მღვდელმან: დიდება წმიდასა და ერთ-არსსა, და ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინის-მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის, და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის)
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით თაყვანი-ვცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა მეუფესა, ღმერთსა ჩვენსა.
მოვედით თაყვანი-ვცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.
დიაკონი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმინდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა შეიწყალნეს მონანი თვისნი (სახელები) და მიუტევნეს ამათ ყოველნი შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი, და აკურთხნეს მგზავრობა ამათი, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა მოუვლინოს ამათ ანგელოზი მშვიდობისა თანა მოგზაურად წინამძღვარი, მცველი, მფარველი, შემწე, და უვნებელად დამცველი ყოვლისა ბოროტისა გარემოდგომილებისაგან, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა დაიფარნეს ესენი, და უვნებელად დაიცვნეს ყოველთა მტერთა მზაკვარებათა და გარე-მოდგომილებათაგან, და უვნებელად წარავლინნეს და მოაქცივნეს, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა უცოდველი და მშვიდობითი მგზავრობა, და კეთილ-მითვალულობით და სიმრთელით უკუმოქცევა, ყოველსა შინა კეთილ-მსახურებასა და პატიოსნებასა შინა მოანიჭოს ამათ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა უვნებელად და უძლეველად დაიცვნეს ესენი, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა, და მზაკვართა კაცთა განბოროტებისაგან, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა აკურთხნეს კეთილი განზრახვა მათი, და კეთილ-მითვალულ ჰყვნეს სარგებლად სულთა და ხორცთა მადლითა თვისითა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ღმერთი უფალი, და გამოგვჳჩნდა ჩუენ, კურხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.
მუჴლი ა: აუვარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი
მუჴლი ბ: ყოველი თესლები გარე-მომადგეს მე, და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მუჴლი გ: არა მოვკუდე, არამედ ვცხონდე და გავთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუჴლი დ: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.
გზა და ჭეშმარიტება შენ ხარ, ქრისტე, მოგზაური ანგელოზი აწ მოუვლინე მონათა შენთა მფარველად ვითარცა ოდესმე ტობიას ყოვლისაგან ბოროტისა და ყოვლისაგან კეთილმითვალულებასა შინა უვნებელად დამცველი სადიდებელად შენდა, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მხოლოო კაცთ-მოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
ვითარცა ლუკას და კლეოპას თანა ემმაუს შინა მოგზაურობდი მაცხოვარ, თანა-მავალ ექმენ აწ მონათა ამათ შენთა მგზავრობისა მნებებელთა, და იხსენ ესენი ყოვლისა ბოროტისა გარე-მოდგომილებისაგან, რამეთუ ყოველივე ძალ-გიძს, რაოდენიცა გენებოს, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სასოო და შესავედრებელო ქრისტეანეთაო, ურცხვენელო და შუამდგომელო დამბადებელისა მიმართ მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელს-ჰყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩვენდა, ვითარცა სახიერ ხარ და რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ, მხოლოო კურთხეულო, მოსწრაფე იქმენ ვედრებად და განმზადებულ მეოხებად და ლმობიერად ხელის-აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივის-მცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო.
დიაკონი: მოხედენ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა: მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
მგალობელთა: მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
მკითხველმან: (მუხლი): მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
მგალობელთა: მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
მკითხველმან: მაუწყე მე, უფალო, გზა, რომელსაცა ვიდოდე,
მგალობელთა: რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
დიაკონი: სიბრძნით.
მკითხველმან: საქმე წმიდათა, მოციქულთა საკითხავი.
დიაკონი: მოხედენ.
მათ დღეთა შინა, ანგელოზი უფლისა ეტყოდა ფილიპეს და ჰრქვა: აღდეგ და მივედ შენ სამხრით კერძო, გზასა მას, რომელი შთავალს იერუსალიმით გზად. ესე არს უდაბნო. და აღდგა და წარვიდა. და აჰა ესერა კაცი ჰინდო, საჭურისი ძლიერი კანდაკისი, დედოფლისა მის ჰინდოეთისა, რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა, რომელი-იგი მოსრულ იყო თაყვანის-ცემად იერუსალიმად, და მოქცეულ იყო და ჯდა იგი ეტლთა ზედა მისთა და იკითხვიდა წიგნსა ესაია წინასწარმეტყველისასა. ჰრქვა სულმან წმიდამან ფილიპეს: მივედ და შეეახლე შენ ეტლთა იმათ. და მივიდა ფილიპე და ისმენდა მისსა, ვითარ-იგი იკითხვიდა ესაია წინასწარმეტყველსა; და ჰრქვა: უწყი-მეა, რასა-ეგე იკითხავ? ხოლო მან ჰრქვა: და ვითარ-მე მეძლოს უწყებად, არა თუ ვინმე იყოს წინამძღვარ ჩემდა? და ჰლოცვიდა ფილიპეს აღსლვად და დაჯდომად მის თანა. ხოლო თავი საკითხავისა მის, რომელსა იკითხვიდა, იყო ესე: ვითარცა ცხოვარი კლვად მიიგვარა და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისველისა უხმობელად, ესრეთ არა აღაღებს პირსა თვისსა. სიმდაბლითა თვისითა სასჯელი მისი მიეღო. ხოლო თესლ-ტომი მისი ვინ-მე მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქვეყანით ცხოვრება მისი. მიუგო საჭურისმან მან და ჰრქვა ფილიპეს: გევედრები შენ, ვისთვის იტყვის წინასწარმეტყველი ამას, თავისა თვისისათვის, ანუ სხვისა ვისთვისმე? აღაღო პირი თვისი ფილიპე, და იწყო თხრობად მისა და ხარებად წიგნთაგან იესოსთვის, და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდეს მგზავრ, მოვიდეს წყალსა ერთსა ზედა, და ჰრქვა საჭურისმან მან: აჰა წყალი, რაიღა ყენება არს ჩემდა ნათლის-ღებად? ჰრქვა მას ფილიპე: გრწამს თუ ყოვლითა გულითა შენითა, ჯერ არს. მიუგო და ჰრქვა მას: მრწამს, რამეთუ ძე ღმრთისა არს იესო ქრისტე. და უბრძანა დადგინება ეტლთა მათ. და შთახდეს ორნივე წყალსა, ფილიპე და საჭურისი იგი, და ნათელ-სცა მას. და ვითარცა აღმოხდეს წყლით, სული წმიდა მოვიდა საჭურისსა მას ზედა; და სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე, და მერმე არღარა იხილა იგი საჭურისმან მან, და ვიდოდა გზასა თვისსა სიხარულით.
მკითხველმან: ალილუია (3-გზის).
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
მკითხველმან: უფლისა მიერ წარემართების სლვა კაცისა, და გზა მისი ენებოს ფრიად.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
მკითხველმან: განაცხადე უფლისა მიერ გზა შენი, და ესევდ მას, და მან ჰყოს.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმინდა სახარება.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: იოანესაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
ჰრქვა უფალმან თვისთა მოწაფეთა: ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი, გრწმენინ ღმრთისა, და გრწმენინ ჩემდა მომართ. სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან. უკეთუ არა, გარქუმცა თქვენ, ვითარმედ: მე წარვიდე და განგიმზადო თქვენ ადგილი. და უკეთუ წარვიდე და განგიმზადო თქვენ ადგილი, კუალად მოვიდე და წარგიყვანნე თქვენ თავისა ჩემისა თანა, რათა, სადაცა მე ვიყო, მუნცა თქვენ იყვნეთ. და ვიდრე-იგი მე მივალ, უწყით და გზაცა იგი იცით. ჰრქვა მას თომა: უფალო, არა ვიცით, ვიდრე ხუალ, და ვითარ შემძლებელ ვართ გზისა მის ცნობად? ჰრქვა მას იესო: მე ვარ გზა, და მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ. უკეთუმცა მიცოდეთ მე, მამაიცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი. ჰრქვა მას ფილიპე: უფალო, მიჩვენე ჩვენ მამაი შენი, და კმა არს ჩვენდა. ჰრქვა მას იესო: ესოდენ ჟამ თქვენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაი ჩემი, და შენ ვითარ მეტყვი მე: მიჩვენე ჩვენ მამაი შენი? არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ და მამაი ჩემ თანა არს?
მგალობელთა დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: რომელი სლვათა კაცთასა წარმართებ, უფალო; მოიხილე მოწყალებით მონათა შენთა ზედა (სახელები) და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი, აკურთხენ კეთილნი განზრახვანი მათნი, გამოსლვად და შესლვად თანა მავალობით წარმართენ, გულს-მოდგინედ გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: რომელმან იოსებ მწუხარებისაგან ძმათა თვისთასა დიდებულად თავისუფალ ჰყავ უფალო, და ეგვიპტედ წარუძეღუ მას, და კურთხევითა სახიერებისა შენისათა ყოველსა შინა ბედნიერ ჰყავ იგი, ეგრეთვე მონანიცა ესე შენნი მოგზაურობისა და კეთილისა საქმისა მნებებელნი აკურთხენ, და სლვა და შრომანი მათნი უშფოთველად და კეთილად სლვიან-ჰყავ, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: რომელმან ისააკს და ტობიას თანა-მოგზაური ანგელოზი მიუვლინე, და მით მოგზაურობა, და უკუნ-ქცევა მათი მშვიდობიან და კეთილ-სლვიან ჰყავ: აწცა, ყოვლად სახიერო, ანგელოზი მშვიდობისა მონათა ამათ შენთა ჩვენ მიერ შენდა მვედრებელთა მოუვლინე, რათა დაადგინოს ესენი ყოველთა ზედა საქმესა კეთილსა, და იხსენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, და ყოვლისაგან ბოროტისა გარემოდგომილთაგან, და რათამცა სიმრთელით და მშვიდობით, და კეთილ-მითვალულებით უკუმოიქცნენ სადიდებელად შენდა, გულს-მოდგინედ გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
დიაკონი: რომელი ლუკას და კლეოპას, ემმაუსსა შინა თანა-უვიდოდი, და ყოვლად დიდებულითა შემეცნებითა შენითა მხიარულებით იერუსალემად მოაქციენ, ეგრეთვე თანამავალ ექმენ მადლითა შენითა, და საღმრთოთა კურთხევითა, აწცა მონათა ამათ შენთა, ჩვენ მიერ შენდა მხურვალედ მვედრებელთა, და ყოველთა შინა საქმეთა კეთილად წარუმართე, სადიდებელად ყოვლად-წმიდისა სახელისა შენისა, სიმრთელით და მშვიდობით დაიცვენ, და მოაქციენ ესენი ჟამსა კეთილსა, ვითარცა მრავალმოწყალესა და კეთილის-მყოფელსა, გევედრებით, მსწრაფლ ისმინე, და მოწყალებით შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ. (3-გზის).
მღვდელმან: შეისმინე ჩვენი, ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო და ზღვათა შინა შორს მყოფთაო, მლხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო, შეცოდებათა ჩვენთა და შეგვიწყალენ ჩვენ.
რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: თავთა და მუხლთა ჩვენთა ლმობიერად მომდრეკელთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
მღვდელმან: უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, ჭეშმარიტებისა და ცხოვრებისა გზაო, რომელმან თანა-მწირობა ინებე მამად საგონებელისა შენისა იოსებისა და ყოვლად-წმიდისა ქალწულისა დედისა შენისა ეგვიპტეს შინა, და ვითარცა ლუკას და კლეოპას ემმაუს შინა თანა უძღოდი: აწცა სიმდაბლით გევედრებით შენ, მეუფეო ყოვლად-წმიდაო, მონათაცა ამათ შენთა (სახელები) ვითარცა მადლითა შენითა ტობიას, ეგრეთვე ამათ მოუვლინე ანგელოზი მცველი და წინამძღვარი, მფარველად და მხსნელად მათდა ყოვლისა ბოროტისა გარე-მოდგომილებისა, ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, და აღსრულებად მცნებათა შენთა მასწავებელი, ხოლო მშვიდობით, ბედნიერებით და სიმრთელით მყვანებელი, და კუალად მრთლად და უშფოთველად მომქცეველი, და მოეც მათ ყოველი კეთილი განზრახვა სათნო საყოფელად შენდა, და კეთილად აღსრულებად სადიდებელად შენდა.
რამეთუ შენი არს მოწყალება და მაცხოვარება, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გაკურთხნენ თქვენ უფალმან სიონით გამო და იხილეთ კეთილი იერუსალიმისა, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა, და წარმართნეს გზანი თქვენი მშვიდობით, სადიდებელად წმიდისა სახელისა თვისისა, ამინ.
დიაკონი: სიბრძნით.
მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
მღვდელმან: დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).