ხმა უფლისა წყალთა ზედა, ღაღადებს და იტყვის: მოვედით და მიიღეთ ყოველთა სული სიბრძნისა, სული მეცნიერებისა და სული შიშისა ღმრთისა, რომელი გამოგვიჩნდა ჩვენ ქრისტე. (3-გზის).
დღეს წყალთა იგი ბუნება წმინდა იქმნების და განახლდების იორდანე და თვისთა ღელვათა დინებასა დააყუდებს, რამეთუ უფალსა გხედვიდა ნათლის-ღებად. (2-გზის).
ვითარცა კაცი მდინარედ მოხვედ, ქრისტე მეუფეო, და მონებრივისა ნათლისღებისა გენება მიღება იოანესგან, ცოდვათა ჩვენთათვის, კაცთ-მოყვარე. (2-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მსგავსად ხმისა მის, რომელი ღაღადებდა უდაბნოსა ზედა: განმზადენით გზანი უფლისანი; მოხვედ, მაცხოვარო ჩვენო, ხატი მონებისა მიიღე და ნათლისღებასა ითხოვდ, რომელმან არა იცოდი ცოდვა. გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, და შეეშინა, და თანა შეძრწუნებულ-იქმნა წინამორბედი, ღაღად-ყო და თქვა: ვითარ განანათლოს სანთელმან ნათელი, ვითარ დასდვას ხელი მონამან მეუფესა. განმწმიდე მე და წყალნიცა ესე, მაცხოვარ, რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წინასწარმეტყველება ისაიასი საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ამას იტყვის უფალი: იხარებდ უდაბნო წყურიელი. და იშვებდინ უდაბნო და ყვაოდინ ვითარცა შროშანი. და აღყვავნენ და იშვებდენ მდინარენი იორდანისანი, და დიდება ლიბანისა მოეცეს მას და პატივი კარმელისა, და ერმან ჩემმან იხილოს დიდება უფლისა და სიმაღლე ღმრთისა. განძლიერდით ხელნი დახსნილნი და მუხლნი განრღვეულნი. ნუგეშინის-ეცით სულმოკლეთა გონებითა: განძლიერდით, ნუ გეშინინ. აჰა, ღმერთი ჩვენი საშჯელსა ნაცვლად მიაგებს, და ნაცვალ-აგოს. თვით მოვიდეს და მაცხოვნეს ჩვენ. მაშინ აღეხუნეს თვალნი ბრმათანი და ყურთა ყრუთასა ესმოდის. მაშინ ხლდებოდის კოჭლი, ვითარცა ირემი, და ცხად იყოს ენა ძლით-მზრახვალი, რამეთუ გამოეცა უდაბნოსა შინა წყალი და ხევი შორის ქვეყანასა წყურიელსა. და ურწყული იყოს მწყურნებად და ქვეყანასა შინა წყურიელსა წყარო წყლისა იყოს. მუნ სიხარული მფრინველთა, საყოფელი სამწყსოთა და მწყურნები ლელწმისა, და არა წარხდეს მუნ არაწმიდა. იყოს მუნ გზა წმიდა და გზად წმიდად ეწოდოს. არა წარხდეს მიერ არაწმიდა, არცა იყოს მუნ გზა არაწმიდა. ხოლო განთესულნი ვიდოდიან მას ზედა, და არა შესცთენ. და არა იყოს მუნ ლომი, და არცა მხეცთა ბოროტთაგანი, არა აღვიდეს მას ზედა, არცა იპოვოს მუნ, არამედ ვიდოდიან მას ზედა გამოხსნილნი და შეკრებულნი უფლისა მიერ. მოიქცენ და მოვიდენ სიონად სიხარულისა თანა და სიხარული საუკუნო ზესთა თავისა მათისა, ქება და მხიარულება და შვება ეწიოს მათ, და წარხდა სალმობა, მწუხარება და სულ-თქმა.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წინასწარმეტყველება ისაიასი საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ესრეთ იტყვის უფალი წყურიელნი წარვედით წყლისა მიმართ და რაოდენთა არა გაქუს ვერცხლი, მოარულთა იყიდეთ და ჭამეთ. და ვიდოდეთ და იყიდეთ თვინიერ ვერცხლისა და ფასისა, ღვინო და ცმელი. რასათვის პატივ-სცემთ ვერცხლსა? შრომა თქვენი არა პურთათვის არს და რუდუნებაი თქვენი არა სიმაძღრედ? ისმინეთ ჩემი და ჭამენით კეთილნი და განიშვას კეთილთა შინა სულმან თქვენმან. ეკრძალენით ყურითა თქვენითა და შეუდეგით გზათა ჩემთა. შეისმინეთ ჩემი და ცხონდეს კეთილთა შინა სული თქვენი. აღგითქვა თქვენ აღთქმა საუკუნო, ღირსნი დავითისნი სარწმუნონი. აჰა საწამებელად წარმართთა შორის მივეც იგი მთავრად და მბრძანებელად წარმართთა. აჰა წარმართნი, რომელთა არა გიცოდეს შენ, გიწოდდენ შენ და ერნი, რომელნი არა გიცნობდეს შენ, შენდამი მოივლტოდიან, უფლისათვის ღმრთისა შენისა და წმიდისა ისრაელისა, რამეთუ გადიდა შენ. იძიეთ უფალი და ჰპოოთ, რა მოხადეთ, ხოლო რაჟამს მოგეახლოს თქვენ, დაუტევენ უთნომან გზანი მისნი და კაცმან უშჯულომან განზრახვანი მისნი, და მოიქეცინ უფლისა მიმართ და შეწყალებულ იქმნეს, რამეთუ ფრიად მიგეტევნეს ცოდვანი თქვენნი. რამეთუ არა არიან განზრახვანი ჩემნი, ვითარცა განზრახვანი თქვენნი, არცა გზანი თქვენნი, ვითარცა გზანი ჩემნი, იტყვის უფალი. არამედ ვითარცა განშორებულ არს ცა ქვეყანისაგან, ეგრეთ განშორებულ არს გზა ჩემი გზათაგან თქვენთა და გაგონებანი თქვენნი გაგონებისაგან ჩემისა. რამეთუ ვითარ-იგი უკეთუ გარდამოვიდეს წვიმა ანუ თოვლი ცისაგან, და არა მიიქცეს, ვიდრემდის არა დაათროს ქვეყანა და გამოშვას და გამოამორჩოს, და მოსცეს თესლი მთესველსა და პური ჭამად. ეგრეთ იყოს სიტყვა ჩემი, რომელი უკეთუ გამოვიდეს პირისაგან ჩემისა, არა მოიქცეს ჩემდამო ცარიელი, ვიდრემდის არა აღესრულოს ყოველნი, რაოდენნი ვინებენ. და წარვჰმართნე გზანი შენნი და ბრძანებანი ჩემნი დაიცვნე, რამეთუ შვებისა მიერ გამოხვიდეთ და სიხარულისა მიერ განისწავლნეთ, რამეთუ მთანი და ბორცვნი ხლდებოდიან, შემწყნარებელნი თქვენნი სიხარულსა შინა, და ყოველთა ხეთა ველისათა დაიტყუელნენ რტოებითა. და ტვივისა წილ აღმოგიცენდეს კვიპაროსი და ღვივისა წილ მურტი; და იყოს უფალი სახელად და სასწაულად საუკუნოდ, და არა მოაკლდეს.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წინასწარმეტყველება ისაიასი საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ამას იტყვვის უფალი: აღმოივსეთ წყალი მხიარულებითა წყაროთაგან ცხოვრებისათა. და თქვათ მას დღესა შინა: უგალობდით უფალსა, ხმა-ყავთ სახელი მისი, მიუთხრენით წარმართთა შორის დიდებულებანი მისნი, მოიხსენეთ, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი. საგალობელ-ყავთ სახელი უფლისა, რამეთუ მაღალნი ქმნნა, მიუთხრენით ესენი შორის ყოვლისა ქვეყანისა. იხარებდით და იშვებდით დამკვიდრებულნი სიონს, რამეთუ ამაღლდა წმიდა ისრაელისა საშუალ მისსა.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის?!
მგალობელთა: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის?!
მკითხველმან: (მუხლი): უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევსძრწუნდე?!
მგალობელთა: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის?!
მკითხველმან: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა.
მგალობელთა: ვისა მეშინოდის?!
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: კორინთელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა, საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ძმანო, არა მნებავს უმეცრება თქვენი, რამეთუ მამანი ჩვენნი ყოველნი ღრუბელსა ქვეშე იყვნეს და ყოველნი ზღვასა განხდეს. და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ იღეს ღრუბლითა მით და ზღვითა. და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს, და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სვეს, რამეთუ სმიდეს იგინი სულიერისა მისგან კლდისა, რომელიცა შეუდგა მათ, ხოლო კლდე იგი იყო ქრისტე.
მღვდელმან: მშვიდობა შენდა.
მკითხველმან: და სულისაცა შენისა თანა, ალილუია, ალილუია, ალილუია.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
მკითხველმან: (მუხლი): ხმა უფლისა წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა, ქუხდა უფალი წყალთა ზედა მრავალთა.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: მარკოზისაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
მას ჟამსა შინა, მოვიდა იესო ნაზარეთით გალილეასათ და ნათელ-იღო იოანესაგან იორდანესა. და მეყსეულად აღმოსლვასა მისსა მიერ წყლით იხილნა ცანი განხმულნი და სული ღმრთისა გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მის ზედა; და ხმა იყო ზეცით: შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენ სათნო-გიყავ.
მგალობელთა: დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმინდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩვენისა და მეუფებისა მისისათვის უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: სამეუფოისა ქალაქისა ამისა ჩვენისა და წმიდისა ამის მონასტრისა, და ყოვლისა ქალაქისა და სოფლებისათვის, და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: კეთილ-შეზავებისათვის ჰაერთასა, კეთილ გამოღებისათვის ნაყოფთა ქვეყანისათა, და ჟამთა მშვიდობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა, და ცხოვრებისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა წმიდა იქმნას წყალი ესე, ძალითა და შეწევნითა და დანერგვითა სულისა წმიდისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა დაენერგოს წყალთა ამათ შინა წმინდამყოფელი ძალი ერთ-არსისა სამებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა მოენიჭოს ამას მადლი გამოხსნისა და კურთხევა იგი იორდანისა, ძალითა და შეწევნითა და დანერგვითა სულისა წმიდისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა შეიმუსროს სატანა, ქვეშე ფერხთა ჩვენთა მსწრაფლ და დაიხსნას ყოველი ბოროტი განზრახვა, აღძრული ჩვენ ზედა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა უფალმან ღმერთმან განგვარინნეს ჩვენ ყოველთაგან ცილის-წამებათა და განსაცდელთაგან წინააღმდგომთასა და ღირს მყვნეს აღთქმულთა კეთილთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა განგვანათლნეს ჩვენ ნათლითა მეცნიერებისა და სარწმუნოებისათა, დანერგვითა სულისა წმიდისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა გარდამოავლინოს უფალმან ღმერთმან, კურთხევა იგი იორდანისა და განწმიდოს წყალი ესე, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა იქმნას წყალი ესე, სიწმიდისა მომნიჭებელ, ცოდვათაგან გამომხსნელ და საკურნებელ სულთა და ხორცთა ჩვენთა და ყოვლისა სარგებელისა მარჯვე, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა იქმნას წყალი ესე შემცვალებელ ცხოვრებისა საუკუნოისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა გარდამოავლინოს უფალმან სული წმიდა, და შესცვალნეს წყალნი ესე, სენთა საკურნებელ და ყოველთა წინა-აღმდგომთა, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან შეუხებელ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რომელთა მიიღონ ამისგან საკურნებელად და განსაწმედელად სახლთა თვისთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა გარდამოავლინოს უფალმან ღმერთმან ნათელი თვისი გულთა შინა ჩვენთა და განგვანათლოს წყლისა ამის მიერ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა იქმნას ესე განსაწმედელ ყოვლისა ბიწისა - სულთა და ხორცთა ჩვენთასა, წყლისა ამის სარწმუნოებით მიმღებელთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა ღირს მყვნეს ჩვენ აღვსებად სიწმიდით წყლისა ამის მიღებითა, უხილავად გამოცხადებითა სულისა წმიდისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა შეისმინოს უფალმან ღმერთმან ხმა ვედრებისა ჩვენ ცოდვილთა ამათ და შეგვიწყალნეს ჩვენ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა გვიხსნნეს ჩვენ ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონი: ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთის-მშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, მხოლოდშობილო ძეო, რომელი იყავ წიაღთა მამისათა, ჭეშმარიტო ღმერთო, წყაროო უკვდავისა ცხოვრებისაო, ნათელო ნათლისაგანო, რომელი მოხვედ ქვეყანად და განანათლენ იგი, განაბრწყინვენ ბუნებანიცა ჩვენნი წმიდისა სულისა შენისა მიერ და მოგვხედენ ჩვენ დიდებულებითა შენითა, რათა მადლობასა შევწირვიდეთ საუკუნესა მას შენსა საკვირველსა და უდიდებულესსა საქმეთა შენთასა, უკანასკნელსა მას საუკუნესა განგებულებისა შენისა საცხოვრებელსა. რომელმან უძლურებისა და სიგლახაკისა ჩვენისა მიიღე თბეი და მონათა თანა სიმდაბლით აღირაცხე, ყოველთა მეუფეო, და მონისა ხელითა იორდანესა შინა ნათლისღება სათნო-იყავ, რათა ბუნება იგი წყალთა განწმიდო, უცოდველო. რომელმან გზა იგი გვიჩვენე ჩვენ წყლითა და სულითა აღმოშობად, და პირველისა მის ჩვენისა დაშჯილებისაგან განგვათავისუფლენ, რათა საღმრთოისა საიდუმლოისა ამის მომხსენებელნი ვდღესასწაულობდეთ მარადის. გადიდებთ შენ, მეუფეო კაცთ-მოყვარეო. გვასხურე ჩვენ უღირსთა მონათა შენთა, მსგავსად საღმრთოსა მის აღთქმისა შენისა, და განწმიდე წყალი ესე, მრავალ-მოწყალებისა შენისა ნიჭითა. წყალთა ამათ ზედა ვედრება ჩვენ ცოდვილთა ამათ შეიწირე და კეთილ-მითვალულ ყავ სახიერებისა შენისათვის და კურთხევა შენი ამის მიერ ჩვენ და ყოველთა ერთა მორწმუნეთა შენთა მოგვანიჭენ, სადიდებელად წმიდისა და თაყვანის-საცემელისა სახელისა შენისა.
რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: სამებაო ერთ-არსებაო, უმეტესად სახიერო ღმრთეებაო, ყოვლად ძლიერო, ყოველთა მხედველო, უხილავო, მოუკლებელო, შემოქმედო უხილავისა არსებისაო და სიტყვიერისა ბუნებისა სახიერებითა შენითა კეთილად დამნერგველო. ნათელო დაუღამებელო, რომელი განანათლებ ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად. გამოაბრწყინვე ნათელი სახიერებისა შენისა უღირსთა ამათ მონათა შენთა ზედა, და განანათლენ გონებისა ჩვენისა თვალნი, რათა ღირს ვიქმნნეთ ქებად შენდა აურაცხელისა მოწყალებისა და ძლიერებისა შენისა. მიითვალე ვედრება ჩვენი და აქა მდგომარეთა ერთანი წინაშე შენსა, ნუცა ცოდვათა ჩვენთათვის დააყენებ მადლსა ყოვლად-წმიდისა სულისა შენისასა, არამედ მოგვიტევენ ჩვენ ყოველნი ცოდვანი ჩვენნი და დაუშჯელად ღირს გვყვენ ღაღადებად შენდა და თქმად აწ, სახიერო: გადიდებთ შენ მეუფეო კაცთმოყვარეო, ყოვლისა მპყრობელო, მეუფეო საუკუნეთაო.
გადიდებთ შენ შემოქმედსა და დამბადებელსა ყოველთასა. გადიდებთ შენ უმამოდ შობილსა დედისაგან და უდედოდ შობილსა მამისაგან, რამეთუ პირველ მოწევნულსა ამას დღესასწაულსა ჩვილად გიხილეთ შენ, ხოლო აწინდელსა ამას დღესასწაულსა სრულსა გხედავთ, სრულისაგან სრულებით გამოჩინებულსა ღმერთსა ჩვენსა. დღეს მოიწია ჟამი დღესასწაულისა ჩვენისა და კრება წმიდათა ეკლესიათა ჩვენთა და ანგელოზნი კაცთა თანა დღესასწაულობენ. დღეს მადლი სულისა წმიდისა სახითა ტრედისათა წყალთა ამათ შინა დაენერგვის. დღეს უხილავი მზე აღმობრწყინდების და სოფელი ნათლითა უფლისათა განბრწყინდების. დღეს მთვარე ბრწყინვალებითა ნათლისათა სოფელსა განანათლებს. დღეს ნათლის სახენი ვარსკვლავნი ბრწყინვალებითა ელვარებისათა სოფელსა შეამკობენ. დღეს ღრუბელნი ცვარსა სიმართლისასა კაცთა ზედა აცვრევენ ზეცით. დღეს დაუბადებელი თვისისა დაბადებულისაგან ხელ-დადებულ იქმნების. დღეს წინასწარმეტყველი და წინა-მორბედი წინაშე მეუფისა მოვალს, არამედ ძრწოლით მდგომარე არს, ღმერთსა რა გხედვიდა ხორციელად წინაშე ჩვენსა გარდამოსრულსა. დღეს წყალნი იორდანისანი კაცთა კურნებასა მოსცემენ გამოცხადებითა უფლისათა. დღეს წყალნი საიდუმლოდ ყოველსა დაბადებულსა განანათლებენ. დღეს ცოდვანი კაცთანი იორდანისა მდინარესა შინა განქარდებიან. დღეს სამოთხით განდევნილთა კაცთა, სიმართლისა იგი მზე მოსლვითა თვისითა განაბრწყინვებს. დღეს წყალნი იგი მწარენი მოსეს მიერ ერისა მისთვის სიტკბოებად შეიცვალებიან გამოცხადებითა უფლისათა. დღეს ძველი იგი კაცი განგვეძარცვა და ვითარცა ახალი ისრაელი ვცხონდებით. დღეს ბნელისაგან განვთავისუფლდით და ნათლითა ღმრთის მეცნიერებისათა განვბრწყინდით. დღეს ნისლი სოფლისა განქარდების გამოცხადებითა უფლისა ჩვენისათა. დღეს ნათლით შემოსილ არიან ყოველნი დაბადებულნი ზეგარდამო. დღეს საცთური ეშმაკთა დაიხსნების და გზა ცხოვრებისა ჩვენთვის განემზადების, მოსლვითა მეუფისათა. დღეს ზენანი ქვენათა თანა დღესასწაულობენ, და ქვენანი ზენათა თანა დიდებისმეტყველებენ. დღეს ხმა მაღალ არს და დიდად მოხარულ მართლმადიდებელთა დღესასწაული ესე. დღეს მეუფე მოვალს ნათლის-ღებად, რათა აღმოიყვანოს სიმაღლედ ბუნება კაცთა. დღეს დაუსაბამო ღმერთი მონასა თვისსა თავსა მოუდრეკს, რათა ჩვენ მონებისაგან მტერისა განგვათავისუფლნეს. დღეს სასუფეველი ცათა მოვიყიდეთ და სუფევისა უფლისა არა არს დასასრულ. დღეს ქვეყანა და ზღვა სოფელსა სიხარულსა განუყოფენ, და სოფელი მხიარულებითა აღივსების. გიხილეს შენ წყალთა, ღმერთო, გიხილეს შენ წყალთა და შეეშინა და იორდანე მართლუკუნ-იქცა, ხილვითა საღმრთოისა ცეცხლისათა ხორციელად მოსლვისა შენისათა, და შთასლვითა შენითა მას შინა. ხოლო იორდანე მართლუკუნ-იქცა ხილვითა სულისა წმიდისათა, რაჟამს იხილა მოსრული სახითა ტრედისათა და დადგრომილი შენ ზედა. იორდანე უკუნ-იქცა, გიხილა შენ უხილავი ხილულად, შემოქმედი ხორცითა, მეუფე მონისა ხატითა. იორდანე მართლუკუნ-იქცა, და მთანი ხლდებოდენ, ღმერთსა რა გხედვიდენ ხორცითა, და ღრუბლით გამო ხმა ისმა. საკვირველ არს განგებულება ეგე შენი, ნათელო ნათლისაგანო, უფალო ღმერთო ჭეშმარიტო, ღმრთისაგან ჭეშმარიტისა შობილო, რამეთუ სამეუფო დღესასწაული დღეს ვიხილეთ იორდანეს და მან ურჩებისა სიკვდილი და საცთური ხისა და ჯოჯოხეთისა საკრველნი იორდანესა შინა დაანთქნა, და ნათლისღება ცხოვრებისა სოფელსა მოანიჭა. ამისთვის მე ცოდვილი და უღირსი მონა შენი, დიდსა და საკვირველსა ამას დღესასწაულსა შენსა სურვილით მიუთხრობ და შიშით და სასოებით გიღაღადებ შენ.
დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი და ვერვინ შემძლებელ არს სიტყვის-გებად წინაშე შენსა ქებად საკვირველებათა შენთა.
რამეთუ განზრახვითა შენითა ყოველნივე არა-არსისაგან არსებად მოიყვანენ. და შენითა ძლიერებითა გიპყრიან ყოველნი დაბადებულნი და შენითა მოღვაწებითა განაგებ სოფელსა. შენ ოთხთაგან ნივთთა შეერთებითა დაჰბადენ ყოველნი. შენ ოთხთაგან ჟამთა წელიწადისათა გარე-მოქცევა გვირგვინოსან-ჰყავ. შენგან ძრწიან ყოველნი უხილავთა ძალნი ნათლისანი. შენ გიგალობს მზე. შენ გადიდებს მთვარე. შენნი არიან ვარსკვლავნი. შენ გერჩის ნათელი. შენგან ძრწიან უფსკრულნი. შენ გმონებს წყაროები. შენ გარდაართხენ ცანი, ვითარცა კარავნი. შენ დაამტკიცე ქვეყანა წყალთა ზედა. შენ გარე-შეზღუდე ზღვა ქვიშითა. შენ ჰაერნი განსასვენებელად განჰფინენ. ანგელოზთა ძალნი შენ გმსახურებენ. მთავარ-ანგელოზთა კრებულნი შენ თაყვანის-გცემენ. მრავალ-თვალნი ქერუბიმნი, ექვს-ექვს ფრთენი სერაფიმნი, გარემოს მდგომარენი და მფრინვალენი შიშითა მიუთხრობელისა დიდებისა შენისაგან დაიფარვიან. შენ ხარ ღმერთი გარე-შემოუწერელი, დაუსაბამო და გამოუთქმელი. მოხვედ ქვეყანად და ხატი მონისა შეიმოსე და მსგავს კაცთა იქმენ. რამეთუ ვერ იტვირთე, მეუფეო, წყალობითა და მოწყალებითა შენითა, ხილვად ეშმაკისა მიერ მიმძლავრებული ნათესავი კაცთა. არამედ მოხვედ და გვაცხოვნენ ჩვენ. აღვიარებთ მადლსა, ვქადაგებთ წყალობასა, არა დავფარავთ ქველის-მოქმედებასა შენსა. რამეთუ ბუნებისა ჩვენისა ნათესავი განათავისუფლე. ქალწულებრივი განწმიდე საშო შობითა შენითა. ყოველნი დაბადებულნი გიგალობენ შენ გამოჩინებულსა ღმერთსა. შენ ხარ ღმერთი ჩვენი, რომელი ქვეყანასა ზედა გამოსჩნდი და კაცთა შორის იქცეოდი. შენ იორდანისა წყალნი განწმიდენ, ზეცით გარდამოავლინე სული შენი წმიდა და თავები, რომელთა დაებუდა მას შინა, შემუსრენ ვეშაპთანი.
შენ უკვე კაცთ-მოყვარეო მეუფეო, მოვედ აწცა დანერგვითა სულისა შენისა წმიდისათა და განწმიდე წყალი ესე.
და მოეც ამას მადლი გამოხსნისა და კურთხევა იგი იორდანისა. ყავ ესე წყაროდ უხრწნელებისად, სიწმიდისა მომნიჭებელ, ცოდვათაგან გამომხსნელ, სენთა მაოტებელ, ეშმაკთა მომსრველ, წინა-აღმდგომთა ძალთა მიუახლებელ, ანგელოზთა ძალითა სავსე. რათა ყოველთა, რომელთა აღმოივსონ და მიიღონ ამისგან, ექმნეს განსაწმედელ სულთა და ხორცთა, საკურნებელ ვნებათა, წმიდა-მყოფელ სახლთა და ყოვლისა სარგებელისა
მიმართ მარჯვე. შენ ხარ ღმერთი ჩვენი, რომელმან წყლითა და სულითა ცოდვისაგან დაძველ
ებული ბუნება ჩვენი განაახლე. შენ ხარ ღმერთი ჩვენი, რომელმან ჟამსა ნოესსა წყლისა მიერ წარღვნენ ცოდვანი. შენ ხარ ღმერთი ჩვენი, რომელმან ზღვასა მეწამულსა განათავისუფლე მონებისაგან ფარაოსა მოსეს მიერ ნათესავი ებრაელთა. შენ ხარ ღმერთი ჩვენი, რომელმან განაპე კლდე უდაბნოს და აღმოუცენენ წყალნი, და მდინარენი გარდამოდიოდეს და წყურიელი ერი შენი განაძღე. შენ ხარ ღმერთი ჩვენი, რომელმან წყლითა და ცეცხლითა ელიას მიერ განაშორე ისრაელი საცთურისაგან ბაალისა.
შენ აწცა, მეუფეო, განწმიდე წყალი ესე სულითა შენითა წმიდითა. (3-გზის).
მოეც ყოველთა, რომელთა იცხონ, რომელთა მიიღონ და რომელთა იხმიონ ესე, სიწმიდე, სიცოცხლე, სიმრთელე, კურთხევა. და აცხოვნე, უფალო, ღმრთივ-დაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, (მოიხსენოს ეპისკოკოსისა სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი, და დაიცევ იგინი საფარველსა ქვეშე შენსა მშვიდობით, და დაუმორჩილენ ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, და მოანიჭე მათ ყოველივე საცხოვრებელი თხოვაი მათი და ცხოვრება საუკუნო. რათა წმიდათა მიერ ანგელოზთა და კაცთა, ხილულთა მიერ და უხილავთა, იდიდებოდეს ყოვლად-წმიდა სახელი შენი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩვენი, რომელმან იორდანეს ნათლის-ღება თავს-იდევ და განწმიდენ წყალნი. გვაკურთხენ ჩვენ ყოველნი, რომელნიცა მოდრეკითა ქედთა ჩვენთათა ვაჩვენებთ მონებრივსა სახესა. და ღირს მყვენ ჩვენ სიწმიდითა შენითა აღვსებად, წყლისა ამის მიღებითა და სხურებითა, და გვექმნენ ჩვენ, უფალო, საკურნებელ სულთა და ხორცთა ჩვენთა, რამეთუ შენ ხარ განმწმედელი ჩვენი და შენდა დიდებასა, მადლობასა და თაყვანის-ცემასა აღვავლენთ, თანადაუსაბამოით მამით შენით და ყოვლად-წმიდით, და სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
რაჟამს იორდანეს ნათელ-იღე შენ უფალო, მაშინ სამებისა თაყვანის-ცემა გამოსჩნდა, რამეთუ მამისა ხმა გეწამებოდა, და საყვარელად ძედ სახელ-გდვა შენ, და სული წმიდა, სახითა ტრედისათა, დაამტკიცებდა სიტყვისა მის უცდომელობასა, რომელი განსცხადენ, ქრისტე ღმერთო, და სოფელი განანათლე, დიდება შენდა. (ესე 3-გზის ჰყოს სრულად).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვაქებდეთ სარწმუნოებით ჩვენ ზედა ფრიადსა მოწყალებასა ღმრთისასა. რამეთუ ცოდვათა ჩვენთათვის კაც იქმნა და განგვწმიდნა ჩვენ განწმედითა მით იორდანისათა, რომელი მხოლო არს წმიდა და უცოდველი, განმწმიდა მე და წყალნიცა, და თავები იგი ვეშაპთა იძია და შემუსრა წყალთა შინა, რათა წყლისა მიერ განვიბანნეთ წყლისა ამის სხურებითა, ძმანო. რათა მადლი სულისა უხილავად განმბანელ-გვექმნას მორწმუნეთა, ქრისტეს მიერ, უფლისა და მაცხოვრისა სულთა ჩვენთასა.
იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე (3-გზის).
მღვდელმან: კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა, და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის)
სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
მღვდელმან: რომელმან იორდანესა შინა ნათლისღება ინება იოანესაგან ჩვენისა ცხოვრებისათვის, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).