მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მამათა გამონათქვამები

 

ლიტურგიაზე

 

 

რატომ დააყენა უფალმა მრუშობაზე, მკვლელობაზე, ძარცვაზე, ცილისწამებაზე, გინებაზე, ლოთობაზე და სხვა მომაკვდინებელ ცოდვებზე წინ, კვირის წირვაზე წაუსვლელობა? იმიტომ, რომ როდესაც წირვის და ზიარების მადლი მოაკლდება ადამიანს - უსუსური ხდება ჩამოთვლილ ვნებებთან საბრძოლველად, იარაღის გარეშე დგას საშიშ მტერთან, დასუსუტებული და მინავლებულია მისი სულიერი ძალები. და საკმარისია დაეცეს ერთი რომელიმე ცოდვით, რომ ხდება ჯაჭვური რეაქცია და ერთ ცოდვას მოსდევს მეორე, მეორეს მესამე და ა. შ. ვიდრე ადამიანში არ აინთება სინანულის ნაპერწკალი. ცოდვაში მყოფს სირცხვილი იჭერს მოძღვართან მისასვლელად, რომელიც რა თქმა უნდა თბილად და მამაშვილურად მიიღებს და ჩაიხუტებს მას. მაგრამ ბოროტი სხვანაირად უხატავს რეალობას და სირცხვილი შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე ცოდვაში - სასოწარკვეთილებაში გადაიზარდოს, რომლიდანაც ბევრი ვეღარ ახერხებს უკან დაბრუნებას...