მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ისტორია

 

საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღები

 

ჩვ. წ. აღ-მდე XII-X საუკუნეები _ დიაოხი.

ჩვ. წ. აღ-მდე IX-VII ს.ს. _ კოლხა.

ჩვ. წ. აღ-მდე VI საუკუნე _ კოლხეთის სამეფოს წარმოშობა.

ჩვ. წ. აღ-მდე IV-III ს.ს. _ ქართლის (იბერიის) სამეფოს წარმოშობა.

I საუკუნის 40-60-იანი წლები _ მოციქულების შემოსვლა საქართველოში.

I-II ს.ს. _ პირველი ქრისტიანული თემების აღმოცენება.

IV საუკუნის დასაწყისი _ წმიდა ნინოს შემოსვლა ქართლში.

325 წელი _ ნიკეის საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე.

324-326 წ.წ. _ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლსა და ეგრისში.

V საუკუნის II ნახევარი _ წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი.

V საუკუნის 70-80-იანი წლები _ საქართველოს ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია. საქართველოს ეკლესიაში დაწესდა კათოლიკოსის მმართველობა

542-562 წ.წ. _ დიდი ომიანობა ეგრისში.

608 წელი _ დიდი საეკლესიო განხეთქილება ამიერკავკასიაში, ქართულ და სომხურ ეკლესიათა დაშორება.

VII-VIII საუკუნეები _ არაბთა ლაშქრობები საქართველოში. 735-737 წ.წ. _ მურვან-ყრუს ლაშქრობა, წმ. დავითისა და წმიდა კონსტანტინეს წამება.

786 წ. 5 იანვარი _ აბო თბილელის სიკვდილით დასჯა თბილისში.

826 წ. _ აშოტ ბაგრატიონის მკვლელობა.

853 წ. 5 აგვისტო _ ბუღა თურქმა აიღო თბილისი.

888 წ. _ ადარნასე ბაგრატიონმა მიიღო "ქართველთა მეფის" ტიტული.

914 წ. _ აბულ-კასიმის ლაშქრობა.

975 წ. _ ბაგრატ III-ის გამოცხადება ქართლის მეფედ.

978 წ. _ ბაგრატ III გახდა ერთიანი საქართველოს მეფე.

978-1014 წ.წ. _ ბაგრატ III.

1014-1027 წ.წ. _ გიორგი I.

1027-1072 წ.წ. _ ბაგრატ IV.

1072-1089 წ.წ. _ გიორგი II.

1089-1125 წ.წ. _ დავით IV – აღმაშენებელი.

1104 წ. _ რუის-ურბნისის საეკლესიო კრება.

1106 წ. _ გელათის აკადემიის დაარსება.

1121 წ. _ 12 აგვისტო დიდგორის ბრძოლა.

1122 წ. _ თბილისის გათავისუფლება.

1125-1156 წ.წ. _ დემეტრე I.

1156 წ. _ დავით V.

1156-1184 წ.წ. _ გიორგი III.

1178/84-1213 წ.წ. _ თამარ მეფე.

1213-1223 წ.წ. _ ლაშა-გიორგი.

1220-1330-იანი წლები _ მონღოლთა შემოსევები საქართველოში.

1226 წ. _ ჯალალ-ედ-დინის მიერ თბილისის აოხრება. 100 ათასი ქართველის წამება.

1223-1240 წ.წ. _ რუსუდანის მეფობა.

1247/48 წ. _ ცოტნე დადიანის თავდადება.

1247-1270 წ.წ. _ დავით ულუს (უფროსის) მეფობა.

1247-1293 წ.წ. _ დავით ნარინის (უმცროსის) მეფობა.

1270-1289 წ.წ. _ დემეტრე I (თავდადებული).

1318-1346 წ.წ. _ გიორგი V (ბრწყინვალე).

1360-1393 წ.წ. _ ბაგრატ V.

1386-1403 წ.წ. _ თემურ ლენგის ლაშქრობები.

1393-1407 წ.წ. _ გიორგი VII.

1412-1444 წ. _ ალექსანდრე I.

1438-1439 წ.წ. _ ფერარა-ფლორენციის კრება.

1446-1466 წ.წ. _ გიორგი VIII.

1453 წ. _ კონსტანტინეპოლის დაცემა.

1463-1490 წ.წ. _ საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლა ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად, სამცხე-საათაბაგოს სამთავროდ.

1472-1474 წ.წ. _ ლიხთ-იმერეთისა და აფხაზთა საკათალიკოსოს შექმნა.

1527-1556 წ.წ. _ ლუარსაბ I.

1556-1600 წ.წ. _ სიმონ I.

1541-1554 წ.წ. _ შაჰ-თამაზის ლაშქრობები.

1555 წ. _ ამასიის ზავი, რომლის თანახმად ირანმა და ოსმალეთმა გაიყვეს საქართველო.

1614-1617 წ.წ. _ შაჰ-აბასის ლაშქრობები კახეთში.

1624 წ. 12 სექტემბერი _ ქეთევან დედოფლის წამება.

1625 წ. 25 მარტი _ მარტყოფის ბრძოლა.

1625 წ. 1 ივნისი _ მარაბდის ბრძოლა.

1626 წ. _ ბაზალეთის ბრძოლა.

1629 წ. _ ვატიკანში დაიბეჭდა პირველი ქართული წიგნი "იტალიურ- ქართული ლექსიკონი".

1660 წ. _ ბახტრიონის აჯანყება.

1705 წ. _ მოსკოვში დაიბეჭდა ქართულ ენაზე "დავითნი".

1709 წ. _ თბილისში გაიხსნა სტამბა.

1723-1735 წ.წ. _ ოსმალობა საქართველოში.

1735-1747 წ.წ. _ ყიზილბაშობა საქართველოში.

1745-1762 წ.წ. _ თეიმურაზ II.

1745-1798 წ.წ. _ ერეკლე II.

1752-1784 წ.წ. _ სოლომონ I, იმერთა მეფე.

1759 წ. _ საეკლესიო კრება იმერეთში.

1770 წ. 20 აპრილი _ ასპინძის ბრძოლა.

1783 წ. 24 ივლისი _ გეორგიევსკის ტრაქტატი.

1790 წ. _ "ივერიელ მეფეთა და მთავართა ტრაქტატი".

1795 წ. _ კრწანისის ბრძოლა.

1798-1800 წ.წ. _ გიორგი XII.

1787-1810 წ.წ. _ იმერთა მეფე სოლომონ II.

1801 წ. 12 აპრილი _ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტით გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო და რუსეთის გუბერნიად გამოცხადდა.

1802 წ. _ პირველი ანტირუსული გამოსვლა კახეთში.

1804 წ. _ მთიულეთის აჯანყება.

1810 წ. _ რუსეთის მიერ იმერეთის დაპყრობა.

1811 წ. _ რუსეთის იმპერატორის ბრძანებით გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.
1812 წ. _ კახეთის აჯანყება.

1814 წ. _ ლიხთ-იმერეთისა და აფხაზეთის საკათალიკოსოს გაუქმება.

1819-20 წ.წ. _ იმერეთის საეკლესიო აჯანყება.

1828 წ. _ რუსეთის ჯარებმა თურქებისაგან გაათავისუფლეს ყარსი, ფოთი, ახალქალაქი, ახალციხე.

1832 წ. _ ანტირუსული შეთქმულება.

1846 წ. _ შეიქმნა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები.

1852 წ. _ გამოვიდა ჟურნალი "ცისკარი".

1856-1857 წ.წ. _ გლეხთა აჯანყება სამეგრელოში.

1857 წ. _ სამეგრელოსა და სვანეთის სამთავროების გაუქმება.

1864 წ. _ აფხაზეთის სამთავროს გაუქმება.

1872 წ. _ დასრულდა თბილისი-ფოთის რკინიგზის მშენებლობა.

1876 წ. _ გამოვიდა იაკობ გოგებაშვილის "დედაენა".

1878 წ. _ რუსეთის ჯარებმა აიღეს ბათუმი.

1887 წ. _ სტავროპოლში მოკლეს დიმიტრი ყიფიანი.

1907 წ. 30 აგვისტო _ წიწამურთან მოკლეს ილია ჭავჭავაძე.

1917 წ. 12(25) მარტი _ აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია.

1917 წ. 17 სექტემბერი _ ეპისკოპოსი კირიონი არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

1917-1918 წ.წ. _ კირიონ II _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

1918 წ. 26 იანვარი _ გაიხსნა თბილისის უნივერსიტეტი.

1918 წ. 26 მაისი _ გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

1919-1921 წ.წ. _ ლეონიდე _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.
1920 წ. 7 მაისი _ საბჭოთა რუსეთმა აღიარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

1921 წ. 25 თებერვალი _ თბილისში ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარები შემოვიდნენ.

1922-1927 წ.წ. _ ამბროსი _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

1922 წ. მარტი _ უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ მემორანდუმი გაუგზავნა გენუის კონფერენციას.

1927-1932 წ.წ. _ ქრისტეფორე III _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

1932-1952 წ.წ. _ კალისტრატე _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

1941-1945 წ.წ. _ საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ომი.

1956 წ. 9 მარტი _ თბილისში დახვრიტეს მშვიდობიანი დემონსტრანტები.

1952-1960 წ.წ. _ მელქისედეკ III _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

1960-1972 წ.წ. _ ეფრემ II _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.
1972-1977 წ.წ. _ დავით V _ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-
პატრიარქი.
1977 წლის 23 დეკემბერი _ XII საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია.

1977 წლის 25 დეკემბერი _ სვეტიცხოველში მოხდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის აღსაყდრება.

1978 წლის 14 აპრილი _ თბილისში გაიმართა მრავალათასიანი დემონსტრაცია ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დასაცავად.

1989 წლის 9 აპრილი _ საბჭოთა ჯარებმა თბილისში დაარბიეს მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილენი, რასაც მოჰყვა ათეულობით ადამიანთა მსხვერპლი.

1990 წ. 28 ოქტომბერი _ ჩატარდა საქართველოს უზენაესი საბჭოს მრავალპარტიული არჩევნები.

1990 წ. 4 მარტი _ კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია.

1990 წ. 14 ნოემბერი _ ზვიად გამსახურდია არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ.

1991 წ. 31 მარტი _ ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე.

1991 წ. 9 აპრილი _ გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.

1992 წ. იანვარი _ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და სამხედრო ძალით დამხობილ იქნა საქართველოს კანონიერი ხელისუფლება.

1992 წ. თებერვლიდან ედუარდ შევარდნაძე ჯერ სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეა, შემდეგ სახელმწიფოს მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე.

1995 წლიდან ედუარდ შევარდნაძე ხდება საქართველოს პრეზიდენტი და ამ თანამდებობაზე რჩება 2003 წლის 23 ნოემბრამდე.

1992 წ. ივლისი _ საქართველო გახდა გაეროს წევრი.

1995 წ. 24 აგვისტო _ საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღება.

2003 წლის ნოემბერი _ `ვარდების რევოლუცია~, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა.

2004 წლის 25 იანვარი _ საქართველოს პრეზიდენტად არჩეულ იქნა მიხეილ სააკაშვილი.

2008 წლის 20 იანვარი _ დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და მიხელ სააკაშვილი მეორე ვადით არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტად.

2008 წლის 7 აგვისტო _ რუსეთის ფედერაციის რეგულარულმა ჯარებმა დაიწყეს საქართველოს წინააღმდეგ საომარი ოპერაციები, მოახდინეს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.