საერო დღესასწაულებზე იხარჯება ის, რაც შრომის დღეებშია მოგროვილი; საეკლესიო დღესასწაულებზე
შეიძლებდა და უნდა შეგროვდეს კიდეც ჭვრეტითი და ქმედითი სიბრძნის სულიერი სიმდიდრე
ისევე უხვად, ან უფრო მეტადაც, ვიდრე სადაგ დღეებში. დღესასწაული სულიერი სიხარულის, მასში გულითადი
მონაწილეობის, შინაგანი გრძნობის გარეშე იგივეა, რაც უსულო სხეული. ქრისტიანისათვის ყოველი დრო დღესასწაულია მისთვის მიძღვნილი
საბოძვარი სიუხვის გამო. თუკი საქმეები და ყოველდღიური საქმიანობა უნდა მიატოვო
სადღესასწაულო დღეებში, მით უმეტეს, უნდა მოერიდო საქმეებს, რომელთა კეთებაც სადაგ
დღეებშიც არაა ნებადართული. დღესასაწული იმისთვის არაა, რომ ვითავნებოთ და საკუთარი
ცოდვები ვამრავლოთ, არამედ იმისთვის, რომ რაც გვაქვს, იმისგანაც განვიწმინდოთ. მშვენიერი უქმეა ცოდვისაგან უქმობა. |