ერთი კაცი წყალს მიჰქონდა, გულ-ხელი დაეკრიფა და იძახდა: ღმერთო, მიშველეო! ხმა მიესმა, - ხელი გაიქნიეო და ღმერთიც გიშველისო. გაიქნია ხელი და მართლაც გამოვიდა წყლიდან.