მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

კურთხევა მიტრისა

 

მღვდელმან: - უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.


მრავალმოწყალეო და ქველის-მოქმედო ღმერთო, რომელსა გიპყრიეს კიდენი ქვეყანისანი, რომელმან დაამტკიცე სოფელი და შემკულ-ყავ გვირგვინითა, რომელი გვირგვინოსან-ყოფ მოწამეთა შენთა, რომელთა სახელისათვის შენისა სისხლი დათხიეს, რომელმან დიდებისა გვირგვინითა შეამკევ წინასწარ-მეტყველი შენი დავით და დაუდგინე მეფედ ერსა შენსა, რომელი განუმზადებ გვირგვინსა დაუჭკნობელსა მოლტოლვილთა შენდამი, შენ აწცა, საკვირველმოქმედო უფალო, აკურთხე გვირგვინი ესე და მოანიჭე ამას მადლი სულისა შენისა წმიდისა, და ჰყავ კურთხეულ და შემმოსველი ამისი (დეკანოზი, არქიმანდრიტი, ან ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი, მამამთავარი) (სახელი) განაძლიერე მსახურებასა შენსა და ექმენ მფარველ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა, რამეთუ შენ ხარ მწყემსი და მხედველი და ეპისკოპოსი სულთა და შენდა დიდებასა აღვავლენთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.