მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ყოველთვის გქონდეს საკუთარი აზრი

 

ერთხელ მოხუცი კაცი და მისი პატარა შვილი გზაზე მიდიოდნენ. კაცი ვირზე იჯდა, ხოლო მისი პატარა ბიჭი კი ვირს წინ მიუძღვოდა. მათ წინ გამვლელი შემოხვდათ.
— ეს ამხელა კაცი უსირცხვილოდ ვირზე ზის, ხოლო პატარა ბავშვი კი ფეხით მოდის, თავისთვის ჩაილაპარაკა გამვლელმა. მაშინ მოხუცი ჩამოქვეითდა და ვირზე ბავშვი შესვა, მათ მეორე გამვლელი შემოხვდათ:
— არ გრცხვენია? უთხრა გამვლელმა ვირზე მჯდომ ბავშვს, შენ ვირზე წამომჯდარხარ, მოხუცი კი ფეხით მოდის. ამის შემდეგ მოხუცი ბიჭს უკან მიუჯდა და ორივემ ვირზე ამხედრებულებმა განაგრძეს გზა. მალე მათ მესამე გამვლელი შემოხვდათ.
— საწყალი ცხოველი, ორივე წამომჯდარხართ ვირზე და არ ფიქრობთ, რომ მას არ შეუძლია თქვენი ტარება. მაშინ მოხუცი და ბავშვი ჩამოქვეითდნენ და ფეხით გაუძღვნენ ვირს. მათ კიდევ შემოხვდათ გამვლელი, რომელმაც დასცინა მოხუცსა და შვილიშვილს:
— ვირს არავითარი ტვირთი არ ჰკიდია და ესენი ფეხით მიჰყვებიან. აი, ნამდვილი სულელები...
მაშინ, მოხუცი მოუბრუნდა ბავშვს, მხარზე ხელი დაადო და უთხრა:
— ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი საქციელი არ მოეწონება. სჯობს ყოველთვის გქონდეს საკუთარი აზრი და ყოველთვის შენ გადაწყვიტო, რა უნდა გააკეთო...