მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ქვა გზაზე

 

ერთხელ მეფემ გზაზე გადმოაგორა დიდი ლოდი, თავად კი დაიმალა, აინტერესებდა, ქვისაგან გზას ვინ გაათავისუფლებდა.

ბევრმა ჩაუარა ქვას, ხმამაღლა კიცხავდნენ მეფეს, რომ გზები ვერ მოაწესრიგა, მაგრამ არავის უფიქრია გზიდან ქვის აღება.

ბოლოს ქვასთან ღარიბ-ღატაკი გლეხი გაჩერდა და ქვა გადააგორა, მის ქვეშ კი, მისდა გასაოცრად, ოქროთი სავსე ქისა აღმოაჩინა და ამასთანავე მეფის წერილიც, სადაც ეწერა, რომ ხელმწიფე აჯილდოებდა მას, რადგან გზა ქვისგან გაათავისუფლა.

ასე აღასრულებს ჩვენი მეუფეც, როდესაც თითოეულ ჩვენგანს განსაცდელს გვიგზავნის, ვითარცა კურთხევას და ყოველი წინააღმდეგობა, რომელსაც ჩვენს გზაზე ვაწყდებით, შემთხვევითი როდია. უფალი ჩვენს ერთგულებას გამოცდის და მისი მეშვეობით წინააღმდეგობა, რომელიც გვხვდება, გვაძლევს შესაძლებლობას, სულიერი ჯილდო მივიღოთ.

იმ მძიმე განსაცდელის ქვის ქვეშ, რომლისაგან ძალიან დავიღალეთ, განსაკუთრებული რამ იმალება, მადლი უფლისა გადმოვა ჩვენზე. გადავაგოროთ ეს ქვა – ჩვენი ტვირთი მივანდოთ უფალს და თავის დროზე ჩვენზე გადმოვა მისი ღმრთაებრივი წყალობა!