მღვდელმან: კურთხეულ-არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხვალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქვეყანად ცხოვრებაი ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკვდარი საუკუნო. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთა და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქვეყანა ურწყული შენდამი. მსთვად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობა შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქვეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონა შენი ვარ.
დიაკონმან: მერმე და მერმე მშვიდობით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სიმტკიცე, და შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ალილუია, ალილუია, ალილუია.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
დიაკონმან: უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
დიაკონმან: მიწყალე მე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
მიწყალენ ჩვენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოვლისავე სიტყვის მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ მეუფისა სახიერისა ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩვენ უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განგვირისხდები ჩვენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩვენთა, არამედ მოიხილე ჩვენ ზედა წყალობით ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსნენ ჩვენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, და ჩვენ ვართ ერნი შენი, და ყოველნივე ქმნულნი ხელთა შენთანი ვართ, სახელი შენი წოდებულ არს ჩვენ ზედა და შეგვიწყალენ ჩვენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ არა დავეც
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი. უფროს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უწყი, და ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. რამეთუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროს თოვლისა განვსპეტაკნე. მასმინო მე გალობა და სიხარული, და იხარებდენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდა დაბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო; იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცამეწირა; არამედ საკუერთხი არა გთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა, შესაწირავი და ყოვლად-დასაწველი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი.
ძლის-პირი: ზღვისა მის მეწამულისა ღელვათა ვიდოდა პირველად ოდესმე ერი ისრაელისა, და ხელთა განპყრობითა მოსე ჯვარის-სახედ ძალი იგი ამალეკისა უდაბნოს დასცა.
მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი.
ზეთი წყალობისა შენისა, მეუფეო, განმწმედელ ექმენინ სულთა და ხორცთა კაცთასა, რომელნი სარწმუნოებით მიიღებენ დღეს, და დაგვიფარენ მარადის ზეთისა მიერ მოსრულნი შენდა.
მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი.
ვითარ წყალობითა შენითა სავსე არს, მეუფეო, ქვეყანა, ეგრეთვე წყალობითა შენითა წმიდითა, მცხებელნი ზეთისა ამის, შენნი მვედრებელნი, შეიწყალენ და სიმრთელე მოგვმადლე, მოწყალე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
საცხებელითა შენითა მტკიცითა, კაცთ-მოყვარე, შენნი მოციქულნი უძლურებასა მონათა შენთასა ჰკურნებდენ, ეგრეთვე აწ სარწმუნოებით მცხებელნი შეიწყალენ, მოწყალე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ მხოლო ხარ მშვიდობისა ნავთ-საყუდელი, ყოვლადწმიდაო, განგვწმიდენ მვედრებელნი შენნი, სენთა და სნეულებათაგან გვიხსნენ ვედრებითა შენითა, რათა გადიდებდეთ დაუცხრომელად.
ძლის-პირი: იხარებს ეკლესია შენდამი, ქრისტე, და ესრეთ ღაღადებს: სასო ჩემი ხარი შენ, განმაძლიერე, დამბადებელო.
მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი.
შენ მხოლო ხარ საკვირველ კაცთა მორწმუნეთა მოწყალე, ქრისტე, ეგრეთვე სნეულსა ამას მოეც ზეგარდამო მადლი შენი.
მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი.
ზეთის-ხილთა ნაყოფთა მიერ ზეგარდამო განგებულება წყლით-რღუნისა ლხინებად ყავ, ეგრეთვე ულხინე მონათა ამათ შენთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სანთელი საღმრთოისა მის ნათლისა წყალობითა შენითა, ქრისტე, განანათლე, რომელნი აწ სურვილით იცხებენ ზეთსა ამას.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოხედენ ზეგარდამო ამას ზედა, შემოქმედისა დედაო, ვედრებითა შენითა, და იხსენ მწარისაგან სენისა.
ვითარცა საღმრთოისა წყალობისა მდინარემან და ვითარცა შენდობისა ვრცელმან უფსკრულმან, აღმოუცენე უშურველად წყარო მადლისა შენისა მონასა ამას შენსა და განბანენ ყოვლისა ბიწისაგან და მოჰმადლე სნეულსა ამას კურნება, რამეთუ შენ ხარ მხურვალედ მვედრებელთა შენთა მსწრაფლ თხოვისა მიმცემელი.
მკურნალო და შემწეო ტკივნეულთაო, მხსნელო და მაცხოვარო ჭირვეულთაო, შენ ყოველთა მეუფეო, უფალო, სენნი მონისა ამის შენისანი განკურნენ, ვითარცა მოწყალემან და ყოველნივე შეცოდებანი ამისნი შეუნდვენ ქრისტე, რათა ცხოვნებული ადიდებდეს საღმრთოსა ძალსა შენსა ძლიერსა.
ძლის-პირი: იხილა რა ეკლესიამან მზე სიმართლისა ჯვარსა ზედა ამაღლებული, დადგა იგიცა წესსა ზედა თვისსა ღირსად, და ესრეთ ღაღადებდა: დიდება ძალსა შენსა, უფალო.
მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი.
განუხრწნელი მირონი ხარ შენ, მაცხოვარ, განაახლე, რომელი მოჰფინე მადლითა და სოფელი წმიდა ყავ, წყალობა ყავ საღმრთოითა სარწმუნოებითა, რომელი იცხებს მოწყლულთა ხორცთა ამისთა.
მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი.
სიწმინდისა და წყალობისა შენისა ბეჭდითა და ზეთისა ცხებითა, მეუფეო, გამოზარდე აწ, ქრისტე, მონა ესე შენი და ვნებათაგან იხსენ და დაიცევ განსაცდელთაგან.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გხადის და გევედრების, უფალო, უძლურისა ამისთვის მღვდელი, შენ ღმერთსა ყოვლად-ძლიერსა, შეისმინე და აცხოვნე და შეიწყალე და სცხე ზეთი წყალობისა შენისა, კაცთ-მოყვარეო ღმერთო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ შესავედრებელი და საფარველი მტკიცე და მცველი ჩვენი, ზღუდეო და ნავთსადგურო მყუდროო და გოდოლო შეუძრველო, ლხინებით მოხედე სნეულსა ამას.
ძლის-პირი: შენ, უფალო, ნათელი ხარ, მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყვანის გცემენ შენ.
მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი.
წყალობისა უფსკრული და სახიერების წყარო ხარ, ქრისტე, წყალობითა შენითა შეიწყალენ მცხებელნი ზეთისა ამის.
მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი.
სულნი ჩვენნი და ხორცნი, ზეგარდამო განკურნენ ბეჭდითა საღმრთოითა და ხელითა შენითა მტკიცედ დაგვიცვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სახიერო უფალო, ვითარცა მიითვალე მეძავისა მის მირონისა ცხება, ეგრეთვე შეიწირე აწ ვედრება ამისი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლად-ქებულო ქალწულო დედოფალო, შეიწყალე მონა შენი აწ ზეთისა ცხებითა და აცხოვნე მვედრებელი.
ძლის-პირი: გალობითა ხმითა სიხარულისათა გაქებდა ეკლესია შენი, ქრისტე, განწმდა რა იგი სისხლითა მაგით, რომელიცა გარდამოხდა გვერდსა საღმრთოსა წმიდასა.
მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი.
სიტყვითა შენითა, რომელიცა სათნო-გიჩნდა, კაცთ-მოყვარე, ცხებითა მით მეფედ ყავ იგი და მღვდელთმთავართა მიერ დაამტკიცებდი, ეგრეთვე ზეთითა ამით გვაცხოვნენ.
მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი.
ნუ მიმცემ მწარესა ეშმაკსა სატანჯველად, არამედ ცხებითა ამით საღმრთო სასწაული შენი გამოსახე, მაცხოვარ, და განაახლე ზეთითა და შეზღუდე დიდებით.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განირთხ აწ ხელი შენი ზეგარდამო, მაცხოვარ, და წყალობითა შენითა, კაცთ-მოყვარე, მოჰმადლე სიმრთელე და განწმედა სენთაგან მვედრებელსა შენსა, უფალო, და შეიწყალე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეგივრდებით მშობელსა ღმრთისა ჩვენისასა, დედაო შემოქმედისაო, აღავსე სოფელი წყალობითა შენითა, რათა ცხოვნდენ და გადიდებდენ.
მოწყალებისა წყარო ხარ, ყოვლად-სახიერო, სარწმუნოებითა მხურვალითა მვედრებელთა შენთა, მოწყალეო, ზეთითა ამით ყოველნი სენნი ამათნი აღიხვენ და ზეგარდამო საღმრთო მადლი შენი მოჰმადლე.
ძლის-პირი: სახუმილსა შინა, აბრაამიანნი ყრმანი მოგვთა მიერ კრულნი საღმრთოთა სჯულთათვის შეითხინნეს, და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ, ღმერთო, ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისასა.
მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი.
მოწყალებითა შენითა, ქველის-მოქმედ მაცხოვარ, ყოველნი ვნებანი სულთა და ხორცთანი განკურნენ ზეთისა ამის მიერ და შემუსრვილებანი და წყლულებანი ამისნი განწმიდენ და აღადგინე.
მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი.
მოწყალებისა შენისა ზეთსა იცხებენ ყოველნი თავსა ზედა, მოეც უფალო ლხინება უძლურთა ამათ, წყალობისა შენისა მოქენეთა, და ხსნა მოანიჭე, ქრისტე ღმერთო, მრავლითა წყალობითა შენითა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მახვილ არს მომწყლველ ეშმაკთა, მაცხოვარ, ბეჭედი შენ მიერ მონიჭებული და მღვდელთაგან მოცემული და ცეცხლი დაუშრეტელი მათთვის სულთა ვნებისა. სარწმუნოებით მიმღებელნი ზეთისანი აკურთხენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელმან-ეგე მპყრობელი ყოველთა, დედაო ღმრთისაო, მუცელსა შენსა იტვირთე ღმრთივ-ბრწყინვალედ და ხორციელად გვიშევ ჩვენ, გევედრებით შენ, ზეთისა ამის მიმღებელნი შეიწყალენ.
ძლის-პირი: ხელთა განპყრობითა დანიელ, მღვიმესა მას შინა მხეცნი მოამდოვრნა, ხოლო სამთა მათ ყრმათა დაშრიტეს ცეცხლისა ალი ღმრთისა მიერ და განბრძნობილნი უშიშრად ესრეთ ღაღადებდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი.
ყოველნი შეიწყალენ, მაცხოვარ, დიდითა შენითა საღმრთოითა წყალობითა, საიდუმლოისა ამის ბეჭდისა მიერ, რომელნი ესე შემოვკრბით დღეს წყალობითა შენითა, მწიკულნი ჩვენნი განწმიდენ, რომელნიცა სარწმუნოებით ვიცხებთ ზეთსა ამას.
მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი.
მოწყალებისა მის შენისა მდინარითა, ქრისტე ღმერთო, ვძლევთ მტერთა ჩვენთა მღვდელთა შენთა მიერ ცხებითა ამით, ვითარცა მოწყალემან ღმერთმან, სიბოროტენი და ტკივილნი, რომელნი ჰქონან, განკურნენ, რათა ჰმადლობდეს მოწყალებასა შენსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოწყალება შენი ზეგარდამო მოანიჭე ზეთსა ამას და რომელნი იცხებენ სასოებით, კაცთ-მოყვარე, და ნუ განაგრძობ რისხვასა შენსა ჩვენთვის, ნუცა უგულებელს-ყოფ მღაღადებელთა: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვითარცა გვირგვინი ბრწყინვალე, ბუნება იგი საღმრთო შეიწყნარე მუცელსა შენსა, ქალწულო, და მტერი იგი ბოროტი უფსკრულსა შთაჰხადე, ვითარცა არსთა ყოველთა მპყრობელისა ღმრთისა დედამან, დედოფალო, მას ევედრე ხსნად ჩვენდა ბოროტთაგან.
ძლის-პირი: ლოდი საკიდური უხელოდ გამოეკვეთა შენგან, მთაო გამოუკვეთელო ქალწულო, ქრისტე, შემაერთებელი ბუნებათა. ამისთვის სიხარულით ჩვენ მორწმუნენი ღირსად გადიდებთ.
მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი.
გულისხმა-ვყოფთ ზეგარდამოსა წყალობასა შენსა, უფალო, მშვიდობა შენი ყოველთა მოგვეც, და ზეთსა ამას ძალი საღმრთო მოჰმადლე, და მღვდელთა მიერ ცხებითა სიმრთელე მოეც სნეულსა ამას, კაცთმოყვარე.
მეუფეო ქრისტე, შეიწყალე მონანი და მხევალნი ესე შენნი.
ვიხილეთ ყოვლად-სახიერო მაცხოვარ, საღმრთო სიხარული წყალობისა შენისა ჩვენ ზედა, ცხებითა ამით მწიკული ჩვენი განწმიდე და შენ თანა ზიარ-გვყვენ საბანელითა მეორედ შობისათა, მოწყალე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შეიწყალე ქრისტე მაცხოვარ, აცხოვნე და იხსენ ყოვლისა სენისაგან და განარინე ისართაგან ბოროტისათა, სულით და ხორცით, მვედრებელი ესე შენი და საღმრთოითა მადლითა განკურნე, უფალო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქებით ვედრება შეიწირე, ქალწულო, და შეივედრენ მონანი ესე შენნი და ვნებათაგან და სნეულებათა და ტკივილთაგან იხსენ, ვედრებითა შენითა, რომელნი საფარველსა შენსა მოივლტიან, სძალო.
მგალობელთა: ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
გარდამოიხილე ჩვენ ზედა მოწყალითა თვალითა, სახიერ, და შეგვიწყალენ, რომელნიცა მოსრულ-ვართ დღეს წმიდასა ტაძარსა შინა შენსა, და რომელნი იცხებენ, სცხე მათ საღმრთო წყალობა შენი და შეიწყალე მონა ესე შენი.
მიეც მადლი შენი განსაწმედელად მოციქულთა, კაცთ-მოყვარე. ზეთითა სიწმიდისა შენისათა საკურნებელად ყოველთა სენთა და წყლულებათა სარწმუნოებით მიმღებელთათვის, ვითარცა მოწყალემან, განწმიდე მონა ესე შენი და ყოვლისა სენისაგან განათავისუფლე და შეიწყალე და გამოუთქმელსა მას საშვებელსა ღირს-ყავ.
მოხედე, სახიერო, ზეგარდამო, ვითარცა მოწყალემან, და ხელითა შენითა მტკიცითა უხილავად დაბეჭდენ სარწმუნოებით შენდა მოლტოლვილნი, კაცთ-მოყვარე, და წყალობითა შენითა ყოველნივე ასონი ჩვენნი განწმიდენ და მოეც ამას სიმრთელე სულთა და ხორცთა, რათა სურვილით ადიდებდეს ძალსა შენსა ძლიერსა.
იცხებს ზეთსა ამას მღვდელთა მიერ წყალობითა შენითა, კაცთ-მოყვარე, და გევედრების, მოჰმადლე ამას ზეგარდამო სიმრთელე და იხსენ ყოვლისა ცოდვისაგან სულით და ხორცით, მაცხოვარ, და ყოვლისა საცთურისაგან განათავისუფლე, და სიმწარე უძლურებათა განდევნე ამისგან, ვითარცა მოწყალე ხარ და კაცთ-მოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ განწმედილსა პალატსა სამეუფოსა გევედრებით, ყოვლად ქებულო, გონება ჩვენი ყოვლისა ცოდვისა ქვაბ-ქმნილი განწმიდე და წინაშე წმიდისა სამებისა იღვაწე ჩვენთვის, რათა ძლიერებასა შენსა და აურაცხელსა მოწყალებასა ცხოვნებულნი ვადიდებდეთ, უღირსნი და უმადლონი მონანი შენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
შენ მხოლო ხარ, ქრისტე, მსწრაფლ-შემწე; მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულთა მონათა შენთა ზედა და იხსნენ სნეულებათაგან და ჭირთა მწარეთა, და აღადგინენ მაქებელად შენდა და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მხოლოო კაცთ-მოყვარე.
დიაკონი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ზეგარდამო მშვიდობისა, და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა იკურთხოს ზეთი ესე, ძალითა და მოქმედებითა და დანერგვითა სულისა წმიდისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: მონისა (ან მხევლისა) ამის ღმრთისა (სახელი), რათა დაცულ იქმნეს ესე ღმრთისა მიერ, და რათა მოვიდეს ამას ზედა მადლი სულისა წმიდისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა იხსნას ესე და ჩვენცა, ყოველთა სენთაგან სულიერთა და ხორციელთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ხსნად ჩვენდა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, და დაგვიცვენ, ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
მღვდელმან: უფალო, რომელი წყალობითა და მოწყალებითა შენითა განკურნებ შემუსრვილებასა სულთა და ხორცთა ჩვენთასა, შენ, მეუფეო, განწმიდე ზეთი ესე, რათა ექმნეს, რომელთა იცხონ ამისგან, საკურნებელად ყოველთაგან სალმობათა და ვნებათაგან ხორციელთა, შეგინებისაგან ხორცთა და სულისა და ყოვლისაგან ბოროტისა, რათა ამითცა იდიდოს ყოვლად-წმიდა სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ვიდრემდის მღვდელნი ლოცვასა ამას დაასრულებდენ, მგალობელნი გალობენ მუხლებსა ამას:
შენ მხოლო ხარ, ქრისტე, მსწრაფლ-შემწე; მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულთა მონათა შენთა ზედა და იხსენ სნეულებათაგან და ჭირთა მწარეთა, და აღაადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მხოლოო კაცთ-მოყვარე.
თვალითა სულიერითა დაბრმობილი, ქრისტე ღმერთო, შენდა მოვივლტი, ვითარცა შობითგან ბრმა იგი და სინანულით გიღაღადებ, რომელი ეგე ხარ ნათელი უსაზღვრო და თვალთ-შეუდგამი დაბნელებულთა. განმინათლენ სულისა ჩემისა თვალნი და შემიწყალე მე.
სული ჩემი, მეუფეო, ყოველთა ცოდვათა მიერ და უჯეროთა ვნებათაგან განრღვეული, აღადგინე საღმრთოითა მოძღვრებითა შენითა, ვითარცა ოდესმე განრღვეული იგი, რათა მეცა ღაღად-ვყო ცხოვნებულმან, ქრისტე მრავალ-მოწყალე, მომეც კურნება და შემიწყალე მე.
ვითარცა უფლისა მოწაფემან, მიიღე, მართალო, სახარება, და ვითარცა მოწამესა, გაქუს აღსაარებაი, და კადნიერება, ვითარცა ძმასა ღმრთისასა, და მეოხება, ვითარცა მღვდელსა; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
მამისა მხოლოდ-შობილმან ღმერთმან სიტყვამან, უკანასკნელთა დღეთა ჩვენდა მომართ მოსრულმან, იაკობ ღმრთისმეტყველო, პირველად მწყემსად და მოძღვრად იერუსალიმისა განგაჩინა შენ და სარწმუნოდ განმგებელად საიდუმლოთა სულიერთა, ვინა ყოველნი პატივს-გცემთ შენ, იაკობ.
მიროთ გამო, წმიდაო, მსხვერპლის-შემწირველად გამოსჩნდი, რამეთუ შენ ქრისტეს სახარება აღასრულე და-რაი-სდევ სული - შენი ერისა მისთვის შენისა და იხსნენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმიდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე ღმრთისა მადლისა.
შემწე დიდი გპოვა შენ ჭირთა შინა ქალაქმან თესალონიკელთამან, ღვაწლით შემოსილო მხედარო უფლისაო დიმიტრი, მომსრველო უღმრთოთა წარმართთაო და ხელის აღმპყრობელო ქრისტიანეთაო, რომელმან ამპარტავნება უშჯულოისა ლეოსი დაამხე და ბრძოლასა შინა ნესტორ განაძლიერე, აწცა, ღმერთ-შემოსილო, ქრისტესა ღმერთსა ევედრე მონიჭებად ჩვენდა დიდი წყალობა.
ღვაწლით-შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო კოსმა და დამიანე, განკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩვენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩვენ.
დიდებულებანი შენნი, ქალწულო, ვინ-მე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოსდი საკვირველებათა და აღმოაცენებ კურნებათა და მეოხ ხარ სულთა ჩვენთათვის, ვითარცა ღმრთის-მეტყველი და მეგობარი ქრისტესი.
ზესთა მბრძოლისა ჩემისათვის და შემწისა უძლეველისა, სვეტისა წმიდისა და ღმრთივ-ბრწყინვალისა, რომელი ჰნათობს საუფლოსა და ზეგარდამო-ქსოვილსა კვართსა ზედა და ელვებრ-აკრთობს ცათა მობაძავსა საყდარსა და მგალობელთა და მედღესასწაულეთა თვისთა განაშვენებს, ცისკროის და სიხარულსა მრჩობლსა მიანიჭებს, რომელნი ქებასა შეასხმენ: გიხაროდენ, სვეტო ბრწყინვალეო.
მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღვარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოღვაწე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოითა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.
მეოხო მხურვალეო, და ზღუდეო უბრძოლველო, წყაროო მოწყალებისაო, და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო, ვედრებით ვხმობთ შენდა მომართ, მსწრაფლ გვეწიენ ჩვენ, დედოფალო ღმრთისმშობელო, და გვიხსენ ჩვენ ჭირთაგან, მხოლოო კურთხეულო, და მოსწრაფე იქმენ ვედრებად, და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ხელის-აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივის-მცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო.
დიაკონი: მოხედენ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 1: იყავნ, უფალო, წყალობა შენი ჩვენ ზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ.
მგალობელთა: იყავნ, უფალო, წყალობა შენი ჩვენ ზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ.
მკითხველმან: (მუხლი): იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და წრფელთა შვენის ქება.
მგალობელთა: იყავნ, უფალო, წყალობა შენი ჩვენ ზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ.
მკითხველმან: იყავნ, უფალო, წყალობა შენი ჩვენ ზედა,
მგალობელთა: ვითარცა ჩვენ შენ გესავთ.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: კათოლიკე ეპისტოლე წმიდისა იაკობ მოციქულისა საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ძმანო, სახედ გაქუნდინ ძვირის ხილვისა და სულგრძელებისა, წინასწარმეტყველნი, რომელნი იტყოდეს სახელითა უფლისათა. აჰა ესერა, ვნატრით მოთმინეთა მათ. მოთმინება იობისი გასმიეს, და აღსასრული უფლისა იხილეთ, რამეთუ მრავალ-მოწყალე არს და შემწყნარებელ. ყოვლისა წინა ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქვეყანასა, ნუცა სხვასა რომელსამე ფიცსა, არამედ იყავნ თქვენი ჰეი – ჰე და არაი — არა, რათა არა ორგულებასა შესცვივეთ. შჭირდეს თუ ვისმე თქვენგანსა, ილოცევდინ. მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ. უძლურ თუ ვინმე არს თქვენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მას ზედა, და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისათა, და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვა რაიმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას. აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რათა განიკურნნეთ. რამეთუ ფრიად შემძლებელ-არს ლოცვა მართლისა შეწევნად.
მღვდელმან: მშვიდობა შენდა.
მკითხველმან: და სულისაცა შენისა თანა, ალილუია, ალილუია, ალილუია.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
მკითხველმან: წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: ლუკასაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
მას ჟამსა შინა, შჯულის-მეცნიერი ვინმე მოუხდა იესოს, გამოსცდიდა და ეტყოდა: მოძღვარ, რაი ვქმნე, რათა ცხოვრება საუკუნო დავიმკვიდრო? ხოლო თავადმან ჰრქვა მას: შჯულსა ვითარ წერილ არს, ვითარ აღმოიკითხავ? ხოლო მან ჰრქვა: შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა, და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყვასი შენი – ვითარცა თავი თვისი. რქვა მას იესო: მართალ მომიგე, მაგას იქმოდე, და სცხონდე. ხოლო მას უნდა განმართლებად თავი თვისი და ჰრქვა იესოს: და ვინ არს მოყვას ჩემდა? მიუგო იესო და ჰრქვა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალიმით იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცვეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყდარი. ხოლო დამთხვევით მღვდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა იგი და თანა-წარჰხდა. და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა, იხილა იგი და თანა-წარჰხდა. მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა, მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა. და მოვიდა მისა და შეუხვია წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღვინო, და აღსვა იგი კარაულსა თვისსა, და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა, და იღვაწა იგი. და ხვალისაგან გამო-რა-ვიდოდა, ორი დრაჰკანი მისცა ყოველთა სადგურისა მოღვაწესა მას და ჰრქვა: იღვაწე ეგე და, სხვა თუ რაიმე წარაგო უმეტესი, გამო-რა-ვიდე, მიგცე შენ. ვინ უკვე ამათ სამთაგანი გგონიეს შენ მოყვას მისა, რომელ-იგი შევარდა ავაზაკთა მათ? ხოლო მან თქვა: რომელმან ყო წყალობა მის თანა. ჰრქვა მას იესო: ვიდოდე, და ჰყოფდ შენცა ეგრეთვე.
მგალობელთა დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით წყალობისა, მშვიდობისა, სიმრთელისა და ცხოვრებისათვის მონათა და მხევალთა ამათ ღმრთისათა (სახელები) ყოველთა აქა მდგომარეთა და მცხებელთა წმიდისა ამის ზეთისათა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით, რათა შეენდვნეთ ყოველნი ცოდვანი ამათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: დაუსაბამოო და დაუსრულებელო, წმიდაო წმიდათაო, რომელმან მოავლინე მხოლოდ-შობილი ძე შენი, განკურნებად ყოვლისა სენისა და ყოვლისა უძლურებისა სულთა და ხორცთა ჩვენთასა. შენ, უფალო, გარდამოავლინე სული შენი წმიდა, და წმიდა ჰყავ ზეთი ესე, და რომელთა მიიღონ და იცხონ, მოეც მონათა და მხევალთა ამათ შენთა, (სახელები), ხსნა ყოვლისაგან ცოდვისა, და სასუფეველისა ცათასა მკვიდრობა.
შენ ხარ ღმერთი დიდი და საკვირველი, რომელმანცა დაიცვნი აღთქმანი და წყალობანი შენნი შეიყვარნი შენ, რომელმან მიეც ხსნა ცოდვათა ძისა შენისა წმიდისა იესო ქრისტეს მიერ, რომელმან განგვაახლნა ჩვენ ყოველნი ცოდვათა ჩვენთაგან, რომელმან ბრმანი განანათლნა, და დაცემულნი აღმართნა, რომელსა მართალი უყვარს, და ცოდვილთა სწყალობს; რომელმან გამოგვიხსნნა ჩვენ ბნელისაგან, და აჩრდილთა სიკვდილისათა, და თქვა: გამოვედით კრულნი, და ბნელსა შინა მყოფნი გამოჩნდით. აწცა გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩვენთა ნათელი მეცნიერებისა პირისა შენისა ჩვენ ზედა. რომელი მოხვედ ქვეყანად, და მსგავს კაცთა იქმენ, და მოგვეც ხელმწიფება შვილ ღმრთისა ყოფად, ბანითა მით მეორედ-შობისათა, მადლითა შვილებად. განმათავისუფლენ ჩვენ მძლავრებათაგან ეშმაკისათა. არა სათნო-იყავ სისხლითა განწმედა ჩვენი, არამედ ზეთი წმიდა მოგვეც სახედ ჯვარისა შენისა, რათა ვიქმნნეთ ჩვენ სამწყსონი ქრისტესნი, მეფეთა ზედა მღვდელად, და წარმართთა ზედა სიწმიდითა. და განგვწმიდე ჩვენ წყლითა, და სულითა წმიდითა შენითა. შენ, მეუფეო, უფალო, მოგვეც ჩვენ მადლი მსახურებად ამისა, ვითარცა მიეც მოსეს ნების-მყოფელსა შენსა, და სამოელს საყვარელსა შენსა, და იოანეს რჩეულსა შენსა, და ყოველთა თვითოეულსა და ნათესავსა მიეც მადლი. ეგრეთვე გვყვენ ჩვენცა, რათა ვიქმნნეთ მსახურ ახლისა აღთქმისა შენისა ზეთისა ამის მიერ, მსგავსად პატიოსნისა სისხლისა შენისა, რათა განგვაშოროს სოფლისაგულის-თქმა, და ცოდვისა მიერი სიკვდილი. და რათა ვცხოვრებდეთ ჩვენ სიმართლით იესო ქრისტეს მიერ, შემოსილნი საცხებელითა ამით წმიდისა ზეთისათა, წარსლვად ცხოვრებად საუკუნოდ. ჰყავ უფალო ზეთი ესე ზეთ სიხარულისა, ზეთ განწმედისა, სამოსელ სამეუფო, ჯაჭვ ძლიერებისა და ყოვლისა საქმისა საეშმაკოსა განმაქარვებელ, ბეჭედ უხრწნელებისა, სიხარულს გულისა და შვება საუკუნო, რათა საცხებელითა ამით ცხებულნი, და ზეთისა მიერ განახლებულნი, საშინელად მტერთა ზედა ვბრწყინვიდეთ, განათლებულნი წმიდათა შენთა თანა, არა ქონებად ბიწისა რაისამე ბოროტისა, და შევედრებულ ვიქმნნეთ საუკუნესა შინა განსვენებასა, და ღირს-ვიქმნნეთ საუკუნესა შვებასა, და დამკვიდრებად შენსა ზეცათა სასუფეველსა.
რამეთუ შენი არს მოწყალება და მაცხოვარება, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მამაო წმიდაო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩვენთაო, რომელმან მოავლინე მხოლოდ-შობილი ძე შენი, და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლისა სენისა მკურნალად და სიკვდილისა დამხსნელად, განკურნე მონანი და მხევალნი ესე შენნი (სახელები) გარე-მოდგომილისა ამისგან სენისა და უძლურებისა სულიერისა და ხორციელისა, და განაცხოველე ესენი მსგავსად შენისა სათნოებისა, მადლითა ქრისტეს შენისათა, ვედრებითა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, მეოხებითა წმიდათა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლის-მცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისა მძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა ჩვენთათა, წმიდათა უვერცხლოთა მკურნალთა კოსმა და დამიანესითა, კვიროს და იოანე, პანტელეიმონ, ერმოლაოს, სამსონ, დიომიდე, მუკი, ანიკიტე, თალალე და ტრიფონისათა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათა შენთათა. რამეთუ შენ ხარ წყარო იგი კურნებათა, ქრისტე ღმერთო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა. ამინ.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 1I: ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი, და მეყო მე იგი მაცხოვარ.
მგალობელთა: ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი, და მეყო მე იგი მაცხოვარ.
მკითხველმან: (მუხლი): სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკვდილსა არა მიმცა მე.
მგალობელთა: ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი, და მეყო მე იგი მაცხოვარ.
მკითხველმან: ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი,
მგალობელთა: და მეყო მე იგი მაცხოვარ.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: რომაელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა პავლე მოციქულისა საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ძმანო, თანა-გუაც ჩვენ ძლიერთა უძლურებათა მათ უსუსურთასა ტვირთვად, და არა თავთა თვისთა სათნო-ყოფად. კაცად-კაცადი ჩვენი მოყვასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათვის აღსაშენებელად. და რამეთუ ქრისტეცა არა თავსა თვისსა სათნო-ეყო, არამედ ვითარცა წერილ არს: ყვედრებანი მაყვედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა. რამეთუ რაოდენი-იგი წინასწარ დაიწერა, ჩვენდა სამოძღვრებელად დაიწერა, რათა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთათა სასოება გუაქუნდეს. ხოლო ღმერთმან მოთმინებისამან და ნუგეშინის-ცემისამან მოგეცინ თქვენ იგივე ზრახვად ურთიერთას ქრისტე იესოს მიერ, რათა ერთბამად ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. ამისთვის შეიწყნარებდით ურთიერთას, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქვენ სადიდებელად ღმრთისა.
მღვდელმან: მშვიდობა შენდა.
მკითხველმან: და სულისაცა შენისა თანა, ალილუია, ალილუია, ალილუია.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
მკითხველმან: წყალობათა შენთა უფალო უკუნისამდე უგალობდე.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: ლუკასაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
მას ჟამსა შინა, შევიდა და განვიდოდა იესო იერიქოდ. და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე. და იყო იგი მთავარი მეზვერეთა, და ესე იყო მდიდარ ფრიად. და უნდა ხილვა იესოსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე და წარრბიოდა წინა, და აღხდა ლეღუსულელსა, რათა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. და მოვიდა ადგილსა მას, და მიხედა იესო, და ჰრქვა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოხედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფა. და ისწრაფა და გარდამოხდა, და შეიყვანა იგი სიხარულით. და იხილეს ყოველთა და დრტვინვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. აღდგა ზაქე და ჰრქვა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთა მივსცე გლახაკთა; და უკეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. ჰრქვა მას იესო: დღეს იქმნა ცხოვრება სახლისა ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაამისი არს. რამეთუ მოვიდა ძე კაცისა მოძიებად და ცხოვრებად წარწყმედულისა.
მგალობელთა დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით წყალობისა, მშვიდობისა, სიმრთელისა და ცხოვრებისათვის მონათა და მხევალთა ამათ ღმრთისათა (სახელები) ყოველთა აქა მდგომარეთა და მცხებელთა წმიდისა ამის ზეთისათა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით, რათა შეენდვნეთ ყოველნი ცოდვანი ამათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: ღმერთო დიდო და მაღალო, რომელი ყოვლისა დაბადებულისაგან თაყვანის-იცემები, რომელი სიბრძნისა წყარო ხარ, და სახიერებისა უფსკრული და მოწყალებისა ზღვა აურაცხელი, შენ კაცთ-მოყვარეო მეუფეო, პირველ-საუკუნეთა საკვირველთ-მოქმედო ღმერთო, რომელსა ვერვის კაცთაგანსა ძალუძს ძლიერებისა შენისა გულისხმის-ყოფად. მოიხილე და ისმინე ჩვენ უღირსთა ამათ მონათა შენთა, რომელნიცა სახლისა შენისაგან დიდისა, ზეთსა ამას შევსწირავთ. გარდამოავლინე ნიჭი იგი კურნებისა შესანდობელად ცოდვათა ჩვენთა, და განკურნენ ესენი სიმრავლითა წყალობისა შენისათა. ჰე უფალო საკვირველთ-მოქმედო, რომელი მხოლო მოწყალე ხარ, და კაცთმოყვარე ცოდვილთა მოქცეულთა ზედა, რამეთუ შენ უწყი, ვითარ მიდრეკილ არს გონება კაცისა სიყრმითგან ბოროტთა ზედა, რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი, რომელი მოხვედ ცოდვილთა ცხოვრებად, და კაც-იქმენ ქმნილთა შენთათვის. შენ ხარ, რომელმან სთქუ, ვითარმედ: არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად. შენ ხარ, რომელი ეძიებდი ცხოვარსა შეცთომილსა, და დრაქმასა წარწყმედულსა, ეძიებდ გულს-მოდგინედ, და ჰპოვე. შენ ხარ, რომელმან სთქუ: რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე შენ ხარ, რომელი მეძავმან პატიოსანნი ფერხნი შენნი ცრემლითა დაალტვნა და არა უგულებელს-ყავ იგი. შენ ხარ, რომელმან სთქუ: რომელი დაეცეს, აღდგესვე, და ცხონდეს. შენ ხარ, რომელმან სთქუ, რამეთუ სიხარული იქმნების ცათა შინა ერთსა ცოდვილსა ზედა მოქცეულსა სინანულად. შენ მოიხილე ზეცით, მრავალმოწყალეო მეუფეო, და დაგვიფარენ საფარველითა შენითა ჩვენ ცოდვილნი და უღირსნი ესე მონანი შენნი, ჟამსა ამას მადლითა სულისა შენისა წმიდისათა, და დაიფარე მონანი და მხევალნი ესე შენნი (სახელები), გულისხმის-მყოფელნი თვისთა ცოდვათა, მოსრულნი შენ წინაშე სარწმუნოებით. და მოხედე, მეუფეო, კაცთ-მოყვარებითა შენითა, და რაოდენი სცოდეს, სიტყვით, ანუ საქმით, გინა გონებით, შეუნდვენ, მიუტევე, განწმიდე ესენი ყოვლისაგან ცოდვისა, და იყავ ამათ თანა მარადის, და დაიცევ ნეშტი ცხოვრებისა მათი მშვიდობით მოძიებად სიმართლისა შენისა, რათა არა იხარებდეს ამათ ზედა ეშმაკი. და რათა ადიდებდენ და აღიარებდენ ყოვლად-წმიდასა სახელსა შენსა.
რამეთუ შენი არს მოწყალება და მაცხოვარება, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მამაო წმიდაო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩვენთაო, რომელმან მოავლინე მხოლოდ-შობილი ძე შენი, და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლისა სენისა მკურნალად და სიკვდილისა დამხსნელად, განკურნე მონანი და მხევალნი ესე შენნი (სახელები) გარე-მოდგომილისა ამისგან სენისა და უძლურებისა სულიერისა და ხორციელისა, და განაცხოველე ესენი მსგავსად შენისა სათნოებისა, მადლითა ქრისტეს შენისათა, ვედრებითა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, მეოხებითა წმიდათა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლის-მცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისა მძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა ჩვენთათა, წმიდათა უვერცხლოთა მკურნალთა კოსმა და დამიანესითა, კვიროს და იოანე, პანტელეიმონ, ერმოლაოს, სამსონ, დიომიდე, მუკი, ანიკიტე, თალალე და ტრიფონისათა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათა შენთათა. რამეთუ შენ ხარ წყარო იგი კურნებათა, ქრისტე ღმერთო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა. ამინ.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 1II: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის?!
მგალობელთა: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის?!
მკითხველმან: (მუხლი): სწავლით განმსწავლა მე უფალმან და სიკვდილსა არა მიმცა მე.
მგალობელთა: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდის?!
მკითხველმან: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა,
მგალობელთა: ვისა მეშინოდის?!
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა, საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ძმანო, თქვენ ხართ ხორცნი ქრისტესნი, და ასონი ასოთა მისთაგანნი. და რომელნიმე დაადგინნა ღმერთმან ეკლესიათა: პირველად მოციქულნი, მეორედ წინასწარმეტყველნი, მესამედ მოძღვარნი, მერმე ძალნი, მაშინღა მადლნი კურნებათანი, შეწევნანი, ღუწოლანი, თესლად-თესლადი ენათა. ნუ ყოველნი მოციქულ იყვნენა? ნუ ყოველნი წინასწარმეტყველ? ნუ ყოველნი მოძღვარ? ნუ ყოველნი ძალ? ნუ ყოველთა მადლი აქუნდეს კურნებათა? ნუ ყოველნი ენათა იტყოდიან? ნუ ყოველნი გამოსთარგმანებდენ? ხოლო ეშურებოდეთ მადლთა მათ უფროსთა, და მერმე უმეტესი გზა გიჩვენო თქვენ. ენასაღა თუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყვარული არა მაქუნდეს, ვიქმნე მე ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელი ხმობედ. და მაქუნდეს-ღა თუ წინასწარმეტყველება და უწყოდი ყოველი საიდუმლო და ყოველი მეცნიერება, და მაქუნდეს-ღა თუ ყოველი სარწმუნოება, ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე, და სიყვარული თუ არა მაქუნდეს, არარავე ვარ. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ხორცნი ჩემნი დასაწველად, და სიყვარული არა მაქუნდეს, არარავე სარგებელ არს ჩემდა. სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყვარულსა არა შურნ; სიყვარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელიქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყვარული არასადა დავარდების.
მღვდელმან: მშვიდობა შენდა.
მკითხველმან: და სულისაცა შენისა თანა, ალილუია, ალილუია, ალილუია.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
მკითხველმან: შენ უფალო გესავ ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: მათესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
მას ჟამსა შინა, მოუწოდა იესო ათორმეტთა მოწაფეთა თვისთა და მისცა მათ ხელმწიფება სულთა ზედა არაწმიდათა, რათა განასხმიდენ მათ და განკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. ესე ათორმეტნი წარავლინნა იესო, ამცნო მათ და ჰრქვა: გზასა წარმართთასა ნუ მიხვალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხვალთ, არამედ მივედით უფროს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა. და მი-რა-ხვიდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ: მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა. უძლურთა განჰკურნებდით, მკვდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით. უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მისცემდით.
მგალობელთა დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით წყალობისა, მშვიდობისა, სიმრთელისა და ცხოვრებისათვის მონათა და მხევალთა ამათ ღმრთისათა (სახელები) ყოველთა აქა მდგომარეთა და მცხებელთა წმიდისა ამის ზეთისათა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით, რათა შეენდვნეთ ყოველნი ცოდვანი ამათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, წმიდაო და კაცთ-მოყვარეო, რომელი სწყლავ და კვალად ჰკურნებ, რომელი აღადგენ დაცემულთა და განამტკიცებ შეცთომილთა, რომელი ხორციელსა სნეულებასა კაცთასა ჰკურნებ. გევედრები შენ, ღმერთო ჩვენო, რათა მოანიჭო წყალობა შენი ზეთსა ამას და რომელთა იცხონ ამისგან სახელითა შენითა, რათა ექმნას საკურნებელ სულთა და ხორცთა, განმწმედელ და განმდევნელ ყოველთა ვნებათა, ყოველთა სენთა და უძლურებათა და ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთა და სულისა. ჰე უფალო, კურნებათა ძალი შენ მიერ ზეცით გარდამოავლინე ჩვენ ზედა და შეახე ხორცთა და დაშრიტე სენთა მიერი აღგზებული სახუმილი ხორცთა ჩვენთა, და დაამშვიდენ ტკივილნი სნეულებათანი, განარინე და ექმენ მკურნალ მონათა და მხევალთა ამათ შენთა (სახელები) და აღადგინე ესენი ცხედრისაგან ტკივილისა და სარეცელისაგან ბოროტისა. სიმრთელე და უვნებელობა მოჰმადლე ამათ და ჩვენ, შენ მიერ შემოკრებულთა ამათ, რათა იქმოდენ კეთილსა საქმესა და ნებასა შენსა.
რამეთუ შენი არს მოწყალება და მაცხოვარება, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მამაო წმიდაო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩვენთაო, რომელმან მოავლინე მხოლოდ-შობილი ძე შენი, და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლისა სენისა მკურნალად და სიკვდილისა დამხსნელად, განკურნე მონანი და მხევალნი ესე შენნი (სახელები) გარე-მოდგომილისა ამისგან სენისა და უძლურებისა სულიერისა და ხორციელისა, და განაცხოველე ესენი მსგავსად შენისა სათნოებისა, მადლითა ქრისტეს შენისათა, ვედრებითა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, მეოხებითა წმიდათა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლის-მცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისა მძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა ჩვენთათა, წმიდათა უვერცხლოთა მკურნალთა კოსმა და დამიანესითა, კვიროს და იოანე, პანტელეიმონ, ერმოლაოს, სამსონ, დიომიდე, მუკი, ანიკიტე, თალალე და ტრიფონისათა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათა შენთათა. რამეთუ შენ ხარ წყარო იგი კურნებათა, ქრისტე ღმერთო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა. ამინ.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა 1V: რომელსა დღესა გხადოდი შენ მსწრაფლ შეისმინე ჩემი.
მგალობელთა: რომელსა დღესა გხადოდი შენ მსწრაფლ შეისმინე ჩემი.
მკითხველმან: (მუხლი): უფალო ისმინე ლოცვისა ჩემისა და ღაღადება ჩემი შენდა შევედინ.
მგალობელთა: რომელსა დღესა გხადოდი შენ მსწრაფლ შეისმინე ჩემი.
მკითხველმან: რომელსა დღესა გხადოდი შენ
მგალობელთა: მსწრაფლ შეისმინე ჩემი.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა, საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ძმანო, თქვენ ხართ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი, ვითარცა თქვა ღმერთმან: დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათდა ღმერთ, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად. ამისთვის გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყვის უფალი, და არაწმიდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქვენ. და ვიყო მე თქვენდა მამა და თქვენ იყვნეთ ჩემდა ძეებ და ასულებ, იტყვის უფალი ყოვლისა-მპყრობელი. ესე რა უკვე გქონან აღთქმანი, საყვარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩვენნი ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთასა და სულისა, და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისათა.
მღვდელმან: მშვიდობა შენდა.
მკითხველმან: და სულისაცა შენისა თანა, ალილუია, ალილუია, ალილუია.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
მკითხველმან: შენ უფალო გესავ ნუ მრცხვენებინ მე უკუნისამდე.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: მათესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
მას ჟამსა შინა, მოვიდა იესო სახლსა პეტრესსა, და იხილა სიდედრი იგი მისი, დავრდომილი მხურვალებითა. და შეახო ხელსა მისსა, და დაუტევა იგი მხურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას. და ვითარცა შემწუხრდა, მოჰგვარეს მას ეშმაკეულები მრავალი, და განასხა სულები იგი სიტყვითა, და ყოველნი, რომელნი ბოროტად სნეულ იყვნეს, განკურნნა. რათა აღესრულოს თქმული იგი ესაია წინასწარმეტყველისა, რომელ თქვა: მან უძლურებანი ჩვენნი მიიხუნა, და სნეულებანი ჩვენნი იტვირთნა. ვითარცა იხილა იესო ერი მრავალი გარემო მისა, უბრძანა წიაღსლვა მიერ კერძო. და მოუხდა მას ერთი მწიგნობარი და ჰრქვა: მოძღვარ, მიგდევდე შენ, ვიდრეღა ხვიდოდი. ჰრქვა მას იესო: მელთა ხვრელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. და სხვამან მოწაფეთა მისთაგანმან ჰრქვა მას: უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა. ხოლო იესო ჰრქვა მას: შენ მომდევდი მე, და აცადენ მკვდარნი, დაფლვად თვისთა მკვდართა. და აღვიდა იგი ნავსა, და მისდევდეს მას მოწაფენი მისნი.
მგალობელთა დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით წყალობისა, მშვიდობისა, სიმრთელისა და ცხოვრებისათვის მონათა და მხევალთა ამათ ღმრთისათა (სახელები) ყოველთა აქა მდგომარეთა და მცხებელთა წმიდისა ამის ზეთისათა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით, რათა შეენდვნეთ ყოველნი ცოდვანი ამათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: სახიერო და კაცთ-მოყვარეო, ქველის-მოქმედო, და მრავალ-მოწყალეო უფალო, რომელი მამა ხარ მოწყალებისა და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისა, რომელმან მრავლითა წყალობითა და სიმდიდრითა სახიერებისა შენისათა განგვაძლიერენ ჩვენ წმიდათა მოციქულთა შენთა მიერ, ზეთითა ლოცვისათა, რათა განკურნებდენ ყოველთა სენთა და უძლურებათა ერთასა. შენ ყავ ზეთი ესე საკურნებელად, რომელთა იცხონ ამისგან, და გარდაცვალებად ყოვლისა სენისა და ყოვლისა უძლურებისა, და ხსნად ყოვლისაგან ბოროტისა, რომელნი მოელიან შენ მიერსა ცხოვრებასა. ჰე მეუფეო, უფალო ღმერთო ჩვენო, გევედრებით შენ ყოვლად-ძლიერო, გვაცხოვნენ ჩვენ ყოველნი, მხოლოო სულთა და ხორცთა მკურნალო. განგვწმიდენ ჩვენ ყოველნი, ყოველთა სენთა მკურნალო. და განკურნე მონანი და მხევალნი ესე შენნი (სახელები) და აღადგინე ესენი ცხედრისაგან სალმობისა, წყალობითა და სიტკბოებითა შენითა. დაიფარე ესენი წყალობითა და მოწყალებითა შენითა. განაშორე ამათგან ყოველნი სალმობანი და უძლურებანი, რათა აღემართოს ხელითა შენითა მტკიცითა, და გმონოს ყოვლითა მადლობითა. რათა აწცა ზიარ-ვიქმნნეთ გამოუთქმელისა შენისა კაცთ-მოყვარებისა. გიგალობთ შენ და გადიდებთ, რომელი იქმ დიდთა და საკვირველთა, დიდებულთა და ქებულთა.
რამეთუ შენი არს მოწყალება და მაცხოვარება, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მამაო წმიდაო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩვენთაო, რომელმან მოავლინე მხოლოდ-შობილი ძე შენი, და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლისა სენისა მკურნალად და სიკვდილისა დამხსნელად, განკურნე მონანი და მხევალნი ესე შენნი (სახელები) გარე-მოდგომილისა ამისგან სენისა და უძლურებისა სულიერისა და ხორციელისა, და განაცხოველე ესენი მსგავსად შენისა სათნოებისა, მადლითა ქრისტეს შენისათა, ვედრებითა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, მეოხებითა წმიდათა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლის-მცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისა მძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა ჩვენთათა, წმიდათა უვერცხლოთა მკურნალთა კოსმა და დამიანესითა, კვიროს და იოანე, პანტელეიმონ, ერმოლაოს, სამსონ, დიომიდე, მუკი, ანიკიტე, თალალე და ტრიფონისათა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათა შენთათა. რამეთუ შენ ხარ წყარო იგი კურნებათა, ქრისტე ღმერთო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა. ამინ.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა V: შენ უფალო, მიცვენ ჩვენ და დამიმარხენ ჩვენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
მგალობელთა: შენ უფალო, მიცვენ ჩვენ და დამიმარხენ ჩვენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
მკითხველმან: (მუხლი): მაცხოვნე მე ღმერთო, რამეთუ მოაკლდა წმიდა.
მგალობელთა: შენ უფალო, მიცვენ ჩვენ და დამიმარხენ ჩვენ, ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
მკითხველმან: შენ უფალო, მიცვენ ჩვენ და დამიმარხენ ჩვენ,
მგალობელთა: ამიერ თესლითგან და მიუკუნისამდე.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა, საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ძმანო, არა მნებავს უმეცრება თქვენი ჭირისა მისთვის ჩვენისა, რომელი-იგი შეგვემთხვია ჩვენ ასიას შინა; რამეთუ გარდარეულად დაგვიმძიმდა ჩვენ უფროს ძალისა ჩვენისა, ვიდრე წარწირვადმდე ჩვენდა ცხოვრებისაცა. არამედ თვით თავით თვისით განჩინება იგი სიკვდილისა მოგვეღო, რათა არა ვესვიდეთ თავთა ჩვენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკვდარნი, რომელმან ესევითარისა მის სიკვდილისაგან მიხსნნა ჩვენ და მიხსნნის, რომელსა-იგი ვესავთ, ვითარმედ მერმეცა მიხსნნეს, თანა-შეწევნითა ლოცვათა თქვენთათა ჩვენთვის; რათა მრავლითა პირითა ჩვენდა მომართი იგი მადლი, მრავალთა მიერ სამადლობელ იქმნას თქვენთვის.
მღვდელმან: მშვიდობა შენდა.
მკითხველმან: და სულისაცა შენისა თანა, ალილუია, ალილუია, ალილუია.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
მკითხველმან: წყალობათა შენთა უფალო, უკუნისამდე უგალობდე..
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: მათესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
თქვა უფალმან იგავი ესე: ემსგავსოს სასუფეველი ცათა ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თვისნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი სულელნი. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ თანა ზეთი. ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა. და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. ხოლო შუაღამეს ოდენ ღაღადება იყო, ვითარმედ: აჰა ესერა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩვენ ზეთისაგან თქვენისა, რამეთუ ლამპარნი ჩვენნი დაშრტებიან. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქვეს: ნუ-უკვე ვერ კმა-გვეყოს ჩვენ და თქვენ, არამედ უფროსღა წარვედით სავაჭროდ, და იყიდეთ თავისა თქვენისა. და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეხშა კარი. შემდგომად მათსა მოვიდეს სხვანიცა იგი ქალწულნი, და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგვიღე ჩვენ! ხოლო მან მიუგო და ჰრქვა მათ: ამინ გეტყვი თქვენ: არა გიცნი თქვენ. იღვიძებდით უკვე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისა მოვიდეს.
მგალობელთა დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით წყალობისა, მშვიდობისა, სიმრთელისა და ცხოვრებისათვის მონათა და მხევალთა ამათ ღმრთისათა (სახელები) ყოველთა აქა მდგომარეთა და მცხებელთა წმიდისა ამის ზეთისათა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით, რათა შეენდვნეთ ყოველნი ცოდვანი ამათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი სწყლავ და კვალად ჰკურნებ, რომელმან აღადგინი ქვეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლე დავრდომილი, რომელი ობოლთა მამა ხარ და ღელვა-გვემულთა ნავთ-საყუდელი და სნეულთა მკურნალი, რომელმან სენნი ჩვენნი ულმობელად იტვირთენ და უძლურებანი ჩვენნი თავს-ისხენ, რომელმან სიხარულით შეგვიწყალენ და ზესთა-ექმენ უშჯულოებათა ჩვენთა, რომელი მთხოველთა მსწრაფლ შემწე ხარ და სულ-გრძელებ ცოდვილთა ზედა; რომელმან შეჰბერე წმიდათა მოციქულთა შენთა და არქუ მათ: მიიღეთ სული წმიდა; უკეთუ ვიეთთამე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ, ხოლო უკეთუ რომელნიმე მოიქცენ ცოდვილნი სინანულად, ხელ-გეწიფების მიტევებად ცოდვათა მრავალთა და ძნელთა, და განკურნებად უძლურებათა მათთა. მე მდაბალსა, ცოდვილსა და უღირსსა მონასა შენსა, მრავალთა ცოდვათა შინა წარგრაგნილსა, წოდებულსა წმიდასა და დიდებულსა სიმაღლესა მღვდელობისასა, შეყვანებად შინაგანსა კრეტსაბმელსა წმიდასა წმიდათასა, რომელსა შევრდომით და თავ-მოდრეკით წმიდათა ანგელოზთა გული-უთქვამს სმენად სახარებისა ხმისა და ხილვად უფლისა ღმრთისა შესაწირავისა და მიღებად საღმრთოსა სამღვდელოსა მსახურებისა ძრწოლით თაყვანის-მცემელ არიან; რომელმან ღირს-მყვენ ჩვენ შენსა ზეცისა საიდუმლოსა შეწირვად, საღმრთოსა და დიდებულისა მსხვერპლისა მიღებად, ნიჭისა ამის, მსხვერპლად განმწმედელად ცოდვათა ჩვენთათვის და ერისა უმეცრებისათვის. ზედა-მდგომელ ექმენ სიტყვიერთა ამათ ცხოვართა, მრავლისა კაცთ-მოყვარებისა შენისათვის ყოველნი შეცოდებანი მათნი შეუნდვენ. შენ, ყოვლად სახიერო მეუფეო, შეისმინე ლოცვა ჩვენი ჟამსა ამას და ყოველსა დღესა და ყოველსა ჟამსა და ადგილსა, და მოხედენ ხმასა ვედრებისა მონათა და მხევალთა ამათ შენთა (სახელები), რომელნი უძლურ არიან სულით და ხორცით, და კურნება მიჰმადლე, და მიუტევენ და შეუნდვენ შეცოდებანი ამათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, და განჰკურნენ წყლულებანი მათნი უკურნებელნი, და სენნი და სნეულებანი, და მოანიჭე ამათ კურნება სულისა და ხორცთა, რომელმან შეახე სიდედრსა პეტრესსა, და განდევნე მისგან მხურვალება იგი, აღდგა და გმსახურებდა შენ. შენ, მეუფეო, მოხედენ მონათა და მხევალთა ამათ შენთა (სახელები), მოჰმადლე სიმრთელე, და იხსენ ყოვლისა ხრწნილებისაგან და ურვისა, და მოიხსენე სიმდიდრითა მოწყალებისა შენისათა. მოიხსენე, რამეთუ გონება კაცთა სიყრმითგანვე ცოდვითა და უკეთურებითა შებღალულ არს, და არავინ არს უცოდველ ქვეყანასა ზედა, თვინიერ შენსა.
რამეთუ შენ მხოლო ხარ უცოდველი, რომელი მოხვედ და აცხოვნე ნათესავი კაცთა და გამოგვიხსნენ ჩვენ მონებისაგან მტერისა. ესევითარი სასჯელი მოიწეოდა მათგან მოსავთა შენთა ზედა, რამეთუ არავინ იპოვებოდა წმიდა ცოდვისაგან, არამედ ყოველი პირი დაიყავნ, რათა არა აქუნდეს სიტყვა რაიმე, რამეთუ ყოველი სიმართლე ჩვენი არარა არს შენ წინაშე, ამისთვისცა ცოდვათა სიყრმითგანსა ნუ მოიხსენებ, უფალო. რამეთუ შენ ხარ ტვირთმძიმეთა ცოდვილთა განსვენება, უსასოთა სასოება და დამაშვრალთა ნუგეშინის-მცემელი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მამაო წმიდაო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩვენთაო, რომელმან მოავლინე მხოლოდ-შობილი ძე შენი, და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლისა სენისა მკურნალად და სიკვდილისა დამხსნელად, განკურნე მონანი და მხევალნი ესე შენნი (სახელები) გარე-მოდგომილისა ამისგან სენისა და უძლურებისა სულიერისა და ხორციელისა, და განაცხოველე ესენი მსგავსად შენისა სათნოებისა, მადლითა ქრისტეს შენისათა, ვედრებითა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, მეოხებითა წმიდათა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლის-მცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისა მძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა ჩვენთათა, წმიდათა უვერცხლოთა მკურნალთა კოსმა და დამიანესითა, კვიროს და იოანე, პანტელეიმონ, ერმოლაოს, სამსონ, დიომიდე, მუკი, ანიკიტე, თალალე და ტრიფონისათა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათა შენთათა. რამეთუ შენ ხარ წყარო იგი კურნებათა, ქრისტე ღმერთო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა. ამინ.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა VI: მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა.
მგალობელთა: მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა.
მკითხველმან: (მუხლი): გული წმიდა დაჰბადე ჩემ-თანა ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა.
მგალობელთა: მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა.
მკითხველმან: მიწყალე მე ღმერთო
მგალობელთა: დიდითა წყალობითა შენითა.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: გალატელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა, საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ძმანო, ნაყოფი სულისა არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, სარწმუნოება, მყუდროება, მარხვა, მოთმინება. ესევითართათვის არა ძეს შჯული. ხოლო ქრისტესთა მათ, ხორცნი თვისნი ჯვარს-აცვნეს ვნებითურთ და გულის-თქმით. უკეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. ნუმცა ვართ მზვაობარ, ურთიერთას მაბრალობელ, ურთიერთას მოშურნე. ძმანო, უკეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქვენ სულიერთა მაგათ დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშვიდობისათა. ეკრძალე თავსა შენსა, ნუ უკვე შენცა განიცადო. ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
მღვდელმან: მშვიდობა შენდა.
მკითხველმან: და სულისაცა შენისა თანა, ალილუია, ალილუია, ალილუია.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
მკითხველმან: ნეტარ არს კაცი, რომელსა ეშინის უფლისა, მცნებათა შინა მისთა ინებოს ფრიად.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: მათესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
მას ჟამსა შინა მოვიდა იესო ადგილთა ტვიროსისა და სიდონისათა. და აჰა ესერა დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო იესო არა მიუგო მას სიტყვა. და მოუხდეს მოწაფენი იესოს და ჰრქვეს მას: განუტევე ესე, რომელი ღაღადებს და შეგვიდგს ჩვენ. ჰრქვა მათ იესო: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა. ხოლო იგი მოუხდა და თაყვანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქვა მას: არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. ხოლო მან ჰრქვა: ჰე, უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭევისაგან, რომელ გარდამოცვივინ ტაბლისაგან უფალთა მათთასა. მაშინ მიუგო იესო და ჰრქვა მას: ჰოი დედაკაცო, დიდ-არს სარწმუნოება ეგე შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან.
მგალობელთა დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით წყალობისა, მშვიდობისა, სიმრთელისა და ცხოვრებისათვის მონათა და მხევალთა ამათ ღმრთისათა (სახელები) ყოველთა აქა მდგომარეთა და მცხებელთა წმიდისა ამის ზეთისათა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით, რათა შეენდვნეთ ყოველნი ცოდვანი ამათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩვენო, რომელი ეგე სახიერ ხარ და კაცთ-მოყვარე, მკურნალი სულთა და ხორცთა ჩვენთა, რომელმან სენნი ჩვენნი ულმობელად იტვირთენ და უძლურებანი ჩვენნი განკურნენ. მწყემსო კეთილო, რომელი მოხვედ ძიებად შეცთომილისა მის ცხოვარისა. რომელმან სულმოკლეთა მიეც ნუგეშინის-ცემა, და გულითა შემუსრვილთა მიანიჭე ცხოვრება საუკუნო; რომელმან სისხლ-მდინარე იგი ათორმეტისა წლისა განწმიდე; რომელმან ასული იგი ქანანელისა მწარისა ეშმაკისაგან განათავისუფლე; რომელმან ორთა მათ მავასხებელთა თანა-ნადებნი მათნი მიუტევენ; რომელმან განრღვეულსა მიანიჭე კურნება და მიუტევენ ცოდვანი მისნი; რომელმან მეზვერენი იგი სიტყვით განამართლენ და ავაზაკისა იგი უკანასკნელი აღსარება შეისმინე; რომელმან ცოდვანი სოფლისანი აღიხვენ და ჯვარსა შემსჭვალე; შენ გევედრებით და ვხადით სახიერებასა შენსა: შენ ულხინე, მოუტევენ, შეუნდვენ, ღმერთო, უშჯულოებანი და ცოდვანი მონათა და მხევალთა ამათ შენთა (სახელები), რაოდენიცა სცოდეს ნებსით ანუ უნებლიეთ, ცნობით ანუ უმეცრებით, ურჩებით ანუ მცნებათა გარდასლვითა, დღისით ანუ ღამით; უკეთუ კრულება მოწევნულ იყოს ამათ ზედა მღვდლისა მიერ, ანუ მშობელთაგან; უკეთუ შეგცოდეს შენ თვალითა, ენითა, საყნოსელითა, შეხებითა ხელისათა, ანუ გემოს-ხილვითა, გინა თუ რომლითამე მოძრავობითა ხორცისა და სულისათა, და გარდახდენ ღმრთისა ნებასა და სიწმიდესა შენსა განეშორენ; გინა თუ რაოდენი შეგცოდეს შენ ამათ და ჩვენცა; სახიერო და კაცთ-მოყვარეო და ძვირ-უხსენებელო ღმერთო, შეუნდვენ, მოუტევენ და ნუ უგულებელს-ყოფ ამათ და ჩვენცა, ბოროტთა მწიკულთა შინა დაცემულთა და სიბოროტისა გზასა მავალთა. ჰე მეუფეო, უფალო, შეისმინე ჩემ ცოდვილისა ამის ჟამსა ამას, ვითარცა სახიერმან ღმერთმან და შეუნდვენ შეცოდებანი მონათა და მხევალთა ამათ შენთა (სახელები), განაშორე ამათგან ყოველნი ცოდვანი, ვითარცა უტყველმან ღმერთმან; ნუ მისცემ საუკუნესა ჯოჯოხეთსა; და პირი ამათი აღავსე ქებითა შენითა, და ბაგენი ამათნი აღახვენ სადიდებელად სახელისა შენისა. ხელნი ამათნი განჰმარტენ მოქმედებად შენისა მცნებისა. ფერხნი ამათნი წარმართენ სლვად და ქადაგებად სახარებისა შენისა; ყოველი ნაწილი გვამისა და გონება ამათი მადლითა შენითა განაკრძალე. რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, რომელმან წმიდათა მოციქულთა შენთა მიეც სიტყვა ჩვენთვის და არქუ: რაოდენი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, იყავნ შეკრულ ცათა შინა, და რაოდენი განხსნათ ქვეყანასა ზედა, ხსნილ-იყოს იგი ცათა შინა. და კვალად უკეთუ ვისმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ, და უკეთუ ვინმე შეიპყრათ, შეპყრობილ-იყვნენ. ხსნილ ჰყავ მონანი და მხევალნიცა ესე შენნი; ვითარცა შეისმინე ეზეკიას გლოვა ჟამსა სიკვდილისა მისისასა, და არა უგულებელს-ჰყავ ვედრება მისი, ეგრეთვე შეისმინე ვედრება ჩემ მდაბლისა, ცოდვილისა და უღირსისა მონისა ამის შენისა ჟამსა ამას. რამეთუ შენ ხარ, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, რომელმან სამეოცდა-ათ შვიდგზის ჰბრძანე მიტევებად ცოდვანი კაცთანი შენითა სახიერებითა და კაცთ-მოყვარებითა, და შემნანებელ ხარ ცოდვათა ჩვენთა ზედა და იხარებ ცოდვილთა მოქცეულთა ზედა;
რამეთუ ვითარცა დიდ არს დიდება შენი, ეგრეცა დიდ არს წყალობა შენი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით და ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველს-მყოფელით სულით შენით
წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მამაო წმიდაო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩვენთაო, რომელმან მოავლინე მხოლოდ-შობილი ძე შენი, და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლისა სენისა მკურნალად და სიკვდილისა დამხსნელად, განკურნე მონანი და მხევალნი ესე შენნი (სახელები) გარე-მოდგომილისა ამისგან სენისა და უძლურებისა სულიერისა და ხორციელისა, და განაცხოველე ესენი მსგავსად შენისა სათნოებისა, მადლითა ქრისტეს შენისათა, ვედრებითა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, მეოხებითა წმიდათა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლის-მცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისა მძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა ჩვენთათა, წმიდათა უვერცხლოთა მკურნალთა კოსმა და დამიანესითა, კვიროს და იოანე, პანტელეიმონ, ერმოლაოს, სამსონ, დიომიდე, მუკი, ანიკიტე, თალალე და ტრიფონისათა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათა შენთათა. რამეთუ შენ ხარ წყარო იგი კურნებათა, ქრისტე ღმერთო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა. ამინ.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა, ხმა V1I: უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
მგალობელთა: უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
მკითხველმან: (მუხლი): მიწყალე მე უფალო, რამეთუ უძლურ ვარ.
მგალობელთა: უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე, და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
მკითხველმან: უფალო ნუ გულის-წყრომითა შენითა მამხილებ მე,
მგალობელთა: და ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: თესალონიკელთა მიმართ პირველი ეპისტოლე, წმიდისა პავლე მოციქულისა საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
ძმანო, გლოცავ თქვენ, სწავლიდით უწესოთა მათ, ნუგეშინის-სცემდით სულმოკლეთა, თავს-იდებდით უძლურთა მათ, სულგრძელ იყვენით ყოველთა მიმართ. ეკრძალენით, ნუ-უკვე ბოროტისა წილ ბოროტი ვისმე მიაგოთ; არამედ მარადის კეთილსა შეუდეგით ურთიერთას და ყოველთა მიმართ. მარადის გიხაროდენ, მოუკლებელად ილოცევდით. ყოველსა შინა ჰმადლობდით, რამეთუ ესე არს ნება ღმრთისა ქრისტე იესოს მიერ თქვენდა მიმართ. სულსა ნუ დაავსებთ, წინასწარმეტყველებათა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ; ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ; ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა განეშორენით. ხოლო თავადმან ღმერთმან მშვიდობისამან წმიდა გყვენინ თქვენ ყოვლითა სრულებითა და ყოვლითა სიცოცხლითა, სული თქვენი, სამშვინელი და გვამი უბიწოდ მოსლვასა მას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა დაჰმარხენინ.
მღვდელმან: მშვიდობა შენდა.
მკითხველმან: და სულისაცა შენისა თანა, ალილუია, ალილუია, ალილუია.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
მკითხველმან: შეისმინენ შენი უფალმან დღესა ჭირისა შენისასა, შემწე გეყავნ შენ სახელი ღმრთისა იაკობისი.
მგალობელთა: ალილუია, ალილუია, ალილუია.
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: მათესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
მას ჟამსა შინა, წარვიდოდა მიერ იესო, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზვერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქვა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. და იყო ჯდა რა იგი ინახით სახლსა შინა, და მრავალნი მეზვერენი და ცოდვილნი თანა-სხდეს ინახით იესოს თანა და მოწაფეთა მისთა თანა. და ვითარცა იხილეს ფარისეველთა მათ, ჰრქვეს მოწაფეთა მისთა: რასათვის მეზვერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძღვარი თქვენი? ხოლო იესოს, ვითარცა ესმა, ჰრქვა მათ: არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა. ხოლო თქვენ წარვედით და ისწავეთ, რა არს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი. რამეთუ არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად.
მგალობელთა დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით წყალობისა, მშვიდობისა, სიმრთელისა და ცხოვრებისათვის მონათა და მხევალთა ამათ ღმრთისათა (სახელები) ყოველთა აქა მდგომარეთა და მცხებელთა წმიდისა ამის ზეთისათა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით, რათა შეენდვნეთ ყოველნი ცოდვანი ამათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.
მღვდელმან: მეუფეო, უფალო, ღმერთო ჩვენო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩვენთაო, რომელმან მრავალჟამისა იგი ვნებული განკურნე, რომელი ჰკურნებ სნეულებათა კაცთასა და რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვა; რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა, და ცხოვრება; რამეთუ შენ ხარ, უფალო, რომელმან დასდევ პირველითგანვე მცნებანი, ცოდვილთათვის სინანული, ვითარცა დავითს და ვითარცა ნინეველთა და ამათ უწინარესთაცა, არამედ მოხვედ ხორცითა საღმრთოითა განგებულებითა შენითა ხსნად ჩვენდა, და არა მოუწოდე მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად, ვითარცა იგი მეზვერესა, მეძავსა და ავაზაკსა და მაგინებელსა და მდევნელსა დიდსა პავლეს, და ყოველნი სინანულისა მიერ შეიწყნარენ; ვითარცა მიუტევე პეტრეს, თავსა მას მოციქულთასა, რომელმან სამ-გზის უარ-გყო შენ და მისიცა სინანული შეიწირე და უბრძანე შენ და არქუ: შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას; და კლიტენი სასუფეველისანი არწმუნენ. ეგრეთვე ჩვენცა, სახიერო და კაცთ-მოყვარეო, მსგავსად უტყველისა მის აღთქმისა შენისა მინდობილნი, გევედრებით და შეგივრდებით ჟამსა ამას: შეისმინე ვედრება ჩვენი, შეიწირე და წარმართე ვითარცა საკმეველი შენ წინაშე, და დაიფარე მონანი და მხევალნი ესე შენნი (სახელები) და რაოდენიცა გცოდეს სიტყვით ანუ საქმით, გინა გონებით, დღისით ანუ ღამით; უკეთუ კრულ-იყვნენ მღვდელთა მიერ, ანუ თავით თვისით კრულ-იყვნენ, გინა თუ ჰფიცეს, ანუ აფიცეს; გევედრებით შენ, ულხინე, შეუნდევ, მოუტევე ამათ, ღმერთო, რომელი ხედავ და უწყნი ცოდვანი და უსჯულოებანი ამათნი, რაოდენიცა გცოდეს, ნებსით გინა უნებლიეთ ქმნილნი ამათნი; გინა მცნებასა გარდახდენ, ანუ შესცდენ და გცოდეს, ვითარცა კაცმან ხორციელმან და მყოფმან სოფელსა შინა საბრხითა ეშმაკისათა. შენ, ვითარცა სახიერმან და კაცთ-მოყვარემან ღმერთმან, შეუნდვენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს;
რამეთუ შენ მხოლო ხარ უცოდველ, სიმართლე შენი სიმართლე არს საუკუნო და სიტყვა შენი ჭეშმარიტ; რამეთუ არა ჰქმენ კაცი დასასჯელად, არამედ ქმნად მცნებათა შენთა და უხრწნელისა ცხოვრებისა დამკვიდრებად, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა მამით და სულით წმიდით, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მამაო წმიდაო, მკურნალო სულთა და ხორცთა ჩვენთაო, რომელმან მოავლინე მხოლოდ-შობილი ძე შენი, და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყოვლისა სენისა მკურნალად და სიკვდილისა დამხსნელად, განკურნე მონანი და მხევალნი ესე შენნი (სახელები) გარე-მოდგომილისა ამისგან სენისა და უძლურებისა სულიერისა და ხორციელისა, და განაცხოველე ესენი მსგავსად შენისა სათნოებისა, მადლითა ქრისტეს შენისათა, ვედრებითა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, მეოხებითა წმიდათა უსხეულოთა ზეცისა ძალთათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა ჯვარისათა, წმიდისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლის-მცემელისა იოანესითა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა, წმიდათა დიდებულთა და ღვაწლისა მძლეთა მოწამეთა, ღირსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა ჩვენთათა, წმიდათა უვერცხლოთა მკურნალთა კოსმა და დამიანესითა, კვიროს და იოანე, პანტელეიმონ, ერმოლაოს, სამსონ, დიომიდე, მუკი, ანიკიტე, თალალე და ტრიფონისათა, წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა, და ყოველთა წმიდათა შენთათა. რამეთუ შენ ხარ წყარო იგი კურნებათა, ქრისტე ღმერთო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა. ამინ.
დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
მღვდელმან: მეუფეო წმიდაო, ქველის-მოქმედო და მრავალ-მოწყალეო უფალო იესო ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღმრთისა ცხოველისაო, რომელსა არა გნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი; რამეთუ არა დასდევ ხელი ჩემ ცოდვილისა თავსა ზედა ტვირთ-მძიმეთა შენდა მოსრულთასა, რომელნი ითხოვენ ჩვენ მიერ შენგან შენდობასა ცოდვათასა; არამედ ხელი შენი მტკიცე და ძლიერი, რომელი წმიდასა ამას სახარებასა ზედა მდებარე არს, რომელი ჩვენ თანა-მწირველითურთ გვიპყრიეს თავსა ზედა მონისა ამის შენისა (ან მხევლისა) (სახელ(ი) გევედრებით ამათ თანა, მიმტევებელსა ცოდვათასა და უტყველსა კაცთ-მოყვარებასა შენსა ვხადით, ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, ვითარცა წინასწარმეტყველი შენი ნათან მოქცევად და სინანულად დავითისსა მიავლინე და მისთა ცოდვათა შენდობა მიეც, და მანასეს სინანული და ლოცვა შეიწირე, ეგრეთვე მოხედე მონასა (ან მხევალსა) ამას შენსა (სახელი), მოაქციე სინანულად, მსგავსად კაცთ-მოყვარებისა შენისა შეუნდვენ ყოველნი შეცოდებანი ამისნი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, რომელმან სამეოცდა-ათ შვიდ-გზის შენდობა და მიტევება შეცოდებათა ჰბრძანე; რამეთუ ვითარცა დიდ არს დიდება შენი, ეგრეთვე დიდ არს წყალობა შენი, და შენდა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალოგელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით წყალობისა, მშვიდობისა, სიმრთელისა და ცხოვრებისათვის მონათა და მხევალთა ამათ ღმრთისათა (სახელები) ყოველთა აქა მდგომარეთა და მცხებელთა წმიდისა ამის ზეთისათა.
მგალობელთა უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
დიაკონი: მერმეცა გევედრებით, რათა შეენდვნეთ ყოველნი ცოდვანი ამათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა ძისა და და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წყარო გაქუს კურნებათა, წმიდანო უვერცხლონო, და მიანიჭებთ კურნებასა ყოველთა მვედრებელთა, ვითარცა ნიჭთა დიდთა ღირს-ქმნილნი წყაროსაგან დაუწყვედელისა ქრისტეს მაცხოვრისა, რამეთუ თქვა თქვენდა მომართ უფალმან, მოციქულთა მობაძავთა: აჰა მიგცემ თქვენ ხელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა, განკურნებად ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა, ვინა ვითარცა ბრძანებათა მისთა კეთილად დამცველნი, უსასყიდლოდ მოგვცემდით, და განკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩვენთანი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა, ყოვლად უბიწოო, და დააცხრვე ძვირთა ჩვენ ზედა აღდგომა, და ყოვლისა მწუხარებისაგან გვიხსნენ ჩვენ, რამეთუ შენ მხოლო გვაქუ მტკიცედ და შეურყეველად სიმტკიცედ, და შენსა შეწევნასა შევევედრებით. ნუმცა სირცხვილეულ-ვიქმნებით დედოფალო, შენნი მვედრებელნი, არამედ ისწრაფე მეოხებად ჩვენდა, რომელნი სარწმუნოებით ვხმობთ შენდამი: გიხაროდენ, დედოფალო, ყოველთა შემწეო, სიხარულო და მცველო სულთა ჩვენთაო.
დიაკონი: სიბრძნით.
მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).