ერთ ტრიალ მინდორზე ორი კაცი იწვა და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. ვარსკვლავებით მოჭედილი ღამე იყო. ერთმა გადაავლო თვალი მინდორს და თქვა: ნეტავი ეს მინდორი ჩემი იყოსო, ვირებს გავიჩენდიო; მეორემ თქვა: რაც ამ ცაში ვარსკვლავებია, იმდენი ცხვარი მამცაო. მოუვიდათ ლაპარაკი.
- მაგოდენა ცხვარი რო გყავდეს, ჩემ მინდორში უნდა მოძოვო და ვირები უბალახოთ დამირჩნენო?! - უთხრა პირველმა.
- თუკი შენ ვირებს საძოვარი უნდათ, ცხვარს კი არ უნდაო?
- მერე ვინ დაგანენებსო?
- დამანებებს რა, ძალათი შემოვრეკავო.
შეჰყვენ ლაპარაკს და ჩხუბი გამართეს და ერთმანეთს ცხვირპირი დაუმტვრიეს. გამოიარა მგზავრმა და ჰკითხა: რა გაჩხუბებთო? უთხრეს თავ-თავიანთი საჩივარი.
- ვაი თქვენ ჭკუასო, რაც არა გაქვთ, რაზე ჩხუბობთო.