|
ძველი აღთქმის წიგნები (ძირითადი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, კანონიკური წიგნები) დაწერილია ძველ ებრაულ ენაზე, რომელსაც, ეწოდება ივრითი.
თავად სიტყვა „ივრითი“ ითარგმნება, როგორც ზედსართავი სახელი - "ებრაული". მდედრობითი სქესის სიტყვა აქ გამოყენებულია იმიტომ, რომ არსებითი სახელი „საფა” („ენა“, „სიტყვა“, „მეტყველება“), რომლისგანაც წარმომდგარია ხსენებული ზედსართავი სახელი, ივრითზე არის სწორედ მდედრობითი სქესი.
ამასთან, ძველი ებრაული ენა იმით არის გამორჩეული, რომ მაშინ თანხმოვნები არ იწერებოდა. ეს გარემოება კი, თავისთავად, ვითარებას საკმაოდ აძნელებდა იმ თვალსაზრისით, რომ არაებრაელისთვის ხსენებული ენით სარგებლობა თითქმის შეუძლებელი ხდებოდა, თუკი საგანგებოდ არ მოხდებოდა მისი შესწავლა. ეს გარემოება კი დიდად უშლიდა ხელს იმას, რომ არაებრაელთათვის შესაძლებელი ყოფილიყო „წმიდათა წმიდა“ წერილების გაცნობა. მართალია, წმინდა წერილის წიგნებში უდიდესი სიბრძნე იყო დაუნჯებული და, შესაბამისად, მათი წაკითხვა უმნიშვნელოვანეს საქმიანობად შეიძლებოდა მიჩნეულიყო ნებისმიერი ეროვნების ადამიანისათვის, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, თავად ძველი ებრაული ენის სირთულე ამგვარ მისწრაფებას თითქმის მიუწვდომელს ხდიდა. აქედან გამომდინარე, წმინდა წერილები, გარკვეულწილად, ჩაკეტილ და მიუწვდომელ საგანძურად რჩებოდა გარეშეთათვის (არაებრაელთათვის, ებრაული ენის არმცოდნეთათვის). ამას ერთვოდა ისიც, რომ ებრაელები მიუღებლად განიხილავდნენ შესაძლებლობას ხსენებული წიგნების სხვადასხვა ენებზე თარგმნისა, რასაც ისინი, ძირითადად, ორი მიზეზით ხსნიდნენ: ერთი მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ ებრაული ენა მათ მიერ საღვთო წარმომავლობად მიიჩნეოდა, შესაბამისად, შეუსაბამო და საკმაოდ დამცრობილი საქმე იქნებოდა ამ ენაზე შესრულებული ასევე საღვთო წარმომავლობის წერილები სხვა რომელიმე ენაზე (როგორი დიდი ისტორიის მქონეც არ უნდა ყოფილიყო) გადათარგმნილიყო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათი გაგებით ძველი ებრაულიდან წმინდა წიგნების სხვა ენაზე გადათარგმნა თავად იმ წერილების დამაკნინებელ საქმედ გაიგებოდა. ხოლო მეორე მხრივ, ეს დასაშვებადაც რომ მიჩნეულიყო, ანუ რომ დათანხმებოდნენ სებრაელები სხვა ენაზე გადათარგმნას და ეს დამაკნინებლად არ განხილულიყო, მათი თქმით, მაინც მიუღწეველი იქნებოდა, რადგან, ენის იმავე საღვთო წარმომავლობის გათვალისწინებით, შეუძლებელი - აღმოჩნდებოდა ებრაულიდან სხვა - ენაზე, გადათარგმნა წმინდა წიგნებისა ისე, რომ ტექსტების შინაარსი არ დარღვეულიყო და არ დაკარგულიყო.
ყოველივე აქედან გამომდინარე, წმინდა წიგნები (ებრაული უძველესი წიგნები) ვიდრე კონკრეტულ დრომდე ფართო საზოგადოებისთვის კვლავ გამოუყენებელ საგანძურად რჩებოდა.
თუმცა ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ.-ით III საუკუნის დამდეგს ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. უცებ ამ პერიოდის ბერძენი სწავლულები დაინტერესდნენ ებრაული წერილებით და მოიწადინეს მათი ბერძნულ ენაზე გადათარგმნა. ამას განსაკუთრებით იმ დროს მსოფლიოში არსებულმა პოლიტიკურმა გარემოებამ შეუწყო ხელი. კერძოდ – ძვ. წ. აღ-ით IV საუკუნის შუა წლებში ალექსანდრე მაკედონელმა არნახულ ძლიერებას მიაღწია და შექმნა, ფაქტობრივად, ერთიანი მსოფლიო იმპერია. ამ პერიოდში ისრაელი ბერძნული სამყაროს ქვეშევრდომობის ქვეშ მოექცა. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ. 373 წ) მისი უზარმაზარი იმპერია. რამდენიმე ნაწილად დაიყო. ეგვიპტისა და მის გარშემო მთელი რეგიონების მმართველობა ალექსანდრეს ერთ-ერთ სარდალს – პტოლემაიოსს* განეკუთვნა. მის დროს ეგვიპტის ალექსანდრიაში აიგო უზარმაზარი ბიბლიოთეკა და ალექსანდრია იქცა იმ პერიოდის კულტურულ ცენტრად ათენთან ერთად, პტოლემაიოს I-ის** სიკვდილის შემდგომ (ძვ. წ. აღ.-ით 283 ან 282 წ.) მისი ადგილი დაიკავა მისმა შვილმა პტოლემაიოს II ფილადელფოსმა*** სწორედ პტოლემაიოს II-ის სახელთან არის დაკავშირებული ებრაული წმინდა წიგნების ბერძნულ ენაზე გადათარგმნა.
* პტოლემაიოს I რომელსაც, ასევე, მხსნელს უწოდებდნენ (πτολεμαῖος Σωτήρ – პტოლემაიოს მხსნელი), იყო ლაგოსის ძე. (ამის გამო იგი არაიშვიათად პტოლემაიოს ლაგოსადაც მოიხსენიებოდა). თავდაპირველად იგი ეგვიპტის უბრალოდ მმართველად ითვლებოდა, ხოლო ძვ. წ. აღ-ით 306 წელს ოფიციალურად მიიღო ეგვიპტის მეფის (ფარაონის) ტიტული (აქედან მოყოლებული ძვ. წ. აღ-ით 30 წლამდე პტოლემაიოსთა დინასტიას ეკავა ეგვიპტეში სამეფო ტიტული, ვიდრე რომის შემადგენლობაში არ აღმოჩნდებოდა).
** ბიზანტიურის პერიოდისა და თანამედროვე ბერძნული ენის ნორმებისა და პრაქტიკის მიხედვით, მისი სახელი გამოითქმის არა პტოლემაიოსად, არამედ; პტოლემეოსად, რადგან ბერძნული (a „ალფა” და „იოტა“ – „აი”) ხსენებულ პერიოდებში უკვე „ე"-დ. ითქმის. აქედან, დაწერილობა πτολεμαῖος „გამოითქმის როგორც – „პტოლემეოს”. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ხსენებული მეფე ანტიკურ პერიოდს განეკუთვნება, როდესაც არა ბიზანტიური და თანამედროვე, არამედ კლასიკური ბერძნული ენის პერიოდი იყო (ბერძნული ენის ისტორიაში გამოიყოფა სამი დიდი ეტაპი - კლასიკური ბერძნული, ენა, ბიზანტიური ბერძნული და თანამედროვე ბერძნული (არის, ასევე, მათი ქვეპერიოდები), როდესაც, არა „ე“-დ, არამედ ჩვეულებრივ „აი“-დ გამოითქმოდა (კლასიკური ბერძნული ენისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელია ის, რომ როგორც იწერებოდა, ისე გამოითქმოდა), ამასთან, ზოგადად სახელების „გაჟღერება, ძირითადად, სწორედ კლასიკური ბერძნულით უფრო მიღებულია, ამიტომ მართებულად „მივიჩნიეთ ყველგან „პტოლემაიოსი” დაგვეწერა და არა „პტოლემეოსი” (თუმცა, კვლავ აღვნიშნავთ, ეს მხოლოდ ენობრივი საკითხია და არსებითი მნიშვნელობა არა აქვს)
*** პტოლემაიოს II ფილადელფოსი მეფობდა ძვ. წ. აღ-ით. 282-746 წლებში. როგორც მიიჩნევენ, სახელწოდება „ფილადელფოსი“ (Φυάδαλφος) მან მიიღო იმის გამო, რომ უყვარდა საკუთარი და – არსინოე (ითანი), რომელიც ცოლად მოიყვანა, სხვათა შორის, ისტორიის მიხედვით ზედმეტი სახელი „ძმათმოყვარე“ ეწოდა არა მხოლოდ პტოლემაიოს II-ს, არამედ არსინოესაც, რადგან მას უყვარდა საკუთარი ძმა. ამიტომ მიიჩნევა, რომ ზედწოდება „ძმათმოყვარე" ორივეს (და-ძმის) ეპითეტად იყო. თუმცა სხვადასხვა წყაროებზე დაფუძნებით, შესაძლოა მსგავსი მოსაზრების არმიღებაც. იოსებ ფლავიუსი ამგვარად მოიხსენიებს მას: „ამისა შემდგომად მეფობასა ეგვიპტისასა. მიმღებელმან ძმისა მოყუარემან (ὃ Φιλάδελφος – სიტყვა-სიტყვით: „ძმისმოყვარე”) და მპყორებლმან მისმან" (იოსებ ფლავიოსი, მოთხრობანი იუდაებრივისა ძუელსიტყუაობისანი, II წიგნი, XII: 2,4,5, ქართული თარგმანის ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნინო მელიქიშვილმა, რედ. მზექალა შანიძე, „მეცნიერება“, თბ, 1988, გვ. 170), რაც, ალბათ, გამორიცხავს დის სიყვარულიდან გამომდინარე მის მეტსახელს. ასევე, ცნობას, რომ, თითქოს საკუთარი დის შეყვარებისა და ცოლად მოყვანის გამო ეწოდა პტოლემაიოსს ზედმეტი სახელი, არ ეთანხმება წმ. ეპიფანე კვიპრელის უწყება, რომლის მიხედვითაც ხსენებული მეფე ამგვარადაა შეფასებული: „აწ რაითა მიზეზი-ცა იგი თარგმანებისა მის გამოუცხადო ყოველთა, რომელ-იგი შემდგომად პირველისა მის პტოლემეოსისა, მეორე პტოლემეოს მეფობდა ალექსანდრიას, რომელი იწოდა ძმათმოყუარე, კეთილისმოყუარე, კაცი სიბრძნისმოყუარე” (თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ეპიფანე კვიპრელ ეპისკოპოსისა, თხრობაი და უწყებაი ყოველთა მათ წიგნთა, რომელნი შეკრიბნა მეფემან პტოლემეოსის ძე, თარგმანებაი მათი.
როგორც გადმოცემა გვაუწყებს, რომელიც დაფუძნებულია იმ მოვლენების მონაწილის, არისტეოსის წერილზე), რომელიც შემოკლებით აქვს წარმოდგენილი Ι საუკუნის იუდეველ ისტორიკოსს - იოსებ ფლავიუსს (დაახლ. 37-100 წწ), პტოლემაიოს ფილადელფოსმა, თავისი მეფობის მეცხრე წელს, მოინახულა ალექსანდრიის ბიბლიოთეკა და თავისი „წიგნის სამცველოს” ზედამხედველისგან (ბიბლიოთეკარისგან) – დემეტრიოს ფალერევსისგან (დაახლ. ძვ.წ. 350-280 წწ.) შეიტყო იქ არსებულ წიგნებთან დაკავშირებული ინფორმაცია. როგორც დემეტრიოსმა აუწყა, იმ დროს ბიბლიოთეკაში უკვე 200 ათასი წიგნი ინახებოდა და იმედოვნებდა, რომ მალე ეს რიცხვი 500 ათასამდე გაიზრდებოდა. სხვათა შორის, სწორედ ხსენებული ბიბლიოთეკარისგან შეიტყო, რომ მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა მოეპოვებინა იუდაური „სჯულის წიგნები“, რომლებიც ჯერჯერობით მიუწვდომელად რჩებოდა, რადგან დაწერილი იყო ბერძნებისთვის უცნობ ებრაულ ენაზე. მართალია, ებრაული ენა საკმაოდ რთული იყო, თუმცა, თუკი ბრძენი და გულუხვი მეფე ისათნოვებდა, ადვილად შეძლებდა ხსენებული წიგნების ბერძნულ ენაზე თარგმნას. ამასთან, არისტეოსმა, რომლის წერილიც გახლავთ სწორედ პირველწყარო ამ ამბებისა, მეფეს ურჩია, რომ იმისათვის, რათა იუდეველთა კეთილგანწყობა მოეპოვებინა, მას უნდა გაეთავისუფლებინა ეგვიპტეში მყოფი იუდეველი ტყვეები, რომელთა რიცხვიც, შეადგენდა 120 ათასს.
იოსებ ფლავიუსის ცნობით, დემეტრიოს ფალისევსმა, რომელიც, კვლავ აღვნიშნავთ, იყო მეფის წიგნის სამცველოს ზედამხედველი, პტოლემაიოსს ურჩია, რომ თუკი მოისურვებდა მეფის ბიბლიოთეკაში იუდეველთა „სჯულის წიგნების” არსებობას, რომლებიც წარმართულ ენაზე (იგულისხმება ბერძნული ენა) ჯერ არ იყო გაჟღერებული, მაშინ მიეწერა იუდეველთა - მღვდელთმთავრისთვის, რათა გამოეგზავნა უხუცესნი, თითო ტომიდან ექვს-ექვსი კაცი, რომლებიც, სჯულში განსწავლულნი იქნებოდნენ. ხოლო თავის მხრივ მეფეს მოეწონა ეს რჩევა და ბრძანა: იუდეველთა მაშინდელ მღვდელთმთავართან – ელეაზართან, წერილის გაგზავნა და, ამასთან, აუწყა, რომ ეგვიპტეში მყოფ. იუდეველებს გაათავისუფლებდა და თან დიდძალი ძვირფასეულობა გაუგზავნა”.
ხოლო საკუთრივ წერილის ტექსტი ამგვარია: „მეფე პტოლემეოს ელეაზაროს მღდელთმთავარსა, გიხაროდენ! მრავალთა სამეფოსა ჩემსა შინა დამკვდრებულთა იუდელთა, რომელთაცა, ტყუექმნილთა სპარსთა მიერ, ოდეს მძლეობდეს, მამამან ჩემმან პატივ-სცა და რომელნიმე მვედრობასა შინა დააწესნა უმძლავრესთა სასყიდელთათვის, ხოლო რომელთამე, მის თანა წარსრულთა ეგუპტედ, სამცველონი და სოფელნი და ამათი მცველობაი არწმუნა, რაითა საშინელ იყვნენ ეგუპტელთათვის. მთავრობასა უკუე მიმღებელმან, მე ყოველთა მიმართ კაცთმოყუარებაი ვიხუმიე და უფროისღა შენთა მოქალაქეთა მიმართ, რომელთაგან უმეტეს ათთა ბევრთა ტყუენი მმონებელნი განუტევნე, ჩემთა სახსართა მიერ მიმცემელმან მეუფეთა მათთვის. ხოლო ჭაზუკნი ჰასაკითა მხედრებრივსა რიცხუსა შინა დავაწესენ და ვიეთნიმე ჩუენ შორის მყოფნი და ჩემისა ეზოისა რწმუნებად შემძლებელნი ამას ვაღირსენ, მეჭუელმან შეწირვად ღმრთისა ამას ტკბილად და დიდად შესაწირავად ჩემისა მოშურნეობისათვის.
მნებებელმან უკუე ამათცა მიერ მხიარულ-ყოფად ყოველსა სოფელსა შინა მყოფთა იუდელთა, ვინებე სჯულისა თქუენისა გარდათარგმანებაი და ნაწერთა მიერ ელლინურთა, ებრაულთაგან გარდაწერილთა, დადებაი წიგნის სამცველოსა ჩემსა შინა.
კეთილად უკუე ქმნა, გამომრჩეველმან მამაკაცთა კეთილთამან, ექუსთა თითოეულისა ნათესავისაგან, აწღა მოხუცებულთა, წარმოვლინებაი, რომელნი ჟამისათვისცა გამოცდილებით მქონებელ იყვნენ სჯულთა და შემძლებელ-იქმნენ გამოთარგმანებასა მათსა გამოწულილვით ქმნად, რამეთუ ვპგონებ, ესენი რაი სრულ იქმნენ, დიდი დიდებაი მოგუეტყუას ჩუენ. ხოლო წარმოვავლინენ შენდა ამათნი გამომრჩეველნი ანდრეა, მთავარი სხეულისმცველთაი, და არისტეოს, უპატიოსნესნი ჩემნი, რომელთა მიერ და შესაწირავნიცა აღსადებელთანი ტაძრად და სხუათა სამსხუერპლოთანი წარმოვავლინენ, ტალანტნი ვეცხლისანი ასნი. და შენ, მაუწყებელმან ჩუენმან რომელნიცა განებნენ, ჰქმნნე სახარულევანნი“.
როგორც პტოლემაიოსის მიერ მღვდელთმთავრისადმი მიწერილ წერილში გამოჩნდა, მეფემ თავდაპირველად აუწყა იუდეველი ტყვეების გათავისუფლების შესახებ და გაუგზავნა დიდძალი შეწირულობანი, რომლებიც აღნუსხული აქვს, ასევე, იოსებ ფლავიუსს. შემდეგ უკვე თავისი სურვილის შესახებაც შეატყობინა და უთხრა, რომ გაეგზავნა ალექსანდრიაში სწავლული უხუცესები, რომლებიც სჯულში გამოცდილნი იქნებოდნენ და, ასევე, შემძლენი იმისა, რომ ზედმიწევნით („გამოწულილვით”) კარგად გადაეთარგმნათ ებრაულიდან ბერძნულ ენაზე იუდაური წმინდა წიგნები. შესაბამისად, უხუცესები. საკმაოდ კარგად უნდა ყოფილიყვნენ განსწავლულნი იუდაურ სჯულში და უნდა სცოდნოდათ კარგად ბერძნული ენაც. (ებრაული, თავისთავად, ასევე, ზედმიწევნით კარგად უნდა სცოდნოდათ).
ხოლო როდესაც ელეაზარ მღვდელთმთავარმა წაიკითხა მეფის მიერ გამოგზავნილი წერილი, მანაც მისწერა საპასუხოდ, რომლის ტექსტიც ამგვარია:
„მღდელთმთავარი ელეაზაროს მეფესა პტოლემეოსს, მხიარულებაი! სიმრთელისა შენისა მიერ და დედოფლისა არსინოის და შვილთა შენთა მიერ კეთილად მქონებელ არიან ჩუენნი ყოველნი. ხოლო ეპისტოლისა მიმღებელნი დიდად მხიარულ ვიქმნენით წინააღრჩევასა შენსა ზედა და შემკრებელთა სიმრავლისათა წარვიკითხეთ იგი, განმაცხადებელთა მისდა, რომელი გაქუს ღმრთისა მიმართ პატივი. ხოლო უჩუენენით მას და ფიალნიცა, რომელნი წარმოგევლინნეს, ოქროისანი ოცნი და ვეცხლისანი ოცდაათნი და სასუმელნი ხუთნი და ტრაპეზი შესაწირავად თანად სამსხუერპლოთათვის და შემზადებისათვის, რომელთა მოქენე იყოს ტაძარი, ტალანტნი ასნი, რომელნი მოიხუნეს ანდრეა და არისტეოს, პატიოსანთა შენთა მოყუარეთა, მამაკაცთა კეთილთა და სწავლულებითა გარდამატებულთა და სათნოებისა შენისა ღირსთა. უწყოდე უკუე უმჯობესისა შენისათვის მოთმენაი ჩუენგან, დაღაცათუ გარეგან ბუნებისა რაიმე იყოს, რამეთუ ნაცვლისგებაი ჯერ-არს ჩუენ მიერ კეთილისმოქმედებათა - შენთა, მრავალკერმოდ ჩუენთა მოქალაქეთა ზედა ქმნილთათვის. მეყუსეულად უკუე შენთვის და დისა შენისათვის და შვილთა შენთა და მოყუარეთათვის შევსწირენით მსხუერპლნი. და სიმრავლემან ლოცვანი ქმნნა ქმნად შენდა გონებისათა და დაცვად შენდა მეფობასა მშვიდობით და გარდაწერასა სჯულისასა მიღებად დასასრულსა უმჯობესისა შენისათვის, რომელიცა გამოირჩიე. ხოლო გამოვარჩიენ მოხუცებულნიცა მამაკაცნი, ექუსნი თითოეულისა ნათესავისაგან, რომელნიცა წარმოვავლინენ, მქონებელნი სჯულისანი. ხოლო იყოს შენისა კეთილმსახურებისა და სიმართლისაი წარმოვლინებაი ჩუენდა მომართ გარდაწერილისა სჯჯულისაი, კრპალულებით მომღებელთა თანა მხიარულებად
მართლაც, წარივლინა ალექსანდრიაში იერუსალიმიდან 72 უხუცესი, რომლებიც გამორჩეულნი იყვნენ სჯულისეული ცხოვრებით, ებრაული და ბერძნული ენების კარგი ცოდნით და თან წაიღეს პერგამენტზე ოქროს ასოებით დაწერილი "სჯულის წიგნები“. საბოლოოდ, უხუცესები კუნბულ ფაროსზე (რომელიც ალექსანდრიიდან დაახლოებით 1.06 კილომეტრი მანძილზე მდებარეობდა) განაწესეს, რათა იქ მშვიდ ვითარებაში და ამქვეყნიურ შფოთთაგან განრიდებულებს შეესრულებინათ თავიანთი დავალება. ისინი ყოველდღე დღის მეცხრე ჟამამდე დიდი გულმოდგინებითა და სიხარულით მუშაობდნენ. სხვათა შორის, ყოველ დილით მიდიოდნენ ჯერ მეფესთან, ხოლო შემდეგ ზღვაში განიბანდნენ ხელებს, რათა წარმართთა საზოგადოებაში შესვრილი ხელებით არ შეხებოდნენ წმინდა წიგნებს. უხუცესების მთარგმნელობით საქმიანობას, როგორც არისტეოსის წერილისგან ვიგებთ დემეტრიოს ფალერევსი ზედამხედველობდა და იუდაური „სჯულის წიგნები“ 72 დღეში იქნა გადათარგმნილი.
არისტეოსის წერილის უწყებით, გასრულდა რა მთარგმნელობითი საქმიანობა, დემეტრიოს ფალისევსმა შეკრიბა ალექსანდრიაში მცხოვრები იუდეველები, რომელთაც მთარგმნელთა თანდასწრებით მოისმინეს მთელი თარგმანი და შეაქეს ის ებრაულ დედანთან სრული თანხმობის გამო.
ეს უკანასკნელი ცნობა მნიშვნელოვანია იმით, რომ ამოწმებს სეპტუაგინტას**** ავტორიტეტულობას, რადგან, ერთი მხრივ, თავად ისრაელიანი უხუცესების მიერ ითარგმნა, რომელთათვისაც სჯული და სჯულის წიგნები წმიდათა წმიდა რამ იყო, და ძნელი სავარაუდებელია, რომ მათ მიერ თარგმნილი ნაკლოვანი ყოფილიყო; და მეორე მხრივ, ალექსანდრიაში მცხოვრები უხუცესების მიერ არ იქნებოდა შექებული, რომ არ ჰქონოდა თარგმანს მართლაც ზედმიწევნითი სიახლოვე თავად ებრაულ ტექსტებთან.
**** სახელწოდება „სეპტუაგინტა“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან Septuaginta, რაც ნიშნავს სამოცდაათს”. ლათინურად მისი სრული დასახელება ამგვარია: Interpretatio septuaginta virorum (seniorum) - სამოცდაათი უხუცესი მამაკაცის თარგმანი”. ხშირად მის მოსახსენიებლად გამოიყენება, ასევე, უბრალოდ რომაული ციფრები – LXX, რამაც სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი დასაყრდენი ჰპოვა (И. С. Вевюрко, Септуагинта: древнегпеческий текст Ветхого Завета в истории религиозной мысли, Москва, 2013, с. 9). ერთ-ერთი პირველი დამოწმება შემოკლებით სიტყვა - "სეპტუაგინტას” გამოყენებისა გვხვდება ნეტ. ავგუსტინესთან, როდესაც მოკლედ მოგვითხრობს სამოცდაათთა თარგმანის ისტორიას და ასეთ რამეს ამბობს; „მათმა თარგმანმა განისაკუთრა სახელწოდება „სამოცდაათთა თარგმანი” (Блаженный Августин, О граде Божием, XVIII, 42, Ред. Еремеев С. И., 1998, с. 288), დაზუსტებით საუბარი იმაზე, თუ რატომ დაიმკვიდრა სახელოწოდება „სეპტუაგინტა“ ( სამოცდაათი”), მიუხედავად იმისა, რომ უმეტესი წყაროს მიხედვით (და მათ შორის, თავად ნეტ. ავგუსტინეს ცნობითაც) არა 70, არამედ 72 უხუცესმა თარგმნა, საკმაოდ საძნელოა: შესაძლოა, აქ საქმე გექონდეს გამოთქმის დროს კონკრეტული რიცხვის დამრგვალების შემთხევასთან, მაგალითად: ალბათ, გამოთქმის დროს „სამოცდათორმეტთა თარგმანს” (რომელიც ლათინურად ასე გამოითქმოდა – septuaginta duo ან: duo et septuaginta) არჩიეს "სამოცდაათთა თარგმანი” (რომელიც უბრალოდ ასე გამოითქმოდა - septuaginta) |ისევე როგორც, ბერძნულად: „სამოცდათორმეტი“ ასე გამოითქმოდა – δνο και εβδον ან: e(bdεomh/konta kaiÉ du/o (აწ გნიყინითირ 660 – „და” ტი) კავშირის გარეშე), ხოლო „სამოცდაათი“ უბრალოდ ამგვარად – ნმბისიყითიი). აძედან გამომდინარე. შესაძლოა, კვლავ - აღვნიშნავთ. უბრალოდ გამოთქმის. გაადვილების. თვალსაზრისით შემორჩა სახელწოდება „სამოცდაათთა თარგმანი”.
სხვათა შორის, - სეპტუაგინტას უმაღლეს ღირსებაზე საუბრობს სახელგანთქმული - იუდეველი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი – ფილონ ალექსანდრიელიც (დაახ. ძვ. წ. აღ-ით 25 და დაახ. ახ. წ. აღ-ით 50 წწ), რომლის მიხედვითაც, მთარგმნელები კუნძულ ფაროსზე ღვთისგან იყვნენ, განსულიერებულნი. წინასწარმეტყველებდნენ. ყველა წიგნს ცალ-ცალკე თარგმნიდნენ და, მიუხედავად მათი განცალკევებულობისა, შეადგინეს დედანთან სრულიად იდენტური და ზუსტი თარგმანი, რამაც გამოიწვია საერთო გაკვირვებულობა და დარწმუნებულობა მისი ღვთივსულიერობისა; სწორედ ამიტომ კუნშულ ფაროსზე იყო ყოველწლიური ზეიმი იუდეველთა, და არა მხოლოდ იუდეველთა; მეტიც, პატივი მიეგებოდა იმ ადგილს, საიდანაც აღმობრწყინდა "თარგმანის ნათელი” (De Vita Moysis, II. 5).
ფილონ ალექსანდრიელის ამგვარი ცნობა და სეპტუაგინტას ამგვარი შემკულობა, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად ზრდის თხრობის უტყუარობას და თავად თარგმანის ღირსებას ამოწმებს.
არისტეოსის წერილთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. საკითხი დაისმის ამგვარად: ნამდვილად პტოლემაიოს ფილადელფოსის თანამედროვის მიერ არის წერილი შედგენილი თუ არა, და რამდენად გადმოგვცემს უტყუარ ისტორიულ ფაქტებს. დავიწყებთ უკანასკნელით.
არქიმანდრიტი იოსებ ბაჟენოვი წერილის დამადასტურებელ წყაროებს სამ კატეგორიად ჰყოფს:
ა1. ძველი ავტორების, არაქრისტიანი მწერლების მოწმობა.
ა2. ძველი რაბინებისა და სამარიელების მოწმობა.
ა3. ადრეული საეკლესიო მოძღვრების მოწმობა.
ძველი არაქრისტიანი ავტორები:
არისტობულე ალექსანდრიელი (დაახლ. ძვ, წ. აღ.-ით 181-124 წწ), რომელმაც, პტოლემაიოს ფილომეტორისთვის (მეფობდა დაახლ. ძვ. წ. აღ-ით 180-145 წწ) შეადგინა მცირე გამონაკრები მოსეს კანონებიდან, მოწმობს, რომ ბერძნული თარგმანი, რომლითაც ის სარგებლობდა დამოწმებული ძეგლის შედგენისას, პტოლემაიოს ფილადელფოსის მეფობის დროს არის შედგენილი დემეტრიოს ფალერევსის მონაწილეობით 72 კაცის მიერ, რომლებიც იერუსალიმიდან იყვნენ მოწოდებულნი.
ფილონ ალექსანდრიელი თავის შრომაში – „მოსეს ცხოვრება" – ქებას ასხამს პტოლემაიოს ფილადელფოსს იმის გამო, რომ მან გამოითხოვა იუდეის მეფისა და დიდებული მღვდელთმთავრისგან გამოცდილი კაცები, რომლებმაც თარგმნეს სჯული ქალდეურიდან ბერძნულ ენაზე. დემეტრიოს ფალერევსს ფილონი არ ახსენებს, ხოლო მთარგმნელთა რიცხვისა და ადგილის შესახებ, სადაც მათ შეასრულეს თარგმანი, ეთანხმება არისტეოსს, ამატებს მხოლოდ, რომ "ეს ადგილი გამორჩეულ იქნა განმარტოებისა და სიმშვიდისათვის, რათა ამაოებას განრიდებულ სულს შესძლებოდა სჯულში ჯეროვნად ჩაღრმავება; რომ ამ ადგილზე იუდეველები ყოველთვის აღნიშნავდნენ საზეიმოდ, სადაც იკრიბებოდა ბევრი ადამიანი, გარეშეთაგანაც კი“.
იოსებ ფლავიუსი, რომლის მიერ გადმოცემული თხრობაც ზედმიწევნით ეთანხმება არისტეოსის ცნობებს, რაც ზემოთ გვაქვს დამოწმებული.
ძველი რაბინებისა და სამარიელების მოწმობა:
რაბი აზარია, რომელმაც მოათავსა არისტეოსის წერილი თავის ერთ-ერთ წიგნში, ამოწმებს იმის შესახებ, რომ არისტეოსის წერილი ჯერ კიდევ პტოლემაიოსის დროს გადაითარგმნა ბერძნულიდან ქალდეურ ენაზე. სხვა რაბინები, ეთანხმებიან რა არისტეოსს იმაში, რომ სამოცდაათთა თარგმანი შესრულდა პტოლემაიოს ფილადელფოსის დროს, მხოლოდ სურთ, რომ ეს ყოფილიყო არა სამოცდათორმეტის მიერ აღსრულებული საქმე, არამედ მხოლოდ ხუთი უხუცესისა. სამარიელები ყველაფერში ეთანხმებიან არისტეოსს; მხოლოდ იმას აღიარებენ, რომ თითქოს სეპტუაგინტას თარგმანი შესრულდა არა ებრაულ-იერუსალიმური ბიბლიიდან, არამედ სამარიული ხუთწიგნეულიდან. რაბინებისა და სამარიელების ამგვარ მოსაზრებას იმეორებს X საუკუნის ცნობილი არაბი ისტორიკოსი.
და ბოლოს, ადრეული საეკლესიო მოძღვრების მოწმობა
არისტეოსის უწყების უტყუარობას ადასტურებენ საეკლესიო მოძღვრებიც – წმ. იუსტინე მარტვილი (+165/166 წ) (გვაუწყებს, რომ მან იმოგზხაურა რა ეგვიპტეში, კუნძულ ფაროსზე ნახა იმ სენაკების ნანგრევები, რომლებშიც უნდა ეცხოვრათ მთარგმნელებს და ასევე, თარგმნის ისტორიასთან დაკავშირებით ცნობები კუნძულის მაცხოვრებელთაგან შეიტყო (იხ. სიტყვა დარიგებითი ელინთა მიმართ. თავი XII, PG t 6, 1857, ool 265-268)), წმ. ირინეოს ლიონელი (+ 202 წ), კლიმენტი ალექსანდრიელი (+215 წ),წმ. კირილე იურუსალიმელი (+386 წ), წმ. ეპიფანე კვიპრელი (+ 4086), ნეტ, ავგუსტინე (+ 430 წ.) და სხვანი. თუმცა, როგორც საეკლესიო მოძღვართა, ისე ისტორიკოსთა (ფილონ ალექსანდრიელი, იოსებ ფლავიუსი) უწყებებში თხრობის უმნიშვნელო განსხვავებულობა მაინც დაინახება, რაც, ძირითადად, სენაკების რაოდენობასა და მთარგმწელთა რიცხობრივ გადანაწილებას მოიცავს. ასე მაგალითად: წ. იუსტინე მარტვილის ცნობით, თითოეული მთარგმნელისთვის ცალ-ცალკე სენაკი იყო აშენებული და ისინი ამ სენაკებში განცალკევებით მუშაობდნენ. (სხვათა შორის, წმ. თუსტინე მარტცილი არა 72 უხუცესს ახსენებს, არამედ 70-ს და, შესაბამისად, მისივე მოწმობით, სენაკიც 70 უნდა ყოფილიყო (იხ. სიტყვა დარიგებითი ელინთა მიმართ. თავი XIII, PG t 6, 1857, ool 265, C). ვფიქრობთ, შესაძლოა, ეს იყოს გადამწერთა შეცდომა და არა თავად წმ. იუსტინესგან მომდინარე ცნობა). მისგან განსხვავებულ ცნობას გვაწვდის წმ. ეპიფანე კვიპრელი, როდესაც ამბობს; „ეგრე-ვე სახედ ესენი-ცა მიავლინნეს, რომელთა გამოთარგმანნეს ძუელნი წიგნნი ფარას ჭალაკსა პირის-პირ ალექსანდრიასა ქალაქსა, სადა-იგი უშენა ოცდაათექუსმეტი სენაკი; ოცდაათექუსმეტთა სენაკთა ორ-ორი შეაყენა დილულითგან მიმწუხრამდის, და მიმწუხრი ოცდაათექუსმეტთა ნავთა შესხნის და წიაღ-მოიყვანნის ტაძართა პტოლემეოს მეფისათა, და მის თანა ისერნიან. და ეგრე-ვე ორ-ორი თითო სარეცელსა დააწვინეს, რაითა-მცა ვერ შეუძლეს განზრახვად რაისა-მე ძლიერისა, არამედ თვნიერად ურთიერთას მეცნიერებისა თარგმანონ. და ესრეთ თარგმანნეს შეყენებულთა ორ-ორმან სენაკსა და ორ-ორი ყრმაი მათ თანა შეაყენა მსახურებისათვის მათისა და მზა-ყოფად საზრდელი მათთვის, მსწრაფლიად წერისათვის. და სენაკნი იგი მრჩობლ აღაშენნა და სარკუმელნი გუერდით არა დაუტევნა, არამედ ზედა საფანელით სანათურნი განახუნნა. და ესრეთ შეყენებულ იყვნეს კლიტულსა დილეულითგან ვიდრე მწუხრამდე, ვიდრე თარგმანნეს ყოველნი იგი წიგნნი ორ-ორმან ერთსახედ თითოეული წიგნი; იწყეს დაბადებასა და ვითარცა აღასრულიან პირველთა მათ წინაისწარმეტყუელთა წიგნი იგი, და მისციან მეორეთა წყვილთა და მათგან მესამეთა, და ესრეთ გარე-მოსლვით. და ესრეთ თითო წიგნი 36-ჯერ ითარგმანნეს ყოველნი წიგნნი, ვითარცა-იგი ზემორე ითქუა, 22-ნი, რომელნი ცხადად თქუმულ არიან, და სამეოცდაათორმეტნი, რომელნი დაფარულ არიან“ (თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ეპიფანე კვპრელ ეპისკოპოსისა, თხრობაი და უწყებაი ყოველთა მათ წიგნთა, რომელნი შეკრიბნა მეფემან პტოლემეოსის ზე, თარგმანებათ მათი, (Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, 460, Scriptores Iberici, 19, Louvain 1984, p. 14-15;).
წმ. ეპიფანე კვიპრელის გადმოცემის მიხედვით, 72 უხუცესი წაიყვანეს კუნძულ ფაროსზე, სადაც მეფის ბრძანებით, აშენდა 36 სენაკი, რომელშიც ორ-ორი კაცი იქნა შეშვებული; შესაბამისად, თარგმნის დროს უხუცესთაგან ცალ-ცალკე ორ-ორი კაცი მუშაობდა. ამასთან, ამავე უწყებით, 72 უხუცესში დანაწილებული კი არ იყო სათარგმნი წიგნები, არამედ თითოეული (ორ-ორი) დამოუკიდებლად ერთსა და იმავე წიგნს თარგმნიდა, რომელთაც შემდეგ ერთმანეთს უდარებდნენ. ასე რომ, თითო წიგნი 36-ჯერ ითარგმნა. გაუგებარია, რას ეყრდნობა წმ. ეპიფანე კვიპრელი, როდესაც ამგვარ ცნობას გვაწვდის, რადგან სხვა წყაროებში მსგავსი ვითარება არ გვხვდება. წმ. იუსტინე მარტვილის მიხედვით, როგორც აღვნიმნეთ, უხუცესები ცალ-ცალკე, თითო-თითოდ არიან გადანაწილებულნი. ხოლო რაც შეეხება თავად არისტეოსის ცნობას, რომელიც, იოსებ ფლავიუსთან არის შემონახული, ტექსტიდან ჩანს, რომ თითქოს საერთოდ არა ცალ-ცალკე, არამედ ყველა ერთ შენობაშია და ერთიანად თარგმნიან.
აი, რას გადმოგვცემს იოსებ ფლავიუსი: „ხოლო წარხდეს რაი სამნი დღენი, მიმყვანებელმან მათმან დიმიტრიოს განვლო შვიდსტადიონი, ადგილი ზღვისაი ჭალაკად მიმართი, და განსრულმან ხიდისა მიმართ, აღსრულმან ვორიაისა კერძოთაით, - შესაკრებელ-იქმნა სახლსა შინა ზღვისპირს, შემზადებულსა განხილვისათვის საქმეთაისა, სიმშვიდით კეთილად ქონებულსა და აღმყვანებელი მუნ ევედრებოდა ყოველთათვის, რომელთა მოქენეობდენ თარგმანებისათვის სჯულისა, მინიჭებასა დაუყენებელად აღმთქუმელი. ხოლო იგინი, ვითარ არს უფროისღა პატივისმოყუარებით და შრომისმოყუარებით, თარგმანებასა გამოწულილვითსა "მოქმედნი ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე ამისა მიმართ მყოფ იყვნეს.
როგორც ვხედავთ, აქ არაფერია ნათქვამი მთარგმნელთა ორ-ორად (ან სხვაგვარად) გადანაწილების და არც თარგმანის რაოდენობის შესახებ (გავიხსენოთ წმ. ეპიფანე კვიპრელის ცნობა, რომ თითქოს ერთი და იგივე წიგნი 36-ჯერ ითარგმნა). ამასთან, რადგანაც ნათქვამია მხოლოდ, რომ დემეტრიოსმა უხუცესები შეკრიბა „სახლსა შინა ზღვსპირს, შემზადებულსა განხილვისათვის საქმეთაისა”, გვაფიქრებინებს, რომ სწორედ ერთ შენობაში უნდა ყოფილიყვნენ უხუცესები და ერთად უნდა ეთარგმნათ წიგნები (თუმცა რა სახით, წიგნები დაინაწილეს თუ როგორ მოქმედებდნენ, ამის გარკვევა ამ წყაროებზე დაყრდნობით ვერ ხერხდება)”.
სხვათა. შორის, წმ. იუსტინე მარტვილისა და წმ. ეპიფანე კვიპრელის ცნობებს აერთიანებს „ბაბილონური თალმუდის” უწყება, რომლის მიხედვითაც, 72 მთარგმნელი განთავსებული იყო 72 სენაკში და ასე ცალ-ცალკე თარგმნიდა "სჯულის წიგნებს" (წმ. იუსტინეს ცნობა) და ასევე მათ შეასრულეს ერთნაირი თარგმანი (წმ. ეპიფანეს ცნობა, რომლის მიხედვითაც, ორ-ორი კაცი პარალელურად ერთი და იმავე წიგნს თარგმნიდა და ასე მივიღეთ 36 ერთნაირი თარგმანი) (იხ. Soferim, 1, 7; Meglla, f, 9).
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ წმ. ეპიფანე კვიპრელის ცნობაში, გარდა სენაკების რაოდენობისა და მთარგმნელთა რიცხობრივი გადანაწილებისა, გვხვდება იმგვარი უწყება, რასაც პირდაპირი ანალოგი არ ეძებნება სხვა წყაროებში. კერძოდ: წმ. ეპიფანეს უწყებით, 72 უხუცესმა თარგმნა ძველი აღთქმის წიგნები მთლიანად – საკუთრივ 22 კანონიკური წიგნი, და მეტიც, მისივე უწყებით, კიდევ 72 აპოკრიფული წიგნი. აი, გავიხსენოთ, რას ამბობს მოძღვარი: „და ესრეთ თითო წიგნი 36-ჯერ ითარგმანნეს ყოველნი წიგნნი, ვითარცა-იგი ზემორე ითქუა, 22-ნი, რომელნი ცხადად თქუმულ არიან”*****, და სამეოცდაათორმეტნი, რომელნი დაფარულ არიან“ (იგულისხება აპოკრიფული წიგნები (გავიხსენოთ, ბერძნული სიტყვა αποκρυφοσ სწორედ „დაფარულს“ ნიშნავს).
***** იგულისხმება კანონიკური წიგნები, რომლებიც, ებრაული ტრადიციის მიხედვით სწორედ 22 წიგნად აღირიცხება.
კონკრეტულად რას ეყრდნობა წმ. ეპიფანე, როდესაც დაზუსტებით ამბობს, რომ პტოლემაიოს ფილადელფოსის დროს უხუცესებმა თარგმნეს ძველი აღთქმის ყველა წიგნი და, მეტიც, რას გულისხმოβს იგი 72 აპოკრიფულ წიგნში, კვლავ გავიმეორებთ, გაურკვეველია, მაგრამ, შესაძლოა, კვიპრელი მოძღვრის გადმოცემაში უწყებულია ζოგადად ის ფაქტი, რომ პტოლემაიოს ფილადელფოსის დროს დაიწყო წმინდა წერილის წიგნების ბერძნულ ენაზე გადათარგმნა და შემდეგ უკვე გაგრძელდა და დაგვირგვინდა სრულად ყველა წიგნის თარგმნით (თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ ეს არის მხოლოდ ვარაუდი და არა მტკიცება, რომ წმ. ეპიფანეს მხედველობაში არ ჰქონდა მართლაც ამდენი წიგნის თარგმნა იმ ერთ კონკრეტულ დროს).
წმ. ეპიფანე კვიპრელის ცნობის უზუსტობას ამოწმებს რამდენიმე გარემოება: სამეცნიერო ლიტერატურაში გარკვეულია ის საკითხი, რომ პტოლემაიოს II ფილადელფოსის დროს იუდეველმა უხუცესებმა (რიცხვით 72) თარგმნეს არა ძველი აღთქმის ყველა წიგნი, არამედ მხოლოდ მოსეს ხუთწიგნეული (დაბადება, გამოსლვათა, ლევიტელთა, რიცხვთა და II სჯული). ამ მოსაზრებას ამყარებს წყაროებში გადმოცემული ცნობები, კერძოდ – არისტეოსის წერილში არაერთგზისაა ხაზგასმული, რომ დემეტრიოსმა პტოლემაიოსი დააინტერესა ებრაული „სჯულის წიგნებით" და მღვდელთმთავრისადმი გაგზავნილ წერილშიც და შემდეგ უკვე უხუცესთა საქმიანობაშიც გამოკვეთილად შენიშნულია, რომ ისინი მუშაობდნენ "იუდაურ სჯულზე” (ბერძ. ιουδαικοσ νομοσ – „იუდაური სჯული; ხოლო „სჯულში“ და „სჯულის წიგნებში“ უმეტესწილად ნაგულისხმები იყო სწორედ მოსეს ხუთწიგნეული. მართლაც, სხვა შემთხვევაში, ძნელი საფიქრებელია, რომ, ერთი მხრივ, დემეტრიოსს მოესურვებინა წარმართი ბერძენი მეფის დაინტერესება კონკრეტული ხალხის რელიგიური მნიშვნელობის წიგნთა კრებულით და, მეორე მხრივ, თავად მეფეც დაინტერესებულიყო მისით. გამომდინარე იქიდან, რომ ბერძენი დიდებულები და სახელმწიფო სამსახურში მდგარი საკმაოდ განსწავლულნი უნდა ყოფილიყვნენ (სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა) და ეს განსწავლულობა მრავალდარგობრიობას გულისხმობდა, ამასთან, რამდენადაც პტოლემაიოსი მეფე გახლდათ და მეფისთვის იმ პერიოდში კანონთმოცდნეობა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ ადვილად სავარაუდებელია, რომ ხსენებული პიროვნება მსოფლიოს სხვადასხვა - ხალხების „კანონთა კრებულებით“ უაღრესად · დაინტერესებული იქნებოდა და, შეიტყო რა თავისი „წიგნის სამცველოს“ ზედამხედველისგან, რომ იუდეველებს (ამ ერთ-ერთ უძველეს ერს) ჰქონდათ „კანონთა წიგნები”, მან მოიწადინა საკუთარი ბიბლიოთეკის შევსება მათით. აქედან გამომდიνარე, პტოლემაიოსისთვის „იუდაური შჯულის წიგნები“ სხვა არაფერი უნდა ყოფილიყო, თუ არა „სახელმწიფოებრივ კანონთა კრებული“. შესაბამისად, დიდად სარწმუნოა, რომ თავდაპირველად 72 უხუცესმა თარგმნა არა სრულად Ζველი აღთქმის წიგნები, არამედ მხოლოდ „ხუთწიგნეული“.
ამასთან, წმ. ეპიფანეს ცნობის არასანდოობას ძველი აღთქმის ყველა წიგნის (როგორც კანონიკური, ისე აპოკრიფული) თარგმნასთან დაკავშირებით სხვა მნიშვნელოვანი გარემოებაც ამოწმებს. კერძოდ; როგორც წყაროები გვაუწყებენ, 72 უხუცესემა კუნძულ ფაროსზე „იუდაური სჯულის წიგნების” თარგმნა დაასრულეს სამოცდათორმეტ დღეში: „ხოლო გარდაიწერა რაი სჯული” და თარგმანებისა საქმემან "სრულებაი დღეთა შინა სამეოცდაათთა და ორთა მიიღო“”. ეს ცნობა არის არისტეოსის წერილში, რომელიც გაიმეორა იოსებ ფლავიუსმა და რომელიც, მართალია, ზოგისგან არ მეორდება, მაგრამ არც რაიმე სხვა მოსაზრებად არის განხილული, რაც გვაფიქრებინებს, რომ ყველა ეთანხმება დღეთა რაოდენობას, რა პერიოდშიც შესრულდა თარგმანი” (არისტეოსის წერილი არის პირველწყარო, რომელსაც ეყრდნობა ყველა ის ავტორი, რომელიც, "სეპტუაგინტასთან” დაკავშირებულ ცნობებს გვაწვდის. თუკი რომელიმე მათგანისთვის 72 დღეში მთარგმნელობითი საქმიანობის დასრულება ეჭვს გამოიწვევდა, ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში ყურადღებას მიაქცევდნენ და თავიანთ გადმოცემაში საწინააღმდეგო მოსაზრებას დააფიქსირებდნენ. რამდენადაც მსგავსი რამ არავისთან აღინიშნება, ადვილად საფიქრებელია, რომ ყველა მათგანისთვის დღეების ხანგრძლივობა სარწმუნო უნდა ყოფილიყო.).
ახლა რატომ ვაქცევთ ამას განსაკუთრებულად ყურადღებას? ადვილი წარმოსადგენია, რომ შეუძლებელი იქნებოდა 22 კანონიკური წიგნისა (22 წიგნად ებრაული კანონის მიხედვით არის შეკვეცილი (რადმენიმე წიგნი გაერთიანებული), თორემ სინამდვილეში სრულად იყო 39 კანონიკური წიგნი) და 72 აპოკრიფული წიგნის სამოცდათორმეტ დღეში თარგმნა (რასაც კატეგორიულად ამბობს წმ. ეპიფანე კვიპრელი), თუნდაც 72 მთარგმნელისგან. მით უმეტეს, რომ იმავე მოძღვრის უწყებით, არა თუ სამოცდათორმეტ კაცში გადანაწილდა წიგნები და ამგვარად თარგმნეს, არამედ ორ-ორ კაცად შედგენილმა ჯგუფმა დამოუკიდებლად ყველა წიგნი თავიდან ბოლომდე თარგმნა, რაც, კვლავ აღვნიშნავთ, წარმოუდგენლად მიგვაჩნია იმ რაოდენობის წიგნებთან დაკავშირებით. (22 კანონიკური (ან უფრო დაზუზტებით, 39 კანონიკური) წიგნი და 72 აპოკრიფული ერთად შეადგენს 111 წიგნს, რისი გადათარგმნაც უზუსტესად, იმ ღირსებით, რაც აქვს იმ პერიოდის თარგმანს რეალურად, 72 დღეში შეუძლებელია.)
ვფიქრობთ, ეს გარემოებანი მნიშვნელოვნად ამოწმებენ იმას, რომ პტოლემაიოსის დროს 72 უხუცესის მიერ კუნძულ ფაროსზე ითარგმნა არა ძველი აღთქმის ყველა წიგნი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ „სჯულის წიგნები“ (მოსეს ხუთი წიგნი); ხოლო რაც შეეხება დანარჩენ წიგნებს (წინასწარმეტყველთა წიგნებსა და წერილებს – ებრაულად „ნებიიმ“ და „ქეთუბიმ"), სამეცნიერო სფეროში გარკვეულია, რომ რამდენადაც წარმატებული აღმოჩნდა საღვთო წიგნების ებრაულიდან ბერძნულად გადათარგმნის მცდელობა, რაც დაამოწმეს თავად იუდეველებმა, პტოლემაიოს ფილადელფოსის შემდგომაც გაგრძელდა მთარგმნელობითი მოღვაწეობა დაახლოებით 70-100 წლის მანძილზე, მიიჩნევენ, რომ ძვ. წ.აღ-ით II საუკუნის მიწურულს ან 1 საუკუნის დასაწყისში ხსენებული პროცესი უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. მართლაც, თუკი თავდაპირველად, როგორც, დავინახეთ, „იუდაური სჯულის წიგნების“ ებრაულიდან ბერძნულ ენაზე გადათარგმნა სრულად ეგვიპტის ბერძენი მმართველის ინიციატივა იყო, შემდეგ უკვე ეს საქმიანობა გაგრძელდა, ერთი მხრივ, ისრაელის საზღვრებს გარეთ მცხოვრები იუდეველების გათვალისწინებით, რომლებმაც უკვე ებრაული აღარ იცოდნენ და წმინდა წიგნებს ვეღარ კითხულობდნენ, და მეორე მხრივ, იმ მიზნით, რომ ისრაელიანთა გარდა სხვასაც (წარმართებს) შეძლებოდათ საღვთო წიგნების გაცნობა და ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნება.
აქვე აუცილებლად ორიოდე სიტყვით შევეხებით სვიმონ მიმრქმელთან დაკავშირებულ საკითხსაც.
ფართო საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სვიმონ მირქმელი იყო პტოლემაიოს II ფილადელფოსის დროს ისრაელიდან ალექსანდრიაში გაგზავნილ 72 უხუცეს-მთარგმნელთაგან ერთ-ერთი. აი, რას გვაუწყებს ხალხში მოარული გადმოცემა (რადგან მას ჭეშმარიტი, სათნო გადმოცემა ნაკლებად შეიძლება ვუწოდოთ); „სვიმონ მირქმელი, რომელიც იყო პტოლემაიოს II ფილადელფოსის მიერ ძველი აღთქმის წიგნების ებრაულიდან ბერძნულ ენაზე გადასათარგმნელად მოწვეული 72 მთარგმნელიდან ერთ-ერთი, როდესაც თარგმნიდა ესაია წინასწარმეტყველის წიგნს და მიადგა იმ ადგილს, სადაც ეწერა: «აჰა-ესერა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემანუელი» (ეს. 7, 14), მან განიზრახა, რომ ქალწულის ნაცვლად უბრალოდ ქალი ჩაეწერა, რადგან ვერ დაუშვა ქალწულის მიერ შვილის დაბადება და ქალწულადვე დარჩენა, და უცებ გამოეცხადა ანგელოზი და აუწყა, რომ: «არ აღესრულებოდა მანამდე, ვიდრე საკუთარი თვალებით არ იხილავდა ამას მომხდარს». და შემდეგ გრძელდება, რომ აი სწორედ ამგვარად იცოცხლა სვიმონმა მაცხოვრის შობამდე, რაც გვავარაუდებინებს მის ასაკად დაახლოებით 360 ((ზოგიერთი 300 წელს ამბობს, თუმცა საკუთრივ იმ მოვლენასთან თუ დავაკავშირებთ, მაშინ 300 წელზე გაცილებით მეტი გამოდის)“. ერთი შეხედვით, იკითხავს ადამიანი: რა არის ამ ცნობაში დაუჯერებელი? განა ღმერთს არ შეუძლია, ვისთვისაც ისურვებს, ის 360 წელი აცხოვროს? რა თქმა უნდა, ღმერთს ეს შეუძლია (ამასთან, არა მხოლოდ 360 წელი, არამედ 3600 და კიდევ უფრო მეტი წელი უსასრულოდ), მაგრამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ აქ ღმერთის შესაძლებლობებზე არ ვსაუბრობთ, რადგან ამ უკანასკნელზე საუბარი და საკითხის დასმა – ღმერთს რაიმე შეუძლია, თუ არ შეუძლია, სრული აბსურდულობა იქნება; რადგან, ალბათ, ნაკლებად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც ასეთ დროს (იგულისხმება, ის, რომ ვარკვიოთ: შეიძლებოდა, თუ არა ეცხოვრა ვიწმეს 360 წელი) საღვთო შესაძლებლობებში დაეჭვდება. თუკი ვიმსჯელებთ იმაზე, შეიძლებოდა თუ არა, რომ სვიმონ მიმრქმელს ეცოცხლა 360 წელი (ან თუნდაც, კიდევ უფრო მეტი), პასუხი ცალსახა იქნება; რასაკვირველია, შეიძლებოდა, თუკი ღმერთი ისურვებდა, მაგრამ ჩვენ ახლა, აბსოლუტურად სხვა მიმართულებას ვარკვევთ. კერძოდ: წყაროებზე დაყრდნობით, - ჭეშმარიტებას შეესაბამება თუ არა ხალხში მოარული ცნობა, რომ სვიმონ მიმრქმელი უშუალოდ პტოლემაიოს II ფილადელფოსის დროის მთარგმნელთა შორის ვიგულვოთ.
მიუხედავად იმისა, რომ წყაროები ასე პირდაპირ, ასე კატეგორიულად ამის შესახებ არაფერს გვაუწყებენ, საზოგადოებაში, როგორც უკვე ვთქვით, მაინც არის დამკვიდრებული და ფესვგადგმული ეს მოსაზრება. საინტერესოა, რას ემყარება ამგვარი ცნობა? თავიდანვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჩვენ ახლა საეჭვოდ არ ვმსჯელობთ იმაზე: იყო თუ არა საერთოდ სვიმონ მიმრქმელი „სეპტუაგინტას“ ერთ-ერთი მთარგმნელთაგანი (რადგან ეს უდაოა და არავითარ ეჭვს არ იწვევს), არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმას, იყო თუ არა სვიმონი პტოლემაიოს II ფილადელფოსის დროის მთარგმნელი.
სვიმონ - მიმრქმელთან დაკავშირებული საზოგადოებაში (მათ შორის, სასულიერო წრეებშიც. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან საზოგადოებაში მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა გაჩენილიყო ხსენებული აზრი) მოარული ცნობა, როგორც ჩანს, უნდა ეყრდნობოდეს მოგვიანო პერიოდის, XIV საუკუნის სახელგანთქმული საეკლესიო ისტორიკოსის – ნიკიფორე კალისტეს****** ცნობას. ამას ვამბობთ იმიტომ, რომ სვიმონის მიერ ესაია წინასწარმეტყველის წიგნის თარგმნის დროს ანგელოზის გამოცხადების ამბავი სწორედ ხსენებულ ისტორიკოსთან გვხვდება. მაშინ იტყვის ვინმე: თუკი ასეა, მაშინ რაღა აჩენს ეჭვს? საქმე ის გახლავთ, რომ ნიკიფორე კალისტე, გვაუწყებს რა ანგელოზის გამოცხადების შესახებ, არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სვიმონი იყო პტოლემაიოს II ფილადელფოსის პერიოდის მთარგმნელთა რიცხვში. აი რას ამბობს საკუთრივ საეკლესიო მოღვაწე: „მაშინ, როდესაც ესაია წინასწარმეტყველის წინაუწყებას გულისხმაყოფდა (სვიმონი), რომელშიც ეწერა, რომ: «აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე», დაეჭვდა და განერიდა საღვთო წინასწარმეტყველებას. ამგვარად მიიღო მან ანგელოზისეული სიტყვები იმის შესახებ, რომ არ გათავისუფლდებოდა ამქვეყნიური ბორკილებისგან, სანამ მის მიერ დაეჭვებულს კარში არ შეეგებებოდა და საკუთარი თვალებით ხილულს არ ირწმუნებდა.
****** ნიკიფორე კალისტე. (კსანთოპულოსი)(Νικηφοροσ Καλλιστοσ Ξανθοπονλοσ) იყო საკმაოდ დიდი ერუდიციის მქონე საეკლესიო ისტორიკოსი. მან თავი მოუყარა ბევრ ისეთ ცნობას, რომელიც უცნობი იყო საზოგადოებისთვის და ზოგიერთ ისეთსაც, რომელიც დღესაც მაოლოდ მის სახელმძღვანელოში პოულობს დასაყრდენს. შესაბამისად, მის საკმაოდ მოცულობით წიგნებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. (ისევე როგორც თავის დროზე ევსები კესარიელის „საეკლესიო ისტორიას”, რომელმაც ბევრი ისეთი ცნობა შემოინახა, რომლებიც შემდგომში უკვე დაკარგული იყო და, რომ არა ევსები, მათ შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა). იგი გარდაიცვალა დაახლოებით 1350 წელს.
როგორც ვხედავთ, ნიკიფორე კალისტეს ცნობაში არის უწყება, რომ სვიმონი თარგმნიდა წმინდა წერილის წიგნს, კერძოდ – ესაიას წიგნს, რა დროსაც კონკრეტულ სიტყვასთან დაკავშირებით დაეჭვდა, შემდეგ გამოეცხადა ანგელოზი და ამცნო, რომ: მანამდე არ მოკვდებოდა („არ გათავისუფლდებოდა ამქვეყნიური ბორკილებისგან”, ვიდრე არ შეხვდებოდა იმას, ვის გამოც დაეჭვდა. თუმცა კონკრეტულად რა პერიოდის მთარგმნელი იყო სვიმონი, ამასთან დაკავშირებით ნიკიფორე არაფერს ამბობს, შესაბამისად, ჩვენ ადვილად შეგვიძლია ხალხში მოარული მცდარი ამბის წყარო ვივარაუდოთ. კერძოდ: როგორც ჩანს, ზოგადად, სვიმონის დაკავშირება „სეპტუაგინტას“ ერთ-ერთ მთარგმნელთან, ანგელოზის გამოცხადება და მის მიერ სვიმონის ცოცხლად დარჩენის უწყება ყრმა მაცხოვართან შეხვედრის დრომდე – ამის წყაროდ სწორედ ნიკიფორე კალისტეს ცნობა უნდა ვიგულვოთ; ხოლო რაც შეეხება მის დაკავშირებას უშუალოდ პტოლემაიოს II ფილადელფოსის ეპოქასთან, ვფიქრობთ, "სეპტოაგინტას“ ისტორიის საზოგადო წარმოდგენით უნდა იყოს გამოწვეული. რას ვგულისხმობთ? როდესაც საუბარი ეხება წმინდა წერილის წიგნების ებრაულიდან ბერძნულ ეწაზე გადმოთარგმნის ისტორიას, ფართო საზოგადოებისთვის ეს მოვლენა დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ ძვ. წ. აღ.-ით III საუკუნის დასაწყის პერიოდთან, კერძოდ – ძვ. წ. აღ.-ით 280-270 წლებთან (ან. ზოგადად, III საუკუნის 90-80-იან წლებთან), რაც სწორედ პტოლემაიოს II ფილადელფოს უკავშირდება. თუმცა მათთვის უცნობია ის ფაქტი, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, რომ, მართალია, ხსენებული მეფის პერიოდში დაიწყო წმინდა წიგნების გადათარგმნა ბერძნულ ეწაზე, მაგრამ საკუთრივ მის დროს ითარგმნა, კვლავ აღვნიშნავთ, მხოლოდ „ხუთწიგნეული", ხოლო დანარჩენი წიგნების თარგმნა გაგრძელდა მთელი III საუკუნისა და, შესაძლოა, II საუკუნის პირველი ნახევრის მანძილზე. შესაბამისად, „სეპტუაგინტას“ ისტორია შეიძლება დაიყოს ორ ეტაპად – 1. პტოლემაიოს II ფილადელფოსის დროს ძვ. წ.აღ.-ით 282-270 წლებში თარგმნილი „ხუთწიგნეული“ და 2. შემდგომ პერიოდში, პირითადად იუდაური დიასპორის გათვალისწინებით მთელი ძვ. წ. აღ-ით III საუკუნისა და II საუკუნის დასაწყისი პერიოდის მანძილზე თარგმნილი დანარჩენი წიგნი. წინასწარმეტყველთა წიგნები და იუდაური წერილები (ებრ. „ნებიიმ“ და „ქეთუბიმ”). ხოლო თუკი ჩვენ წყაროებზე დაყრდნობით ჭეშმარიტ ცნობას გავყვებით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ სვიმონ მიმრქმელი სწორედ მთარგმნელობის ამ მეორე პერიოდს უნდა განეკუთვნებოდეს.
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ სახელწოდება სეპტუაგინტა” შენარჩუნებულ იქნა უკლებლივ ყველა წიგნთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ მათი თარგმნა დროითი თვალსაზრისით საკმაოდ დაცილებულია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „სეპტუაგინტა“, მართალია, სახელწოდება მიღებულია უმუალოდ პტოლემაიოს II-ის დროს 72 უხუცეს მთარგმნელის საქმიანობიდან, მაგრამ განეკუთვნა ებრაულიდან ბერძნულ ენაზე გადათარგმნილ წიგნების ერთ მთლიან კრებულს. აქედან გამომდინარე, „სეპტუაგინტა“ ეწოდება არა კონკრეტულ დროს თარგმნილ წიგნებს მხოლოდ, არამედ საუკუნე საუკუნენახევრის მანძილზე თარგმნილ წიგნების კრებულს.
ახლა შევეცდებით, რომ უკანასკნელი მოსაზრების დასამტკიცებლად რამდენიმე მყარ არგუმენტზე გავამახვილოთ ყურადღება. კერძოდ:
პირველი – ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სწორედ წყაროებზე დაყრდნობითა და მეცნიერული კვლევის საფუძვლად მოწმდება ის, რომ პტოლემაიოს II ფილადელფოსის დროს ითარგმნა საკუთრივ „იუდაური სჯულის წიგნები“ ანუ მოსეს „ხუთწიგნეული“. ხოლო თუკი სვიმონ მიმრქმელთან დაკავშირებულ სანდო ცნობებზე დაყრდნობით გავიხსენებთ, რომ ხსენებულმა პიროვნებამ ანგელოზისეული გამოცხადება მიიღო მაშინ, როდესაც თარგმნიდა ესაია წინასწარმეტყველის წიგნს, ეს უკანასკნელი კი მოსეს „ხუთწიგნეულში“ ნამდვილად არ შედის, მაშინ ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ სვიმონ მიმრქმელი მთარგმნელთა იმ ჯგუფს უნდა განეკუთვნებოდეს, რომლებიც წინასწარმეტყველთა წიგნებს თარგმნიდნენ. ეს კი საძიებელია პტოლემაიოს II-ის შემდგომ.
მეორე – არსად არავითარი ცნობა არ გვხვდება, რომ სვიმონ მიმრქმელი უშუალოდ 72 უხუცეს-მთარგმნელის დროს უნდა ყოფილიყო. არ გვხვდება ცნობები, ერთი მხრივ, საკუთრივ „სეპტუაგინტას" ისტორიის მაუწყებელ საეკლესიო თუ არასაეკლესიო ავტორებთან, და მეორე მხრივ, არც იმ განმმარტებლებთან, რომლებიც, კონკრეტულად ლუკას სახარების იმ ადგილს ეხებიან, სადაც გვხვდება სწორედ სვიმონ მიმრქმელი (ლუკ. 2, 22-39). ეს ფაქტიც, ვფიქრობთ, წარმოადგენს მნიშვნელოვან არგუმენტს, რომ სვიმონ მიმრქმელი ვერ დაკავშირდება პტოლემაიოს II ფილადელფოსთან.
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ კონკრეტულად მეორე არგუმენტთან დაკავშირებით, საკუთრივ ქართველი მკითხველისათვის ვითარება ოდნავ დამაბნეველი შეიძლება აღმოჩნდეს. რას ვგულისხმობთ? საქმე ის არის, რომ ქართველი მკითხველისათვის ცნობილია წმ. იოანე ოქროპირის „თარგმანებაი მათეს სახარებისაი“, რომელიც თარგმნა XI საუკუნის ათონის ქართული საღვთისმეტყველო ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთმა უდიდესმა წარმომადგენელმა – წმ. ექვთიმე, მთაწმინდელმა. ხოლო წმ. იოანე ოქროპირის მათეს სახარების კონკრეტული ადგილის განმარტებაში, სადაც იოსების სიზმრისეული ჩვენებაა. განხილული, რა დროსაც ანგელოსი სწორედ ესაიას წიგნიდან იმ მუხლს იმოწმებს, რომელთანაც, დაკავშირებულია სვიმონ მიმრქმელი (აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი” (მათე 2, 23)), ექვთიმესეულ თარგმანის მიხედვით (ყურადღება მივაქციოთ, „ექვთიმესეული თარგმანის მიხედვით" – ამასთან დაკავშირებით აუცილებლად აღვნიშნავთ), ამგვარი რამ არის დამოწმებული (მოვიხმობთ სრულ კონტექსტს, რათა მკითხველისათვის ადვილად აღსაქმელი იყოს); „ხოლო კუალად სხუასაცა წინამიყოფენ სიტყუასა უგუნურნი იგი და თუალდაბრმობილნი ჰურიანი, ვითარმედ თქუმულ არს სხუათა მიერ თარგმანთა, რომელთა ებრაულისაგან ბერძნულად თარგმანეს, ვითარ აკვილა და სვიმახოს, ვითარმედ; «ესერა ქალი მიუდგეს»; და არა თქუეს ქალწული, დაღაცათუ სამეოცდაათთა მათ თარგმანთა ქალწული თქუეს. პირველად ამას ვიტყვით ჩუენ, ვითარმედ ყოველივე, რავდენი სამეოცდაათთა მათ თარგმნეს, იგი არს ჭეშმარიტი და სარწმუნოი თარგმანებაი, რამეთუ იგინი უწიწარეს ქრისტეს მოსლვისა მრავლითა წლითა იყვნეს, და ორ-ორი შეყენებულ იყო პტოლემეოს მეფისა მიერ, და ყოველნი ერთსა წიგნსა თარგმნიდეს. რამეთუ ოცდაათხუთმეტგზის ითარგმანა თითოეული წიგნი, ვითარცა იყვნეს სამეოცდაათნი, ორ-ორი სენაკსა ერთსა შეყენებულ; და მერმე მოიღის მეფემან ყოველთა აღწერილი, და არა იპოის ყოვლადვე მათ შორის განწვალებაი, არამედ ყოველივე სწორად აღწერილ არნ, რამეთუ მადლი ღმრთისაი განაგებდა ამას. ამისთვისცა უეჭველ არს მათ მიერ თარგმანებული, ხოლო აკვილა და სვინმახოს და თეოდოტიონ შემდგომად მრავლისა ჟამისა ქრისტეს მოსლვისა გამოჩნდეს და თარგმნეს წიგნები იგი ებრაული ბერძნულებრ, არა თუ ერთსა ჟამსა იყვნეს, არამედ აკვილა ადრიანოს მეფისა ძე იყო, რომელი ქრისტეანე იქმნა წარმართთაგან და კუალად დაუტევა ქრისტეანობაი და ჰურია იქმნა და წინადაიცვითა; და სვინმახოს პერტინაქს მეფისა ძე სამარიტელი იყო, ხოლო თეოდოტიონ კომოდ მეფისა ძე, წვალებისაგან მარკიანელთაისა. ესე სამნივე წინააღმდგომ ქრისტეანთა სარწმუნოებისა იყვნეს და არარაი ჭეშმარიტი და უცთომელი თარგმნეს, არამედ რავდენიცა შეუძლეს წინააღმდგომად ჩუენისა ამის სარწმუნოებისა, გარდააქცინეს წერილნი. ხოლო სამეოცდაათთა შორის არცა ამისი არს იჭვი, თუ შემწე ჩუენდა იყვნეს, არცა თუ მბრძოლ, ამისთვისცა უეჭუელ და ჭეშმარიტ არს თარგმანებაი მათი და მადლითა მით სულისა წმიდისაითა აღსრულებულ».
მართალია, აქ სვიმონ მიმრქმელი საერთოდ ნახსენები არ არის და, შესაბამისად, თითქოს ჩვენი ყურადღების მიქცევა უმიზეზოა, მაგრამ ერთი რამ გამოკვეთილია: თუკი ჩვენ ძველ ქართულ ტექსტში უწყებულ ამბავს „სეპტოაგინტას" ისტორიასთან შევადარებთ, ადვილად მივხვდებით, რომ საქმე ეხება სწორედ პტოლემაიოს II-ის დროს უხუცესთაგან შესრულებულ თარგმანს. მართალია, ტექსტში ვკითხულობთ: „რავდენი სამეოცდაათთა მათ თარგმნეს, იგი არს ჭეშმარიტი. და სარწმუნოი თარგმანებაი“, ხოლო ჩვენ კი აღვნიშნეთ, რომ სახელწოდება „სამოცდაათთა თარგმანი“ (და არა უშუალოდ „სამოცდათორმეტისა“) განეკუთვნა არა მხოლოდ კონკრეტულად 72 უხუცესის მიერ თარგმნილ „ხუთწიგნეულს“, არამედ მთლიანად შემდგომაც ყველა თარგმნილ წიგნს ერთად, მაინც ჩანს, რომ წმ. ექვთიმე (ან ის წყარო, რომელსაც ექვთიმე ეყრდნობა) გულისხმობს საკუთრივად პტოლემაიოს II ფილადელფოსის დროს მომხდარ მოვლენას (მართალია, ტექსტში დაკონკრეტებული არ არის პტოლემაიოს ფილადელფოსი, არამედ უბრალოდ წერია: „პტოლემეოს მეფისა მიერ”, ხოლო პტოლემაიოსად იწოდებოდა არა მხოლოდ კონკრეტულად რომელიმე მმართველი, არამედ პტოლემაიოსთა დინასტიიდან უკლებლიც ყველა მეფე, და, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ჩვენს ყერადღებას არ მიიპყობდა, მაგრამ არის იქ სხვა საკითხები, რომლებიც უპირატესად სწორედ ფილადელფოსს გვაფიქრებინებს), რადგან მთარგმნელების ორ-ორად განაწილება და სხვა, ალბათ სწორედ იმ პერიოდს უნდა გულისხმობდეს. ხოლო თუკი ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ ხსენებული ტექსტის მიერ აღიარებულია, რომ საწინასწარმეტყველო წიგნებიც, (რადგან საუბარი ეხება სწორედ ესაიასგან იმ ადგილს, რომელიც დაკავშირებულია სწორედ სვიმონ მიმრქმელთან) ითარგმნა 72 უხუცესის მიერ პტოლემაიოს II-ის დროს.
თუმცა, სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა ალბათ, ჩვენი ყურადღება მიექცეოდა იმას, რომ ზემოთ ვთქვით: „ჩანს, რომ ექვთიმე მთაწმინდელი (ან ის წყარო, რომელსაც ექვთიმე ეყრდნობა) გულისხმობს საკუთრივად პტოლემაიოს II ფილადელფოს და ამით, თითქოს, გავმიჯნეთ წმ. იოაწე ოქროპირისგან, რომლის განმარტების თარგმანზეა სწორედაც საუბარი. ახლა ჩვენ დავიმოწმებთ ნამდვილად წმ. იოანე ოქროპირის განმარტებას, რომელიც ბერბნული დედნიდან იქნება გადმოთარგმნილი. აი რას ამბობს მოძღვარი ამავე ადგილას (ამ შემთხვევაში იმგვარად მთლიან კონტექსტს აღარ მოვიხმობთ, რადგან ამის საჭიროება არ არის, არამედ იმ ადგილს, სადაც აბსოლუტური განსხვავებაა წმ. იოანე ოქროპირის ორიგინალ კომენტარსა და წმ. ექვთიმე მთაწმინდელის მიერ თარგმნილს შორის): „ხოლო თუკი ამ სიტყვების შემდეგ დადუმებულნი" რაიმე სხვას მოძებნიან ქალწულისგან შობის შესახებ, და წარმოგვიდგენენ ჩვენ სხვა მთარგმნელებს და გვეტყვიან, რომ (მათ) არ უთქვამთ «ქალწული», არამედ «ყმაწვილი ქალი (νεανιν)»; პირველად ამას ვიტყვით, რომ სხვა ყველაზე უფრო მეტად ღირსსარწმუნოება აქვს სრულიად სამართლიანად სამოცდაათთა თარგმანს (οι εβδομηκοντα) - გამომდინარე იქიდან, რომ რიცხვით სახელს – „სამოცდაათს“ (οι εβδομηκοντα წინ არტიკლი უძღვის (oi(), ამიტომ არა უბრალოდ რიცხვით სახელად – „სამოცდაათის“, არამედ „სამოცდაათის თარგმანად“ გადმოვიტანეთ. რადგან აკვილა, სვიმაქოსი და თეოდოტიონი ქრისტეს მოსვლის შემდეგ თარგმნიდნენ, დარჩნენ რა იუდეველობაში. ამიტომ სამართლიანად შეიძლება დაეჭვება, რომ უფრო მეტად მტრობითა და სიძულვილით ამბობდნენ, და ვერაგულად დაჩრდილეს წინასწარმეტყველება; ხოლო სამოცდაათმა, რომლებიც ქრისტეს მოსვლამდე ასი (εκατον) ან უფრო მეტი წლით ადრე იყვნენ, და იმგვარად იყვნენ, რომ ყოველი მათგანი თავისუფალი იყო იმგვარი მზაკვრობისაგან - შეგნებულად შეერყვნათ ტექსტები, და ესენი დროის, სიმრავლისა და ერთხმობის (την σνμφωνιαν) გათვალისწინებით სრულიად სამართლიანად უფრო მეტად სარწმუწონი იყვნენ.
როგორც დავინახეთ, წმ. იოანე ოქროპირი სრულიად უცხადესად ამბობს, რომ „სეპტუაგინტას“ ის მთარგმნელები (აქ. „სამოცდაათს“, როგორც უკვე არაერთგზის აღვნიშნეთ, ზოგადი სახელწოდებით აღნიშნავს), რომლებიც საკუთრივად წინასწარმეტყველთა წიგნებს თარგმნიდნენ, „ქრისტეს ამქვეყნად მოსვლამდე ასი ან უფრო მეტი წლით ადრე იყვნენ". ხოლო ქრისტეს მოსვლამდე ასი ან თუნდაც ცოტა მეტი წლით ადრე ვერანაირად ვერ დაუკავშირდება პტოლემაიოს II ფილადელფოსს და ძვ. წ. აღ-ით 282-270 წლებს. როგორც ჩანს, წმ. ექვთიმე მთაწმინდელმა თავისი ჩვეული გავრცელებულობით ჩაურთო რაიმე სხვა ცნობა.
3. ახლა მოვიხმობთ მესამე და მსგავსადვე საკმაოდ მნიშვნელოვან არგუმენტს. საინტერესოა ერთი გარემოება, რომელიც განეკუთვნება წმ. ეპიფანე კვიპრელს. კერძოდ – ხსენებული მოძღვრის არაერთგზის დამოწმებულ შრომაში, სადაც „სეპტუაგინტას“ წარმომავლობის ისტორიაა მოცემული, ჩამოთვლილია 72 უხუცეს-მთარგმნელის სახელი. მოვიხმობთ უცვლელად ტექსტს:
„და ესე არს სახელი მათი: ნათესავისაგან რუბენისი – იოსეპოს, ეზეკიელ, მალაქია, იესე, ეზეკიას, ელისე.
ნათესავისაგან სიმონისა – იუდა, სვიმონ, სამოელ, ადადვიაზ, მატთეოს, სელემიაი.
ნათესავისაგან ლევისა – ნეემიაი, იოსეფ, თევდოსიოს, ბისეას, ონნია, დაკის.
ნათესავისაგან იუდაისა - იონათან, აბრეოზ, ელისე, ანანია, ზაქარია, ქელკა.
ნათესავისაგან იზაქარისა – სალკოროს, იაკობ, იენნეოს, საბატეოს, სვიმონ, ლევი.
ნათესავისაგან ზაბულონისა – იუდა, იოსებ, სვიმონ, ზაქარია, სამოელ, სელემია.
ნათესავისაგან გადისა – საბატეოს, იაკობ, სედეკია, ისაფროს, ისიას, საბეთეოს.
ნათესავისაგან ასერისა – თევდოსიოს, იაზონ, იესუს, თევდოტოს, იოჰანე, იოსათამ.
ნათესავისაგან დანისა – თეოფილე, აბრამოს, არსანიას, იასონ, ენდემია, დანიელ.
ნათესავისაგან ნეფთალემისა – იერემია, ელიაზარ, ზაქარია, ბენიას, ელისე, მატთეოს.
ნათესავისაგან იოსებისა – სამოელ, იოსებ, იუდა, იონან, ქალებ, დესთეოს.
ნათესავისაგან ბენიამენისა – ისალონ, იოჰანნე, თევდოსიოს, არსამა, აბიტეოს, ეზეკიელ.
ესე არიან სახელნი სამეოცდაათორმეტთა მათ თარგმანთანი, რომელთა პტოლემეოსის ძე მეფისა წიგნები გამოთარგმანეს.
როგორც ვხედავთ, აქ მოცემულ სახელებში სამგზის გვხვდება სახელი „სვიმეონი“, თუმცა არცერთ მათგანზე რაიმე განსაკუთრებული კომენტარი არ არის დართული. რას ვგულისხმობთ? როდესაც წმ. ეპიფანე 72 უხუცესის სახელს ჩამოთვლის, თუკი მისთვის ცნობილი იქნებოდა ის, რომ სვიმონი, რომელმაც ტაძარში მიმავალი ყრმა იესო მკლავებში მიირქვა, დაკავშირებული იყო პტოლემაიოს ფილადელფოსის დროს „შჯულის წიგნების“ მთარგმნელებთან (და თუ ეს ცნობა იმ პერიოდში იქნებოდა, ამის შესახებ წმ. ეპიფანესაც აუცილებლად ეცოდინებოდა, რადგან იგი იყო თავისი დროის ერთ-ერთი დიდი ისტორიკოსი, რომელმაც აურაცხელი წყარო შეკრიბა), მაშინ საფიქრებელია, რომ ჩამონათვალის დროს იგი უეჭველად გაჩერდებოდა რომელიმე „სვიმონზე“ და დაურთავდა თუნდაც მცირე კომენტარს (ან აშიაზე მაინც) და იტყოდა, რომ: „ეს ის სვიმონია, რომელმაც ქრისტე 'მიირქვა მკლავებში“. მაგრამ რადგანაც მსგავსი არაფერი უმოქმედია წმინდა მოძღვარს, გვაფიქრებინებს, რომ მის დროს არანაირი ცნობა არ ყოფილა მასთან დაკავშირებით.
აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ 72 უხუცესის სახელი მოცემულია არისტეოსის წერილშიც, თუმცა იოსებ ფლავიუსმა საჭიროდ არ მიიჩნია ამ სახელების წარმოჩენა თავის შრომაში. მაგრამ იოსებ ფლავიუს რომ ჰქონოდა ჩამოთვლილი სახელები, მისგან მნიშვნელოვანს, ალბათ, ვერაფერს შევიტყობდით. ჩვენთვის საძიებელი საკითხისათვის, რადგან ფლავიუსი არავითარ კომენტარს არ დაურთავდა სახელ „სვიმონს“, გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის სვიმონ მიმრქმელი არანაირად არ იყო მნიშვნელოვანი პიროვნება, ან საერთოდ, შეიძლება არც არაფერი სცოდნოდა თავად მიმრქმელთან და მირქმასთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასკვნის სახით ვიტყვით შემდეგს: საკმაოდ სანდო ცნობაზე დაყრდნობით, უცილობლად მივიჩნევთ ვირწმუნოთ, რომ სვიმონ მიმრქმელი, რომელიც სული წმინდისგან უწყებული იყო, რომ არ იხილავდა სიკვდილს მანამდე, ვიდრე საკუთარი ხელებით არ შეეხებოდა იმას, რის გამოც დაეჭვდა, ნამდვილად იყო წმინდა წერილის წიგნების ებრაულიდან ბერძნულ ეწაზე გადამთარგმნელთა რიცხვში, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის იყო „სეპტუაგინტას" (ამ სახელის ზოგადი გააზრებით) ერთ-ერთი მთარგმნელთაგანი, მაგრამ არა უშუალოდ პტოლემაიოს II ფილადელფოსის დროს ისრაელიდან ალექსანდრიაში ჩასული 72 უხუცეს-მთარგმენლთაგანი; არამედ ის იყო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სეპტუაგინტას“ თარგმნის მეორე პერიოდში მყოფი ერთ-ერთი მთარგმნელი, შესაბამისად – ძვ. წ. აღ-ით III საუკუნის მეორე ნახევრისა II საუკუნის დასაწყის პერიოდს შორის მოღვაწე, რომელსაც განეკუთვნა საწინასწარმეტყველო წიგნების (ან, შესაძლოა, საკუთრივ ესაიას წიგნის) თარგმნა. და თუკი მის ასაკსაც დაახლოებით გამოვითვლით, ალბათ, ის უნდა ყოფილიყო: დაახლოებით 250-დან 300 წლამდე ასაკის. |