისა. სასმელის უზომო მოხმარების გეენიის ცეცხლივით გეშინოდეს. მთვრალი იმას გაბედავს, რასაც ფხიზელი არ გააკეთებს. ლოთი არ არის გონიერ ადამიანთა შორის ცხოვრების ღირსი. იგი
ცხოველებთან უნდა მოათავსონ და ადამიანთა საზოგადოებიდან გააგდონ. საღმრთო წერილი ზარმაცებს ჭიანჭველებთან აგზავნის
შრომისმოყვარეობაში საწვრთნელად, ლოთები კი ცხოველებთან უნდა გააგზავნონ
თავშეკავების სასწავლად. |