დასდგამენ ტაბლასა, _ პატიოსნად დაფარულსა, წინაშე წმიდათა ბჭეთა, და დაალაგებენ მას ზედა ჭურჭელთა. მღვდელი გამოვალს _ აღსავლის პარით, (შემოსილი ოლარითა და ფილონითა) და აკმევს ტაბლასა ჯვარის სახედ 3-გზის და ხატთა მაცხოვრისა და ღმრთისმშოგლისათა. დადგება ტაბლის წინ სახით საპურთხევლისკენ და იწყებს ჩვეულებისამებრ.
მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და დის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
უფალმან მმწყსოს მე და მე არა მაკლდეს. ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე. წყალთა ზედა განსასვენებელთასა გამომზარდა მე. მოაქცია სული ჩემი და მიძღოდა მე გზათა სიმართლისათა სახელისა მისისათვის. ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ. კვერთხმან შენმან და არგანმან შენმან, ამათ ნუგეშინის-მცეს მე. განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლა, წინაშე მაჭირვებელთა ჩემთა. განაპოხე ზეთითა თავი ჩემი. და სასუმელმან შენმან დამათრო მე, ვითარცა ურწყულმან. წყალობა შენი, უფალო, თანა-მავალ მეყავნ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. დამკვიდრებად ჩემდა სახლსა უფლისასა, განგრძობასა დღეთასა.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო!
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა!
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან მოეც მონასა შენსა მოსეს სჯული, განმართლება და მსახურებანი და ბრძანე წმიდასა შინა შენსა, აღშენებულსა სადიდებელად ყოვლად-წმიდისა სახელისა შენისა, ქმნა და კურთხევა ჭურჭელთა ოქროსა და ვერცხლისათა, შესაწირავად თითოსახეთა მსხვერპლთა შენდა, ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩვენისა, რომელნიცა იყვნენ აჩრდილნი ოდენ და სახენი აწინდელისა ჭეშმარიტისა უსისხლოისა მსხვერპლისანი, შენ აწცა, კაცთ-მოყვარეო უფალო, აკურთხე ფეშხუმიცა ესე, ბარძიმი, ვარსკვლავი და კოვზი, დაფარნითურთ მათით, და განწმიდენ ესენი ძალითა, მოქმედებითა და მადლითა ყოვლად-წმიდისა და ცოხველს-მყოფელისა შენისა სულისა, რათა მათ ზედა შეწირულ იქმნებოდის ჭეშმარიტი, ცხოველი, უსისხლო და სიტყვიერი მსხვერპლი – ყოვლად-წმიდა ხორცი დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ძისა შენისა, რომელმან ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის თავი თვისი მსხვერპლად კეთილ-მითვალულად სამსხვერპლოსა ზედა ჯვარისასა შენდა, ღმრთისა და მამისა თვისისა, შეწირა, რამეთუ შენდა, მხოლოდ-შობილით ძით, და ყოვლად-წმიდით და სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელი მოდრეკითა თავისა თვისისათა იტყვის ლოცვასა ამას საიდუმლოდ.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელი ასხურებს აიაზმის წყალს და იტყვის:
წმიდა-იქმნებიან ჭურჭელნი ესე მადლითა ყოვლად-წმიდისა სულისათა, სხურებითა წმიდისა ამის წყლისათა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ. (3-გზის).
უკეთუ მეყსეულად ეგულების მსახურებად, აღიღებს მღვდელი ჭურჭელთა მათ, შეაბრძანებს საკურთხეველსა შინა და დააბრძანებს სამსხვერპლოსა ზედა. ხოლო უკეთუ მსახურება არა იქმნების, ჰყოფს მღვდელი ჩვეულებისაებრ ბანტევებასა დღისასა, შეაბრძანებს ჭურჭელთა მათ საკურთხეველში და დაჰმარხავს მათ სადიაკონესა შინა.
დიაკონი: სიბრძნით.
მღვდელი: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
მღვდელი: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
– უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
- სახელითა უფლისათა უწმიდესო და ნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
მღვდელი: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).