მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

პარაკლისი ახლისა წელიწადისა

 

მღვდელმან: კურთხეულ-არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.

დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.


მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.


მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.


ფსალმუნი 64
 

შენ გშვენის გალობა, ღმერთო, სიონს და შენ მიგეცეს ლოცვა იერუსალიმს. შეგესემინ ლოცვისა ჩემისა, შენდა ყოველი ხორციელი მოვიდეს. სიტყვანი უშჯულოთანი განძლიერდეს ჩვენ ზედა, და უღმრთოებათა ჩვენთაგან შენ მილხინო. ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, დაიმკვიდროს ეზოთა შინა შენთა, აღვივსნეთ ჩვენ კეთილითა სახლისა შენისათა; წმიდა არს ტაძარი შენი, საკვირველ არს სიმართლითა. შეისმინე ჩვენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო და რომელნი არიან ზღვათა შინა შორს. განმზადნა მთანი ძლიერებითა თვისითა, გარე-შერტყმულმან ძლიერებითა, რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღვისასა; ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს? შეძრწუნდნენ წარმართნი, და ეშინოდის მკვიდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან; გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულება. მოხედე ქვეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრება მისი; მდინარე ღმრთისა აღივსო წყლითა; განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადება. ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცვარითა მისითა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი. აკურთხო გვირგვინი წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა. განპოხნეს შვენიერება უდაბნოისა, და სიხარული ბორცვთა შეიმოსონ. შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფქლი; ღაღადებდენ და გალობდენ.


დიდი კვერექსი


დიაკონმან: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: ზეგარდამო მშვიდობისა, და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: წმიდისა ამის ტაძრისათვის (ან მონასტრისათვის), სარწმუნოებითა, სასოებითა, და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისკოკოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა, და მეუფებისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა კეთილად წარემართოს მათ ყოველსა შინა, და დაუმორჩილნეს ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: სამეუფოისა ქალაქისა ამისა ჩვენისა თბილისისა და წმიდისა ამის მონასტრისა, და ყოველთა ქალაქთა და სოფელთათვის, და მკვიდრთათვის მათ შინა მორწმუნეთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა მოწყალებით აწინდელი ესე მადლობა და ვედრება ჩვენ უღირსთა მონათა თვისთა ზესთა ცათასა საკურთხეველსა თვისსა შეიწირნეს, და კეთილმოწლეობით შეგვიწყალნეს ჩვენ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა კეთილშეწყნარებულ იქმნეს ვედრება ესე ჩვენი, და მოგვიტევნეს ჩვენ და ყოველთა ერთა თვისთა ყოველნი შეცოდებანი, ნებსითნი და უნებლიეთნი, წარსრულსა წელსა შინა ჩვენ მიერ ქმნილნი ბოროტნი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა აკურთხოს მადლითა კაცთმოყვარებისა თვისისათა დაწყება და გარდასლვა წლისა ამის, ხოლო ჩვენდა მოგვმადლოს ჟამი მშვიდობისა, კეთილშეზავებულება ჰაერისა, უცოდველობა, სიმრთელე და უხვებითი ცხოვრება, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა გარე-მიაქციოს ჩვენგან ყოველი რისხვა თვისი, სამართლად ჩვენ ზედა ცოდვათა ჩვენთათვის მოწევნული, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა განსდევნნეს ჩვენგან ყოველნი სულთა განმხრწნელნი ვნებანი და განრყვნილნი ჩვეულებანი, და საღმრთო შიში თვისი დაჰნერგოს გულსა შინა ჩვენსა, აღსრულებად მცნებათა მისთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა სული წრფელი განგვიახლოს გვამთა შინა ჩვენთა, და განგვაძლიეროს ჩვენ მართლმადიდებლობისა სარწმუნოებასა შინა, მოსწრაფე გვყვნეს ქმნად კეთილთა საქმეთა და აღსრულებად ყოველთა მცნებათა მისთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა დაამხვნეს ყოველნი განდგომილებანი მწვალებელთანი, და დაენერგოს ყოველგან მართლმორწმუნეობა და კეთილმსახურება, და მოაქცივნეს ყოველნი განდრეკილნი მართლისა სარწმუნოებისაგან, ცნობად ჭეშმარიტებისა თვისისა, და შეაერთნეს იგინი წმიდასა თვისსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: რათა იხსნას წმიდა ეკლესია თვისი, და ჩვენ ყოველნი, ყოვლისაგან ჭირისა, განსაცდელისა, რისხვისა და იწროებისაგან, და ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ხოლო სიმრთელით, დღეგრძელობით და მშვიდობით და ანგელოზთა თვისთა დაბანაკებით მორწმუნენი თვისნი მარადის გარე-შეგვზღუდნეს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, და დაგვიცვენ, ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხოვრებაი ჩვენი ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.


მგალობელთა: შენ უფალო.


მღვდელმან: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.


ღმერთი უფალი, და გამოგვჳჩნდა ჩუენ, კურხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.


მუჴლი ა: აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი


მუჴლი ბ: ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.


მუჴლი გ: არა მოვკუდე, არამედ ვცხონდე და გავთქუნე მე საქმენი უფლისანი.


მუჴლი დ: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.



ტროპარი, ხმა 4.


მმადლობელნი უღირსნი ესე მონანი შენნი, უფალო, დიდთა ქველის მოქმედებათა შენთათვის, რომელნი ჰქმენ ჩვენ ზედა, დიდებით გაქებთ შენ, გაკურთხევთ, გმადლობთ, გიგალობთ და ვადიდებთ შენსა კეთილ-მოწლეობასა, და მონებრ სიყვარულით გიღაღადებთ შენ: კეთილის-მყოფელო ჩვენო მაცხოვარო, დიდება შენდა.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.


ქველის-მოქმედებათა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირს-ქმნილნი უხმარნი მონანი შენნი, მეუფეო, გულს-მოდგინედ შენდა მომართ მოვივლტით, და მადლობასა ძალისაებრ შევსწირავთ, და შენ, ვითარცა კეთილის-მყოფელსა და შემოქმედსა, მადლობელნი გიღაღადებთ: დიდება შენდა ღმერთო ყოვლად-მოწყალე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, უფალო, დაიცვენ მშვიდობით ღმრთივდაცული ერი ჩვენი, ქალაქი და სამწყსო შენი, რომელნი გევედრებიან შენ, ღმრთისმშობელისა მიერ, დიდისაებრ წყალობისა შენისა.



დიაკონი: მოხედენ.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა:უგალობდე უფალსა, კეთილისმყოფელსა ჩემსა, და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.


მგალობელთა: უგალობდე უფალსა, კეთილისმყოფელსა ჩემსა, და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.


მკითხველმან: (მუხლი): იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა.


მგალობელთა: უგალობდე უფალსა, კეთილისმყოფელსა ჩემსა, და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.


მკითხველმან: უგალობდე უფალსა, კეთილისმყოფელსა ჩემსა,


მგალობელთა: და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.


დიაკონი: სიბრძნით.


მკითხველმან: ტიმოთეს მიმართ პირველი ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა, საკითხავი.


დიაკონი: მოხედენ.


სამოციქულო: I ტიმოთეს მიმართ, 2: 1-6


შვილო ტიმოთე, გლოცავ უკვე, ყოვლისა წინა, რათა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თხოვასა და მადლობასა ყოველთა კაცთათვის, მეფეთათვის და ყოველთა მთავართა, რათა მშვიდობით და მყუდროებით ვსცხონდებოდეთ ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა, რამეთუ ესე არს კეთილი და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩვენისა ღმრთისა, რომელსა ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხოვრება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვა. რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუა-მდგომელი ღმრთისა და კაცთა, კაცი იესო ქრისტე, რომელმან მისცა თავი თვისი სახსრად ყოველთა, მასვე პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მკითხველმან: ალილუია (3-გზის).


მგალობელთა: ალილუია (3-გზის).


დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


მღვდელმან: ლუკასაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.


მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


დიაკონი: მოხედენ.


სახარება ლუკასი 4: 16-22.


მას ჟამსა შინა მოვიდა იესო ნაზარეთად სადაცა აღზრდილ იყო. და შევიდა ვითარცა ჩვეულ იყო იგი დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია წინასწარმეტყველისა, და აღსდგა კითხვად და განჰყო წიგნი იგი, და ჰპოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო: „სული უფლისა ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე, და მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე, განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყვეთა განტევებისა და ბრმათა აღხილვად, განვლინებად მომსრველთა განტევებითა, და ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული“. და შეჰყო წიგნი იგი, და მისცა მსახურსა, და დაჰსჯდა, და თვალნი ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს. და იწყო სიტყვად მათდა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქვენთა. და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკვირდა სიტყვათა მათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა.


მგალობელთა დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


მრჩობლი კვერექსი


დიაკონი: ვთქვათ ყოველთა ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა, ვთქვათ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: უფალო ყოვლისა-მპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩვენისა და მეუფებისა მისისათვის.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისკოკოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა)-თვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: მმადლობელნი შიშით და ძრწოლით, ვითარცა მონანი უხმარნი შენისა სახიერებისა, მეუფეო, მაცხოვარო ჩვენო, ქველისმოქმედებათა შენთათვის, რომელნიცა მოგვფინენ უხვებით მონათა შენთა ზედა, შეგივრდებით და დიდებისმეტყველებასა შევსწირავთ შენდა, ვითარცა ღმრთისა და ლმობიერად გიღაღადებთ: გვიხსნენ ყოველთაგან განსაცდელთა მონანი შენნი, და ვითარცა მოწყალემან აღგვავსენ მარადის კეთილითა საწადელითა ჩვენ ყოველნი, გულსმოდგინეთ გევედრებით შენ, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: რათა აკურთხო გვირგვინი მოწევნულისა ამის წელიწადისა სახიერებითა თვისითა, და დააცხრო ჩვენ შორის ყოველი მტერობა, უწესოება, ურთიერთასი ბრძოლა, მოგვანიჭო მშვიდობა, მტკიცე და პირუთნებელი სიყვარული, კეთილწესიერებითი თანხმობა და სათნოებითი ცხოვრება, გევედრებით შენ ყოვლადსახიერო მეუფეო, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: რათა არა მოიხსენო აურაცხელი უშჯულოებანი და ბოროტნი საქმენი ჩვენნი, წარსრულსა წელსა შინა ქმნილნი და არცა მოგვაგო ჩვენ საქმეთაებრ ჩვენთა, არამედ წყალობათა და მოწყალებათა შინა მოგვიხსენენ ჩვენ, გევედრებით მოწყალეო უფალო, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: რათა მოგვანიჭო - წვიმა კეთილჟამიერი, მსთვადი და მცხვედი, ცვარი ნაყოფიერი, ქარი ზომიერი და კეთილშეზავებული და სითბო მზისა აღმოგვიბრწყინო ჩვენ, გევედრებით ყოვლადმოწყალეო უფალო, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: რათა მოიხსენო წმიდა ეკლესია შენი, განაძლიერო და განამტკიცო, განავრცო და დაამშვიდო იგი და უვნებელად ბჭეთაგან ჯოჯოხეთისათა, და ყოველთა მზაკვარებათა ხილულთა და უხილავთა მტერთასა უძლეველად დაიფარო უკუნისამდე, გევედრებით ყოვლისა მპყრობელო მეუფეო, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: რათა აღმოჰფხურნე და დაშრიტო ყოველი ღმრთისმგმობელობითი უსჯულოება აგარიანთა და მეფობა მათი მსწრაფლ დაარღვიო, და მართლმადიდებელთა დაამორჩილო, გევედრებით ყოვლად ძლიერო მეუფეო, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


დიაკონი: რათა გვიხსნნე ჩვენ შემომავალსა წელსა ამას შინა და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა, სიყმილისაგან სრვისა, ძრვისა, დანთქმისა, სეტყვისა, ცეცხლისა, მახვილისა, უცხო თესლთა ზედა-მოსლვისაგან, ურთიერთარსისა ბრძოლისა, და ყოვლისა სიკვდილშემოსილისა წყლულებისა, ჭირისა და იწროებისაგან, გევედრებით მოწყალეო უფალო, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).


მღვდელმან: შეისმინე ჩვენი, ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო და ზღვათა შინა შორს მყოფთაო, მლხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო, შეცოდებათა ჩვენთა და შეგვიწყალენ ჩვენ.

რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


დიაკონი: მერმე და მერმე მუხლმოდრეკით, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო შეგვიწყალენ.


მღვდელმან: მეუფეო, უფალო, ღმერთო ჩვენო, წყაროო ცხოვრებისა და უკვდავებისაო, ყოვლისა დაბადებულისა, ხილულისა და უხილავისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამამყარებელო და მმართებელო ყოვლისაო სიბრძნითა და სახიერებითა შენისა განგებულებისათა, გმადლობთ მოწყალებათა შენთათვის, რომელი საკვირველ ჰყვენ ჩვენ ზედა წარსრულსა ჟამსა ცხოვრებისა ჩვენისასა, გევედრებით შენ, ყოვლადმოწყალეო, აკურთხე გვირგვინი მოწევნულისა ამის წელიწადისა სახიერებითა შენითა. დაიცევ ერი ჩვენი და მეუფება მისი. განამრავლენ დღენი ცხოვრებისა მათისანი სიმრთელით და შეურყეველად და ყოველთა შინა კეთილთა საქმეთა წარმატება მოანიჭე მათ; მოეც მაღლით სახიერება შენი, და ყოველთა ერთა შენთა სიმრთელე და ცხოვრება და ყოველსა შინა კეთილწარმატება. წმიდა ეკლესია შენი, ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ყოვლისა ბოროტისა გარემოდგომილებისაგან იხსენ, მშვიდობა და უშფოთველობა მოანიჭე, და შენდა, დაუსაბამოისა მამისა, მხოლოდშობილით ძით და ყოვლადწმიდით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, ერთსა არსებასა შინა თაყვანისსაცემელისა ღმრთისა, მარადის მადლობისა შეწირვად და ყოვლადწმიდისა სახელისა შენისა ღირს-გვყვენ.


მღვდელმან: დიდება შენდა, ღმერთსა, კეთილისმყოფელსა ჩვენსა უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


და მეყსეულად გალობენ - გალობასა წმიდისა ამბროსი მედიოლანელ ეკისკოპოსისასა:


შენ ღმერთსა გაქებთ, შენ უფალსა აღგიარებთ, შენ პირველ საუკუნოსა მამასა ყოველი ქვეყანა გადიდებს, შენ ყოველნი ანგელოზნი, შენ ცანი და ყოველნი ძალნი, შენ ქერუბიმნი და სერაფიმნი დაუცხრომელითა ხმითა გიღაღადებენ: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო ღმერთო საბაოთ! სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა დიდებისა შენისათა, შენ ყოვლად-დიდებულნი მოციქულთა გუნდნი, შენ წინასწარმეტყველთა საქებელნი რიცხვნი, შენ გაქებს ყოვლადბრწყინვალე მოწამეთა მხედრობა, შენ ყოველსა სოფელსა აღგიარებს, წმიდა ეკლესია, მამასა მიუწთომელსა დიდებისასა: და თაყვანის-საცემელსა ჭეშმარიტსა და მხოლოდშობილსა ძესა შენსა, და ნუგეშინის-მცემელსა სულსა წმიდასა, შენ მეუფეო დიდებისაო ქრისტე: შენ ხარ ძე მარადის მყოფისა მამისა, შენ ხსნად კაცთა მნებებელმან არა მოიძაგე საშო ქალწულებრივი, შენ მძლემან სიკვდილისა საწერტელმან განუღე მორწმუნეთა სასუფეველი ცათა, შენ ხარ მჯდომარე მარჯვენით ღმრთისა დიდებასა შინა მამისასა, განსჯად მოსლვად რწმუნებული, შენ უკვე გთხოვთ, შეგვეწიენ მონათა შენთა, რომელნიცა მოგვიყიდენ სისხლითა პატიოსნითა, ღირს-მყვენ წმიდათა შენთა თანა საუკუნესა დიდებასა შინა შენსა სუფევად. აცხოვნე, უფალო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, წარმართენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე. ყოველსა დღესა გაკურთხევდეთ შენ და ვაქებთ სახელსა შენსა უკუნისამდე, და უკუნითი უკუნისამდე. ღირს-მყვენ ჩვენ, უფალო, დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. მიწყალენ ჩვენ უფალო, შემიწყალენ ჩვენ, იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენ ზედა, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ, შენ უფალო გესავთ, რათა არა მრცხვენეს ჩვენ უკუნისამდე.


მგალობელთა. ამინ.


დიაკონი: სიბრძნით.


მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.


მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.


მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.


მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.


- უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)


სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.


მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.


მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).