მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

კურთხევა მცირისა სქემისა

 

მიიყვანს ეკლესიარხი, რომელსა ეგულების აღკვეცა, ჰყოფს მუხლთმოდრეპასა წინაშე წმიდათა კართა, იმიერ და ამიერ, და წინაშე წინამძღვრისა. წარვალს და დასდგების სტოასა შინა.


(თუ ლიტურგიასთან შერწყმით სრულდება აღკვეცის წესი, ჟამნობის ბოლოს ჰყოფს მუხლთმოდრეკასა წინაშე წმიდათა კართა, იმიერ და ამიერ, და წინაშე წინამძღვრისა. დადგება ამბიონის წინ კვართითა უქუდო და ფეხშიშველი, ვიდრე მცირე შესვლადმდე. ხოლო შემდგომად მცირე შესვლისა ტროპარი დღისა და შემდგომ "წიაღნი მამულნი" და ესრეთ დაიწყება აღკვეცის წესი. იქმნების მუხლმოდრეკანი, კითხვანი და მიგებანი და სხვა ლოცვანი აღკვეცისანი. სამოციქულო და სახარება აღკვეცისა წაიკითხება ლიტურგიაში, განწესებულ ადგილზე).


მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ტროპარი, ხმა 1:


მგალობელთა: წიაღნი მამულნი განმიხვენ წყალობით, რომელმან ესე უძღებებით წარვაგე ცხოვრებაი ჩემი. სიმდიდრესა მას დაულევნელსა მოსავ ვარ კაცთ-მოყვარებისა შენისასა მაცხოვარ, დაგლახაკებულსა ამას სულსა ჩემსა ნუ უგულებელს-ჰყოფ. რამეთუ შენ უფალო - სინანულით გიღაღადებ: ვსცოდე მამაო ცად მიმართ და წინაშე შენსა.


ჰყოფს მოდრეკასა სრულსა სტოაში მყოფი იგი. ხოლო ძმანი მანტიებითა მოსილნი გარემოზღუდავენ მას.


მგალობელთა: წიაღნი მამულნი განმიხვენ წყალობით, რომელმან ესე უძღებებით წარვაგე ცხოვრებაი ჩემი. სიმდიდრესა მას დაულევნელსა მოსავ ვარ კაცთ-მოყვარებისა შენისასა მაცხოვარ, დაგლახაკებულსა ამას სულსა ჩემსა ნუ უგულებელს-ჰყოფ. რამეთუ შენ უფალო - სინანულით გიღაღადებ: ვსცოდე მამაო ცად მიმართ და წინაშე შენსა.



მეორედ გალობისას შუაგულ ტაძარში ჰყოფს მოდრეკასა, წინაშე ანალოღიისა.


მგალობელთა: წიაღნი მამულნი განმიხვენ წყალობით, რომელმან ესე უძღებებით წარვაგე ცხოვრებაი ჩემი. სიმდიდრესა მას დაულევნელსა მოსავ ვარ კაცთ-მოყვარებისა შენისასა მაცხოვარ, დაგლახაკებულსა ამას სულსა ჩემსა ნუ უგულებელს-ჰყოფ. რამეთუ შენ უფალო - სინანულით გიღაღადებ: ვსცოდე მამაო ცად მიმართ და წინაშე შენსა.



მესამედ გალობისას ამბიონის წინ ჰყოფს მოდრეკასა.


მღვდელი დგას ამბიონზე შემოსილი მანტიითა, კუნკულითა და ოლარითა.
(თუ ლიტურგია აღესრულება ცხად-არს, რამეთუ იქმნების შემოსილი სრულად).


მღვდელმან: განახუენ გულისა შენისა ყურნი ძმაო, და ისმინე ხმაი უფლისა, რომელსა იტყვის: მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი ცოდვითა, და მე განგისვენო თქვენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ ზედა, და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთა.


აწ მიგება თვითოეულისა კითხვისა მიეც ღმერთსა შიშითა და სიხარულითა მოუმედგრებელად: გულის-ხმა-ჰყავ ესეცა, რამეთუ თვით მაცხოვარი ჩვენი, ყოვლადქებულისა დედისა თვისისა თანა, და წმიდათა ანგელოზთა და ყოველთა წმიდათა თანა აქა მდგომარე არს, სმენად სიტყვისა შენისა, მეძიებელი, რათა რაჟამს მოვიდეს განსჯად ცხოველთა და მკვდართა, მოგაგოს შენ.


არა ამისთვის რომელი აღიარე, და აღუთქვი, არამედ რომელიცა დაიცვა აღუარებელად. აწ ამიერითგან უკვე მოსრულხარ წინაშე ღმრთისა, გკითხავ, სიმშვიდით და მომიგე ჩვენ ყოვლითა კრძალულებითა.



მღვდელმან: რაისათვის მოსრულ-ხარ ძმაო შევრდომით, წმიდასა ამას მსხვერპლის შესაწირავსა და წმიდათა ამათ კრბულთა?


მიგება: მნებავს განშორება სოფლისაგან, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: ნებითა შენითა ღირს იქმნებია ანგელოზებრივსა ამას სახესა და წესსა გუნდთა მონაზონთასა?


მიგება: ჰე, ღმრთისა ძალითა, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: ხოლო რაჟამს აღგირჩევიეს კეთილი და სანატრელი ესე საქმე, უკეთუ გნებავს განსრულება კეთილისა საქმისა შრომითა, რუდუნებითა და ტკივილითა განსრულდების. ნებსით გონებითა შენითა მოხვალა წინაშე უფლისა?


მიგება: ჰე, ღმრთისა ძალითა, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: ანუ თუ ჭირისა რომლისაგანმე, გინა ძალითა იჯმენა?


მიგება: არა, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: დაადგრებია მონასტერსა განუშორებელად, ვიდრე უკანასკნელად აღმომშვინვადმდე?


მიგება: ჰე, ღმრთისა ძალითა, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: დაიცავა ქალწულებასა შენსა ყოვლითა გონიერებითა და სასოებითა?


მიგება: ჰე, ღმრთისა ძალითა, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: ცხოვრებასა შინა შენსა ვიდრე სიკუდიდმდე ჰყოფა მორჩილებასა უფროსისასა, და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათასა?


მიგება: ჰე, ღმრთისა ძალითა, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: დაითმენა ყოველსა ძვირისხილვასა, იწროებასა, ბოროტთა მიერ აღძრულსა მზაკვარებასა სასუფეველისათვის ცათასა?


მიგება: ჰე, ღმრთისა ძალითა, მაღალღირსო მამაო.


მღვდელმან: იხილე შვილო, რომელსა აღთქმასა აღუთქვამ მეუფესა ქრისტესა, რამეთუ ანგელოზნი აქ მდგომარე არიან უხილავად, და აღწერად აღსარებისა ამის შენისა, და ჰნებავთ მიღებად და დადებად კადნიერებით, მეორედ მოსლვასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა. განეშორე შენ სრულიად საწუთოსა ამის ამაოსა ცხოვრებისაგან მოხსენებითა უფლისათა, მოქალაქობისა მის შეერთებისათვის, და მიახლებითა შემთხვევად ღმრთისამიერითა ვედრებითა, განიშორე ყოველნივე სოფლისა ამის ზრახვანი. აჰა ესერა მოვედ შვილო, მოვედ და ჰმონე უფალსა. და უკეთუ გნებავს მონაზონებაი, წესი და განზრახვა მონაზონთა ჰყავ, და ყოვლითავე საქმითა განსწმიდე თავი შენი, ყოვლისაგან მწიკულევანებისა ხორცთასა და სულისა, რათა საუკუნოდ წმიდად გამოსჩნდე შიშითა ღმრთისათა. ჰქმენ სიმდაბლე, გონიერება, რათა მკვიდრ იქმნე საუკუნესა მას კეთილსა, უვნებელ იქმენ სოფლისა ამის ჩვეულებისაგან. გაქუსმცა მორჩილება მიუდრეკელი წინაშე ყოველთასა. უდრტვინველმცა ხარ დაწესებულსა მას მსახურებასა ზედა. ლოცვათა კეთილად მსმენელ, ვიდრე განსრულებადმდე. მღვიძარებასა შინა ნუ მცონარ. საცდურთა შინა ნუ სულმოკლე. მარხვასა შინა ნუ უსასო. გულისხმა-ჰყავ, რამეთუ მარხვითა, და ლოცვითა შეგიწყნარებს შენ ღმერთი. უძლურებასა შინა ნუ მრისხანე. კეთილად განმგებელ ბოროტთა გულისსიტყვათა ზედა. ნუმცა ინებებ შენ მოხსენებად პირველსა ამაოსა ამის სოფლისა გულისთქმათა, არამედ განაგდე მტერისა მიერი იგი საბრთხე, და სიძულვილი კეთილისმოქმედისა მოქალაქობისა. აჰა ესერა გისწავიეს და აწცა მნებავს უწყებად, და ხელისდადებად შენდა. შვილო, უკეთუ ერქუანსა ხელი დასდევ, და იწყე სლვად გზასა მას, რომელსა მიჰყავს მისლვად სასუფეველსა ღმრთისასა, ნურღარამცა უკუღმართხედავ, რამეთუ არავინ დასდვის ხელი ერქუანსა, სიტყვისაებრ სახარებისა, და უკუღმართხედავნ, და წარემართოს ორნატი მისი სასუფეველსა ცათასა. და აწ შვილო, ნურავინ გიყვარან, ნურცა ვის პატივსცემ უფროს ღმრთისა, ნუცა მამასა, ნუცა დედასა, ნუცა ძმათა, ნუცა ნათესავთა, ნუცა სუფევასა ქვეყანისასა, და ნუცაღა თავსა შენსა შეიყვარებ უფროს ღმრთისა. იხილე საყვარელო შვილო, ნუცა განსვენება, ნუცა სიჩჩოებრივი პატივი შეგიტყუებენ, და ნუცა სიგლახაკესა ევლტი, ნუცა შეურაცხება კაცობრივი, და ნუცა სხვა რაივე, რომელი ძნელგიჩნდეს, იგიმცა ნუ დაგაბრკოლებენ შენ შედგომად ქრისტესა. არამედ მარადის ერთგონებით და სასოებით იყოფოდე წინაშე ღმრთისა ცხოველისა და სახიერისა, და საუკუნოსა მას იგონებდე, რამეთუ მოწამეთა და ღირსთა მრავლითა შრომითა და ოფლითა, მრავლისა სისხლისა დათხევითა და სიკვდილითა თვისითა აღაშენეს სასძლო. ეგრეთვე შენცა შრომანი და ღვაწლნი თავს ისხენ, ვითარცა კეთილმან მხედარმან ქრისტესმან, რომელი მდიდრად მოწყალე არს და ჩვენთვის დაგლახაკნა, და მსგავს ჩვენდა იქმნა, რათა ჩვენ განგვამდიდრნეს სასუფეველსა თვისსა. რამეთუ ჯერ არს ჩვენდა ყოველივე მოხსენებად და თავსდებად, და ქმნად მცნებისა მისისა დღე და ღამე. რამეთუ თვით უფალმან ბრძანა: რომელსა ნებავს უკანა ჩემსა შემოდგომა, უარყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯვარი, და მომდევდინ მე. რათა განმზადებულ იყვნენ მარადის, ვიდრე სიკვდიდმდე ყოვლისა მცნებისა მისისა აღსრულებითა. უკეთუ დაითმინო შიმშილი, წყურვილი, შიშლოებანი, ყვედრებანი, ქენჯნანი, ექსორიობანი და სხვაიცა მრავალი განსაცდელი ღმრთისათვის, ცხოვრება შენთვის განემზადების. რაჟამს ესე ყოველი შეგემთხვიოს და კეთილად შეიწყნარო და მოითმინო, მაშინ გიხაროდენ, რამეთუ სასყიდელი შენი ფრიად არს ცათა შინა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



მღვდელმან: ვინაითგან ესე ყოველი აღიარე სასოებით ძალითა ღმრთისათა და წადიერებით წარემართე, განმზადებულარს ადგილი შეწყნარებად შენდა, უკეთუ დაიმარხო მცნება უფლისა, მადლითა ქრისტესითა.


მიგება: ჰე, ღმრთისა ძალითა, მაღალღირსო მამაო.



მღვდელმან: რომელი ყოველთა შემწყნარებელი ღმერთი არს და მრავალმოწყალე, რომელი განუღებს კარსა წყალობისასა, რომელნი მოვიდოდენ მისდა სურვილითა და სიყვარულითა მხურვალითა, რომელმან სთქვა: ვითარმედ დაივიწყნეს დედაკაცმან შვილნი თვისნი, ვიდრეღამცა მე დაგივიწყე შენ. რომელმან იგი იცის სურვილი შენი და მოსწრაფება, მოგცეს მან მის მიერიცა ძალი სრულყოფად მცნებათა მისთა. მან მხოლომან ხელი აღგიპყრას, შეგიტკბოს, შეგიწყნაროს და გეყავნ ზღუდე მტკიცე პირისაგან მტერისა, კლდე მოთმინებისა, მიზეზ ნუგეშინისცემისა, მომცემელ ძალისა, განმამრავლებელ გულსმოდგინებისა, თანაშემწე სიმხნისა, თანამყოფ შენ თანა დღე და ღამე, დამატკბობელ და მხიარულმყოფელ გულისა შენისა, ნუგეშინისმცემელ ნუგეშინისცემითა სულისა წმიდისათა, და ღირს-გყოს ნაწილსა წმიდათა და ნეტართა მამათა ჩვენთასა, ანტონის, ექვთიმის, საბასსა და მისთანათა (დედათათვის: წმიდისა პირველმოწამისა თეკლასსა, ევპრაქსიასსა, ოლიმპიადასა და ყოველთა მისთანათასა), – შენცა მათ თანა მკვიდრად გამოგაჩინოს სასუფეველსა ცათასა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს სიმტკიცე, დიდება, მეუფება და ძლიერება, მამისა, თანა სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



მოიდრიკოს მან თავი.


დასდებს მღვდელი მას ზედა საბეჭურსა და იტყვის ლოცვასა.


დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან ღირს-ჰყავ სჯულის დებად და განშორებად ყოვლისა დიდებისაგან, ნათესავთა და მოყვარეთაგან და შედგომად შენდა, შეივედრე მონაიცა ესე შენი (სახელი) განშორებული ყოველთა თვისთაგანთა, და შედგომილი წმიდისა მცნებისა შენისა. გამოუცხადე ამას ჭეშმარიტება შენი შემოვედრებულსა შენდა, ნუ ცალიერ-ჰყოფ, არამედ შეზღუდე ძალითა წმიდისა სულისა შენისათა, რათა ვერ უძლოს ამას ზედა შენგან განდგომილებისა საქმისა რომლისაგანმე ქმნად საბრთხითა მტერმან მან ბოროტმან. არამედ მოეც ამას მოთმინება, და ქმნა ყოვლისა კეთილისა საქმისა ნებისაებრ შენისა, ვედრებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთათა.

რამეთუ კურთხეულ-არს და დიდებულ ყოვლადპატიოსანი და დიდად შვენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალოგელთა: და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონმან: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.


მგალობელთა:შენ, უფალო.


მღვდელმან: უფალო ღმერთო ჩვენო, სასოებაო და ნუგეშინისმცემელო ყოველთა მოსავთა შენთაო, რომელმან გზანი იგი ცხოვრებისანი გვიჩვენენ, კაცთმოყვარებისათვის ქრისტეს შენისა, მოხედე მონასა ამას შენსა (სახელი), განშორებულსა ყოვლისა საეროსა გულისთქმათაგან, თვით თავით თვისით მოსრულსა წინაშე შენ მეუფისა, მსხვერპლად საცხოვრებელად და განსასვენებელად, განაშორენ ამისგან ყოველნი ხორციელნი გულისთქმათა სენნი და პირუტყვებრნი ვნებანი, რათა მოვიდეს შენდა გამოზრდად, მდგომარე წინაშე შენსა ყოვლისა საქმისა მავნებელისა მოხსენებად. ღირს-ჰყავ აღებად უღელსა ქრისტე შენისასა, და მსუბუქსა შენსა ტვირთსა, და აღებად ჯვარისა და შედგომად შენ მეუფისა. დაიცევ ესე სიწმიდესა შენსა, და მოანიჭე კეთილი გულის-ხმის-ყოფა, დაცვად წმიდათა მცნებათა შენთა, და აღრაცხილ-ჰყავ ჟამსა მას მოსლვისა შენისასა, კრებულთა მათ წმიდათა რჩეულთა შენთა თანა. მადლითა და კაცთმოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ - ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



მღვდელმან: აღიღოს სახარება, რომელსა ზედა ედვას მაკრატელი.


მღვდელმან: აჰა ესერა ქრისტე უხილავად აქა მდგომარე არს, იხილე, რამეთუ არავინ გაიძულებს მიღებად წმიდისა ამის სქემისა. იხილე, რამეთუ შენ თვისითა ნებითა გამოირჩიე ესე წინდი, დიდისა და ანგელოზებრივისა სქემისა.


მიგება: ჰე, მაღალღირსო მამაო, ნებითა ჩემითა.


მღვდელი ძირს აგდებს მაკრატელს.


მღვდელმან: მიიღე მაკრატელი და მომეც მე.


აღიღებს და მისცემს მაკრატელს მღვდელსა.


მღვდელმან: მიიღე მაკრატელი და მომეც მე.


აღიღებს და მისცემს მაკრატელს მღვდელსა.


მღვდელმან: მიიღე მაკრატელი და მომეც მე.


აღიღებს და მისცემს მაკრატელს მღვდელსა.


მღვდელმან: აჰა ესერა ხელისაგან ქრისტესისა მიიღებ ამას, იხილე თუ ვის შეერთები, მოუხდები, თუ ვის შეეწყნარები, ანუ ვისგან განეშორები.


ხელთ იპყრას მაკრატელი


მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი, რომელსა ნებავს ყოველთა კაცთა ცხოვრება, და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვა, რომელი იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.


მოჰკვეცოს ჯვრის-სახედ თმა, აღკვეცადსა მას.


მღვდელმან: ძმა ესე ჩვენი (სახელი) აღიკვეცს თმასა თავისა თვისისასა,


სახელითა მამისათა, ამინ.


და ძისათა, ამინ.


და სულისა წმიდისათა, ამინ.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



ასხურებს წყალს კაბას (ჩოხას) და შთააცმევენ მას.


მღვდელმან: ძმა ესე ჩვენი (სახელი), შეიმოსს სამოსელსა სიხარულისასა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



ასხურებს წყალს სარტყელს და მისცემს მას.


მღვდელმან: ძმა ესე ჩვენი (სახელი), შეირტყამს ძალსა ჭეშმარიტებისასა მოსაკვდინებელად ხორცთა, და განსაახლებელად სულისა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



ასხურებს წყალს საბეჭურს და მისცემს მას.


მღვდელმან: ძმა ესე ჩვენი (სახელი), მიიღებს საბეჭურსა, წინდად დიდისა და ანგელოზებრივისა სქემისა, სამოსლად უხრწნელებისა და სიმდაბლისა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



ასხურებს წყალს ანაფორას და შთააცმევენ მას.


მღვდელმან: ძმა ესე ჩვენი (სახელი) მიიღებს სამხრეთა დიდისა და ანგელოზებრისა სქემისათა, საბლარდნელად უხრწნელებისა და სიმართლისა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



ასხურებს წყალს ანაფორას და შთააცმევენ მას.


მღვდელმან: სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



ასხურებს წყალს მანტიას და შთააცმევენ მას.


მღვდელმან: ძმა ესე ჩვენი (სახელი), მიიღებს ბეჭედსა, დიდისა და ანგელოზებრივისა სქემისასა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



ასხურებს წყალს კუნკულსა და მისცემს მას.


მღვდელმან: ძმა ესე ჩვენი (სახელი), შეიმოსს კუნკულსა თავსა ზედა, სასოებასა ცხოვრებისასა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



ასხურებს წყალს სანდალთა და შთააცმევენ მას.


მღვდელმან: ძმა ესე ჩვენი (სახელი), შთაიცვამს სანდალსა, განმზადებად სახარებასა მშვიდობისასა, სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ვსთქვათ ყოველთა ამისთვის.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


რაჟამს ყოველნი შეჰმოსონ, იტყვიან შემდგომთაცა ლოცვათა.


დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: უფალო ღმერთო ჩვენო, შეიწყნარე მონა ესე შენი (სახელი) სულიერსა მას ეზოსა შენსა, და შერაცხე ესე სიტყვიერსა სამწყსოსა შენსა თანა, განსწმიდე ხორციელთაგან გულისსიტყვათა, და ამაოისა ამის სოფლისა საცდურისაგან, ახლისა ამის ცხოვრებითა, დასათრგუნველად მტერთა გამოაჩინე. ხოლო მოეც ამას მარადის ხსენებაი კეთილთა მათ განმზადებულთა მოყვარეთა შენთათვის, რომელთა ჯვარს-აცვნეს თავნი მათნი სოფელსა ამას სასუფეველისა შენისათვის. რამეთუ შენ ხარ მწყემსი და მხედველი, და ეპისკოპოსი სულთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ..



რაჟამს ყოველნი შეჰმოსონ, რომელიმე ძმათაგანი იტყვის ამას, ხმა-4:


შეიმოსეთ სამოსელი ცხოვრებისა, შეირტყთ სარტყელი სიწმიდისა, მიიღეთ სასწაული ჯვრისა, ფერხნი იგი სულიერნი შეიჭურენით მარხვისა საჭურველითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთა.


იხარებს სული ჩემი უფლისა მიმართ, რამეთუ შემმოსა მე სამოსელი ცხოვრებისა, და კვართი სიხარულისა, ვითარცა სიძესა დამადგა მე გვირგვინი, და ვითარცა სასძლოდ მიმავალი შემამკო მე სამკაულითა.



კვერექსი


დიაკონმან: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: ზეგარდამო მშვიდობისა, და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: სამეუფოისა ქალაქისა ამისა ჩვენისა და წმიდისა ამის მონასტრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: კეთილ-შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა, და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: ძმისა ამის ჩვენისა (სახელი), შეწევნისა და დაცვისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა უცოდველად, დაუსჯელად, და დაუბრკოლებელად იქმნეს სქემის მიღება, და წესისა ამის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა დაადგრეს ესე ყოვლითა სასოებითა, და სარწმუნოებითა შეუძრველად, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა განძარცულ იქმნას ამისგან ძველი იგი კაცი, და შემოსილ ახლითა ღმრთისა მიერ დამბადებელისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა შეენდვნეს და მიეტევნეს ცოდვანი ამისნი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა განეშოროს ყოვლისა სოფლისა გულისთქმათაგან, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა იხსნას ყოვლისა უძლურებისაგან, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, და დაგვიცვენ, ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


მღვდელმან: რამეთუ წმიდა ხარ ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია. (3-გზის).


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია.


რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია.


დიაკონმან: მოხედენ.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონმან: სიბრძნით.


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 6: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!


მგალობელთა: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!


მკითხველმან: (მუხლი): უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევსძრწუნდე.


მგალობელთა: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!


მკითხველმან: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა.


მგალობელთა: ვისა მეშინოდეს?!


დიაკონმან: სიბრძნით.


მკითხველმან: ეფესელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა საკითხავი.


დიაკონმან: მოხედენ.


სამოციქულო ეფესელთა VI, 10-17.


ძმანო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისათა; შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისა, რათა შეუძლოთ თქვენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა, რამეთუ არა არს ბრძოლა ჩვენი სისხლთა მიმართ და ხორცთა, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფებათა, სოფლის-მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთოისათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქვეშე. ამისთვის აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისა, რათა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რათა სდგეთ. მტკიცედ უკვე სდეგით, და მოირტყენით წელნი თქვენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭვი იგი სიმართლისა. და შეისხენით ფერხთა თქვენთა განმზადებულებაი სახარებისა მის მშვიდობისა. ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისა, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განხურვებულთა დაშრეტად; და ჩაფხუტი იგი ცხოვრებისა დაიდგთ და მახვილი იგი სულისა, რომელ-არს სიტყვა ღმრთისა.



მკითხველმან: ალილუია (3-გზის).


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


მკითხველმან: (მუხლი): ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი, და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი.


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


მღვდელმან: მათესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.


მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


დიაკონი: მოხედენ.



სახარება მათესი X, 37 — XI, 1.


ჰრქვა უფალმან: რომელსა უყვარდეს მამაი, ანუ დედაი უფროს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყვარდეს ძე ანუ ასული უფროს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს. და რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს. რომელმან მოიპოვოს სული თვისი, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, მან პოვოს იგი. რომელმან შეგიწყნარნეს თქვენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი წინასწარმეტყველისა მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისა მიიღოს. და რომელმან ასვას ერთსა მცირეთაგანსა სასმელი ერთი, წყალი გრილი, სახელად მოწაფისა, ამინ გეტყვი თქვენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი. და იყო რაჟამს დაასრულნა იესო ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა, წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა.



მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


დიაკონმან: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა კაცთ-მოყვარე, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, შენდობისათვის და ცოდვათა მიტევებისათვის მონისა ღმრთისა (სახელი).


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).


მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


მღვდელი მისცემს ჯვარსა ახალ აღკვეცილსა მას.


მღვდელმან: თქვა უფალმან: რომელსა ნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯვარი თვისი, და მომდევდინ მე.


მისცეს სანთელი აღნთებული.


მღვდელმან: თქვა უფალმან: ესრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი, და ადიდებდენ მამასა თქვენსა ზეცათასა.


ხმა-1.


გულისხმა-ვყოთ ძმანო, საიდუმლოისა ამის ძალი, რამეთუ ცოდვისაგან მამულთავე წიაღთა მომართ მოქცეულსა უძღებსა შვილსა, სახიერი იგი მამა მიეგებვის, და ამბორს-უყოფს, და კვალად დიდებისა სამკაულსა შეჰმოსს, და საიდუმლოდ სიხარულსა ჰყოფს ზეცისა ძალთა თანა, და დაგვიკლავს ჩვენ ჭამებულსა მას ზვარაკსა, რათა ჩვენ ვმოქალაქობდეთ ღირსად, კაცთ-მოყვარისა მის მიმართ, და დიდებულისა ზვარაკისა, რომელი დაიკლა ჩვენთვის, მაცხოვარი სულთა ჩვენთა.



დიაკონმან: სიბრძნით.


მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.


მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.


მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.


მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)


სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.


მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.


მგალობელთა: ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).



იქმნების შემთხვევა და განსრულდების ესრეთ სადიდებელად ღმრთისა.