1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
ძლის-პირი: სიყვარულისა საკრველითა, თანა შეკრულნი მოციქულნი დღეს მეუფისა ყოველთასა, თავსა შორის თვისსა განმკუთნველნი, შვენიერთა მათ ფერხთა დაიბანდეს, მახარებელთა მშვიდობისათა.
უთვისოსა მის მპყრობელი, ზესთა ცათასა და ეთერის წყლის, უფსკრულისა აღვირ-მჰსხმელი, და ზღვათა დამაყუდებელი სიბრძნე ღმრთისა, შთაასხამს წყალსა საბანელსა, და ფერხთა მონათასა დაჰბანს მეუფე.
მოწაფეთა უჩვენებს დღეს, სიმდაბლისა სახესა მეუფე, და ღრუბელთა მიერ ცისა, შემმოსელი მოირტყამს არდაგსა, მოიდრეკს მუხლთა, მოწაფეთა დაჰბანს ფერხთა, რომლისა ხელთა შინა არს ყოველი სული.
რომელმან არდაგი მოირტყი, და დაჰბანენ ფერხნი მოწაფეთანი ქრისტე ღმერთო, განჰბანენ ბილწებანი სულთა ჩვენთანი, და შეგვმოსე ჩვენ საკრველნი სულიერისა სიყვარულისა, რათა ვიქმოდეთ მცნებათა შენთა სახიერ.
დიდისა ქველის-საქმისა სარწმუნოებით მოღება გვეგულების, პატიოსნისა მის საბანელისა მიმართ მივრბიოდეთ სიყვარულით, რამეთუ არათუ ხორცთა ბიწი განიბანების, არამედ სულნი ჩვენნი საიდუმლოდ განსწმდებიან, რამეთუ დღეს ქრისტე ღმერთი მაცხოვარი ჩვენი, რომელმან მოჰხედის ქვეყანასა და შეაძრწუნის იგი, მოიდრეკს მუხლთა, და ფერხთა მიწისაგანთა დაჰბანს, და ყოვლისავე წინა-აღმდგომისა ძალისა დათრგუნვასა მოგვანიჭებს. ამას მადლობით უღაღადებდეთ, რომელმან მაღალი იგი გზაი სიმდაბლისა, სიმდაბლითა შენითა გვიჩვენე ჩვენ, გვაცხოვნენ სახიერო და კაცთ-მოყვარეო.
პეტრე შიშნეულ-იყო დაბანად ფერხთა ხელთა მათგან უხრწნელთა, რომელთა მიერ შეიქმნა ადამ, ხოლო ესმა რა, უკეთუ არა დაგბანნე, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემთანა, ძრწოლითა მრავლითა შეპყრობილი ხმობდა შენდამი უფალო, ნუ ხოლო ფერხთა ჩემთა დამბან, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი. ეჰა დიდთა მათ ნიჭთა მეუფისათა, ზიარად მადლისა გამოაჩინებს თვისთა მოწაფეთა, და მისთანა ნაწილისა ქონებასა აღუთქვამს გამოუთქმელსა მას შინა დიდებასა, ვითარცა საიდუმლოისა მის სასმელისათვის ჰრქვა, ზიარად თვისა სმა მათთანა სასუფეველსა შინა ცათასა. რომელსა ჩვენცა ღირს-მყვენ სახიერ, ვითარცა მოწყალე ხარ და კაცთმოყვარე.
დღეს მიუახლებელმან არსებითა საქმე მონისა აღიღო და არდაგი მოირტყა, რომელმან შეჰმოსნის ცანი ღრუბლითა, საბანელსა წყალი შთაასხა, რომელმან იგი ზღვა მეწამული განაპო, და მოსდრკა მუხლთა ზედა და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთასა და წარხოცდა არდაგითა, რომელ მოერტყა. და ოდეს დაჰბანნა ფერხნი მოწაფეთანი, ჰრქვა მათ: თქვენ მოწაფენი წმიდა ხართ, არამედ არა ყოველნი, რამეთუ იცოდა მიმცემელი თვისი.
უმჯობეს-იყო შენდა იუდა, უკეთუმცა არა მუცლადღებულ-იქმენ საშოსა შინა დედისასა, უმჯობეს-იყო შენდა ჰოი განმცემელო, თუმცა არა შობილ-იქმენ, უცხო-ქმნილო ძისაგან ღმრთისა, რამეთუ შენ მიერ განიხეთქა კრებული ქრისტეს მოწაფეთა, და ვენახი იგი ჭეშმარიტი მოისთლო ავაზაკმან მან ჯვარ-ცმულმან. შენ მიერ განიკვეთა ზღუდე, და ტაძარი იგი ხელით-უქმნელი დაარღვიეს უსჯულოთა, რამეთუ უკეთუ მირონსა მას ცოდვილისასა პატივ-ჰსცემდი, ვითარცა მრავალ-ფასსა ჰოი უსჯულოო, ვითარ არა განცვიფრებულ-იქმენ სისხლისა მის მართლისა მიცემად ხელთა უსჯულოთასა, უმჯობეს-იყო შენდა განმცემელო, თუმცა არა შობილ-იყავ, უცხო-ქმნილო ძისაგან ღმრთისა.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰრულითა საეშმაკოითა, დაბნელდა იუდა უბადრუკი, და დაიძინა სიკუდიდ, და წარსწყმდა საუკუნოდ საწყალობელი იგი. ამისთვის ვიღვიძებდეთ ჩვენცა ჰოი ძმანო, და ტირილით სულთ-ვითქმიდეთ, რათა არა შევიდეთ განსაცდელსა, და მხსნელსა ჩვენთვის ჯვარ-ცმულსა უღაღადებდეთ, სულგრძელო მეუფეო დიდება შენდა.
დიაკონმან: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: ზეგარდამო მშვიდობისა, და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: სამეუფოისა ქალაქისა ამისა ჩვენისა და წმიდისა ამის მონასტრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: კეთილ-შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა, და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: რათა იკურთხოს და განიწმიდოს საბანელი ესე ძალითა, შეწევნითა და დანერგვითა სულისა წმიდისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: რათა იქმნას ესე განმბანელ მწიკულთა ცოდვათა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, და დაგვიცვენ, ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
რამეთუ შენ ხარ განმწმედელი სულთა ჩვენთა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელთმთავარი აღდგების, ხოლო მღვდელნი სხედან.
წინამძღვარმან:: უფალო ღმერთო ზესთ-სახიერო, მიუახლებელო ღმრთეებითა, რომელმან სახითა მონისათა მსახურებრივი წესი აღასრულე, სახის-დასაბამად საცხოვრებელისა სიმდაბლისა, და ფერხნი მოწაფეთა შენთანი უხრწნელითა ხელითა შენითა დაჰბანენ და არდაგითა წარხოცენ. მოიხილე აწ ჩვენ ზედაცა, უღირსთა მონათა შენთა, მობაძავთა ესე ვითარისა ამის სიმდაბლისა თანა-შთამომავლობისათა, და ღირს-მყვენ ჩვენ ბიწთა ხორცთასა და მწიკულთა ცოდვისათა განბანად, და წყლისა ამის შეხებითა განწმედაი მოგვმადლე ჩვენ, და ყოვლად-წმიდისა სულისა შენისა უხილავად მოფენა, დაიცვენ სულნი და ხორცნი ჩვენნი, მზაკვარისაგან გველისა, რომელი უმზირის ბრჭალსა ჩვენსა, რათა წმიდა-ქმნილნი გმსახურებდეთ შენ, კეთილ-შეწყნარებულითა მსახურებითა და ვიდოდეთ გველთა ზედა და ღრიანკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა. რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წინამძღვარმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან მიჩვენე ჩვენ საზღვარი სიმდაბლისა საცხოვრებელითა და მაღლითა დამდაბლებითა შენითა და უკანასკნელითა სიმდაბლითა, – დაგვიცვენ შეუმწიკულებელად და მოგვმადლე ჩვენ ურთიერთარს მსახურება, აღმამაღლენ ჩვენ საღმრთოითა სიმდაბლითა, მარადის განბანილნი ცრემლითა, და წმიდა-ქმნილნი ნათლითა განწმედელობისა მადლისა შენისათა, რათა სამარადისოდ ყოვლითა გულითა
შევრდომილთა შენდა, ვპოოთ წყალობა წინაშე საშინელისა სამსჯავროისა შენისა.
ასამაღლებელი: რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა. ამინ.
დიაკონმან: ღირს-ყოფად ჩვენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა, ღმერთსა ჩვენსა, ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
უპირატესმან მღვდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
წინამძღვარმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: იოანესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
უპირატესმან მღვდელმან: მოხედენ.
მას ჟამსა შინა, უწინარეს დღესასწაულისა მის პასექისა იცოდა იესო, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რათა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყვარნა თვისნი იგი ამას სოფელსა შინა, და სრულიად შეიყვარნა იგინი. და ვითარცა სერობა იგი იყო, და ეშმაკი შესრულ იყო გულსა იუდასსა, სიმონ ისკარიოტელისასა, რათა განსცეს იგი. იცოდა იესო, რამეთუ ყოველივე მოსცა მას მამამან ხელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს.
და იტყვის დიაკონი მძიმედ: აღდგა სერობისა მისგან.
აღსდგების წინამძღვარი.
იტყვის დიაკონი: და დადვა სამოსელი თვისი.
დასდებს წინამძღვარი სამოსელსა თვისსა.
დიაკონმან: და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი.
აღიღებს წინამძღვარი არდაგსა და მოირტყამს.
დიაკონმან: და მოიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას.
წინამძღვარი შთაასხამს წყალსა ჭურჭელში , რომლიდანაც უნდა დაასხას და დაბანოს ფერხნი.
არქიდიაკონმან: და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა და წარხოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა.
იწყებს მღვდელთმთავარი დაბანად ფერხთა არქიმანდრიტთა და სხვათა მღვდელთა, მჯდომარეთა, მარცხენით კერძო მისით ვიდრე ამბიონამდე და შემდგომ მარჯვენით მისსა, ამბიონითგან კათედრამდე და წარხოცს თითოეულთა მათ ფერხ-განბანილთაგანთა, ხოლო მღვდელნი ამბორს-უყოფენ მიტრასა და ხელსა მისსა, და მღვდელთმთავარი ეამბორება ხელსა მათსა.
(ყოველი მესამისა განბანისა შემდგომად მღვდელთმთავარი კვალად შთაასხამს წყალსა საბანელსა მას ჭურჭელსა შინა).
არქიდიაკონი: იგივეს ვიდრე მღვდელთმთავარი ჰბანს ფერხთა: და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა და წარხოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა.
ხოლო ოდეს მოვალს უპირატესისა არქიმანდრიტისადმი იტყვის არქიდიაკონი: და მოვიდა სიმონ-პეტრესა, – ჰრქვა მას პეტრე.
უპირატესი აღდგების და ეტყვის მღვდელთმთავარსა: უფალო შენ დამბანა ფერხთა ჩემთა?.
მღვდელთმთავარმან: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად..
უპირატესმან: არა დამბანნე ფერხნი ჩემნი უკუნისამდე..
მღვდელთმთავარმან: უკეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ-თანა..
უპირატესმან: უფალო, ნუ ხოლო ფერხნი ჩემნი, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი..
მღვდელთმთავარმან: განბანილსა მას არა უხმს, გარნა ფერხნი ხოლო დაბანად, რამეთუ ყოვლად წმიდა არს იგი, და თქვენცა წმიდა ხართ, არამედ არა ყოველნი..
და დაჰბანს ფერხთა უპირატესსა მას არქიმანდრიტსა..
არქიდიაკონი: რამეთუ იცოდა იესო მიმცემელი იგი. ამისთვის თქვა, ვითარმედ: არა ყოველნი წმიდა ხართ..
არქიდიაკონი: გაიმეორებს იგივეს ვიდრემდის მღვდელთმთავარი დაასრულებს ფერხთბანვას და მოიხსნის არდაგსა..
კვალად იტყვის არქიდიაკონი: რამეთუ იცოდა იესო მიმცემელი იგი. ამისთვის თქვა, ვითარმედ: არა ყოველნი წმიდა ხართ..
არქიდიაკონი: ღირს-ყოფად ჩვენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა, ღმერთსა ჩვენსა, ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
არქიდიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
მღვდელთმთავარმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელთმთავარმან: იოანესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
არქიდიაკონი: მოხედენ.
არქიდიაკონი: მას ჟამსა შინა, ოდეს დაჰბანნა იესო ფერხნი მოწაფეთა თვისთა, მოიღო სამოსელი თვისი.
მღვდელთმთავარი მოიღებს სამოსელსა თვისსა და შეიმოსება.
არქიდიაკონი: იმეორებს იგივეს ვიდრემდის შეიმოსების მღვდელთმთავარი.
არქიდიაკონი: კვალად: მას ჟამსა შინა, ოდეს დაჰბანნა იესო ფერხნი მოწაფეთა თვისთა, მოიღო სამოსელი თვისი.
იტყვის არქიდიაკონი: და ინახ-იდგა.
მღვდელთმთავარი დაჯდება, ხოლო არქიმანდრიტნი და სხვანი მღვდელნი აღსდგებიან.
არქიდიაკონი: და მერმე ჰრქვა მათ:
მღვდელთმთავარი მჯდომარე წართქვამს სახარებასა.
მღვდელთმთავარმან: უწყითა, რაი-ესე გიყავ თქვენ? თქვენ მხადით მე: მოძღვარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ. უკეთუ მე დაგბანენ ფერხნი, უფალმან და მოძღვარმან, და თქვენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერხთა. რამეთუ სახე მიგეც თქვენ, რათა ვითარცა ესე მე გიყავ თქვენ, ეგრეთვე თქვენცა ჰყოფდეთ. ამინ, ამინ, გეტყვი თქვენ: არა არს მონა უფროს უფლისა თვისისა, არცა მოციქული უფროს მომავლინებელისა თვისისა. ესე თუ სცნათ, ნეტარ ხართ, უკეთუ ჰყოფდეთ ამას.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
შემდგომად სახარებისა აღსდგების მღვდელთმთავარი.
არქიდიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელთმთავარმან: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სიმრავლითა მოწყალებისა შენისათა წარმოაცალიერე თავი შენი, და ხატი მონისა მიიღე, რომელმან ჟამსა საცხოვრებელისა და ცხოველსმყოფელისა ნებსით ვნებისა შენისასა, შენთანა სერობად ღირს-ჰყვენ წმიდანი მოწაფენი და მოციქულნი შენნი; ამისა შემდგომად არდაგითა მორტყმულ-ჰყავ თავი შენი, და დაბანითა ფერხთა წმიდათა მოწაფეთასა, სახე სიმდაბლისა და ურთიერთარს სიყვარულისა მიეც მათ, მეტყველმან: ვითარცა მე გიყავ თქვენ, და თქვენცა ესრეთვე ჰყოფდეთ ურთიერთარს. აწ უკვე მეუფეო, დასდეგ ჩვენ შორისცა, უღირსთა ამათ მონათა შენთა, რომელნი შედგომილ-ვართ შენ მიერ მოცემულისა სახისად, წარხოცე ყოველი ბიწი და მწიკული სულთა ჩვენთანი, რათა განმყრელნი დამძიმებულისა ჩვენისა მტვერისა ცოდვათასანი, და არდაგითა სიმდაბლისათა ურთიერთარს წარმხოცნი ფერხთანი, შემძლებელ-ვიქმნეთ სათნო-ყოფად შენდა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა, და ვპოვოთ მადლი წინაშე შენსა.
რამეთუ შენ ხარ მაკურთხეველი, და წმიდა-მყოფელი ჩვენი, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ფერხ-განბანილნი, წინათ განწმედილნი, ღმრთისა გონებისა, და ფარულთა ზიარ-ქმნითა, მსახურნი შენნი, ქრისტე, სიონით ზეთის-ხილთათ, მთად თანა-აღმოგყვეს შენნი, მგალობელნი კაცთ-მოყვარე.
ჰრიდეთ ეტყოდი, შვილნო და ნუ შფოთებთ, მოახლებულარს ჟამი, ოდეს შემიპყრან სიკვდილად, ბილწთა ხელითა, და ყოველნი განიბნინეთ, და მე დამიტეოთ, რომელმან შეგკრიბენ მაქებელად ჩემდა.
განსრულდა სადიდებელად ღმრთისა.