მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა; აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა. განჰფინე მახვილი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთასა; არქუ სულსა ჩემსა: მხსნელი შენი ვარი მე. ჰრცხვენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლ-უკუნ იქცენ და სირცხვილეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთვის ძვირსა. იქმნენ იგინი ვითარცა მტვერი წინაშე ქარსა და ანგელოზმან უფლისამან აჭირვენ მათ; იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოზმან უფლისამან დევნნეს იგინი. რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საფრხისა მათისა და ამაოდ აყვედრებდეს სულსა ჩემსა. ეწიენ მათ საფრხე, რომელ არა უწყოდიან, და სანადირო რომელ დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საფრხესავე მათსა შეითხინედ. ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა. ყოველთა ძვალთა ჩემთა თქვან: უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იხსენ გლახაკი ხელთაგან უძლიერესთა მისთასა და გლახაკი და დავრდომილი მიმოდამტაცებელთაგან მისთა. რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და რაი-იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე. მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკვიდროება სულისა ჩემისა იზრახეს. ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძა და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს. ვითარცა ძმა და მეგობარი ჩვენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ; ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი. და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გვემანი და მე არა ვაგრძენ, განიყვნეს და არა შეინანეს. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილება ჩემი. აღგიარო შენ ეკლესიასა შინა დიდსა და კრებულსა შორის მრავალსა გაქებდე შენ. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თვალ-ჰყოფდეს თვალითა. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკვასა განიზრახვიდეს. განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქვეს: ვაშა, ვაშა! იხილეს თვალთა ჩვენთა. იხილე, უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ განმეშორები ჩემგან. განიღვიძე, უფალო, და მოჰხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო ჩემო და უფალო ჩემო, სჯასა ჩემსა. მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო და ნუმცა უხარის ჩემ ზედა. ნუ იტყვიედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა სულსა ჩვენსა! ნუცა იტყვიედ, ვითარმედ: შთავნთქათ იგი. ჰრცხვენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა უხაროდა ბოროტთა ჩემთათვის; შთაიცვედ სირცხვილი და კდემა, რომელნი მდიდრად იტყოდეს ჩემ ზედა. იხარებდენ და იშვებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება სიმართლე ჩემი და თქვედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშვიდობა მონისა შენისა. და ენა ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და მარადღე ქებასა შენსა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: უფალო ღმერთო ჩვენო, ღმერთო ძალთაო, ძლიერო ძალითა და მტკიცეო ბრძოლასა შინა, რომელმან ძველად სათნოსა შენსა დავითს, საკვირველი ძალი მიანიჭე, ძლევად წინააღმდგომისა მგმობრისა მის გოლიათისა, შენ აწცა მოწყალებით მიითვალენ მდაბალნი ესე ვედრებანი ჩვენნი, საჭურველთა ამათ ზედა კურთხევა შენი ზეციერი გარდამოავლინე, და მონათა ამათ შენთა, (სახელები) ტვირთვად ამისა განსამტკიცებელად და შესაწევნელად წმიდისა ეკლესიისა შენისა, ქვრივთა უკვე და ობოლთა, და ქვეყანასა ზედა მყოფთა, წმიდისა სამკვიდრებელისა შენისა კეთილის მოსურნეთა, ძალი და ძლიერება მოანიჭე, და წინაშე ყოველთა მტერთა ბანაკებისა, მქადებელ და მაშინებელ, ჰქმენ ესე და მარადის ძლევა შემოსილად გამოაჩინე სადიდებელად შენდა. რამეთუ შენ ხარ ძალი და სიმტკიცე ჩვენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
კურთხევა უფლისა ღმრთისა სამწმიდაობით დიდებულისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, სხურებითა წმიდისა ამის წყლისათა, გარდამოხდეს და დაადგრეს საჭურველსა ამას, და მტვირთველთაცა ზედა მათთა შემწედ და მფარველად ქრისტეს ჭეშმარიტებისა, ამინ.
მხნე იყავნ და განძლიერდინ გულნი თქვენნი და სძლიეთ მტერთა თქვენთა, და ესევდით უფალსა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.
მიუპყრობს მათ სამთხვევად ჯვარსა.
დიაკონმან: სიბრძნით.
მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.
მგალობელთა დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, და (მოიხსენოს ტაძრის წმინდის სახელი და ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).