ერთი წვერიანი კაცი წავიდა საყასბოში და ყასაბს უთხრა, ერთ აბაზის ხორცი მამეცი ნისიათო. ყასაბმა უთხრა: ბატონი ბრძანდებიო, მაგრამ თქვენ არ გეკადრებად ხორცის წაღებაო, მსახური გამოგზავნეთო და თან ნიშნათ თქვენი ერთი ბალანი გამოატანეთო და ხორცს იმის ხელით მოგართმევო. იმ კაცმა გამოგზავნა მსახური და ყასაბს ბალანი მისცა. - ხორცი მამიჭერიო, ყასაბმა უთხრა: შენი ბატონი თითონ აქ იყო თავისი წვერით, მაშინ არ მივეციო და ეხლა მაგ ერთ ბალანზე მოგცემო?