მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
კურთხეულ-არს უფალი ღმერთი ჩემი, რომელმან ასწავა ხელთა ჩემთა ღვაწლი და თითთა ჩემთა ბრძოლა. წყალობაო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, შემწეო ჩემო და მხსნელო ჩემო; შესავედრებელი ჩემი, და მე ვესავ მას, რომელმან დაამორჩილა ერი მისი ჩემ ქვეშე. უფალო რა არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას, ანუ ძე კაცისა, რამეთუ შეჰრაცხე იგი? კაცი ამაოებასა მიემსგავსა და დღენი მისნი ვითარცა აჩრდილნი წარვლენ. უფალო, მოდრიკენ ცანი და გარდამოხედ; შეახე მთათა და კუმოდიან. გამოაბრწყინვენ ელვანი და განაბნინე იგინი, გამოავლინენ ისარნი შენნი და შეაძრწუნნე იგინი. გამოავლინე ხელი შენი მაღლით, მიხსენ და განმარინე მე წყალთაგან მრავალთა, ხელთაგან შვილთა უცხო თესლთასა, რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯვენე მათი იყო მარჯვენე სიცრუვისა. ღმერთო, გალობითა ახლითა გაქებდე შენ და ათძალითა საფსალმუნისათა გიგალობდე შენ, რომელმან მისცა ცხოვრება მეფეთა, რომელმან იხსნა დავით მონა თვისი მახვილისაგან ბოროტისა. მიხსენ და განმარინე მე ხელთაგან შვილთა უცხო თესლთასა, რომელთა პირი იტყოდა ამაოებასა, და მარჯვენე მათი იყო, მარჯვენე სიცრუვისა. რომელთანი ძენი მათნი ვითარცა ახალ-ნერგნი განმტკიცებულ არიან სიჭაბუკესა შინა მათსა, ასულნი მათნი განშვენებულ არიან და აღმკულ, ვითარცა მსგავსება ტაძრისა, საუნჯენი მათნი სავსე არიან და გარდაეცემიან ურთიერთას, ცხოვარნი მათნი მრავლის მშობელ არიან, განმრავლებულ გამოსავალსა მათსა, და ზროხანი მათნი ზრქელ არიან, არა არს დაცემა ზღუდისა, არცა განსავალ, არცა ღაღადება უბნებსა მათსა. ჰნატრეს ერსა მას, რომლისა-ესე ესრეთ არს; ნეტარ არს ერისა მის, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი.
ჩვენ თანა არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
ისმინეთ ესე ვიდრე დასასრულადმდე ქვეყანისა.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
განძლიერებულნი ეგე იძლიენით.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
უკეთუ კვალად განძლიერდეთ, და კვალადცა იძლიენით.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
და ზრახვაი, რომელი იზრახოთ, განვეაქარვოს ღმერთმან.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
და სიტყვასა, რომელსა იტყოდეთ, არა დაადგრეს თქვენ შორის.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
ხოლო შიშისა თქვენისაგან არა გვეშინის, არცა შევსძრწუნდეთ.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
უფალი ღმერთი ჩვენი წმიდა ვჰყოთ, და იყოს იგი თქვენდა შიშ.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
და უკეთუ მისსა მოსავ ვიყვნეთ, იყოს იგი ჩვენდა სიწმიდე.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
და უკეთუ მოსავ მისსა ვიყვნეთ, ვსცხოვნდეთ მის მიერ.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
ერი რომელი ვიდოდა ბნელსა შინა, იხილა ნათელი დიდი.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
რომელნი სხდეს სოფელსა, და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი გამოუბრწყინდა მათ.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა, და ძედ მოგვეცა ჩვენ.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
რომლისა მთავრობა მისი ზედა მხართა მისთა.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
და მშვიდობისა მისისა არა არს საზღვარი.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
და რქვიან მას სახელი, დიდისა ზრახვისა ანგელოზი.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
საკვირველი თანა მზრახველი.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
ღმერთი ძლიერი და ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
მამა მერმეთა მათ საუკუნეთა.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
ჩვენ თანა არს ღმერთი, სცანთ წარმართთა და იძლიენით.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რამეთუ ჩვენ თანა არს ღმერთი.
შეგიყვარო შენ, უფალო ძალო ჩემო, უფალო, დამამტკიცებელო ჩემო, შესავედრებელო ჩემო და მხსნელო ჩემო. ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქა ცხოვრებისა ჩემისა და ხელის აღმპყრობელი ჩემი. ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე. გარე-მომადგეს მე სალმობანი სიკვდილისანი და ღვართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე; სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკვდილისანი. ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ხმისა ჩემისა და ღაღადებაი ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა. და იძრა და შეძრწუნდა ქვეყანა და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი. ახდა კვამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკვერცხალნი აღეგზნნეს მისგან. და მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა და ნისლი ქვეშე ფერხთა მისთა. და ახდა ქერუბიმთა ზედა და აფრინდა, და აფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა. და დადვა ბნელი საფარველად მისა და გარემოის მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა. ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყვა და ნაბერწყალი ცეცხლისა. და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ხმა თვისი. მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი. და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა. გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა. მიხსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის. მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა. და გამომიყვანა მე ფართოდ; მიხსნეს მე, რამეთუ მინება მე. და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთასა მომაგოს მე. რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან; რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან. და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უსჯულოებისა ჩემისაგან. და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ხელთა ჩემთასა წინაშე თვალთა მისთა. წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოისა თანა უბრალო იყო, და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუისა მისგან განეშორო. რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თვალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე; რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო, ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი; რამეთუ შენ მიერ ვიხსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავხდე ზღუდესა. ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყვანი უფლისანი გამოხურვებულ; შესავედრებელ არს იგი ყოველთათვის, რომელნი ესვენ მას. რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ, გარნა ღმრთისა ჩვენისა? ღმერთი, რომელმან გარე შემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზა ჩემი; განამტკიცნა ფერხნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე. განსწავლენ ხელნი ჩემნი ღვაწლსა და ჰყვენ მშვილდ რვალისა მკლავნი ჩემნი. და მომეც მე შემწე მაცხოვარებისა და მარჯვენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღვრებამან შენმან ამან განმსწავლოს მე. ფართო ჰყვენ სლვანი ჩემი ქვეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი. ვდევნე მტერნი ჩემნი და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ. ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად, დაეცნენ იგინი ქვეშე ფერხთა ჩემთა. და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქვეშე. და მტერნი ჩემნი მომცენ მე მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ. ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ, უფლისა მიმართ, და არა ისმინა მათი. და დავაწულილნე იგინი ვითარცა მტვერი წინაშე პირსა ქარისასა და ვითარცა თიხა უბნისა დავთრგუნნე იგინი. მიხსნე მე ხდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა; ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე, მორჩილებითა ყურისათა ისმინა ჩემი; შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან. ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისა. ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქვეშე. მხსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და კაცისა უკეთურისაგან მიხსნე მე. ამისთვის აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე. განადიდე ცხოვრება მეუფისა და ყოფად წყალობა ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
დიაკონმან: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: ზეგარდამო მშვიდობისა, და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისკოკოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: სამეუფოისა ქალაქისა ამისა ჩვენისა და წმიდისა ამის მონასტრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: კეთილ-შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა, და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: რათა არა მოიხსენოს ცოდვანი და უსჯულოებანი ჩვენნი, არამედ სახიერ და მწყალობელ გვექმნეს ჩვენ უღირსთა მონათა თვისთა განსაცდელთა შინა მყოფთა, და გვიხსნეს ჩვენ მტერთა ჩვენთაგან, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: რათა აკურთხნეს დროშა ესე სამხედრო ზეციურითა კურთხევითა თვისითა, საშინელ და შესაძრწუნებელ ყოველთა მტერთა ჩვენთა ჰყოს ესე, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: რათა სარწმუნოსა მხედრობასა თვისსა, დროშისა ამის მტვირთველსა, და მას ზედა მზირალსა, კადნიერეაბა, ძალი და სიმტკიცე, შემუსრვა და დათრგუნვა, ძალისა წინააღმდგომთა ჩვენთასა მოწყალებით მოანიჭოს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: რათა ყოველთა მტერთა ჩვენთა დროშათა ამათ ზედა მზირალთა, კადნიერება მოშიშებად, ძალი უძლურებად, და სიმხნე სულ-მოკლეობად და ლტოლვად შეეცვალნეთ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: რათა მოანიჭოს ძალი და ძლიერება ქრისტეს მოყვარესა მხედრობასა მხნედ და ახოვნად წინააღმდგომთა ყოველთა მტერთა და მბრძოლთა მარადის გამოაჩინოს, და მონათა თვისთა მშვიდობა და სიმტკიცე, და ყოველთა ჭირთა და განსაცდელთა, და მტერთა მზაკვარებათაგან მსწრაფლი თავისუფლება მოანიჭოს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: რათა მშვიდობა და დიდება დაემკვიდროს ქვეყანასა შინა ჩვენსა, და გვიხსნნეს ჩვენ ყოველთაგან მტერისა მზაკვარებათაგან და უბადრუკებასა შინა ყოფისაგან, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: რათა არა მიგვცნეს ჩვენ დათრგუნვად, და აოხრებად მტერთა და მბრძოლთა ჩვენთა, არამედ ყოველი კადნიერება მათი ლტოლვად შესცვალნეს, და მკლავნი მათნი შემუსრნეს, და ქვეშე ფერხთა მორწმუნეთა თვისთასა, დაამორჩილნეს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: რათა სირცხვილითა და უპატიოებითა აღავსნეს პირნი წინააღმდგომთა ჩვენთანი, ხოლო გული მათი შიშითა და ძრწოლითა, და ანგელოზი უფლისა იქმნეს მდევნელ და დამთრგუნველ მათდა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: რათა მშვილდ რვალისა ჰყვნეს მკლავნი მორწმუნეთა თვისთანი, და განამტკიცნეს მარჯვენე მათი, ძალითა ძლიერებისა თვისისათა, ძლევად და დათრგუნვად მტერთა და მბრძოლთა, რომელნი აღდგომილ არიან ჩვენ ზედა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: რათა შესცვალნეს ყოველი მწუხარება და ურვა ჩვენი, შვებად და სიხარულად, და ძვირხილულება მტკიცედ მშვიდობად და ყოველთაგან მტერისა მზაკვარებათა მარადის უძლეველად გამოგვაჩინოს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: რათა შემუსრნეს ფარი საჭურველი, და მბრძოლი ყოველთა ჩვენთანა მბრძოლთა, და ქვეშე ფერხთა ქრისტეს მოყვარესა მხედრობასა დაამორჩილნეს იგინი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: რათა დაუშრეტელი უძლეველი და მძლეველი ძალი, სიმტკიცე და სიმხნე ახოვნებითურთ, ქრისტეს მოსახელესა მხედრობასა ჩვენსა მისცეს, დათრგუნვად მტერთა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: რათა მოსცეს ხსნა სარწმუნოთა მონათა თვისთა ზედა, დასხმისაგან უცხოთესლთასა, და ყოველთა ბრძოლისა მნებებელთა კაცთაგან და ლაშქართა მოსლვისა, არამედ ღრმასა მშვიდობასა შინა დაიცვას ეკლესია და ღმრთივდაცული ერი ჩვენი, მხედარნი და მხედართმთავარნი და მტერთა ზედა ძლევა მარადის მოანიჭოს მათ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, და დაგვიცვენ, ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: რამეთუ შენ ხარ ძალი და სიმტკიცე ერთა შენთა, და შენდა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ღმერთი უფალი, და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მგალობელთა: ღმერთი უფალი, და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
დიაკონმან: აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუხლი: – ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუხლი: – არა მოვკვდე არამედ ვსცხონდე და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მგალობელთა: ღმერთი უფალი, და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
დიაკონმან: ლოდი რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთა.
აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ — უფალო, დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რომელი ამაღლდი ნებსით ჯვარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა წყალობანი შენნი მოგვანიჭენ ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღმრთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა და ძლევაი მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა შემწედ აქუსთ შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯვარი შენი ყოვლად-ძლიერი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შესავედრებელო საშინელო ურცხვენელო, ყოვლად-საგალობელო ღმრთისმშობელო, სახიერო მცველო უბრძოლველო, მიითვალე ვედრება ჩვენი უღირსთა ამათ, დაამტკიცე მართლმადიდებლობა, აცხოვნე რომელთა იგი ბრძანე მეფობა, და ზეგარდამო ძლევა მოანიჭე მათ ქრისტეს ღმრთისა მიერ, რომელი ჰშევ შენ მხოლოო კურთხეულო.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: ყოვლად ძლიერო და ყოვლად საუკუნეო ღმერთო ჩვენო, მამაო უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესო, რომელი ყოვლისა სოფლისა შემოქმედი ხარ, და ყოვლისა დაბადებულისა კურთხევა, და მძლეთა სიმტკიცე, მოიხილე მოწყალითა თვალითა შენითა, ჩვენ მდაბალთა და უღირსთა მონათა შენთა ზედა, და ვედრებასა ჩვენსა ზედა და დროშასა ამას, რომელი განგვიმზადებიეს საქმესა ზედა ბრძოლისასა, ზესთა კურთხევითა შენითა მოხედენ, აკურთხენ და განსწმიდენ ესე, რათა ექმნას სარწმუნოსა მხედრობასა შენსა წინააღმდგომთა წარმართთა ზედა მწედ და ცხადად საძლეველად. და რათა დაცვითა შენითა შეზღუდვილმან, აოტნეს ყოველთა ბრძოლათა ჩვენთა ბანაკნი, და მტერთა ქრისტიანეთა ნათესავთა, საშინელ და შესაძრწუნებელად გამოჩნდეს იგი მარადის, ხოლო მორწმუნეთა შენთა, შენ ზედა მსასოებელთა ექმნას ცხადად იმედად ძლევისად, კადნიერებად და სიმტკიცედ, ხოლო ლოცვითა შენითა განმტკიცებული, და ანგელოზთა შენთა დაბანაკებით გარეშეზღუდვილი, ცხად ექმნას მონათა შენთა სასწაულად მხიარულებისა და ძლიერებისა, სასწაულად ძლევისა და გულოვნობისა, და ახოვნებისა წინააღმდგომთა ზედა, რამეთუ შენ ხარ მეუფე მშვიდობისა, და ღმერთი შემმუსრველი ბრძოლისა, და ძლიერებისა მომცემელი შენ ზედა მსასოებელთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ თანა მხოლოდ შობილით ძით შენით, და ყოვლად წმიდით და სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და დაუსრულებელსა შინა საუკუნესა, უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან ისმინე მოსესი განმპყრობელისა შენდამი ხელთა თვისთასა, და ერნი ისრაელთანი განაძლიერენ ამალეკსა ზედა, და ისუ ნავეს მეწყუსა შეუნდევ მზისა ყენებად სახედ ძლევისა, შენ აწცა ისმინე ჩვენ მვედრებელთა შეკრებულთა ამათ მხედრობათათვის. აკურთხენ და განაძლიერენ იგინი, და მოეც მათ გული მამაცებრი, წინააღმდგომთა მტერთა ზედა, ანგელოზი ნათლისა მოუვლინე მათ, საშინელი, შემაძრწუნებელი და მაბრკოლებელი მტერთა, და მდევნელი და გულთა მათთა მომაუძლურებელი, და კადნიერებისა ლტოლვად გარდამაქცეველი. განაშორე მონათა შენთაგან, აწ ბრძოლად განმავალთა და ჩვენ ყოველთაგან, ყოველი სიყმილი და რისხვა, და გვიხსენ ჩვენ ცეცხლისაგან, მახვილისა, ზედა დასხმისაგან მტერთასა, და ყოვლისაგან წინააღმდგომისა ამბოხებისა. მოგზაურ ექმენ მათ, და მოეც მათ ყოველი საცხოვრებელი თხოვა, ასწავენ და გულისხმიერ ჰყვენ, აცხოვნენ, და დაიცვენ და დაიფარენ, განსწმიდენ და სულიერითა სიხარულითა აღავსენ იგინი. სულთა და ხორცთა მათთა შემწე და მფარველ ექმენ; და ვითარცა სახიერმან, მოწყალემან და კაცთ-მოყვარემან მიტევება ცოდვათა მიანიჭე მათ, დღესა მას სასჯელისასა, შეიწყალენ იგინი და ჩვენცა ყოველნი, და გვაკურთხენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა; რათა შენ მიერ შეწევნისა და შეწყნარებისა, და ხსნისა მიმღებელნი, დიდებასა და მადლობასა ყოვლითურთ დაუბრკოლებელად აღვავლენდეთ, რამეთუ შენ ხარ ძალი და სიმტკიცე ერთა შენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მხოლოდ შობილით ძით შენით და ყოვლად წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: იკურთხევის და განიწმიდების დროშა ესე, ძლიერად და სიმტკიცედ, ქრისტეს მოსახელესა მხედრობისა, და საძლეველად ყოველთა მტერთა ზედა, სხურებითა წმიდისა ამის წყლისათა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.
უკეთუ ეპისკოპოსი მოქმედებდეს ამას, დაიდგამს მიტრასა და დაჯდების ადგილსა ზედა თვისსა; ხოლო უკეთუ მღვდელი არს არა დაჯდების, არამედ მდგომარე მიიღებს დროშასა და მისცემს ხელთა შინა მას, რომელსაცა აქვს პატივი, ხოლო იგი მუხლთ-მოდრეკით მიიღებს დროშას.
მღვდელმან: მიიღე დროშა ესე ზესთა კურთხევითა განწმედილი, და იყავნ ესე საშინელ მტერთა ქრისტიანეთა ნათესავთა, და შესაძრწუნებელ, და მოგცეს შენ უფალმან მადლი, რათა სადიდებელად ყოვლად წმიდისა სახელისა მისისათა, სიმხნით განვლიდე მათ მტერთა ბანაკებსა უვნებელად, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.
ჯვარი დასახოს და ჰრქვას: მშვიდობა შენდა.
მიიღებს დროშას და ემთხვევის მღვდელსა მარჯვენისა ზედა.
აკურთხევს სხვათაცა მხედართა და ეტყვის: კურთხევა უფლისა იყავნ თქვენ ყოველთა ზედა, ხოლო თქვენ მხნე იყვენით, და განძლიერდინ გულნი თქვენნი, და ესევდით უფალსა, რამეთუ იგი სძლევს მტერთა ჩვენთა, ამინ.
და ასხურებს ყოველთა აიაზმის წყალსა, ჯვარით დამსახველი მათ ზედა.
მგალობელთა: ღმერთო რომელი შეეწიე მშვიდსა დავითს, დაცემად უცხო თესლისა, აწცა მორწმუნეთა მხედართა ჩვენთა შემწე ეყავ, და საჭურველითა ჯვარისათა დაამხვენ მტერნი ჩვენნი, აჩვენე ჩვენ ზედა ძველთაგანი კეთილ-მოწლეობა წყალობისა შენისა, რათა სცნან ჭეშმარიტად, რამეთუ შენ ხარ ღმერთი, და შენდა მსასოებელნი ვსძლევთ ჯერისაებრ, მვედრებელნი ყოვლად წმიდისა დედისა შენისა, მონიჭებად ჩვენდა დიდისა წყალობისა.
დიაკონმან: სიბრძნით.
მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო, დიდება შენდა.
მგალობელთა დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, და (მოიხსენოს ტაძრის წმინდის სახელი და ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნნეს ჩვენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).