როგორც ბევრი შეშა ცეცხლს აღაგზნებს, ისე ბევრი ჭამა-სმა აღაგზნებს ბოროტ გულისთქმასა. ვერ დაიმკვიდრებ ზეციურ სასუფეველს, თუ საკუთარი სურვილებისა
და აზრების მბრძანებელი არ გახდები. ეშმაკს არ მიესვლება სულში, რომელიც არანაირ ვნებას არ ასაზრდოვებს. ასეთი სული
ნათელია და ეშმაკს მისი შეხედვა არ ძალუძს. როდესაც სული ვნების აღძვრას დაუშვებს
და დაეთანხმება მას, დაბნელდება. ეშმაკი დაინახავს, მიუახლოვდება და იწყებს მასზე
ბატონობას. სულს, უმთავრესად, ორი მოძრაობა აშფოთებს – სიძვა და მრისხანება. |