| |
შიში ღმრთისაჲ მოიგების ხსენებითა სიკუდილისაითა და ხსენებითა აღდგომისაითა და განშორებითა მრავალ-მეტყუელებისაგან და გამოძიებითა გულის-სიტყუათაითა დილეულ და სამხრად და მწუხრი. რომელი ჰზრახეთ და რომელი გულსა მოგიხდა, და რომელი საქმით აღასრულეთ. და უკუეთუ კეთილად განვლე დღე იგი, ჰმადლობდი ღმერთსა. და კუალად შეეყავ კაცსა, რომელსა ღმრთისა ეშინოდის და ნუ განეშორები მისგან, ვიდრემდის ისწაო შიში ღმრთისაჲ. და რომელმან ესე არა ყოს, იგი განსდევნის შიშსა ღმრთისასა.
თქუა წმიდამან პავლე: რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ აღთქუმანი ღმრთისანი ჭეშმარიტ არიან ბრალეულთათვის, და გამოიხატნეს იგინი მარადის წინაშე თუალთა მისთა, მან მოიგოს შიში ღმრთისაი.
თქუა წმიდამან დიადოხოს: ვერ შემძლებელ არს კაცი მოგებად შიშსა ღმრთისასა, უკუეთუ არა განეშოროს ყოვლისაგან ზრუნვისა ამის საწუთროისა და არა დაჯდეს და დაეყუდოს მარტოდ.
თქუა წმიდამან კლემაქს: უკუეთუ სტიროდის კაცი ცრემლითა მხურვალედ თავსა თვისსა ვითარცა მკუდარსა, მან უშვეს მას შიში ღმრთისაი.
თქუა წმიდამან საჰაკ: პირველი კეთილი არს შიში ღმრთისაი და ესე იშვების სარწმუნოებისაგან და დაეთესვის გონებასა, ოდეს განაგდოს კაცმან მისგან ყოველი შექცეულებაი, საურავი ამის საწუთროისაი, და შეიკრიბნეს გულის-სიტყუანი თვისნი, განბნეულნი საქმეთა შინა ქუეყანისათა, და ზრუნვიდეს საუკუნოისა მისთვის მომავალისა.
თქუა წმიდამან ესაია: ჯერ-არს მისა, რომელი დაყუდებულ იყოს, რაითა მოიგოს შიში ღმრთისაი. ხოლო ესე უწყოდენ, ვიდრემდის გონებაი კაცისაი ცოდვასა მიდრეკილ იყოს და მხიარულად იხსენებდეს, არა არს მის თანა შიში ღმრთისაი, და რომლისა თანა არა არს შიში ღმრთისაი, ჰშორავს იგი წყალობასა მისსა.
თქუა წმიდამან პიმენ: უხმს კაცსა მოგებად შიში ღმრთისაი და სიმდაბლე მარადის და არა განშორებად მისგან დღე და ღამე, ვითარცა სამშვინველი სულისაი დაუცადებელი, რომელ არს პირსა მისსა.
თქუა წმიდამან კლემაქს: რომელი არა აგრძნობს თავსა შინა თვისსა შიშსა ღმრთისასა, უწყოდენ მან, რამეთუ სული მისი მომკუდარ არს.
მანვე თქუა, ვითარმედ: არა გუაბრალებს ღმერთი, თუ რაისა სასწაულთა არა ვიქმოდეთ და რაისა დაფარულთა არა მეცნიერ ვიყვენით, ანუ რაისა განმოძიებისათვის ღმრთისა საშჯელი არა ვიცოდეთ. ხოლო ესე ჭეშმარიტად გუაბრალოს, ვითარმედ: რაისა არა დავადგერით მწუხარებით და გლოვით ცოდვათა ჩუენთა ზედა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა.
თქუა მაქსიმოს: რამეთუ ესე არს შიში საღმრთოი, რაითა მარადის ზრუნვიდეს კაცი და ეკრძალებოდეს, რაითა არა შევარდეს პატიჟთა მათ საუკუნეთა, რომელნი მომავალ არიან ცოდვილთათვის მერმესა მას.
თქუა წმიდამან ბასილი: შიში ღმრთისაი არს მოლოდებაი განსაცდელთაი, ვითარცა გუეშინინ მხეცთაგან და ხელმწიფეთა, რაითა არა შეგუემთხვიოს მათ მიერ განსაცდელი.
თქუა წმიდამან გრიგოლი: შიში ღმრთისაი არს, ოდეს ვიხილნეთ აღთქუმულნი იგი სატანჯველნი ჯოჯოხეთისანი და განვეშორნეთ საქმეთაგან ჩუენთა ბოროტთა.
თქუა წმიდამან, ვითარმედ: შიში ღმრთისაი განსდევნის ყოველსა ბოროტსა და მოწყინებაი განსდევნის შიშსა ღმრთისასა.
თქუა წმიდამან პიმენ: ვითარცა კუალმან განასხნის ფუტკარნი და გამოუღიან ნაშრომი იგი სიტკბოებისა მათისაი, ეგრეთვე განსუენებამან ხორცთამან განსდევნის შიში ღმრთისაი სულისაგან და წარუწყმიდის ყოველი საქმე კეთილისაი.
თქუა წმიდამან მოსე: ვერ შემძლებელ ხარ მოგებად შიშსა ღმრთისასა, უკუეთუ არა პირველად მოიგნე საქმენი მისნი. და საქმენი მისნი არიან ესე: ყოველსა უწინარეს დაყუდებაი, რომლისაგან იშვების ასკიაი სულიერი და ხორციელი. და თარგმანებაი ამის ასკიაისაი სახორციელოისაი ესე არს: ტაბლაი, რომელსა ზედა ჰგიედ ერთი ხოლო საჭმელი, და ასკიაი სულიერი ესე არს, რაითა არარას საქმესა ზედა მხიარულ იყოს. და ამან ასკიამან სულიერმან და ხორციელმან შვის ტირილი, და ტირილმან შვის შიში ღმრთისაი და შიშმან შვის სიმდაბლე, და სიმდაბლემან იხილნის საქმენი მოწევნადნი პირველ მოსლვისა, და ამან ხილვამან შვის სიყუარული, რომლისა თანა არა არნ სალმობაი და არცა ტკივილი. მაშინ ცნის კაცმან, ვითარმედ ჰშორავს იგი ღმერთსა. და რომელსა ჰნებავნ მიმთხუევად ამით კეთილითა და მიწევნად ამას სათნოებათა, დაუტევენ ზრუნვაი ამის სოფლისაი და სიკუდიდ განჰმზადენ თავი თვისი. და რაჟამს ილოცვიდეს და რაჟამს ეუწყოს მას, რომელი-იგი განაშორებს ღმრთისაგან და შეურაცხ-ყოს საწუთროი ესე, და მადლმან ღმრთისამან მიანიჭოს მას საქმედ სათნოებად. ხოლო ესემცა უწყი, ძმაო, რამეთუ რომელი ჭამდეს და სუმიდეს უფროის ზომისა და უყუარდენ გემონი ამის სოფლისანი, ვერ ოდეს მიიწიოს იგი მოგებად სათნოებათა, რამეთუ არს იგი მონაი და მორჩილი ნებასა ხორცთასა.
ჰკითხა ძმამან ბერსა: ვითარ შემძლებელ ვიქმნე წინა-აღმდგომად მრავალ-მეტყუელებასა და შეკრძალვად ენისა ჩემისა? მიუგო წმიდამან და ჰრქუა: გლოვითა. ჰრქუა მას ძმამან მან: და ვითარ შემძლებელ ვარ მე მოგებად გლოვისა და ვარ მე შორის კაცთა შემავალ და განმავალ? მიუგო ბერმან და ჰრქუა: ოდეს მოიკუეთოს კაცმან ნებაი თვისი და არა ჰხედვიდეს კაცთა ცოდვასა, მაშინ შეიკრიბნეს გულის-სიტყუანი თვისნი, და ოდეს შეკრიბნე გულის-სიტყუანი, შვან მათ მწუხარებაი საღმრთოი, და მწუხარებამან შვნეს ცრემლნი და გლოვაი.
და კუალად თქუა სიმდაბლისათვის, ვითარმედ სიმდაბლე ორი არს და ამპარტავნებაი ორი არს.
პირველი ამპარტავნებაი ესე არს: ოდეს განლაღნეს კაცი ძმასა თვისსა ზედა და შეურაცხ და დაკლებულ ყოს და არარად შეჰრაცხოს იგი და თავსა თვისსა ჰხედვიდეს უდიდეს მისა. უკუეთუ არა განიღვიძოს და მოიქცეს, და მოიწიოს მის ზედა ამპარტავნებაი მეორე. ხოლო მეორე ამპარტავნებაი ესე არს: ოდეს აღზუავნეს კაცი და განლაღნეს ღმრთისა ზედა და ყოველნი დიდებანი და სათნოებანი აჩუენეს თავსა თვისსა და არა ღმერთსა დამბადებელსა თვისსა და წარწყმიდოს ყოველი კეთილისა საქმე. ესე არს თარგმანებაი ამპარტავანებისა პირველისა და მეორისაი.
ხოლო სიმდაბლე პირველი ესე არს: ოდეს იხილოს კაცმან ძმაი თვისი უბრძნეს მისა და უმჯობეს და უაღრეს მისა ყოველსა ზედა საქმესა და ვითარმედ არარაი იცის, ოდეს შეატყუას თავი თვისი მოყუასსა თვისსა. ესე არს სიმდაბლე პირველი. და სიმდაბლე მეორე ესე არს, რაითა ყოველი კეთილი და დიდებაი ღმერთსა აჩემოს და შეცთომილებაი და შეურაცხებაი თავსა თვისსა აჩემოს. ესე არს სიმდაბლე წმიდათაი, სრული და უბიწოი სულსა შინა საქმეთაგან ნათლისათა. რამეთუ წმიდანი რაოდენცა მიეახლებიედ ღმერთსა, იხილნიედ თავნი თვისნი უცოდვილესად ყოველთა კაცთასა. და სიმდაბლე არს სიგლახაკე ხორციელი, რამეთუ სიგლახაკე დაამდაბლებს ხორცთა, და ოდეს დამდაბლდენ ხორცნი, დამდაბლდის მათ თანა სულიცა. სიმდაბლე ჭეშმარიტი ესე არს, რაითა არარად შეჰრაცხოს კაცმან თავი თვისი და მოიკუეთოს ნებაი თვისი ყოველსა და უდრტჳნველად დაუთმოს ყოველთა განსაცდელთა, მომავალთა მის ზედა ვინაითვე.
თქუა ბერმან: არავის ზედა მოიწევის განსაცდელი და მწუხარებაი ყოვლესავე შინა საქმესა, თვინიერ ზეგარდამო ღმრთისა მიერ უმჯობებისათვის. და რომელსა არა ჰრწმენეს ესე, მას არა ჰრწამს, ვითარმედ: ღმერთი მართლმსაჯულ არს და სიმართლით განაგებს.
თქუა მამამან პიმენ: ნებისა აღსრულებაი კაცისაი ზღუდე არს რვალისაი შორის მისსა და შორის ღმრთისა.
თქუა მაქსიმოს: რომელმან სძლოს ნაყროვანებასა, უძლევიეს ყოვლთა ვნებათა. და რომელმან მოიგო სიმდაბლე, მოუგიან ყოველნი სათნოებანი.
თქუა ბერმან: სამნი ესე საქმენი თავ არიან ყოველისა საქმისა. და ჯერ არს კაცისა, რაითა წინაშე თუალთა მისთა განმოიწერნეს ყოველსა ჟამსა: ხსენებაი სიკუდილისაი ყოლადვე და ხსენებაი სატანჯვლეთა მათ საუკუნეთაი და ყოფაი მარადის ღმრთისა თანა. და უკუეთუ არა მოიხსენოს კაცმან სიკუდილი, ვერ შემძლებელ არს მოკუდინებად ყოველთა კაცთაგან; და უკუეთუ არა მოკუდეს ყოველთა კაცთაგან, ვერ შემძლებელ არს ყოფად ღმრთისა თანა.
თქუა წმიდამან კლემაქს: ხსენებაი სიკუდილისაი არს განშორება ზრუნვასა ხორციელებრსა და შეკრძალვაი გონებისაი და ლოცვაი მარადის დაუცადებელად.
მანვე თქუა: ვერ შემძლებელ არს კაცი გარდავლად დღესა ჯერისაებრ, უკუეთუ არა შეჰრაცხოს იგი უკუანაისნელად დღედ ცხოვრებისა მისისად.
"მამათა სწავლანი" - X-XI ს.ს. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ
ტექსტი გადმოღებულია საიტიდან http://titus.uni-frankfurt.de/
|
|