აღსავლის კარის წინ განმზადებულ ტაბლაზე დავდებთ ახალსა შესამოსელსა. გაიღება - აღსავლის კარი. მღვდელი ოლარითა და ფილონით შემოსილი გამოვალს აღსავლის კარით სასაკმევლითა და უკმევს ტაბლას გარშემო ჯვრის სახით 3-გზის და ხატთა მაცხოვრისა და ღმრთისმშობლისათა. დადგება ტაბლის წინ სახით საკურთხევლისკენ და იწყებს ჩვეულებისამებრ:
მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
აჰა ესერა რაი-მე კეთილ, ანუ რაი-მე შვენიერ, არა-მე დამკვიდრება ძმათა ერთად? ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წვერთა ზედა, წვერთა ზედა აარონისათა, რომელი გარდამოვალნ სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა; ვითარცა ცვარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა; რამეთუ მუნ ამცნო უფალმან კურთხევა და ცხოვრება უკუნისამდე.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: უფალო ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელი დასაბამითგან სარგებელად კაცთა ნათესავისა ყოველსავე მოქმედებ, რომელმან ინებე ქმნად ტაძარნი ხელითა კაცთათა სახელისა შენისათვის წმიდისა, და განწმედად მათდა სადიდებელად შენდა და წოდებად მათდა ადგილ საყოფელ დიდებისა შენისა; რომელმან უბრძანე მონასა შენსა მოსეს ყოფად მღვდელთ-მთავართა, სამღვდელოთა და ლევიტელთა შესამოსელნი და სხვანი თითოსახენი სამკაულნი დიდად-შვენიერებისა და ქმნულ-კეთილობისათვის სიწმიდისა და საკურთხეველისა შენისა; შეისმინე აწცა წყალობითა შენითა ვედრება ჩვენი, და შესამოსელნი ესე (სტიქარი, ოლარი, სარტყელი, სამკლავენ), ენქერი და ფილონი), განმზადებულნი პატივად და დიდებად ყოვლადწმიდისა სახელისა შენისა, ხოლო სამკაულად და დიდად-შვენიერებად მსახურთა წმიდისა შენისა საკურთხეველისა და წმიდათა შენთა საიდუმლოთათა, ჩემ მდაბლისა და უღირსისა მონისა შენისა მიერ აკურთხენ და განწმიდენ, რათა ღირს იქმნენ მსახურებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა, და გამოჩნდენ ღირსად ყოვლისა დიდებისმეტყველებისა, ყოვლად-წმიდისა სახელისა შენისა, ხოლო სამღვდელოთა მსახურთა შენთა, შემმოსველთა მათთა, ექმნენ განმარინებელ და მფარველ ყოველთა მანქანებათა და საცთურებათაგან მტერისათა, ხოლო სათნო-ყოფა შენდა და ღირსად მსახურებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა, დამკვიდრებად შენისა მადლისა და მოწყალებისა, – მადლითა და წყალობითა და კაცთ-მოყვარებითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, ყოვლად-წმიდით სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მეუფეო ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო, ყოვლისა სახიერებისა მომნიჭებელო და განწმენდისა წყაროო, მოხედენ აწ ლოცვასა ჩემსა და შესამოსელნი ესე (სტიქარი, ოლარი, სარტყელი, სამკლავენი, ენქერი და ფილონი), სამღვდელოთა მსახურთა შენთა შემამკობელად და შვენიერებად ქმნულნი, მადლითა ყოვლად-წმიდისა სულისა შენისა, სხურებითა წმიდისა ამის წყლისათა ყვენ წმიდა და კურთხეულ, ხოლო ყოველნი შემმოსველნი მათი — ღირს მსახურებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა და სათნო-ყოფად შენდა ყოვლადვე.
მგალობელთა: ამინ.
იკურთხევის და განიწმიდების შესამოსელი ესე (სტიქარი, ოლარი, სარტყელი, სამკლავენი, ენქერი და ფილონი), მადლითა ყოვლად-წმიდისა სულისათა და სხურებითა წმიდისა ამის წყლისათა, სახელითა მამისათა, და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ. (3-გზის).
უკეთუ ეგულებოდეს მეყსეულად ჟამისა შეწირვად, არღა იქმს განტევებასა, არამედ შეიმოსავს შესამოსელთა მათ წმიდასა საკურთხეველსა შინა, შეიმოსების და იწყებს მსახურებად. ხოლო უკეთუ არა იქმნების მსახურება, ჰყოფს ჩვეულებისაებრ განტევებასა და შეაბრძანებს შესამოსელთა მათ საკურთხეველად, და დადებს წმიდასა ტრაპეზსა ზედა.
დიაკონმან: სიბრძნით.
მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
მღვდელმან ჩამოლოცვა: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).