მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

მცირე პარაკლისი ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა

 

მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.

დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.


მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.


მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.


ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.


ღმერთი უფალი, და გამოგვჳჩნდა ჩუენ, კურხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.


მუჴლი ა: აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი


მუჴლი ბ: ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.


მუჴლი გ: არა მოვკუდე, არამედ ვცხონდე და გავთქუნე მე საქმენი უფლისანი.


მუჴლი დ: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.



ტროპარი


ღმრთისმშობელსა ლმობიერად შეუვრდეთ ჩვენ, ცოდვილნი ესე და გლახაკნი, მხურვალითა ცრემლითა ღაღად-ვყოთ სიღრმით გულისათ: ჰოი, დედოფალო, წყალობით შემწე მეყავნ ჩვენ, სასოო მორწმუნეთაო, მსწრაფლ მეწიენ, ჩვენ, რამეთუ წარვსწყმდებით ჩვენ სიმრავლისაგან ცოდვათა ჩვენთასა, და ნუ გარე-მიმაქცევ მონათა შენთა ცუდად, რამეთუ შენ ხარ სასო და მეოხი ჩვენი წინაშე ძისა შენისა, და ღმრთისა ჩვენისა.


დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.


ვითარცა ლუკას და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი მაცხოვარ, თანა-მავალ ექმენ აწ მონათა ამათ შენთა მგზავრობისა მნებებელთა, და იხსენ ესენი ყოვლისა ბოროტისა გარე-მოდგომილებისაგან, რამეთუ ყოველივე ძალ-გიძს, რაოდენიცა გენებოს, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არა-თუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩვენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩვენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩვენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნნი სულთა ჩვენთა ყოველთა განსაცდელთაგან.



კვერექსი


დიაკონი: შეგვიწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: მერმეცა გევედრებით ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩვენისა და მეუფებისა მისისათვის.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა)-თვის და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩვენსა, რათა შეიწყალოს მონანი და მხევალნი ესე თვისნი (სახელები).


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: განამრავლენ, უფალო ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი და იხსენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი ნებსითნი და უნებლიეთნი.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).


დიაკონი: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათვის.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).


მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.



კონდაკი, ხმა 6.


სასოო და შესავედრებელო ქრისტიანეთაო, ურცხვენელო და შუამდგომელო დამბადებელისა მიმართ მითუალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელს-ყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩვენდა, ვითარცა სახიერ ხარ, და რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ, მხოლოო კურთხეულო და მოსწრაფე იქმენ ვედრებად და განმზადებულ მეოხებად, და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივისმცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო.



დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.


მღვდელმან: ლუკასაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.


მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


დიაკონი: მოხედენ.


სახარება ლუკასი 1: 39-49, 56.


მათ დღეთა შინა, აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდასა. და შევიდა სახლსა ზაქარიასსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვა მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმა იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ. და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა! და ვინა ჩემდა ესე, რათა მოვიდეს დედა უფლისა ჩემისა ჩემდა? რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმა მოკითხვისა შენისა ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმა ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულება თქმულთა მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თვე და წარვიდა სახიდ თვისა.


მგალობელთა დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.


მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


მეოხებითა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მეოხებითა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.


მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უშჯულოება ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.


და ზედა ესე, ხმა 6.


ნუ მიმანდობ კაცობრივსა განზრახვასა, ყოვლად-წმიდაო დედოფალო, ღმრთისმშობელო და დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, არამედ მეოხ გვეყავ და გვაცხოვნენ ჭირვეულნი, რამეთუ შემწე ხარ ყოვლად-ძლიერი, ქალწულო ღმრთისა დედაო, და მტერთა დამცემელი და უცხო თესლთა მომსრველი, ექმენ თანაშემწე კეთილმორწმუნესა ერსა ჩვენსა, და ქალაქსა, და მგალობელთა, და იხსენ ყოველთა განსაცდელთაგან ქრისტიანენი.


მღვდელმან: აკმიოს.


მგალობელთა: ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღმრთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.


დიაკონი: მერმე და მერმე მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.


მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.


მღვდელმან: ჰოი, ყოვლად-წმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, უმაღლესო წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთაო, და ყოველთა დაბადებულთა უპატიოსნესო, შეუწევნელთა შემწეო, უსასოთა სასოო, გლახაკთა შესავედრებელო, მწუხარეთა ნუგეშინის-მცემელო, მშიერთა გამომზრდელო, შიშველთა სამოსელო, სნეულთა მკურნალო, ცოდვილთა ცხოვრებაო და ყოველთა ქრისტიანეთა შემწეო და შესავედრებელო.


ჰოი, ყოვლად მოწყალეო დედოფალო ქალწულო ღმრთისმშობელო, მოწყალებითა შენითა აცხოვნენ და შეიწყალენ ღმრთივდაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი.


აცხოვნენ დედოფალო და შეიწყალენ, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიდიდი მეუფე მამაი ჩვენი(მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეპისკოპოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) და ყოვლად-სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზნონი წესნი. კეთილმორწმუნენი, მხედართმთავარნი, და ქალაქთმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყვარე მხედრობა და კეთილისმყოფელნი ჩვენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი, სამოსლითა შენითა პატიოსნითა დაიფარნენ. ევედრე, დედოფალო, შენგან უთესლოდ განხორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რათა შეგვჭურნეს ჩვენ ძალითა თვისითა უძლეველითა, ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა.


ჰოი, ყოვლად-მოწყალეო დედოფალო ღმრთისმშობელო, აღმომიყვანენ ჩვენ სიღრმეთაგან ცოდვათასა, და მიხსნენ ჩვენ სიყმილისაგან, სრვისა და ძრვისაგან, ცეცხლისა, მახვილისა და ზედა-მოსლვისაგან უცხო თესლთასა, და ტომთაგან ბრძოლისა, და უცნაურისა სიკვდილისაგან, და ზედა-დასხმისაგან მტერთასა, და განმხრწნელისაგან ქარისა, და ყოვლისაგან სიკვდილ-შემოსილისა წყლულებისა და ყოვლისაგან ბოროტისა და მოგვეც, დედოფალო, მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ შენთა – მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა და განანათლენ გონებანი ჩვენნი, და თვალნი გულისა ჩვენისანი, რათა ვცხონდეთ, და ღირს ვიქმნეთ ცოდვილნი მონანი შენნი სასუფეველსა ძისა შენისა და ქრისტეს ღმრთისა ჩვენისასა, რამეთუ მეუფება მისი კურთხეულ არს და დიდებულ, თანა-დაუსაბამოით მამით მისით და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულით მისითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


დიაკონი: სიბრძნით.


მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.


მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.


მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.


მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.


- უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)


სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.


მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.


მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).