მღვდელმან: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო შეგვიწყალენ.
შემქმნელო და შემოქმედო კაცთა მოდგმისაო, მომმადლებელო მადლთა სულისათაო, მომცემელო საუკუნო ცხოვრებისაო თვით უფალო, მოავლინე სული შენი წმიდა ზეგარდამოითა კურთხევითა ნივთსა ამას (სახელი) ზედა, რათა შეურვილი ზეციურისა მფარველობისა ძალითა, ამისა მოხმარებისა მოსურნეთა შემწე ექმნას ხორციელსა ხსნასა და მფარველობასა და შეწევნასა ზედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ, ამინ.