მირონი სარწმუნოებისა, რომელი მოიღო მოსე ბრძანებითა ღმრთისა მიერითა პირველად, რათა ცხებითა მით დაუდგენდეს მღვდელთმთავართა და მღვდელთა; ამისთვისცა დავით იტყვის: “ვითარცა თავსა ზედა გარდამომავალი, წვერთა ზედა, წვერთა ზედა აარონისთა”. რამეთუ ესეცა არს მოუდუღებელი ოთხთა ფერთა წამალთაგან:
მახლეა ზეთისხის ზეთისა - 12. ღვინო რაოდენიცა საწყაული უნდოდეს და ჯერ-იყოს დაასხან და თუ შეიშროს კიდევ დაასხემდენ, ზეთის ქვეშე ღვინო უკლებლად უნდა იყოს, რომ ზეთი არ დაიწვას.
კორუ, ლიტრა - 2.
ქსილო ვალსამუ, ლიტრა - 3.
ექინათის, ლიტრა – 2.
პეპერი, ლიტრა - 5.
ზმირინის, ლიტრა - 4.
სხირაკოს, ლიტრა - 1.
პეპეროს გრძელი, ლიტრა – 2.
ქსილოკასას, ლიტრა – 3.
ფილაინ დიკუ, ლიტრა - 3.
კარპო ვალსამუ, ლიტრა - 2.
იეპრეოს, ლიტრა - 5.
მიცოკოკა, ლიტრა - 3.
კელტიონ, ლიტრა - 1.
კასიას მოლნის, ლიტრა - 2.
კარიოფილა, ლიტრა - 3.
კატრეონ, ლიტრა - 2.
მინამომონ, ლიტრა - 6.
ასარუ, ლიტრა - 2.
მაკაროს, ლიტრა - 1.
ტერმინდის, ლიტრა - 6.
პეტიტუ, ლიტრა - 6.
მიროვალანუ, ლიტრა - 2.
სამფსიქუ, ლიტრა - 1.
ლადანუ, ლიტრა - 5.
ლღვანუ, ლიტრა – 5.
სტაჟუ, ლიტრა - 1.
ცინცივეროს, ლიტრა – 4.
ქსუნდომბა, ლიტრა - 2.
ვოტანას სქენონიკის ტავტის აკერთ, ლიტრა - 2.
ელინუ, ლიტრა - 2.
არისტოლოქას, ლიტრა - 1.
ირეოს, ლიტრა - 1.
ვოქუ, ლიტრა - 1.
ქსილალოის, ლიტრა - 1.
ვალსამელეუ რაოდენს მისცემ კარგია.
კემოსქუ ექსაღა 2.
ესე არს ჩამონათვალი მასალისა მირონისათვის.
"სერობასა საიდუმლოსა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა. არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ. მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა".
მივალთ სამკვეთლოსა შინა და წარმოვასვენებთ სიწმიდეთა. პატრიარქი მისცემს ალაბასტრსა მას ძველი მირონისასა ზედა-მწირველსა მღვდელსა. ხოლო ალაბასტრი იგი თავ-დაბურვილი უნდა იყოს პერექლითა, და იგი წინა წარუძღვების სიწმიდეთა.
ხოლო დიაკონთა მათ უხმსთ ურთიერთარს თავ-მოდრეკით დგომა. შვიდნი წყვილნი დიაკონნი უნდა იყვნენ, და თვითო თვითოსა რიპიდები ეპყრათ, და ესრეთ მისდევდენ. ხოლო სხვანი დიაკონნი სანთლითა და სასაკმევლითა წინაუძღოდენ.
რაჟამს მოვიდენ წინაშე სამეუფოსა ბჭისა, ორნი დიაკონნი, მპყრობელნი რიპიდთა, საპურთხეველად შევიდენ, და სხვანი იგი ექვსნი წყვილნი დიაკონნი, სამეუფოს ბჭით ვიდრე ტრაპეზადმდე განწყობილნი დასდგნენ, ექვსნი ერთ მხარეს და ექვსნი მეორე მხარეს, მპყრობელნი რიპიდებისა.
ხოლო პატრიარქი წინა-მიეგებვის და რომელსა უპყრიეს ძველი იგი მირონი, პატრიარქსა მას მოიხსენებს. ხოლო პატრიარქი გამოართმევს მირონსა, და თვით შეიტანს და დასდგამს ტრაპეზსა ზედა მარცხენით ფეშხუმისა. ახალი მირონი სხვათა სამღვდელოთა უპყრიეს ხელთა და იდგებიან ამბიონზე ვიდრემდის განსრულდების დიდი შესვლა. პატრიარქი ჰყოფს მოხსენიებასა ფეშხუმით ხელში, მამამთავართა, მღვდელმთავართა, სამღვდელოთა და შეაბრძანებს ფეშხუმსა. უპირატესი თანამწირველი ბარძიმით ხელში მოიხსენიებს პატრიარქს და შემდგომად კეთილმორწმუნესა ერსა და შეაბრძანებს ბარძიმსა.
ახალსა მას მირონსა შეაბრძანებენ და დააბრძანებენ გარშემო ტრაპეზისა. უკეთუ ტრაპეზისა გარშემო დატევნა შეუძლებელ იყოს სიმჭიდროვისა გამო, შესაძლებელ არს ახლისა მის მირონისა დაბრძანებაი მაღალდასაჯდომელთან, გინა ამბიონსა ზედა.
რაჟამს იტყვის პატრიარქი: „და მომეც ჩვენ უფალო... და იყვნენ წყალობანი“ დიაკონი გარეთ დუმილით კართა თანა სდგეს.
პატრიარქი მივალს და ახალსა მირონსა მას პერექელსა მოხდის, და სამ-გზის ჯვარსა გამოსახავს მას ზედა და იტყვის: სახელითა მამისათა ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ.
რაოდენიცა იყოს ყოველთა ზედა გამოსახოს ჯვარი.
არქიდიაკონმან: მოხედენ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მამამთავარმან: უფალო წყალობათაო, და მამაო ნათლისაო, რომლისა მიერ ყოველი მოცემა კეთილი, და ყოველი ნიჭი სრული გარდამოივლინების, მოგვმადლე ჩვენ უღირსთა ამათ, მადლი, მსახურებად დიდისა ამის და ცხოველს-მყოფელისა საიდუმლოისა, ვითარცა იგი მიეც მადლი მოსეს სარწმუნოსა მას მსახურსა შენსა, და მონასა შენსა სამოელს, და წმიდათა შენთა მოციქულთა. ეგრეთვე გარდამოავლინე სული შენი წმიდა მირონსა ამას ზედა, და ჰყავ ესე საცხებელ სამეუფო, საცხებელ სულიერ, საფარველ ცხოვრებისა, წმიდა მყოფელ სულისა და ხორცთა, საცხებელ სიხარულისა, და ზეთ მხიარულებისა, რომელი წარმოჩინებულ-ჰყავ სჯულსა შინა, ხოლო გამობრწყინვებულ ახალსა ამას შინა აღთქმასა. რომლისა მიერ ცხებულ-იქმნნეს მღვდელნი, მღვდელთმთავარნი, და წინასწარმეტყველნი. რომლისა მიერ თავადმან სცხე წმიდათა შენთა მოციქულთა, და შემდგომითი შემდგომად ეპისკოპოსთა, და მღვდელთა, და მათ მიერ ყოველთა შობილთა, საბანელისა მის მიერ მეორედ შობისა ვიდრე დღეინდელად დღედმდე. ჰე მეუფეო ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, გამოაჩინე ესე დანერგვითა თაყვანის-საცემელისა სულისა შენისა წმიდისათა, სამოსლად უხრწნელებისა, და ბეჭდად სრულებისა, მოქმედად სამართლისა, და გამომსახველად წმიდისა ნათლისღებისა შენისა საბანელისა, შემწყნარებელთა შორის დიდებულისა მის სახელისა შენისა, და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა, და წმიდისა სულისა შენისათა, რათა იყვნენ იგინი წინაშე შენსა შესწავებულ და საკუთარ, და მოქალაქე, და სახლეულ, და მონებ, და მხევლებ, და განწმედილ სულით და ხორცით, და განთავისუფლებულ ყოვლისაგან სიბოროტისა, და გამოხსნილ ყოვლისაგან ცოდვისა, შემოსითა სამოსლად უხრწნელებისა დიდებისა შენისათა. რათა იყვნენ საცნაურ წმიდისა ამის მიერ სასწაულისა შენისა, წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, და ყოველთა ზეცისა ძალთა. რათა იყვნენ ყოველთა უკეთურთა და არაწმიდათა სულთა მაოტებელად, რათა იყვნენ შენდა ერად მოგებულად, სამეუფო და სამღვდელო, ნათესავ წმიდა, აღბეჭდულ უხრწნელისა ამის საიდუმლოსა მირონისა შენისა მიერ, და აქუნდეს გულთა შინა მათთა ადგილი სამკვიდრებელად ქრისტეს შენისა, და შენ ღმრთისა მამისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ასამაღლებელი: რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა ძისა და და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მამამთავარმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
არქიდიაკონმან: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მამამთავარმან: შენ ღმრთისა ყოველთა მეუფისა, ქედნი გულთა ჩვენთანი სამადლობელად მოგვიდრეკიან, ამისთვის, რამეთუ უღირსნი ესე მსახურ-ყოფად საღმრთოთა შენთა საიდუმლოთა ღირს-მყვენ, და წყალობისა შენისა ქადაგ, რომელი მდიდრად მოჰფინე ჩვენ ზედა, შეწყნარებად შენმიერისა სიწმიდისა, ვითარცა მირონისა თავსა ზედა ნელსაცხებელი წარმოცალიერებულ-არს, სახელი მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა, ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა, რომლისა მიერ ყოველი სოფელი სუნნელ-იქმნების, რაოდენი რა არს ხილული და უხილავი. და შენდა ჰშვენის ყოველთა მიერ თაყვანისცემა და მადლობა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რამეთუ შენ ხარ თაყვანის-საცემელი, და სადიდებელი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მგალობელთა: კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლად წმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთ-მოყვარე, დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რაჟამს-იგი გარდამოხდა და ენანი შეურივნა, მიმოდაყვნა მაღალმან ნათესავნი, ხოლო აწ, რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყვნა, ერთბამად მიიყვანნა იგინი; ამისთვისცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად წმიდასა, თანასწორსა მამისა და ძისასა.
დიაკონი იტყვის კვერექსსა: “ყოველთა წმინდათა მომხსენებელთა.”
სხვანი დიაკონნი კვალადცა დგანან რიპიდებითა ლიტურგიის განსრულებამდე. ხოლო ოდეს განსრულდეს საიდუმლო იგი, ზედა-მწირველი მღვდელი დასდგეგის კართა თანა, პატრიარქი აღიღებს მირონსა და მისცემს მღვდელსა მას კართა შინა. მაშინ დიაკონნი იგი რიკიდებითა წარჰყვებიან მღვდელსა მას მირონისა მპყრობელსა. ხოლო მღვდელი იგი წარიღებს მირონსა მას, და მიიტანს სადაცა არს ადგილი იგი შესანახად წმინდისა მირონისა. ესრეთ ჩვეულებისამებრ განასრულონ ლიტურგია.