მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მამათა გამონათქვამები

 

ჯოჯოხეთზე

 

 

იცით თუ არა თქვენ, რამდენი სახის ტანჯვა არსებობს ჯოჯოხეთში?

ჯოჯოხეთში ცხრა სახის ტანჯვაა და ყველა მათგანი მარადიული და უკიდურესად რთულია.

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲢᲐᲜᲯᲕᲐ ჯოჯოხეთში არის ენით აღუწერელი და წარმოუდგენელი სიბნელე.

ᲛᲔᲝᲠᲔ ᲢᲐᲜᲯᲕᲐ, სიბნელის შემდეგ, არის ტირილი და კბილების ღრჭენა.

ᲛᲔᲡᲐᲛᲔ ᲢᲐᲜᲯᲕᲐ არის აუტანელი — მყრალი სუნი.

ᲛᲔᲝᲗᲮᲔ ᲢᲐᲜᲯᲕᲐ ჯოჯოხეთისა არის შიმშილი და წყურვილი.

ᲛᲔᲮᲣᲗᲔ ᲢᲐᲜᲯᲕᲐ არის ტარტაროზი, სიცივე.

ᲛᲔᲔᲥᲕᲡᲔ ᲢᲐᲜᲯᲕᲐ არის დაუძინებელი მატლი.

ᲛᲔᲨᲕᲘᲓᲔ ᲢᲐᲜᲯᲕᲐ არის გეენა, ანუ ჩაუქრობელი ცეცხლი, რომელიც ყველაზე მძიმეა.

ᲛᲔᲠᲕᲔ ᲢᲐᲜᲯᲕᲐ ჯოჯოხეთისა არის სასოწარკვეთა.

ᲛᲔᲪᲮᲠᲔ ᲢᲐᲜᲯᲕᲐ არის მარადისობა, რომელსაც აქვს ძალაუფლება მილიარდობით და მილიარდობით სულზე, სადაც არ არის ზღვარი, რომ ადამიანი მოითმენს ათასს ან ასი ათასს წელს. არა.. ის იტანჯება სამუდამოდ და მარადიულად. რისგანაც დაე გვიხსნის უფალმა!

არქიმანდრიტ კლეოპას (ილიეს) წიგნიდან "სულის ღირებულება".