მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მიწყალენ ჩვენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ მეუფისა სახიერისა ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩვენ უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო შეგვიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განგვირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, არამედ მოიხილე ჩვენ ზედა წყალობით ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსნენ ჩვენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, და ჩვენ ვართ ერნი შენი, და ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ, სახელი შენი წოდებულ არს ჩვენ ზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: გმადლობ შენ უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან მრავლითა წყალობითა შენითა, იხსენ მონა ესე შენი (სახელი), ამაოისა ამის სოფლისა ცხოვრებისაგან, და უწოდე ამას ნეტარებისა ამის აღთქმასა. ღირს-ჰყავ ესე ცხოვრებასა ღირსებით ანგელოზებრივისა მოქალაქობისასა, და დაიცევ ესე მახეთაგან ეშმაკისათა, და წმიდა-ჰყავ სული და ხორცი ამისი ვიდრე სიკვდიდმდე, რათა ტაძრად წმიდად ღირს-იქმნას. და გულისხმა-უყავ ამას ხსენებად შენდა ყოვლადვე, და შენთა ბრძანებათა. სიმდაბლე, სიყვარული, და სიმშვიდე მოანიჭე, მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: უღელსა შენსა მეუფეო, საცხოვრებელსა შეიწყნარე მონა ესე შენი (სახელი), და ღირს-ჰყავ ესე რჩეულთა სამწყსოსა შენისათა აღრაცხვად, და შეჰმოსე ამას სამოსელი ნათლისა, და სახიერებითა შენითა შეარტყ სიწმიდე წელთა ამისთა. და ყოველსა შინა საქმესა კეთილსა, აჩვენე ესე მტკიცედ მოღვაწედ, და ჩვენ სულიერთა მადლთა აღსრულებაი მოგვანიჭე, მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა.
მგალობელთა: ამინ.
სახელითა მამისათა, ამინ.
და ძისათა, ამინ.
და სულისა წმიდისათა, ამინ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ასხუროს აიაზმის წყალი შესამოსელთა და შეჰმოსოს მას სამორჩილე ჩოხა (კაბა), სარტყელი და სკუფია.
(არსებობს სხვა ტრადიციაც, როდესაც საბერო მორჩილად დადგინების დროს ჩოხასთან და სარტყელთან ერთად შეჰმოსავენ ანაფორით და კუნკულით. უკეთუ მღვდელთმთავრისაგან იყოს კურთხევას ჰყოფენ ესრეთ).
დიაკონმან: სიბრძნით.
მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.
მგალობელთა დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, და (მოიხსენოს ტაძრის წმინდის სახელი და ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).