მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

სამსახურებელთა ჭურჭელთა კურთხევა

 

ეკლესიათა სამსახურებელთა ჭურჭელთა გინა რასაცა ვინმე შესწირვიდეს

 

პირველ ეკლესიისა მიღებამდე მოამზადის, რამეთუ ძღვენსა შესწირავს მეუფისა; დასავალსა კარსა ეკლესიისასა მოვიდეს ძღვენითა და რასა-იგი შესწირვიდეს, ჭურჭელსა ზედა წმიდასა დადვას და აღიღოს კაცმან მან, რომელი შესწირვიდეს, და დაიდგას თავსა ზედა თვისსა. და აღანთოს მღვდელმან კელაპტარნი და საცეცხლური. და თუ ესვას მას კაცსა ცოლი, ანუ მამა, ანუ დედა, გინა ძმა, გინა და, გინა შვილი, თანა დაიდგინნეს და მღვდელნი წინა-უძღოდიან და ფსალმუნსა ამას იტყოდიან:


ფსალმუნი 99.


ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქვეყანა ჰმონებდით უფალსა სიხარულით. შევიდოდეთ მის წინაშე მხიარულებით. და უწყოდეთ, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი ჩვენი. მან შემქმნნა ჩვენ და არა ჩვენ. ხოლო ჩვენ ვართ ერი მისი და ცხოვარნი სამწყსოსა მისისანი. შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა. და ეზოთა მისთა გალობითა. აუარებდით მას და აქებდით სახელსა მისსა, რამეთუ ტკბილ არს უფალი, და უკუნისამდე არს წყალობა მისი, და თესლითი-თესლადმდე არს ჭეშმარიტება მისი.


და ეკლესიად შეიღონ და მოიღონ ჭურჭელნი იგი და დადვან საკურთხევლისა აღსავალსა. თუ ეპისკოპოსი იყოს, თვისსა ადგილსა – დგეს. და შემწირველი იგი თუ მამაკაცი იყოს, მარჯვენით უდგეს; თუ დედაკაცი იყოს, ზურგით უდგეს განშორებულად-რე. და ულოცოს შემწირველსა მას. ამისსა შემდგომად მღვდელმან წართქვას ესე ლოცვა.


მღვდელმან: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.


უფალო ღმერთო ჩვენო, ვითარ საკვირველ არს სახელი შენი, რომელმან არა-არსისაგან ყოველივე შეჰქმენ და დაადგინე კაცი ქმნულსა ხელთა შენთასა, რომელ მოიღო დაბადებულმან შენმან. შენი დაბადებული ყოველთაგან მორჩთა ქვეყანისათა ღირს იქმნა ესე შეწირვად მსგავსად პირველთავე მათ მართალთა. ვითარცა ჰყვი ლხინება მართალთა ზედა, აკურთხე სახლი ამისი და შვილნი ამისნი და ყოველნი ნაშრომი ამისი, რამეთუ ყოვლითა გამოგიათეულნა და მოგიკუთნა თვისისა სიგლახაკისაგან შენ მდიდარსა და შემოქმედსა ღმერთსა. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.