მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ბრძენი

 

ერთ ქვეყანაში ერთი ჭკვიანი და ბრძენი კაცი გამოჩნდა. ასწავლიდა ჭკუას და სიმართლეს. გამოვიდნენ ამ სოფელში სხვა კაცნი, იმისი მოწინაღმდეგენი, - რას მიჰქარავს, - მოდი ერთი რამ გამოვიგონოთო და თავიდან მოვიშოროთო.

ერთმა ამათგანმა აიყვანა ბატკანი, ვითამ გასაყიდათ, და მეორე შეეცილა, - ბატკანი კი არა ძაღლის ლეკვიაო. ბრძენმა უთხრა: ვერა ხედავ, ბატკანიაო? ტყუილმა მყიდველმა კიდევა თქვა, ძაღლის ლეკვიაო. ბრძენმა უთხრა: აბა ხალხსა ვკითხოთო. ჩამოატარეს ბაზარი, - სულ განზრახული კაცები იდგნენ, - ვისაც ჰკითხეს ყველამ ძაღლის ლეკვიაო, სთქვეს. ბრძენმა სთქვა, - ამ ქვეყანაში სულ ბრმა და ყრუნი ყოფილანო, - ადგა და იქიდამ გადაიხვეწა.