მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: ქრისტე ღმერთო ჩვენო, რაჟამს ინებე ცხოვრებისათვის ნათესავისა კაცთასა განპყრობა ხელთა ჯვარსა ზედა, და ვითარ დამსჭვალვიდეს ურიანი უხრწნელთა ხელთა და უბიწოთა ფერხთა შენთა, ცხოვრების მომცემელო, ძელსა ჯვრისა შენისასა, გამოვიდა ხმა ძელისა მისგან დამსჭვალვასა შენსა, და კვალად ვითარმედ ხმა-ჰყავ, და განუტევე სული, ჯოჯოხეთი ეიმუსრა და სიკვდილი დაითრგუნა, ეშმაკი ყოვლითა ძალითა და საცთურითა მანქანებისა მისისათა განიდევნა, და ყოველნი წმიდანი მოიწოდნეს მონებად შენდა. ეგრეთვე აწ უფალო, სარეკელი ესე, რომელი აწ გამოირჩიე მოწოდებად და მქადაგებელად მორწმუნეთათვის, რათა ხმისა მისგან ეშმაკი დაითრგუნოს, და ყოველი საცთური და მანქანება მისი დაირღვიოს, და ყოველნი მორწმუნენი სახელისა შენისათვის ღირს-ვიქმნნეთ, წმიდასა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა შინა შენსა თაყვანის-ცემად, და ქების შეწირვად შენდა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.