მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

კვირა უფლის დღეა და ტაძარში უნდა ვილოცოთ

 

„მდიდარ კაცს გზაში გლახაკი შეხვდა. საბრალომ შესჩივლა მას თავისი გაჭირვება. მდიდარს შეეცოდა იგი და შვიდი ლარიდან, რომელიც ჰქონდა, ორი მისცა. ამის შემდეგ, როდესაც ღარიბმა მოუთხრო მას სხვა უბედურებებზე, მიიღო კიდევ ორი ლარი, წყაროსთნ მისულებმა გადაწყვიტეს დანაყრებულიყვნენ, მდიდარმა უწილადა გლახაკს თავისი საჭმელი. მოისმინა რა შემდეგი ისტორია მისი ცხოვრებიდან, მისცა კიდევ ორი ლარი. ამდენად მოწყალე იყო იგი! ექვსი ლარის მიმღებმა კი, მადლობის მაგიერ, მოულოდნელად ამოიღოო დანა და მოსთხოვა მეშვიდე ლარიც.
ეს ხომ უმადურებაა! რისი ღირსია იგი?!“ - დაამთავრა თავისი მონათხრობი მღვდელმა.
- სიკვდილის! - წამოიძახეს მსმენელებმა.
- თქვენც იმსახურებთ ისეთივე მკაცრ სასჯელს, - უთხრა მღვდელმა, - თქვენ ხართ ის უმადური გლახაკი, ღმერთმა თქვენ მოგცათ ექვსი დღე, მხოლოდ ერთი (კვირა დღე) დაიტოვა თავისთვის. თქვენ კი ეს ერთი დღეც მოსტაცეთ მას.