მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

იგავნი

 

იგავი თაგუნიაზე

 

ერთხელ თაგვმა შენიშნა, რომ ფერმის მეპატრონემ ხაფანგი დააგო.

 

ეს ფაქტი თაგვმა ქათამს, ცხვარს და ძროხას უამბო, პასუხად კი მიიღო „თაგუნია ეს შენი პრობლემაა, ჩვენთან მას არანაირი კავშირი არ აქვს“

 

ძალიან მალე ხაფანგში გაება გველი, ფერმერის ცოლმა მისი ხაფანგიდან გამოყვანა სცადა და გველმა ქალს უკბინა.

 

ფერმერის დაკბენილი და ლოგინად ჩავარდნილი ცოლისთვის წვნიანის მოსამზადებლად ქათამი დაკლეს, ავადმყოფი ქალის მოსანახულებლად მოსულ სტუმრებს ცხვრის ხორცით გაუმასპინძლდნენ, ძროხა კი ქალის დაკრძალვაზე მოსული სტუმრების დასაპურებლად დაიკლა.

 

მთელი ამ დროის განმავლობაში თაგვი იჯდა თავის სოროში და აკვირდებოდა მოვლენებს.

 

მორალი: თუ რაღაც პირდაპირ არ გეხება, ნუ გგონია, რომ ეს რაღაც თავზე არასოდეს დაგარტყამს.