მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო, ღმერთო ჩემო, განსდიდენ ფრიად, აღსარებაი და დიდად შუენიერებაი შთაიცუ. შეიმოსე ნათელი, ვითარცა სამოსელი, გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი. რომელმან დაჰრთნა წყლითა ზესკნელნი მისნი, რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად თვისსა, რომელი იქცევის ფრთეთა ზედა ქართასა; რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა; რომელმან დააფუძნა ქვეყანა სიმტკიცესა ზედა თვისსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე. უფსკრული ვითარცა სამოსელი გარე-მოდებულ არს მისსა, მთათა ზედა დასდგენ წყალნი. შერისხვითა შენითა ივლტოდიან, და ხმითა ქუხილისა შენისათა შესძრწუნდიან. აღვლენან მთანი და შთავლენან ველნი ადგილსა მას, რომელსაცა დააფუძნენ იგინი. საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდახდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქვეყანისა. რომელმან გამოადინნა წყარონი ხევნებსა შინა, შორის მთათა დიოდიან წყალნი; სვან იგი ყოველთა მხეცთა ველისათა, განსძღენ კანჯარნი წყურვილსა მათსა. მათ ზედა მფრინველთა ცისათა დაიმკვიდრონ, შორის კლდეთა მოსცენ ხმაი მათი. დაათრობს მთათა ზესკნელთა მისთაგან; ნაყოფითა საქმეთა შენთათა განძღეს ქვეყანა. რომელმან აღმოუცენა თივა პირუტყვთა, და მწვანე სამსახურებელად კაცთა, გამოღებად პური ქვეყანით. და ღვინო ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს. განძღენ ხენი ველისანი და ნაძვნი ლიბანისანი, წესი სული წმიდის მოსლვისა რომელ დაჰნერგენ, მუნ მფრინველთა მართვე-ისხენ, და ბუდე ყარყატთა შერაცხილ მათდა. მთანი მაღალნი ირემთა, კლდენი შესავედრებელად ყურდგელთა. შექმნა მთოვარე ჟამთათვის, მზემან სცნა ჟამი დასლვისა თვისისა. დასდევ ბნელი და იქმნა ღამე, მას შინა ვიდოდიან ყოველნი მხეცნი მაღნარისანი, ლეკუნი ლომთანი მყვირალნი ტაცებად და თხოვად ღმრთისაგან საზრდელსა მათსა. აღმობრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თვისთა დაადგრიან. გამოვიდეს კაცი საქმესა თვისსა და შრომასა თვისსა მიმწუხრამდე. ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო, და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ; აღივსო ქვეყანა დაბადებულითა შენითა. ესე ზღვა დიდი და ვრცელი, მას შინა არიან ქვეწარმავალნი, რომელთა არა არს რიცხვი, მხეცნი წურილნი დიდთა თანა; მას ზედა ნავნი ვლენან; ვეშაპი ესე, რომელ დაჰბადე სამღერელად მისა. ყოველნივე შენგან ელიან მოცემად საზრდელი თვისი ჟამსა. მოსცი მათ, და აღიზარდნიან იგინი, ხოლო აღაღი რა ხელი შენი, ყოველნივე განაძღნი სიტკბოებითა, ხოლო გარე თუ მიიქცი პირი შენი, შეძრწუნდიან, მოუღი სული მათი, და მოაკლდიან და მიწადვე თვისად მიიქციან. გამოავლინო სული შენი და დაჰბადნე იგინი და განაახლო პირი ქვეყანისა. იყავნ დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი ქმნულთა ზედა თვისთა, რომელი მოხედავს ქვეყანასა ზედა და ჰყოფს მას შეძრწუნებულ, რომელი შეახებს მთათა, და კუმოდიან. ვაქებდე უფალსა ცხოვრებასა ჩემსა, უგალობდე ღმერთსა ჩემსა, ვიდრემდის ვიყო მე. ტკბილ ეყავნ მას გალობაი ჩემი, ხოლო მე ვიხარებდე უფლისა მიმართ. მოაკლდენ ცოდვილნი ქვეყანით, და უსჯულონი ნუღარა იპოებიედ მას ზედა, აკურთხევს სული ჩემი უფალსა.
დიაკონი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმინდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩვენისა და მეუფებისა მისისათვის უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: სამეუფოისა ქალაქისა ამისა ჩვენისა და წმიდისა ამის მონასტრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: კეთილ-შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა, და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: აქა მდგომარეთა ერთათვის, მომლოდნელთა მადლთა სულისა წმიდისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: მომდრეკელთა მუხლთა გულისა მათისათა, წინაშე უფლისა ღმრთისა მათისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა განგვაძლიერნეს ჩვენ აღსრულებად სათნოთა ღმრთისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა გარდამოავლინნეს ჩვენ ზედა მდიდარნი წყალობანი თვისნი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა შეწირულ-იქმნნას მუხლთ-მოდრეკანი ჩვენნი, ვითარცა საკმეველი წინაშე მისსა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რომელნი ვითხოვთ შეწევნასა მისგან, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მგალობელთა: უფალო ღაღად-ვჰყავ შენდამი; ისმინე ჩემი უფალო, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი. ისმინე ჩემი უფალო. წარემართენ ლოცვა ჩემი ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, აღპყრობად ხელთა ჩემთა მსხვერპლ სამწუხროდ. ისმინე ჩემი უფალო.
მედავითნე: დასდევ, უფალო, საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა. ნუ მისდრეკ გულსა ჩემსა სიტყვათა მიმართ უკეთურებისათა მიზეზებად მიზეზთა ცოდვისათა კაცთა თანა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, და ნუმცა ზიარ ვარ მე რჩეულთა მათთა თანა. მსწავლოს მე მართალმან წყალობითა და მამხილოს მე; ზეთი ცოდვილისა ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა და მერმე ნუცაღა ლოცვა ჩემი ნებასა მათსა. დაინთქნეს მახლობელად კლდისა მსაჯულნი მათნი, ისმინენ სიტყვანი ჩემნი, რამეთუ ტკბილ არიან. ვითარცა სიზრქე მიწისა განიპო ქვეყანასა ზედა, განიბნინენ ძვალნი მათნი ჯოჯოხეთს შინა; რამეთუ შენდამი, უფალო, უფალო, თვალნი ჩემნი, შენდამი ვესავ, ნუ მიმიღებ სულსა ჩემსა. მიცევ მე მახისაგან, რომელ დამირწყეს მე და საცთურისაგან, რომელნი იქმან უსჯულოებასა. შეითხინენ სათხეველთა მათთა ცოდვილნი; მხოლო ვარი მე, ვიდრემდის თანა-წარვხდე. ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ღაღად-ვჰყავ, ხმითა ჩემითა უფლისა მიმართ ვილოცე. განვფინო მის წინაშე ვედრება ჩემი და ჭირი ჩემი წინაშე მისა მიუთხრა. მორააკლდებოდა ჩემგან სული ჩემი, და შენ უწყნი ალაგნი ჩემნი; გზასა ამას რომელსა ვიდოდე, დამირწყეს მე მახეი. ვხედავდ მარჯულ ჩემსა, განვიცდიდი და არავინ იყო მცნობელ ჩემდა; წარსწყმდა სივლტოლვაი ჩემგან, და არავინ არს გამომეძიებელ სულისა ჩემისა. ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო და ვთქუ: შენ ხარ სასო ჩემი, და ნაწილი ჩემი ქვეყანასა მას ცხოველთასა. მოხედენ ვედრებასა ჩემსა, რამეთუ დავმდაბლდი ფრიად; მიხსენ მე მდევართა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროის.
ყოვლად დიდებულ და საკვირველ-იქმნა დღეს, რაჟამს იხილეს ყოველთა ნათესავთა ქალაქსა შინა დავითისსა, სული იგი ყოვლად-წმიდა, ოდეს გარდამოხდა წმიდათა მოციქულთა ზედა, და შეურივნა მათ ენანი ცეცხლისანი, ვითარცა ღმრთისმეტყველი ლუკა გვასწავებს და იტყვის, ვითარმედ შეკრებულ რა იყვნეს მოწაფენი ქრისტესნი, იქმნა ოხრა ვითარცა მოწევნა ქარისა ზეცით, და აღავსო სახლი იგი სადა ჰსხდეს. და იწყეს თქმად ყოველთა უცხოთა ენათა, და სხვათა სწავლათა ძლიერებასა, უცხოთა ქადაგებითა წმიდისა სამებისათა.
გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა. მე მელიან მართალნი, ვიდრემდის მომაგო მე.
ყოვლად დიდებულ და საკვირველ-იქმნა დღეს, რაჟამს იხილეს ყოველთა ნათესავთა ქალაქსა შინა დავითისსა, სული იგი ყოვლად-წმიდა, ოდეს გარდამოხდა წმიდათა მოციქულთა ზედა, და შეურივნა მათ ენანი ცეცხლისანი, ვითარცა ღმრთისმეტყველი ლუკა გვასწავებს და იტყვის, ვითარმედ შეკრებულ რა იყვნეს მოწაფენი ქრისტესნი, იქმნა ოხრა ვითარცა მოწევნა ქარისა ზეცით, და აღავსო სახლი იგი სადა ჰსხდეს. და იწყეს თქმად ყოველთა უცხოთა ენათა, და სხვათა სწავლათა ძლიერებასა, უცხოთა ქადაგებითა წმიდისა სამებისათა.
ღრმით-ამო ღაღად-ვჰყავ შენდამი უფალო, უფალო შეისმინე ლოცვისა ჩემისა. იყვნედ ყურნი შენნი მორჩილ ხმასა ვედრებისა ჩემისასა.
სული წმიდა იყო მარადის, და არს და იყოს სამარადისოდ, არცა დაწყება აქუს, არცა დასასრული, არამედ მამისა და ძისა თანა ჰგიეს, და ორთა მათ გვამოვნებათა თანა, სამ-გვამოვანსა სრულ-ჰყოფს ცხოველსმყოფელი ძალი, და ცხოვრება, და ბრწყინვალება, და ნათლისა მომგებელი. თვით სახიერი და უფსკრული ყოვლისა სახიერებისა, რომლისა მიერ იცნობების მამა და ძე იდიდების მის მიერ, ხოლო საცნაურ არს ძალი და არსება მისი, ერთი ბუნება, ერთი ნება, და ერთი განწესება, და ერთი თაყვანის-ცემა, წმიდისა სამებისა, უსაზღვრო, უხილავი, არსებით უცვალებელი.
უკეთუ უსჯულოებათაებრ მიაგებდე უფალო, უფალო ვინმე დაუთმოს, რამეთუ შენ მიერ არს ლხინება. სახელისა შენისათვის დაგითმე შენ უფალო, დაუთმო სულმან ჩემმან სიტყვასა შენსა, ესავს სული ჩემი უფალსა.
სული წმიდა იყო მარადის, და არს და იყოს სამარადისოდ, არცა დაწყება აქუს, არცა დასასრული, არამედ მამისა და ძისა თანა ჰგიეს, და ორთა მათ გვამოვნებათა თანა, სამ-გვამოვანსა სრულ-ჰყოფს ცხოველსმყოფელი ძალი, და ცხოვრება, და ბრწყინვალება, და ნათლისა მომგებელი. თვით სახიერი და უფსკრული ყოვლისა სახიერებისა. რომლისა მიერ იცნობების მამა და ძე იდიდების მის მიერ, ხოლო საცნაურ არს ძალი და არსება მისი, ერთი ბუნება, ერთი ნება, და ერთი განწესება, და ერთი თაყვანის-ცემა, წმიდისა სამებისა, უსაზღვრო, უხილავი, არსებით უცვალებელი.
სახმილავითგან განთიადისა მიმწუხრადმდე, სახმილავითგან განთიადისა ესევდინ ისრაელი უფალსა. რამეთუ უფლისა მიერ არს წყალობა, და მრავალ არს მის მიერ გამოხსნა, და თავადმან იხსნას ისრაელი ყოველთაგან უსჯულოებათა მისთა.
სული წმიდა წყარო ცხოველი, ნათელი და საღმრთო ცხოვრება. სული სიბრძნისა და გულისხმისყოფისა, სახიერი, ძლიერი, მხოლო მთავარი განმწმედელი შეცოდებათა, ღმერთი, ღმერთ-მყოფელი, და ცეცხლი ბრალთა შემწველი. მეტყველი და მოქმედი, და მიმცემელი მადლისა, რომლისა მიერ წინასწარმეტყველნი, და მოციქულნი, და ყოველნი მოწამენი და მართალნი, მამანი და მოღვაწენი გვირგვინითა შეიმკვნეს, ყოვლად-ძლიერი, ყოვლად-წმიდა, უცხო სასმენელი, და უცხო საკვირველი, და უცხო სახილველი, ცეცხლისა ენათა მიერ მომნიჭებელი მადლთა, და განმყოფელი ნიჭთა, მამით და ძითურთ ქებული.
უგალობდით უფალსა ყოველი თესლები, და აქებდით მას ყოველი ერი. რამეთუ განძლიერდა ჩვენ ზედა წყალობა მისი, და ჭეშმარიტება უფლისა ჰგიეს უკუნისამდე.
სული წმიდა წყარო ცხოველი, ნათელი და საღმრთო ცხოვრება. სული სიბრძნისა და გულისხმისყოფისა, სახიერი, ძლიერი, მხოლო მთავარი განმწმედელი შეცოდებათა, ღმერთი, ღმერთ-მყოფელი, და ცეცხლი ბრალთა შემწველი. მეტყველი და მოქმედი, და მიმცემელი მადლისა, რომლისა მიერ წინასწარმეტყველნი, და მოციქულნი, და ყოველნი მოწამენი და მართალნი, მამანი და მოღვაწენი გვირგვინითა შეიმკვნეს, ყოვლად-ძლიერი, ყოვლად-წმიდა, უცხო სასმენელი, და უცხო საკვირველი, და უცხო სახილველი, ცეცხლისა ენათა მიერ მომნიჭებელი მადლთა, და განმყოფელი ნიჭთა, მამით და ძითურთ ქებული.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით.
მგალობელთა: ნათელი მხიარული, წმიდისა დიდებულისა, უკვდავისა მამისა ზეცათასა. წმიდა მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე; მოსრულთა დასლვასა მზისასა, ვიხილოთ ნათელი სამწუხრო, ვაქებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა ღმერთსა, ღირსმცა ვართ ყოველსა ჟამსა მგალობლად შენდა ხმითა ტკბილითა, ძეო ღმრთისაო, ცხოვრების მომცემელო, რომლისა-თვისცა ყოველი სოფელი შენ გადიდებს.
დიაკონი: მოხედენ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
დიაკონი: სიბრძნით. წარდგომა ფსალმუნი დავითისა: ვინ არს ღმერთი დიდი, ვითარ ღმერთი ჩვენი? შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰქმენ საკვირველი.
მგალობელთა: ვინ არს ღმერთი დიდი, ვითარ ღმერთი ჩვენი? შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰქმენ საკვირველი.
დიაკონი: აუწყე ერთა შორის ძალი შენი, და იხსენ მკლავითა შენითა ერი შენი.
მგალობელთა: ვინ არს ღმერთი დიდი, ვითარ ღმერთი ჩვენი? შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰქმენ საკვირველი.
დიაკონი: და ვსთქუ: აწღა მიწყიეს, ესე არს განახლება მარჯვენისა მაღლისა.
მგალობელთა: ვინ არს ღმერთი დიდი, ვითარ ღმერთი ჩვენი? შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰქმენ საკვირველი.
დიაკონი: მოვიხსენენ საქმენი უფლისანი, რამეთუ მოვიხსენო მე დასაბამითგან საკვირველებათა შენთა.
მგალობელთა: ვინ არს ღმერთი დიდი, ვითარ ღმერთი ჩვენი? შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰქმენ საკვირველი.
დიაკონი: ვინ არს ღმერთი დიდი, ვითარ ღმერთი ჩვენი.
მგალობელთა: შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰქმენ საკვირველი.
დიაკონი: მერმე და მერმე მუხლმოდრეკით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
უხრწნელო, უბიწოო, დაუსაბამოო, უხილავო, მიუწთომელო, გამოუკვლეველო, უცვალებელო, უძლეველო, მიუთხრობელო, ძვირ-უხსენებელო უფალო, რომელსა გაქვს უკვდავება და მკვიდრ-ხარ ნათელსა შინა თვალთ-შეუდგამსა, რომელმან შეჰქმენ ცანი და ქვეყანა, ზღვა და ყოველნი დაბადებულნი მას შინა. რომელი პირველ თხოვისა თხოვათა მიანიჭებ ყოველთა. შენგან ვითხოვთ ყოველნი, და შენ გევედრებით მეუფეო კაცთ-მოყვარეო, მამაო უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესო, რომელი ჩვენ კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა, და ღმრთისმშობელისა მარადის ქალწულისა ყოვლად-დიდებულისა მარიამისაგან. რომელი იგი პირველი გვასწავებდა სიტყვით, ხოლო უკანასკნელ საქმითაცა გვიჩვენა, რაჟამს აღესრულებოდა ცხოველს-მყოფელი ვნება მისი, და მოგვცა ჩვენ, გლახაკთა, ცოდვილთა და უღირსთა მონათა თვისთა, ვედრებითა შეწირვად მოდრეკა ქედთა და მუხლთა, ცოდვათა ჩვენთათვის და ერისა უმეცრებისათვის. შენ უკვე მრავალ-მოწყალეო, და კაცთ-მოყვარეო, შეისმინე ჩვენი, რომელსა დღესა გხადოდეთ შენ, და უმეტეს ამას დღესა მარტვილიისასა, რომელსა შინა შემდგომად ამაღლებისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა ზეცად, და დაჯდომისა მარჯვენით შენ ღმრთისა მამისა, გარდამოავლინა სული წმიდა, წმიდათა მისთა მოწაფეთა და მოციქულთა ზედა, რომელიცა დაადგრა თითოეულსა ზედა მათგანსა, და აღივსნეს ყოველნი დაუცალიერებელითა მით მადლითა მისითა, და იტყოდეს უცხოთა ენითა დიდებულებათა შენთა, და წყალობათა შენთა. აწ უკვე შეისმინე ჩვენი, რომელნი გევედრებით შენ, მოგვიხსენენ ჩვენ გლახაკნი ესე და დასჯილნი, და მოაქციე ტყვეობა სულთა ჩვენთა, და გვაქუნდინ მოწყალება შენი მეოხებად ჩვენთვის, შეგვიწყალენ ჩვენ, რომელნი ესე შეგივრდებით შენ და ვხმობთ: შეგცოდეთ, რამეთუ შენდამი შევრდომილ-ვართ საშოთგან დედის-მუცლით ჩვენითგან, ღმერთი ჩვენი ხარ შენ, რამეთუ მოაკლდეს ამაოებითა დღეთა ჩვენთა, შიშველ ვართ შეწევნისაგან შენისა, გამოხურვებულ-ვართ ყოვლისაგან სიტყვისგებისა. არამედ მინდობითა მოწყალებათა შენთათა ვღაღადებთ: ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებათა ჩვენთასა ნუ მოიხსენებ, დაფარულთა ჩვენთაგან განგვწმიდენ ჩვენ. ნუ განმაგდებ ჩვენ ჟამსა სიბერისასა, და მოკლებასა ძალისა ჩვენისასა ნუ დამაგდებ ჩვენ, პირველ მიქცევად ჩვენდა ქვეყანად, ღირს-მყვენ ჩვენ შენდა მოქცევად, და მოიხილე ჩვენ ზედა სიტკბოებითა, და მადლითა, და მსგავსად სიმრავლისა უსჯულოებათა ჩვენთასა, მოავლინე ჩვენ ზედა წყალობა შენი, წინა-უყავ უფსკრული სახიერებისა შენისა, სიმრავლესა ცოდვათა ჩვენთასა. მოიხილე მაღლით წმიდით შენით უფალო ერსა ამას შენსა ზედა აქა მდგომარესა, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა. მომხედენ ჩვენ უფალო სიტკბოებითა შენითა, გვიხსნენ ჩვენ მძლავრებისაგან ეშმაკისა. შეზღუდე ცხოვრება ჩვენი წმიდითა და საღმრთოთა სჯულითა შენითა. ანგელოზსა სარწმუნოსა მცველსა შეჰვედრე ერი შენი, ყოველნი შეკრიბენ სასუფეველსა შენსა, და მოეც შენდობა ცოდვათა მოსავთა შენთა, მიუტევენ მათ და ჩვენ ყოველთა ცოდვანი, განგვწმიდენ ჩვენ ძალითა წმიდისა სულისა შენისათა, და დაჰხსნენ ჩვენდა მომართ ღონენი მტერისანი.
კურთხეულ-ხარ შენ მეუფეო უფალო ყოვლისა მპყრობელო, რომელმან განანათლე დღე ნათლითა მზისათა, და ღამე ნათელ-ჰყავ ცისკროვნებათა მიერ ცეცხლისათა. რომელმან ღირს-მყვენ ჩვენ სარბიელსა დღისასა, თანა-წარსლვად და მიახლებად დასაბამსა ღამისასა. შეისმინე ვედრება ჩვენი, და ყოვლისა ერისა შენისა, და ყოველთა შეგვინდვენ ჩვენ ნებსითნი და უნებლიეთნი შეცოდებანი ჩვენნი, მიითვალენ სამწუხრონი სავედრებელნი ჩვენნი, და გარდამოავლინე სიმრავლე წყალობისა, და მოწყალებისა შენისა სამკვიდრებელსა შენსა ზედა. შეგვზღუდენ ჩვენ წმიდათა ანგელოზთა შენთა მიერ. შეგვჭურენ ჩვენ საჭურველითა სიმართლისათა. მორტყმულ-გვყვენ ჩვენ ჭეშმარიტებითა შენითა. დაგვიცვენ ჩვენ ძლიერებითა შენითა. გვიხსნენ ჩვენ ყოვლისაგან განსაცდელისა, და ყოვლისაგან ზრახვისა წინა-აღმდგომისა. მოგვმადლე ჩვენ მწუხრი ესე, შემომავალისა ამის ღამისა თანა, სრულიად სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, დაუბრკოლებელად და წარუტყვენველად განვლად ყოველნი დღენი ცხოვრებისა ჩვენისანი, მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა და ყოვლადკურთხეულისა ღმრთისმშობელისათა, და ყოველთა მათ წმიდათა შენთათა, რომელნი საუკუნითგან სათნო-გეყვნენ შენ.
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, აღგვადგინენ, და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო მადლითა შენითა.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს მოწყალება, და მაცხოვარება ჩვენი უფალო ღმერთო ჩვენო და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: ვთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა, ვთქვათ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: უფალო ყოვლისა-მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩვენისა და მეუფებისა მისისათვის.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა)-თვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, აღმაშენებელთა წმინდათა ტაძართა და მონასტერთა, და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა და ყოველთა მართლმადიდებელთათვის.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, მონათა ღმრთისათა, ძმათა წმიდისა ამის მონასტრისათა (ან ტაძრისათა).
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით ნაყოფის შემომწირველთათვის და კეთილის მყოფელთა წმიდისა და ყოვლად პატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: მერმე და მერმე მუხლმოდრეკით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან მშვიდობა შენი მომეც ჩვენ კაცთა, და სულისა შენისა ყოვლად-წმიდისა მადლსა, ვიდრეღა სოფელსა ამას შინა მყოფთა ჩვენ ყოველთა, სამკვიდრებელად წარუვალად მოგვცემ მორწმუნეთა შენთა. ხოლო უდიდებულესად და უცხადესად მადლი შენი მოწაფეთა შენთა და მოციქულთა დღეს გარდამოუვლინე, და ბაგენი მათნი ცეცხლისა ენებითა განამტკიცენ, რომლისა მიერ ყოველმან ნათესავმან კაცთამან, ღმრთის-მეცნიერება თვისითა ენითა სასმენელითა ყურისათა შეიწყნარა, და ნათლითა მით სულისათა განვნათლდით დღეს, და საცთურისაგან ვითარცა ბნელისაგან განვერენით, და განყოფითა მით ცეცხლისა ენათათა, და ბუნებათა უაღრესითა მით ძალითა, შენსა სარწმუნოებასა დავემოწაფენით, და ღმრთის-მეტყველებად შენდა თანა მამით და სულით წმიდითურთ ერთითა ღმრთაებითა, ძალითა, და ხელმწიფებითა განვნათლდით, შენ უკვე ბრწყინვალებაო მამისაო არსებისა და ბუნებისა მისისა შეუცვალებელო, და შეურყეველო ხატო, წყაროო სიბრძნისა და მადლისაო, აღახვენ ბაგენი ჩემ უღირსისა ამის, და მასწავე მე, თუ ვითარ მიხმს, ანუ რომელთათვის ჯერ-არს ლოცვა. რამეთუ შენ ხარ, რომელმან უწყი ურიცხვი იგი ცოდვათა ჩემთა სიმრავლე, არამედ შენმან სახიერებამან ჰსძლიენ აურაცხელებასა მას მათსა. რამეთუ აჰა ესერა შიშით წარდგომილ-ვართ შენდა, და უფსკრულისა მიმართ წყალობათა შენთასა დაგვიძს სასოება სულისა ჩვენისა. წარმართე ცხოვრება ჩვენი, რომელი ყოველთავე დაბადებულთა გამოუთქმელითა მით სიბრძნითა შენითა და ძალითა ჰმართებ, მყუდროო ღელვა-გვემულთა ნავთ-საყუდელო, მაუწყე მე გზა რომელსა ვიდოდე. სული სიბრძნისა შენისა, მოჰმადლე ზრახვათა ჩვენთა. სული მეცნიერებისა მოანიჭე გონებასა ჩვენსა. სული შიშისა შენისა მოჰფინე საქმეთა ჩვენთა ზედა. სული წრფელი განმიახლენ გვამთა ჩვენთა, და სულითა მთავრობისათა გონებისა ჩვენისა ცთომილება დაამტკიცე. რათა მარადღე სულითა მით შენითა სახიერითა უმჯობესისა მიმართ წარვემართნეთ, და ღირს-ვიქმნნეთ ქმნად მცნებათა შენთა, და მარადღე ხსენებად დიდებულისა მის და საქმეთა ჩვენთა გამომეძიებელისა მოსლვისა შენისა. ნუ მიმიშვებ განხრწნადთა ამათ სოფლისა შვებათა თანა ცთუნებად, არამედ საუკუნეთა მათ საუნჯეთა სურვიელად განმაძლიერენ. რამეთუ შენ სთქუ მეუფეო, რათა რაოდენიცა ვინ ითხოვოს სახელითა შენითა, დაუყენებელად მიიღოს, თანა დაუსაბამოსა ღმრთისა და მამისა შენისაგან. ამისთვისცა მე ცოდვილი მოსლვასა ამას სულისა შენისა წმიდისასა, შენსა სახიერებასა ვევედრები, რაოდენიცა ვითხოვო მომეც მე საცხოვრებელად, ჰე უფალო, ყოვლისა ქველისმოქმედებისა მდიდრად მომცემელო სახიერო, რომელი მოგვცემ უმეტეს თხოვისა ჩვენისა. რამეთუ შენ ხარ მოწყალე და მწყალობელი, რომელი უცოდველად იქმენ ხორცთა ჩვენთა ზიარ, და რომელნი მოგიდრეკენ შენ მუხლთა, მოხედავ მათ ზედა წყალობით, და მლხინებელ-ხარ ცოდვათა ჩვენთა. მოეც ერსა ამას შენსა წყალობა შენი, შეისმინე ჩვენი ზეცით წმიდით შენით, და განგვწმიდენ ჩვენ ძლიერებითა ცხოველსმყოფელისა მარჯვენისა შენისათა, დაგვიფარენ ჩვენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, და ნუ უგულებელს-გვყოფ ქმნულთა ხელთა შენთასა. რამეთუ შენ მხოლოსა შეგცოდეთ, არამედ შენ მხოლოსავე გმსახურებთ. არა ვიცით თაყვანის-ცემა ღმრთისა უცხოისა, არცა განვიპყრობთ სხვისა მიმართ ღმრთისა, მეუფეო ხელთა ჩვენთა. მოგვიტევენ შეცოდებანი ჩვენნი, და შეიწირე მუხლთ-მოდრეკილი ესე ვედრება ჩვენი. მოჰყავ ჩვენ ზედა ხელი შეწევნისა შენისა, მიითვალე ლოცვა ჩვენ ყოველთა, ვითარცა საკმეველი სუნნელი, აღმავალი წინაშე სახიერისა მის მეუფებისა შენისა.
უფალო უფალო, რომელმან გვიხსნენ ჩვენ ყოვლისაგან ისრისა მფრინველისა დღისა. გვიხსნენ ჩვენ ყოვლისაგან საქმისა ბნელსა შინა მავალისა. შეიწირე მსხვერპლად სამწუხროდ აღპყრობა ხელთა ჩვენთა, და ღირს-მყვენ ჩვენ სტადიონსა ამას ღამისასა უბრალოდ წარვლად, განუცდელად ბოროტისაგან. მიხსენ ჩვენ ყოვლისაგან ბოროტისა შფოთისა, და შიშისაგან ეშმაკისა ჩვენზედა მოწევნულისა, და მოჰმადლე სულთა ჩვენთა ლმობიერება, და გულის-სიტყვათა ჩვენთა ზრუნვა, საშინელისა მისგან მართლმსაჯულობითისა განკითხვისა შენისა. შეჰმსჭვალენ შიშსა შენსა ხორცნი ჩვენნი, და მოაკვდინენ ასონი ჩვენნი ქვეყანისა ზედანი. რათა მყუდროებასაცა განვბრწყინდეთ, ხედვითა სამართალთა შენთა მსჯავრთათა. განმაყენენ ჩვენგან ყოველივე ოცნება უშვერი, და გულის-თქმა მავნებელი, და აღგვადგინენ ჩვენ ჟამსა ლოცვისასა, განმტკიცებულნი სარწმუნოებითა, წარმატებულნი მცნებათა შინა შენთა.
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, აღგვადგინენ, და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო მადლითა შენითა.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: სათნო-ყოფითა და მადლითა, მხოლოდ-შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ-ხარ, თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მედავითნე: და ღირს მყვენ ჩვენ, უფალო, მწუხრსა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ-ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, ქებულ და დიდებულ სახელი შენი უკუნისამდე, ამინ. იყავნ, უფალო, წყალობა შენი ჩვენ ზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, მეუფეო, გულისხმა-მიყავ მე სიმართლენი შენნი. კურთხეულ ხარ შენ, წმიდაო, განმინათლენ მე სიმართლენი შენნი. უფალო, წყალობა შენი უკუნისამდე, ქმნულსა ხელთა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ. შენდა შვენის ქება, შენდა შვენის გალობა, შენდა დიდება შვენის, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
დიაკონი:: მერმე და მერმე მუხლმოდრეკით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: დაუწყვედელად აღმომდინარეო, ცხოველსმყოფელო, და განმანათლებელო წყაროო, თანა არსო და თანადამბადებელო ძალო მამისაო. რომელმან ყოველივე განგებულება ცხოვრებისათვის კაცთასა უზესთაეს კეთილად აღასრულე, ქრისტე ღმერთო ჩვენო. რომელმან სიკვდილისა განუხრწნელი საკრველნი, და მოქლონნი ჯოჯოხეთისანი განხეთქენ, და ბოროტთა მათ სულთა სიმრავლე დასთრგუნე. რომელმან შესწირე თავი თვისი მსხვერპლად უბიწოდ, და მიჰსცენ უხრწნელნი ხორცნი შენნი შესაწირავად, შეუხებელნი და უვალნი ყოვლისაგან ცოდვისა. და საშინელისა ამის, და მიუთხრობელისა მადლობისა შენისა მიერ და შესაწირავისა, ცხოვრება საუკუნო მოგვმადლე ჩვენ. რომელი შთახედ ჯოჯოხეთად, და მოქლონნი საუკუნენი შეჰმუსრენ, და ქვესკნელისა მსხდომარეთა ზე აღმოსავალი უჩვენე. ხოლო ბოროტთა დასაბამი იგი და უფსკრულისა ვეშაპი ღმრთივგონიერითა სამჭედურითა მოინადირე, და საკრველითა მით წყვდიადისათა შეჰკარ, ტარტაროზსა მას შინა და ცეცხლსა უშრეტსა, და ბნელსა გარესკნელსა, მიუთხრობელითა მით და უზომოითა ძალითა შენითა შეაყენე. დიდად სახელოვანო სიბრძნეო მამისაო, რომელი განსაცდელთა შინა მყოფთა დიდად შემწედ გამოსჩნდი, და განანათლენ ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკვდილისათა მსხდომარენი. შენ დიდებისა მის თვალთ-შეუდგამისა უფალო, და მამისა მის მაღლისა საყვარელო ძეო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო ნათელო, დაუსაბამოისაგან და დაუსრულებელისა ნათლისა აღმოსავალისა, მზეო სიმართლისაო. შეისმინე ჩვენი, რომელნი გევედრებით შენ. და განუსვენე სულთა მონათა შენთა, პირველი დაძინებულთა მამათა და ძმათა ჩვენთასა, და ხორციელთა ნათესავთა, და ყოველთა სარწმუნოებით დაძინებულთა მამათა და ძმათა ჩვენთასა, რომელთათვისცა ხსენებასა ვჰყოფთ აწ. რამეთუ შენი არს ყოველთა პყრობა, და ხელთა შენთა შინა გიპყრიან ყოველნი კიდენი ქვეყანისანი. მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო მამათაო, და უფალო წყალობათაო, ნათესავისა უკვდავისა და მოკვდავისაო, და ყოვლისა ბუნებისა კაცობრივისა შემოქმედო, შეერთებულისა და კვალად დახსნადისაო, და ცხოვრებისა და აღსასრულისა, აქა ყოფისა, და მუნ მიცვალებისაო. რომელი წელთა აღრაცხ ცხოველთასა, და ჟამთა განაწესებ მოკვდავთასა. შთაიყვანებ ჯოჯოხეთად და აღმოიყვანებ, შეჰკრავ უძლურებათა, და განუტეობ ძალითა. რომელი აწ მყოფთა კეთილად განაგებ, და მომავალთა უმჯობესსა აღასრულებ, და სიკვდილისა საწერტელითა მოწყლულთა, აღდგომისა სასოებითა ახარებ. შენ მეუფეო ყოველთაო, ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო, და რომელნი არიან ზღვათა შინა შორს. რომელმან ამასცა უკანასკნელსა დიდსა და საცხოვრებელსა დღესა მეერგასესა დღესასწაულსა, საიდუმლო წმიდისა და ერთ-არსისა, და თანადაუსაბამოისა და განუყოფელისა და შეურევნელისა სამებისა გვიჩვენე ჩვენ, და გარდამოსლვა და დანერგვა წმიდისა და ცხოველს-მყოფელისა სულისა შენისა, სახითა ცეცხლისა ენათათა, წმიდათა მოციქულთა შენთა ზედა მოჰფინე. და ჰყვენ იგინი მახარებელ მართლისა სარწმუნოებისა, და აღმსარებელ და ქადაგ მაღლისა ღმრთისმეტყველებისა გამოაჩინენ. რომელმან ამას წმიდასა ყოვლადსრულსა და ცხოველს-მყოფელსა დღესასწაულსა, ღირს-იჩინე შეწირვად ვედრებათა, სახსრად შეპყრობილთათვის ჯოჯოხეთს შინა, და დიდთა სასოებათა მოგვცემ ლხინებად შეპყრობილთა გარე მოდგომილთა მათ ბოროტთაგან, და ნუგეშინის-ცემასა შენ მიერსა მოავლინებ. შეისმინე ჩვენი მდაბალთა მონათა შენთა, რომელნი გევედრებით შენ, და განუსვენე სულთა მონათა შენთასა პირველ დაძინებულთა, ადგილსა ნათლისასა ადგილსა მწუანვილოვანსა, ადგილსა განსვენებისასა, სადა იგი წარხდა ყოველი სალმობა, მწუხარება და სულთქმა. და დააწესენ სულნი მათნი სამკვიდრებელსა მართალთასა, და ღირს-ყვენ იგინი მშვიდობასა და განსვენებასა რამეთუ, არათუ მკვდარნი გაქებდენ შენ უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი აღგიარებდენ, და კადნიერ იქმნენ შეწირვად შენდა ქებისა. არამედ ჩვენ ცხოველნი გაკურთხევთ შენ და გევედრებით, და სალხინებელთა ლოცვათა და მსხვერპლთა შევსწირავთ შენდა სულთა მათთათვის.
ღმერთო დიდო, და საუკუნეო, წმიდაო, და კაცთ-მოყვარეო, რომელმანღირს-მყვენ ჩვენ ამასცა ჟამსა დგომად წინაშე თვალთშეუდგამისა დიდებისა შენისა, გალობად და ქებად საკვირველებათა შენთა. გვილხინე ჩვენ უღირსთა მონათა შენთა, და მოჰმადლე მადლი შენი, რომელნი შემუსრვილითა გულითა, და დამდაბლებულითა გონებითა შესწირვენ შენდა სამ-გზის წმიდასა დიდების-მეტყველებასა, და მადლობასა დიდებულთა მათ ნიჭთათვის, რომელნი ჰქმენ, და იქმ ყოვლადვე ჩვენ თანა. მოიხსენე უფალო უძლურება ჩვენი, და ნუ წარმწყმედ უსჯულოებათა შინა ჩვენთა, არამედ ჰყავ დიდი წყალობა სიგლახაკესა ჩვენსა თანა, რათა ბნელსა ცოდვისასა განვერნეთ, და დღესა შინა სიმართლისასა ვიდოდეთ, და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისა, და ყოველთაგან ღონეთა უკეთურისათა განვერნეთ, და კადნიერებით გადიდებდეთ ყოველსავე ზედა, შენ მხოლოსა ჭეშმარიტსა, და კაცთ-მოყვარესა ღმერთსა ჩვენსა. რამეთუ შენი არს ჭეშმარიტად დიდი ესე საიდუმლო, მეუფეო ყოველთა და შემოქმედო, აწინდელიცა ესე დახსნა შეერთებულებისა შენთა დაბადებულთასა, და შემდგომად კვალად შეერთება და განსვენება უკუნისამდე. შენ აღგიარებთ მადლობასა ყოველსავე ზედა, შემოსლვასა ჩვენსა სოფელსა ამას შინა, და განსლვასა ჩვენსა ამიერ სოფლით, რომელნი იგი სასოებასა აღდგომისასა, და უხრწნელისა ცხოვრებისასა, უტყუელთა მათ აღთქმათა შენთასა მოასწავებენ, რომელნი იგი გვიპოვნიანმცა მერმესა მას მეორედ მოსლვასა შენსა. რამეთუ შენ ხარ აღდგომისაცა ჩვენისა წინამძღვარი, და საქმეთაცა ჩვენთა თვალ-უხუავი და კაცთ-მოყვარე მსაჯული, და სასყიდლის მიცემისა მეფე და უფალი. რომელი ზიარ იქმენ მსგავს ჩვენდა ხორცთა და სისხლთა გარდამოსლვისათვის უმწვერვალესისა, და ჩვენთა ვნებათა ზედა წყლულება მიიღე. ვინაითგან ნებსით განცდად გარდამოჰხედ, მიღებად წყალობისათვის და მოწყალებისა, და რომლითა გევნო გამოიცადე, და გვექმენ განსაცდელთა შინა მყოფთა თვით აღთქმით შემწე. ამისთვის შემკრიბენ ჩვენ შენსა უვნებელობასა. შეიწირენ უკვე მეუფეო მეუფეთაო თხოვანი და ვედრებანი ჩვენნი, და განუსვენე მამათა და დედათა, და შვილთა, და ძმათა, და დათა, და სხვათა ყოველთა ნათესავთა, და თვისთა, და ყოველთა სულთა პირველ შესვენებულთა, სასოებითა აღდგომისა და ცხოვრებისა საუკუნოისათა. დააწესენ იგინი, და სახელები მათი წიგნსა ცხოვრებისათა, წიაღთა აბრაამისთა, ისააკისთა, და იაკობისთა, სოფელსა მას ცხოველთასა, სასუფეველსა ცათასა, სამოთხესა საშვებელისასა, ნათლით შემოსილთა ანგელოზთა შენთა მიერ შემიყვანენ ჩვენ ყოველნი წმიდათა მათ შენთა სავანეთა, და შენ თანა აღადგინენ გვამნიცა ჩვენი დღესა მას, რომელსა შინა განგიგიეს, წმიდათა მიერ და უტყუელთა აღთქმათა შენთაებრ. რამეთუ არა არს სიკვდილი მონათა შენთა უფალო, განრავიდოდეთ ჩვენ ხორცთა ამათგან, და შენდა მომართ ღმრთისა ჩვენისა მოვიდოდეთ. არამედ უფროსღა მიცვალებულ-არს იგი მწუხარებათაგან სიხარულად და მხიარულებად, და განსვენება არს იგი და სიხარულ. და რაიცა გვიცოდავს, მოწყალე გვექმენ ჩვენცა და ამათცა, რამეთუ არავინ არს ბიწისაგან წმიდა წინაშე შენსა, დაღათუ დღე ერთი იყოს ცხოვრება მისი. გარნა შენ მხოლო ხარ, რომელი მხოლოდ ქვეყანასა ზედა გამოსჩნდი უცოდველი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომლისა მიმართ ვესავთ ყოველნივე პოვნად წყალობასა, და შენდობასა ცოდვათასა. ამისთვის ჩვენცა და მათცა, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან, გვილხინე, შეგვინდვენ, და მოგვიტევენ ცოდვანი ჩვენნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, მეცნიერებითნი და უმეცრებითნი, საცნაურნი და უცნაურნი, საქმითნი და გონებითნი, გინა სიტყვითა და ყოველთავე შინა ცხოვრებათა ჩვენთა, და მოძრაობათა და პირველ წარსრულთა აზნაურება და შენდობა მიეც, ხოლო ჩვენ აქა მყოფნი გვაკურთხენ, და აღსასრული კეთილი და მშვიდობითი მოგვანიჭე ჩვენ, და ყოველსა ერსა შენსა. და კარი წყალობისა და კაცთ-მოყვარებისა განგვიღე ჩვენ, შესაძრწუნებელსა მას და საშინელსა მოსლვასა შენსა, და სასუფეველსა შენსა ღირს-მყვენ ჩვენ
ღმერთო დიდო და მაღალო, რომელსა მხოლოსა გაქუს უკვდავება, და მკვიდრ ხარ ნათელსა შინა თვალთ-შეუდგამსა, რომელმან ყოველი დაბადებული სიბრძნით შეჰქმენ, რომელმან განჰყავ შორის ნათლისა, და შორის ბნელისა, და დააწესე მზე მფლობელად დღისა, და მთოვარე და ვარსკვლავნი მფლობელად ღამისა. რომელმან ღირს მყვენ ჩვენ ცოდვილნი, ჟამსა ამას მოსლვად წინაშე პირისა შენისა აღსარებითა, და შეწირვად შენდა მწუხრისა ლოცვასა. შენ კაცთ-მოყვარეო უფალო, წარმართე ლოცვა ჩვენი, ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, და შეიწირე იგი სუნად სუნნელად, და მოგვმადლე მწუხრი ესე, და შემომავალი ღამე მშვიდობით. შეგვმოსე ჩვენ საჭურველი ნათლისა. გვიხსნენ ჩვენ შიშისაგან ღამისა, და ყოვლისაგან ღუაწლისა, რომელი ვალნ ბნელსა შინა, და ძილი ესე, რომელ მოგვეც განსასვენებელად უძლურებათა ჩვენთა, ჰყავ ყოვლისაგან ოცნებისა საეშმაკოისა განშორებულ. ჰე მეუფეო, ყოველთა კეთილთა მომნიჭებელო, რათა სარეცელთა ჩვენთა ზედა ვინანდეთ, და ღამითცა ვიხსენებდეთ ყოვლად-წმიდასა სახელსა შენსა, და წურთითა მცნებათა შენთათა განვნათლდებოდეთ, და სიხარულითა სულისათა აღვსდგეთ, დიდების-მეტყველებად სახიერებისა შენისა, ლოცვასა და ვედრებასა შევსწირვიდეთ მოწყალებისა შენისა ცოდვათა ჩვენთათვის, და ყოველთა ერთა შენთა. რომელთაცა მოგვხედენ მოწყალებით, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა.
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, აღგვადგინენ, და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო მადლითა შენითა.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: რამეთუ შენ ხარ განსვენება სულთა და ხორცთა ჩვენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: აღუსრულოთ სამწუხრო ვედრება ჩვენი უფალსა.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: მწუხრი ყოველი სრულიად, სიწმიდით, მშვიდობით და უცოდველად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: ანგელოზი მშვიდობისა, სარწმუნო წინამძღვარი, მცველი სულთა და ხორცთა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: შენდობა და მოტევება ცოდვათა და უსჯულოებათა ჩვენთა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: კეთილნი და უმჯობესნი სულთა ჩვენთანი, და მშვიდობა სოფლისა, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: შემდგომნი ჟამნი ცხოვრებისა ჩვენისანი მშვიდობით და სინანულით აღსრულებად, უფლისა მიმართ ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: ქრისტეანობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისა, უჭირველი, ურცხვენელი, მშვიდობითი, და კეთილი სიტყვის-გება წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესსა, ვითხოვოთ.
მგალობელთა: მოგვმადლენ უფალო.
დიაკონი: ყოვლად-წმიდისა უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: რამეთუ სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: იყავნ სიმტკიცე სუფევისა შენისა კურთხეულ, და დიდებულ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დღეს სასწაულად ყოველთა იხილნეს ენანი, და ურწმუნო იქმნნეს ჰურიანი, ხორცთათვის ქრისტესთა. ამისთვის მოუძლურდეს და საღმრთოსა მადლისაგან განვარდეს. ხოლო ღმრთაებისა ნათელსა წარმართნი ღირს-იქმნნეს, და განემტკიცნეს სიტყვითა მოწაფეთათა, მეტყველებად და დიდებად შემოქმედისა ღმრთისა. აწ ამისთვის გულნი მუხლთა თანა მოვიდრიკნეთ, და სარწმუნოებით თაყვანის-ვჰსცეთ სულსა ყოვლად-წმიდასა, მაცხოვარსა სულთა ჩვენთასა.
გული წმიდა დაჰბადე ჩემ თანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.
დღეს ნუგეშინის-მცემელი სული მოეფინა ყოველთავე ხორციელთა ზედა. იწყო მოციქულთაგან, და შემდგომითი შემდგომად მორწმუნეთა თვისი მადლი მიჰფინა, და მისსა ძლიერსა მოსლვასა, ცეცხლისა ენათა განყოფა მოწაფეთა სარწმუნო-ჰყო დღეს, მეტყველებად და დიდებად შემოქმედისა და ყოველთა ღმრთისა, ჩვენ აწ განათლებულითა გულითა და გონებითა, სარწმუნოებით და სურვილით თაყვანის-ვჰსცეთ სულსა, ყოვლადწმიდასა, მაცხოვარსა სულთა ჩვენთასა.
ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან, და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
დღეს შეიმოსენ ძალსა მაღლით მოციქულნი, რამეთუ განიხილეს მათ სული ცხოველი, ახლითა ცნობითა მათ შორის განახლებული, რათა მაღლად მეტყველებითა გვასწაონ. უსაზღვრო მარტივი ბუნება, სამებით მონებად უცხოთა ხმათა მიერ, ქადაგებითა სამგვამოვნად და ერთ ბუნებად, შემოქმედისა და ყოველთა ღმრთისა. ხოლო ჩვენ აწ განათლებულნი მათ მიერ, თაყვანის-ვჰსცემდეთ მამასა ძით და სულით წმიდითურთ, ყოვლად-ძლიერსა მაცხოვარსა სულთა ჩვენთასა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით ერნო, სამგვამოვანსა ღმრთაებასა თაყვანის-ვჰსცემდეთ, ძესა მამისა თანა, სულით წმიდითურთ, რამეთუ მამამან ჰშვა ძე მხოლო, და სული თანასწორი გამოავლინა პირველ ყოველთა საუკუნეთა, რომელთა ღმრთაება და სუფევა და მეუფება ერთ-არს განუყოფელ და შეურწყმელ, რომელსა ძრწოლით თაყვანის-ვჰსცემთ, და ვღაღადებთ, წმიდაო ღმერთო, რომელმან ძისა მიერ შეჰქმენ ყოველნი სულითა წმიდითა. წმიდაო ძლიერო, რომლისაგან მამა ვიცანთ, და სული წმიდა სოფლად მოვიდა და გვიხსნნა, წმიდაო უკვდაო სულო, რომელი მამისაგან გამოხვალ, და ძისა თანა განისვენებ. დიდება შენდა სამებაო წმიდაო.
მგალობელთა აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მგალობელთა: ამინ.
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყვარე, დიდება შენდა.
დიაკონი: სიბრძნით.
მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
მღვდელმან: მამობრივისა ღმრთაებისა წიაღთაგან წარმოაცალიერა თავი თვისი, და ზეცით ქვეყანად გარდამოხდა, და ყოვლითურთ მიიღო ბუნება ჩვენი და განაღმრთო იგი, და ამისა შემდგომად კვალად მითვე ზეცად ამაღლდა, და მარჯვენით ღმრთისა და მამისა დასჯდა, და საღმრთო და წმიდა და თანა-არსი და ერთ-ძალი, და ერთ-დიდება, და თანა განმგებელი სული გარდამოავლინა, წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა თვისთა ზედა, და მის მიერ განანათლნა იგინი, და მათ მიერ ყოველი ქვეყანა: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა და ყოვლად უბიწოისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, ღმრთის მქადაგებელთა, და სულითა შეზღუდვილთა მოციქულთა, და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).