მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მგელი და ძაღლი

 

გამხდარი მგელი დადიოდა სოფელთან ახლოს, როდესაც მას მაძღარი ძაღლი შეხვდა.

მგელმა ჰკითხა ძაღლს: მითხარი, ძაღლო, სად შოულობ საკვებს?

- ადამიანები გვაძლევენ.

- ეტყობა რთულ სამუშაოს ასრულებთ მათთვის?

- არც ისე. ჩვენი საქმეა - ჭიშკრის დარაჯი ღამით.

- მხოლოდ ამისთვის გაჭმევენ? მეც შემოგიერთდებოდით, ჩვენ მგლებს ძალიან გვიჭირს საკვების მოპოვება.

- წამოდი, პატრონი შენც დაგაპურებს. - თქვა ძაღლმა.

მგელი ბედნიერი იყო და ძაღლს უკან გაჰყვა. ჭიშკარს რომ მიუახლოვდნენ, მგელმა შეამჩნია რომ ძაღლს კისერზე ბალანი აქვს გაცვენილი.

- ძაღლო, ეს რა გჭირს კისერზე?

- ეს ისე... - უპასუხა ძაღლმა.

- ისე როგორ?

- ეს ისე, ჯაჭვია მიზეზი. დღისით პატრონს დაბმული ვყავარ, ჯაჭვმა გამიცვინა ბალანი კისერზე.

- მაშინ, მშვიდობით ძაღლო, - თქვა მგელმა. - მაძღარ მონობას მშიერი თავისუფლება მირჩევნია.

ლევ ტოლსტოი