მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი
ვარსებობთ ღმერთისთვის. ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე. გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ. უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ
ჩიტის ბუდეც არ შენდება. არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი
ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის
კეთებაში. როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ
ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა -
ძლიერთა ამა სოფლისათა. ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი
საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის. ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს,
ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი
მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ
ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს
პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს
უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი,
ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს. |