მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

რატომ ვერ დადის ხალხი ეკლესიაში

 

ერთმა მოძღვარმა, რომელიც დაიღალა მიზეზების მოსმენით, თუ რატომ ვერ დადის ხალხი ეკლესიაში, ასეთი რამ თქვა:

 

აგერ ათი ანალოგიური მიზეზი, თუ რატომ არ ვიბან პირს:


1. იმიტომ რომ, ბავშვობაში მაიძულებდნენ პირის დაბანას.


2. ვინც პირს იბანს, პირმოთნენი არიან, რადგან ფიქრობენ, რომ სხვებზე სუფთები არიან.


3. ვერ გადამიწყვეტია, რომელი საპონია უკეთესი.


4. ოდესღაც ვიბანდი, მაგრამ მომბეზრდა.


5. ვიბან მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე - შობასა და აღდგომას.


6. ჩემი მეგობრებიდან არავინ იბანს პირს.


7. მაშინ დავიწყებ პირის დაბანას, როცა მოვხუცდები და სულ მთლად ბინძური გავხდები.


8. პირის დაბანის დრო არ მაქვს.


9. ზამთარში წყალი ძალიან ცივია, ზაფხულში - ზედმეტად თბილი.


10. არ მინდა, რომ ჩემს ხარჯზე საპნის მწარმოებლები გამდიდრდნენ.

 

 

P.S. ,,არავინ მათ კაცთაგანმან გემო იხილოს სერობისა ამის ჩემისა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ" - ლუკა 14: 24.